ბიზნესმენ ბუბა ქებურიას სახლიდან ნახევარი მილიონი დოლარის მოპარვის ფაქტი არ დასტურდება, - ამის შესახებ Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, დასტურდება ქურდობის ფაქტი, თუმცა კონკრეტულად რა არის მოპარული ქებურიას სახლიდან, გამოძიება სწავლობს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს. შემთხვევა ძველ თბილისში რამდენიმე დღის წინ მოხდა.