ეგვიპტეში, ელ-მინიას პროვინციაში სალოცავად მიმავალი ქრისტიანების ავტობუსებისთვის გახსნილი ცეცხლის შედეგად სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა.
აღნიშნულის შესახებ ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.
როგორც საინფორმაციო პორტალი Al-Ahram იუწყება, დაღუპულთა უმრავლესობა ბავშვია. მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთ ავტობუსში ორმოცამდე ბავშვი იმყოფებოდა, ხოლო მეორე ავტობუსში - უფროსები.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ავტობუსს ცეცხლი ორი მანქანიდან გაუხსნეს. თავდასხმა ათამდე „ბოევიკმა“ განახორციელა. ეგვიპტის პოლიცია მათი დაკავების ოპერაციას ატარებს.