სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დამოუკიდებლობის დღე თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება
დამოუკიდებლობის დღე თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება

სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღე თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით აღი­ნიშ­ნე­ბა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცე­რე­მო­ნია ფი­ცის და­დე­ბით გა­იხ­სნე­ბა. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­წყი­სი საბ­რძო­ლო მომ­ზა­დე­ბის ცენ­ტრის სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხუ­რის 300-ზე მეტი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე ღვთი­სა და ერის წი­ნა­შე სამ­ხედ­რო ფიცს და­დებს. სა­ქარ­თვე­ლოს უმაღ­ლეს მთა­ვარ­სარ­დალს პა­ტაკს გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სი, გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი ვლა­დი­მერ ჩა­ჩი­ბა­ია ჩა­ა­ბა­რებს.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას და შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი მი­უ­ლო­ცა­ვენ. სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს სი­ტყვით მი­მარ­თავს სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ლე­ვან იზო­რია.

თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ის ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რომ­ლებ­მაც ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან წარ­მა­ტე­ბებს მიღ­წი­ეს რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ასე­ვე მის ფარ­გლებს გა­რეთ.

პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბა და მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის­თვის და სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის დროს და­ღუ­პულ­თა ხსოვ­ნას წუ­თი­ე­რი დუ­მი­ლით პა­ტივს მი­ა­გე­ბენ.

ღო­ნის­ძი­ე­ბას მუ­სი­კა­ლუ­რად ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის სამ­ხედ­რო საჩ­ვე­ნე­ბე­ლი ორ­კესტრი გა­ა­ფორ­მებს. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ჰიმნს ან­სამ­ბლი "მძლე­ვა­რი" შე­ას­რუ­ლებს, ან­სამ­ბლი "ქარ­თუ­ლი ხმე­ბი" კი სპე­ცი­ა­ლუ­რად სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის­თვის შექ­მნილ სიმ­ღე­რას გა­აჟ­ღე­რებს.

ღო­ნის­ძი­ე­ბას აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი უცხო ქვეყ­ნე­ბის ელ­ჩე­ბი და სამ­ხედ­რო ატა­შე­ე­ბი, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი, ასე­ვე რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და­ეს­წრე­ბი­ან.

სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის, შე­ი­ა­რა­ღე­ბი­სა და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის გა­მო­ფე­ნაც მო­ე­წყო­ბა. სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა ასე­ვე გა­მო­ი­ფი­ნე­ბა თე­ლავ­ში, გორ­ში, რუს­თავ­ში, ოზურ­გეთ­ში, ქუ­თა­ის­ში, ბა­თუმ­ში, მცხე­თა­ში, ახალ­ცი­ხე­ში, ფოთ­ში, ზუგ­დიდ­სა და ამ­ბრო­ლა­ურ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დამოუკიდებლობის დღე თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება

დამოუკიდებლობის დღე თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება. ოფიციალური ცერემონია ფიცის დადებით გაიხსნება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის სავალდებულო სამსახურის 300-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ღვთისა და ერის წინაშე სამხედრო ფიცს დადებს. საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს პატაკს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია ჩააბარებს.

საქართველოს მოსახლეობას და შეიარაღებულ ძალებს დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიულოცავენ. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია.

თავისუფლების მოედანზე საქართველოს შეიარაღებული ძალების ის ქვედანაყოფები იქნება წარმოდგენილი, რომლებმაც ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიღწიეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

პირადი შემადგენლობა და მოწვეული სტუმრები საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დროს დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ.

ღონისძიებას მუსიკალურად ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი გააფორმებს. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს ანსამბლი "მძლევარი" შეასრულებს, ანსამბლი "ქართული ხმები" კი სპეციალურად საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის შექმნილ სიმღერას გააჟღერებს.

ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების ელჩები და სამხედრო ატაშეები, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები, ასევე რიგითი მოქალაქეები დაესწრებიან.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თავისუფლების მოედანზე სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენაც მოეწყობა. სამხედრო ტექნიკა ასევე გამოიფინება თელავში, გორში, რუსთავში, ოზურგეთში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, ახალციხეში, ფოთში, ზუგდიდსა და ამბროლაურში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი