პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოს უდიდესი ხელოვანების სათაყვანებელი სახლი საქართველოში, რომელიც არქიტექტორებსაც აღაფრთოვანებდა
მსოფლიოს უდიდესი ხელოვანების სათაყვანებელი სახლი საქართველოში, რომელიც არქიტექტორებსაც აღაფრთოვანებდა

"ჩვენ­თან სახ­ლში არა­სო­დეს ყო­ფი­ლან სტუმ­რად ცე­კას მდივ­ნე­ბი, მი­ნის­ტრე­ბი, მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მაგ­რამ გა­მორ­ჩე­უ­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბი - ყო­ველ­თვის! ჩვენს სახ­ლში რამ­დენ­ჯერ­მე იყო მაია პლი­სეც­კა­ია. მას მა­მას­თან ძა­ლი­ან დიდი მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებ­და. მისი მე­უღ­ლე, უდი­დე­სი კომ­პო­ზი­ტო­რი – რო­დი­ონ შჩედ­რი­ნიც არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა ჩვენ­თან"... - ამ­ბობს მსოფ­ლი­ო­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლად მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი დი­რი­ჟო­რი ვახ­ტანგ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი... იგი ამ­ჯე­რად ბელ­გი­ა­ში ცხოვ­რობს. დი­რი­ჟორს თბი­ლის­ში ულა­მა­ზე­სი სახ­ლი აქვს, სა­დაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყ­რიდ­ნენ თავს მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბი...

- ამ სახ­ლის არ­ქი­ტექ­ტო­რი დე­და­ჩე­მი – ქე­თე­ვან პა­ჭ­კო­რია-მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი გახ­ლავთ. იგი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი არ­ქი­ტექ­ტო­რი იყო, ამის მა­გა­ლი­თი პირ­ველ რიგ­ში ეს სახ­ლია! 45 წლის წინ აშენ­და სახ­ლი და რო­გორც კი მშე­ნებ­ლო­ბა დას­რულ­და, არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი სა­ნა­ხა­ვად მო­დი­ოდ­ნენ. დედა მე­გობ­რობ­და არ­ქი­ტექ­ტორ შოთა ყავ­ლაშ­ვილ­თან და ბა­ტო­ნი შო­თას­გან გა­ი­გეს სხვა არ­ქი­ტექ­ტო­რებ­მა, გა­მორ­ჩე­უ­ლი სახ­ლი აშენ­დაო... არ და­მა­ვი­წყდე­ბა მათი აღ­ტა­ცე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბი, რო­დე­საც ეს სახ­ლი ნა­ხეს... ჩვენს სახ­ლში ცხოვ­რობ­და გე­ნი­ა­ლუ­რი მსტის­ლავ როს­ტრო­პო­ვი­ჩი და დე­და­ჩემს ეუბ­ნე­ბო­და, რომ შე­მეძ­ლოს თქვე­ნი სახ­ლის პა­რი­ზის შუ­ა­გულ­ში გა­და­ტა­ნა და იქ ჩად­გმა, ჩემ­ზე ბედ­ნი­ე­რი არა­ვინ იქ­ნე­ბო­დაო... სახ­ლი მარ­თლაც ბრწყინ­ვა­ლე არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი შე­დევ­რია, მა­შინ ასეთ დიდ ფან­ჯრებს არა­ვინ არ აკე­თებ­და. ზე­მოთ უზარ­მა­ზა­რი აი­ვა­ნი გვაქვს. მე­ხუ­თე სარ­თულ­ზეა დიდი აი­ვა­ნი...

ჩვენ ვიდ­რე ამ სახ­ლში გად­მო­ვი­დო­დით, გვერ­დით, სამ­სარ­თუ­ლი­ან აგუ­რის სახ­ლში, მე­ო­რე სარ­თულ­ზე ვცხოვ­რობ­დით. რო­დე­საც მა­მას, კომ­პო­ზი­ტორ ალექ­სი მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ბა­ლეტ­მა "ოტე­ლომ" და სა­ვი­ო­ლი­ნო კონ­ცერ­ტმა მსოფ­ლი­ო­ში და­ი­ქუ­ხა, ჩვენს სახ­ლში მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ­მა ვარ­სკვლა­ვებ­მა და­ი­წყეს მოს­ვლა... "ოტე­ლოს" პრე­მი­ე­რა­ზე ჩა­მო­ვი­და სერჟ ლი­ფა­რი... დღეს იგი ბევ­რს არ ახ­სოვს ვინ იყო, მაგ­რამ ბა­ლე­ტის ისე­თი­ვე დიდი ვარ­სკვლა­ვი გახ­ლდათ, რო­გორც რუ­დოლფ ნუ­რი­ე­ვი. სერჟ ლი­ფა­რი პა­რი­ზის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის მთა­ვა­რი ბა­ლეტ­მა­ის­ტე­რი და ბა­ლე­ტის დი­რექ­ტო­რი იყო...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა + იხი­ლეთ ფო­ტო­ე­ბი

მსოფლიოს უდიდესი ხელოვანების სათაყვანებელი სახლი საქართველოში, რომელიც არქიტექტორებსაც აღაფრთოვანებდა

მსოფლიოს უდიდესი ხელოვანების სათაყვანებელი სახლი საქართველოში, რომელიც არქიტექტორებსაც აღაფრთოვანებდა

"ჩვენთან სახლში არასოდეს ყოფილან სტუმრად ცეკას მდივნები, მინისტრები, მთავრობის წარმომადგენლები, მაგრამ გამორჩეული ხელოვანები - ყოველთვის! ჩვენს სახლში რამდენჯერმე იყო მაია პლისეცკაია. მას მამასთან ძალიან დიდი მეგობრობა აკავშირებდა. მისი მეუღლე, უდიდესი კომპოზიტორი – როდიონ შჩედრინიც არაერთხელ ყოფილა ჩვენთან"... - ამბობს მსოფლიოში წარმატებულად მოღვაწე ქართველი დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი... იგი ამჯერად ბელგიაში ცხოვრობს. დირიჟორს თბილისში ულამაზესი სახლი აქვს, სადაც წლების განმავლობაში იყრიდნენ თავს მსოფლიოში ცნობილი ხელოვანები...

- ამ სახლის არქიტექტორი დედაჩემი – ქეთევან პაჭკორია-მაჭავარიანი გახლავთ. იგი არაჩვეულებრივი არქიტექტორი იყო, ამის მაგალითი პირველ რიგში ეს სახლია! 45 წლის წინ აშენდა სახლი და როგორც კი მშენებლობა დასრულდა, არქიტექტორები სანახავად მოდიოდნენ. დედა მეგობრობდა არქიტექტორ შოთა ყავლაშვილთან და ბატონი შოთასგან გაიგეს სხვა არქიტექტორებმა, გამორჩეული სახლი აშენდაო... არ დამავიწყდება მათი აღტაცებული სახეები, როდესაც ეს სახლი ნახეს... ჩვენს სახლში ცხოვრობდა გენიალური მსტისლავ როსტროპოვიჩი და დედაჩემს ეუბნებოდა, რომ შემეძლოს თქვენი სახლის პარიზის შუაგულში გადატანა და იქ ჩადგმა, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებოდაო... სახლი მართლაც ბრწყინვალე არქიტექტურული შედევრია, მაშინ ასეთ დიდ ფანჯრებს არავინ არ აკეთებდა. ზემოთ უზარმაზარი აივანი გვაქვს. მეხუთე სართულზეა დიდი აივანი...

ჩვენ ვიდრე ამ სახლში გადმოვიდოდით, გვერდით, სამსართულიან აგურის სახლში, მეორე სართულზე ვცხოვრობდით. როდესაც მამას, კომპოზიტორ ალექსი მაჭავარიანის ბალეტმა "ოტელომ" და სავიოლინო კონცერტმა მსოფლიოში დაიქუხა, ჩვენს სახლში მსოფლიოში ცნობილმა ვარსკვლავებმა დაიწყეს მოსვლა... "ოტელოს" პრემიერაზე ჩამოვიდა სერჟ ლიფარი... დღეს იგი ბევრს არ ახსოვს ვინ იყო, მაგრამ ბალეტის ისეთივე დიდი ვარსკვლავი გახლდათ, როგორც რუდოლფ ნურიევი. სერჟ ლიფარი პარიზის ოპერისა და ბალეტის მთავარი ბალეტმაისტერი და ბალეტის დირექტორი იყო...განაგრძეთ კითხვა + იხილეთ ფოტოები

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს