კომპანია "ნებულა", საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად, ახორციელებს პროექტს "სუპერნოვა." პროექტის ფარგლებში აბიტურიენტებისთვის ზოგადი უნარების საყოველთაო ოლიმპიადა იმართება, რომელსაც უკვე 1500-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა.
საოლიმპიადე ამოცანები ეროვნული გამოცდების ამოცანებთან შედარებით ოდნავ რთულია, თუმცა ამ სირთულის ტესტზე მუშაობა აბიტურიენტისთვის ბევრად მეტის მომცემია. ამასთან ერთად, წერის დასრულების შემდეგ "ნებულას" პედაგოგები სემინარს ატარებენ, სადაც დეტალურად და სიღრმისეულად განიხილავენ თითოეულ ამოცანას; ისე რომ, სახლში დაბრუნებულ მოსწავლეს არცერთი გაუგებარი საკითხი არ რჩება და უფრო ახლოსაა ეროვნულ გამოცდაზე უმაღლესი ქულის მიღებასთან.
გარდა ამ ყველაფრისა, "ნებულას" და მის პარტნიორებს აბიტურიენტებისთვის ბევრი საინტერესო პრიზი აქვთ: პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტები მზად არიან სრული, 4 წლიანი სასწავლო გრანტები გამოყონ საუკეთესო მონაწილეებისთვის. Lenovo კი TOP 5 მოსწავლეს უახლესი, თანამედროვე, Miix 310-ით დაასაჩუქრებს, რომელიც ერთდროულად ლეპტოპიცაა და პლანშეტიც. თავის მხრივ, "ნებულა" ოლიმპიადის ყველა მონაწილეს, რომელიც გარკვეულ ზღვარს გადალახავს, ონლაინ კურსების სასწავლო ვაუჩერებს გადასცემს, რომლებითაც ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება სახლიდან გაუსვლელად შეეძლებათ. ონლაინ კურსის მფლობელებიდან ეროვნულ გამოცდაზე საუკეთესო შედეგის მქონე კი 10 000 ლარიანი გრანტით დაჯილდოვდება!
აბიტურიენტი ოლიმპიადის ჩატარების თარიღს მისი სურვილისამებრ ირჩევს, მონაწილეობა კი სრულიად უფასოა: nebula.ge/sn