ქუთაისში, გელათის ქუჩაზე მომხდარ ავტოავარიაში დაღუპული ბიჭის ვინაობა ცნობილია. ის ნიკუშა პატარიძეა, რომლის სიცოცხლე ავტოავარიამ ადგილზე, საკუთრ სახლის წინ იმსხვერპლა, ხოლო მეორე დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
ნიკუშას სიცოცხლე იმ დროს იმსხერპლა ავტომანქანამ, როდესაც მისი დედა მეოთხე ბავშვზე მშობიარობდა.
მეორე დაშავებული მოზარდი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
იხილეთ ვიდეო
წყარო: kutaisitoday.com