პოლიტიკა
მსოფლიო

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩალით დახურულია ეს ქვეყანა, ახალგაზრდებს მომავალს უკარგავენ" - რა მოხდა საატესტატო გამოცდაზე ქუთაისის საჯარო სკოლაში?
"ჩალით დახურულია ეს ქვეყანა, ახალგაზრდებს მომავალს უკარგავენ" - რა მოხდა საატესტატო გამოცდაზე ქუთაისის საჯარო სკოლაში?

მე-12 კლა­სე­ლე­ბის გა­მო­საშ­ვე­ბი, ე.წ. სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბი დას­რულ­და, თუმ­ცა ქუ­თა­ი­სის სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნათ. მათი გან­ცხა­დე­ბით, ფი­ზი­კის გა­და­ბა­რე­ბის გა­მოც­და­ზე შე­იქ­მნა ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზი, რის გა­მოც, მათი თქმით, ბა­რი­ე­რის გა­და­სა­ლა­ხი შე­სა­ბა­მი­სი ქუ­ლე­ბი ვერ და­აგ­რო­ვეს და გა­მოც­და ვერ ჩა­ა­ბა­რეს. მოს­წავ­ლე­ებ­მა უკვე მი­მარ­თეს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს და ახლა უწყე­ბი­დან პა­სუხს ელო­დე­ბი­ან.

გი­ორ­გი გო­ლე­თი­ა­ნი, ქუ­თა­ი­სის მე-7 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე:

"ფი­ზი­კის გან­მე­ო­რე­ბით გა­მოც­და იმ მოს­წავ­ლე­ებ­მა ჩა­ვა­ბა­რეთ, ვინც მე­ტერ­თმე­ტე კლას­ში ამ გა­მოც­და­ზე ჩა­ვი­ჭე­რით. სამ­წუ­ხა­როდ, წელ­საც კრა­ხით დას­რულ­და ეს გა­მოც­და ტექ­ნი­კუ­რი გა­უ­მარ­თა­ო­ბის გამო. ფი­ზი­კის გა­და­ბა­რე­ბის გა­მოც­და 23 მა­ისს გვქონ­და. გა­მოც­და ჩა­ტარ­და, მაგ­რამ შე­დე­გე­ბი იყო არა­და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი, 11 ბავ­შვი­დან 10 ჩა­იჭ­რა. გა­მოც­და­ზე კომ­პი­უ­ტე­რი ჭე­დავ­და, კი­თხვე­ბი მე­ორ­დე­ბო­და, ძა­ლი­ან იოლი პა­სუ­ხე­ბი ჰქონ­და, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, რომ ჩა­ვა­ბა­რებ­დით, მაგ­რამ ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზის გამო მოხ­და ასე. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ვაგ­ზავ­ნეთ წე­რი­ლი. ეს ხარ­ვე­ზი მარ­ტო ჩვენს სკო­ლა­ში არ ყო­ფი­ლა, მა­გა­ლი­თად, ქუ­თა­ი­სის მე­ა­თე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ექ­ვსი ბავ­შვი გა­ვი­და და ექ­ვსი­ვე ჩა­იჭ­რა, მე­სა­მე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ცხრა ბავ­შვი იყო და ცხრა­ვე ჩა­იჭ­რა".

სო­ფიო აბუ­ლა­ძე, მშო­ბე­ლი:

"გა­მოც­და­ზე ბავ­შვებს სა­კი­თხე­ბი რომ მი­უ­ვი­დათ და პა­სუ­ხე­ბი გას­ცეს, იგი­ვე სა­კი­თხე­ბი მე­ო­რედ მო­უ­ვი­დათ. 10 მოს­წავ­ლე შე­ვი­და და ათი­ვეს ერ­თნა­ი­რი ქუ­ლე­ბი ამო­უ­ვი­და. ჩვენ არ ვი­ცო­დით, რომ მა­შინ­ვე უნდა შეგ­ვედ­გი­ნა ოქმი, ბავ­შვე­ბი გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლე­ბიც არ ყო­ფი­ლან. მოს­წავ­ლე­ე­ბი იმ დღეს­ვე მი­ვიდ­ნენ დი­რექ­ტორ­თან, რო­მელ­მაც უთხრა, რომ რა­ღა­ცას მო­ა­ხერ­ხებ­და, მაგ­რამ მერე უთხრა, არა­ფე­რი გეშ­ვე­ლე­ბა­თო. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს თხოვ­ნით მივ­მარ­თეთ, ან ახ­ლი­დან ჩა­ა­ტა­რონ ეს გა­მოც­და ან ჩა­ბა­რე­ბუ­ლად ჩა­უთ­ვა­ლონ. გა­მოც­და­ზე ბა­რი­ე­რი იყო 5.50, ბავ­შვებ­მა აი­ღეს 5.45. მი­ნის­ტრის სა­ხელ­ზე დავ­წე­რეთ წე­რი­ლი და თუ არ გვი­პა­სუ­ხე­ბენ, მერე სა­სა­მარ­თლო­ში ვუ­ჩივ­ლებთ. ბავ­შვე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ ყვე­ლა სა­კითხს სწო­რი პა­სუ­ხი გას­ცეს. ვიცი, რომ ასე­თი შემ­თხვე­ვა მოხ­და ქუ­თა­ი­სის სხვა სკო­ლებ­შიც, მა­გა­ლი­თად, მე-10 და 23-ე სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში. დი­რექ­ტორს არ აწყობს და არ ამ­ბობს, რომ მათი ხარ­ვე­ზი იყო. ვთქვათ, ბავ­შვე­ბი იტყუ­ე­ბი­ან, მაგ­რამ ათი­ვე მოს­წავ­ლემ ერთი და იგი­ვე ქულა რო­გორ მი­ი­ღო, მათ­გან ზოგი წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლეა.

სამ­წუ­ხა­როდ, ჩა­ლით და­ხუ­რუ­ლია ეს ქვე­ყა­ნა, საშ­ვე­ლი არ არის. 3 გო­გოა, და­ნარ­ჩე­ნი ბი­ჭე­ბი არი­ან, მო­მა­ვალს უკარ­გა­ვენ, უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის გა­ი­ა­რეს რე­გის­ტრა­ცია, რო­გო­რი მო­წა­დი­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან და ახლა ასე ტო­ვე­ბენ ბავ­შვებს? ამ გა­მოც­დის გარ­და სხვა ყვე­ლა გა­მოც­და ჩა­ა­ბა­რეს".

AMBEBI.GE სა­კი­თხის გა­სარ­კვე­ვად შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრს და­უ­კავ­შირ­და, სა­დაც გვი­თხრეს, რომ ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზი ქუ­თა­ი­სის არ­ცერთ სკო­ლა­ში არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

"სა­გა­მოც­დო პრო­ცე­სი შე­უ­ფერ­ხებ­ლად წა­რი­მარ­თა. გა­მოც­დის სრუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გი ტარ­დე­ბა და არა­ნა­ი­რი ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. მოს­წავ­ლე­ებს შე­უძ­ლი­ათ მოგ­ვმარ­თონ გან­ცხა­დე­ბის ფორ­მით და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად შე­ის­წავ­ლე­ბა მათი გან­ცხა­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნეს შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრში.

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

"ჩალით დახურულია ეს ქვეყანა, ახალგაზრდებს მომავალს უკარგავენ" - რა მოხდა საატესტატო გამოცდაზე ქუთაისის საჯარო სკოლაში?

"ჩალით დახურულია ეს ქვეყანა, ახალგაზრდებს მომავალს უკარგავენ" - რა მოხდა საატესტატო გამოცდაზე ქუთაისის საჯარო სკოლაში?

მე-12 კლასელების გამოსაშვები, ე.წ. საატესტატო გამოცდები დასრულდა, თუმცა ქუთაისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გარკვეული პრობლემები შეექმნათ. მათი განცხადებით, ფიზიკის გადაბარების გამოცდაზე შეიქმნა ტექნიკური ხარვეზი, რის გამოც, მათი თქმით, ბარიერის გადასალახი შესაბამისი ქულები ვერ დააგროვეს და გამოცდა ვერ ჩააბარეს. მოსწავლეებმა უკვე მიმართეს განათლების სამინისტროს და ახლა უწყებიდან პასუხს ელოდებიან.

გიორგი გოლეთიანი, ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლე:

"ფიზიკის განმეორებით გამოცდა იმ მოსწავლეებმა ჩავაბარეთ, ვინც მეტერთმეტე კლასში ამ გამოცდაზე ჩავიჭერით. სამწუხაროდ, წელსაც კრახით დასრულდა ეს გამოცდა ტექნიკური გაუმართაობის გამო. ფიზიკის გადაბარების გამოცდა 23 მაისს გვქონდა. გამოცდა ჩატარდა, მაგრამ შედეგები იყო არადამაკმაყოფილებელი, 11 ბავშვიდან 10 ჩაიჭრა. გამოცდაზე კომპიუტერი ჭედავდა, კითხვები მეორდებოდა, ძალიან იოლი პასუხები ჰქონდა, დარწმუნებული ვიყავით, რომ ჩავაბარებდით, მაგრამ ტექნიკური ხარვეზის გამო მოხდა ასე. განათლების სამინისტროში გავაგზავნეთ წერილი. ეს ხარვეზი მარტო ჩვენს სკოლაში არ ყოფილა, მაგალითად, ქუთაისის მეათე საჯარო სკოლაში ექვსი ბავშვი გავიდა და ექვსივე ჩაიჭრა, მესამე საჯარო სკოლაში ცხრა ბავშვი იყო და ცხრავე ჩაიჭრა".

სოფიო აბულაძე, მშობელი:

"გამოცდაზე ბავშვებს საკითხები რომ მიუვიდათ და პასუხები გასცეს, იგივე საკითხები მეორედ მოუვიდათ. 10 მოსწავლე შევიდა და ათივეს ერთნაირი ქულები ამოუვიდა. ჩვენ არ ვიცოდით, რომ მაშინვე უნდა შეგვედგინა ოქმი, ბავშვები გაფრთხილებულებიც არ ყოფილან. მოსწავლეები იმ დღესვე მივიდნენ დირექტორთან, რომელმაც უთხრა, რომ რაღაცას მოახერხებდა, მაგრამ მერე უთხრა, არაფერი გეშველებათო. განათლების სამინისტროს თხოვნით მივმართეთ, ან ახლიდან ჩაატარონ ეს გამოცდა ან ჩაბარებულად ჩაუთვალონ. გამოცდაზე ბარიერი იყო 5.50, ბავშვებმა აიღეს 5.45. მინისტრის სახელზე დავწერეთ წერილი და თუ არ გვიპასუხებენ, მერე სასამართლოში ვუჩივლებთ. ბავშვები დარწმუნებულები არიან, რომ ყველა საკითხს სწორი პასუხი გასცეს. ვიცი, რომ ასეთი შემთხვევა მოხდა ქუთაისის სხვა სკოლებშიც, მაგალითად, მე-10 და 23-ე საჯარო სკოლებში. დირექტორს არ აწყობს და არ ამბობს, რომ მათი ხარვეზი იყო. ვთქვათ, ბავშვები იტყუებიან, მაგრამ ათივე მოსწავლემ ერთი და იგივე ქულა როგორ მიიღო, მათგან ზოგი წარჩინებული მოსწავლეა.

სამწუხაროდ, ჩალით დახურულია ეს ქვეყანა, საშველი არ არის. 3 გოგოა, დანარჩენი ბიჭები არიან, მომავალს უკარგავენ, უნივერსიტეტისთვის გაიარეს რეგისტრაცია, როგორი მოწადინებულები არიან და ახლა ასე ტოვებენ ბავშვებს? ამ გამოცდის გარდა სხვა ყველა გამოცდა ჩააბარეს".

AMBEBI.GE საკითხის გასარკვევად შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ტექნიკური ხარვეზი ქუთაისის არცერთ სკოლაში არ დაფიქსირებულა.

"საგამოცდო პროცესი შეუფერხებლად წარიმართა. გამოცდის სრული მონიტორინგი ტარდება და არანაირი ტექნიკური ხარვეზი არ დაფიქსირებულა. მოსწავლეებს შეუძლიათ მოგვმართონ განცხადების ფორმით და ინდივიდუალურად შეისწავლება მათი განცხადება", - აღნიშნეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი