პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცრემლები იმიტომ მომდის, რომ შეეხნენ ჩემს თავმოყვარეობას" - დემირელის კოლეჯის მმართველს 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა
"ცრემლები იმიტომ მომდის, რომ შეეხნენ ჩემს თავმოყვარეობას" - დემირელის კოლეჯის მმართველს 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ დე­მი­რე­ლის კო­ლე­ჯის ერთ-ერთ მმარ­თველს, მუს­ტა­ფა ემრე ჩა­ბუქს 3-თვი­ა­ნი წი­ნა­სა­ექ­სტრა­დი­ციო პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლით სა­სა­მარ­თლომ პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

რო­გორც პრო­კუ­რორ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და, ჩა­ბუქს ბრა­ლად შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რო­ბა ედე­ბა, რაც მძი­მე და­ნა­შა­უ­ლია და გან­გრძო­ბა­დო­ბა ახა­სი­ა­თებს.

სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­მდებ­ლის პო­ზი­ცი­ით, წი­ნა­სა­ექ­სტრი­და­ციო პა­ტიმ­რო­ბის გარ­და სხვა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა ვერ იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი ბრალ­დე­ბუ­ლის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის აღ­საკ­ვე­თად. დაც­ვის მხა­რე ჩა­ბუ­ქის­თვის 10 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბას მო­ი­თხოვ­და.

ჩა­ბუ­ქი ითხოვს, არ გა­დას­ცენ თურ­ქეთს, რად­გან "იქ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა არ არ­სე­ბობს". ბრალ­დე­ბულ­მა სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბი­სას ცრემ­ლე­ბი ვერ შე­ი­კა­ვა.

"15 წე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში ვარ. მაქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში ბი­ნად­რო­ბის უვა­დო უფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფომ მო­მა­ნი­ჭა. ბოლო 15 წე­ლია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბას ვე­წე­ვი ერ­თგუ­ლად. ყვე­ლა­ზე მე­ტად ჩემს თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა­ზე იმოქ­მე­და იმან, რომ ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რო­ბას მაბ­რა­ლე­ბენ. ეს ცრემ­ლე­ბი იმი­ტომ მომ­დის, რომ შე­ეხ­ნენ ჩემს თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბას. ცხოვ­რე­ბა­ში პა­ტა­რა და­ნაც კი არ მი­ტა­რე­ბია. ჩემს ჯი­ბე­ში მხო­ლოდ ცარ­ცი მო­ი­ძებ­ნე­ბო­და და ვცდი­ლობ­დი ისე­თი მოს­წავ­ლე აღ­მე­ზარ­და, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს გა­მო­ად­გე­ბო­და. სამ­წუ­ხა­როდ, თურ­ქეთ­ში სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა არ არ­სე­ბობს და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვი­თხოვ არ გა­დამ­ცენ თურ­ქეთს", - გა­ნა­ცხა­და მუს­ტა­ფა ემრე ჩა­ბუქ­მა.

ად­ვო­კა­ტე­ბი დე­მი­რე­ლის კო­ლე­ჯის ერთ-ერთი მმარ­თვე­ლის მი­მართ სამ­თვი­ა­ნი წი­ნა­სა­ექ­სტრა­დი­ციო პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რე­ბენ.

რო­გორც მუს­ტა­ფა ემრე ჩა­ბუ­ქის ად­ვო­კატ­მა გა­ნა­ცხა­და, არ არ­სე­ბობ­და არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი იმის­თვის, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის მი­მართ ყვე­ლა­ზე მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი­ყო.

მუს­ტა­ფა ემრე ჩა­ბუ­ქის ად­ვო­კა­ტი ვახ­ტანგ კვი­ჟი­ნა­ძე სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლო­ბა­სა და ტე­რო­რის­ტულ საქ­მი­ა­ნო­ბას ერ­თმა­ნეთს ვერ უკავ­ში­რებს.

"ეს ადა­მი­ა­ნი ორი ათე­უ­ლი წე­ლია ემ­სა­ხუ­რე­ბა ქარ­თულ გა­ნათ­ლე­ბას, ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო მას­წავ­ლე­ბე­ლი, მხო­ლოდ ბოლო პე­რი­ოდ­ში შე­ი­ძი­ნა მას­წავ­ლებ­ლო­ბას­თან ერ­თად მე­ნე­ჯე­რუ­ლი ფუნ­ქცი­ე­ბი. ის არ იყო მფლო­ბე­ლი და თუ რო­მე­ლი­მე კერ­ძო კომ­პა­ნი­ა­ში წილი გას­ხვის­დე­ბა, ეს არ არის და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ლის გა­და­სა­წყვე­ტი. თუ რამე კა­ნონ­დარ­ღვე­ვით მოხ­და, არ­სე­ბობს შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბი, რომ­ლებ­საც ეხე­ბათ ეს", - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ კვი­ჟი­ნა­ძემ.

თბი­ლი­სის დე­მი­რე­ლის კო­ლე­ჯის ერთ-ერთი მმარ­თვე­ლი ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით გუ­შინ და­ა­კა­ვეს. ად­ვო­კა­ტის თქმით, სა­უ­ბა­რია ფე­თჰუ­ლა გი­უ­ლენ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ამე­რი­კა­ში რე­გის­ტრი­რე­ბულ ორ­გა­ნი­ზა­ცია FETO-ზე, რო­მე­ლიც თურ­ქეთ­ში ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად არის მიჩ­ნე­უ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ცრემლები იმიტომ მომდის, რომ შეეხნენ ჩემს თავმოყვარეობას" - დემირელის კოლეჯის მმართველს 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა

"ცრემლები იმიტომ მომდის, რომ შეეხნენ ჩემს თავმოყვარეობას" - დემირელის კოლეჯის მმართველს 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დემირელის კოლეჯის ერთ-ერთ მმართველს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულით სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

როგორც პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, ჩაბუქს ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება, რაც მძიმე დანაშაულია და განგრძობადობა ახასიათებს.

სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციით, წინასაექსტრიდაციო პატიმრობის გარდა სხვა აღკვეთის ღონისძიება ვერ იქნება საკმარისი ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედებების გაგრძელების აღსაკვეთად. დაცვის მხარე ჩაბუქისთვის 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა.

ჩაბუქი ითხოვს, არ გადასცენ თურქეთს, რადგან "იქ სამართლიანობა არ არსებობს". ბრალდებულმა საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისას ცრემლები ვერ შეიკავა.

"15 წელია საქართველოში ვარ. მაქვს საქართველოში ბინადრობის უვადო უფლება, რომელიც სახელმწიფომ მომანიჭა. ბოლო 15 წელია საგანმანათლებლო საქმიანობას ვეწევი ერთგულად. ყველაზე მეტად ჩემს თავმოყვარეობაზე იმოქმედა იმან, რომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას მაბრალებენ. ეს ცრემლები იმიტომ მომდის, რომ შეეხნენ ჩემს თავმოყვარეობას. ცხოვრებაში პატარა დანაც კი არ მიტარებია. ჩემს ჯიბეში მხოლოდ ცარცი მოიძებნებოდა და ვცდილობდი ისეთი მოსწავლე აღმეზარდა, რომელიც საქართველოს გამოადგებოდა. სამწუხაროდ, თურქეთში სამართლიანობა არ არსებობს და აქედან გამომდინარე, ვითხოვ არ გადამცენ თურქეთს", - განაცხადა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა.

ადვოკატები დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველის მიმართ სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობის გამოყენებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

როგორც მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატმა განაცხადა, არ არსებობდა არანაირი საფუძველი იმისთვის, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება გამოყენებულიყო.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატი ვახტანგ კვიჟინაძე სკოლის მასწავლებლობასა და ტერორისტულ საქმიანობას ერთმანეთს ვერ უკავშირებს.

"ეს ადამიანი ორი ათეული წელია ემსახურება ქართულ განათლებას, ათი წლის განმავლობაში იყო მასწავლებელი, მხოლოდ ბოლო პერიოდში შეიძინა მასწავლებლობასთან ერთად მენეჯერული ფუნქციები. ის არ იყო მფლობელი და თუ რომელიმე კერძო კომპანიაში წილი გასხვისდება, ეს არ არის დაქირავებული პერსონალის გადასაწყვეტი. თუ რამე კანონდარღვევით მოხდა, არსებობს შესაბამისი ორგანოები, რომლებსაც ეხებათ ეს", - განაცხადა ვახტანგ კვიჟინაძემ.

თბილისის დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით გუშინ დააკავეს. ადვოკატის თქმით, საუბარია ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებულ ამერიკაში რეგისტრირებულ ორგანიზაცია FETO-ზე, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ