მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კომენტარი ონლაინ-სესხების კომპანიებზე
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კომენტარი ონლაინ-სესხების კომპანიებზე

"ონ­ლა­ინ-სეს­ხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კომ­პა­ნი­ებ­მა სხვა­დას­ხვა გზე­ბი გა­მო­ნა­ხეს" - ამის შე­სა­ხებ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტმა კობა გვე­ნე­ტა­ძემ პარ­ლა­მენ­ტის სა­ფი­ნან­სო-სა­ბი­უ­ჯე­ტო სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც ყო­ველ­წლი­უ­რი ან­გა­რი­ში წა­რად­გი­ნა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ყვე­ლა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი მიკ­რო-სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია მოწ­მდე­ბა და შე­დე­გი შე­მოწ­მე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

"ონ­ლა­ინ-სეს­ხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კომ­პა­ნი­ებ­მა სხვა­დას­ხვა გზე­ბი გა­მო­ნა­ხეს. ეცად­ნენ, გა­ე­კე­თე­ბი­ნათ ისე, რომ ეფექ­ტურ საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვეთ­ში, რო­მელ­შიც ყვე­ლა ხარ­ჯი უნდა იყოს ჩარ­თუ­ლი, არ მოხ­ვედ­რი­ლი­ყო, რაც ნიშ­ნავს, რომ ნამ­დვი­ლი ეფექ­ტუ­რი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი უფრო მა­ღა­ლი იქ­ნე­ბო­და. ეროვ­ნუ­ლი ბან­კის რე­გუ­ლი­რე­ბის ქვეშ ის ონ­ლა­ინ-კომ­პა­ნი­ე­ბია, რომ­ლე­ბიც და­ფიქ­სირ­დნენ, რო­გორც ონ­ლა­ინ კომ­პა­ნი­ე­ბი და რომ­ლე­ბიც არი­ან მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი.

ჩვენ ამ კომ­პა­ნი­ე­ბის­გან მო­ვი­თხო­ვეთ ინ­ფორ­მა­ცია. გა­ვა­ა­ნა­ლი­ზეთ, ყვე­ლა­ფერს შევ­ხე­დეთ. ახლა გვაქვს გას­ვლი­თი შე­მოწ­მე­ბა, ახლა ვი­ღებთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს. ვნა­ხუ­ლობთ, ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებ­ში ხომ არ არის რა­ი­მე ისე­თი, რო­მელ­შიც არ ჩა­დეს რა­ი­მე ხარ­ჯი, ხომ არ და­ირ­ღვა ეფექ­ტუ­რი პრო­ცენ­ტის ლი­მი­ტი - ზედა ზღვა­რი. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია ჯა­რი­მე­ბი. რო­გორც კი და­ვას­რუ­ლებთ, შე­დე­გებს გა­მო­ვაქ­ვეყ­ნებთ, თუ რო­გორ ჩა­ი­ა­რა ამ შე­მოწ­მე­ბამ და რა შე­დე­გე­ბი გვაჩ­ვე­ნა. სა­უ­ბა­რია იმ კომ­პა­ნი­ებ­ზე, რო­მე­ლიც ჩვენ­თან რე­გის­ტრირ­დე­ბი­ან", - გა­ნა­ცხა­და კობა გვე­ნე­ტა­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, არი­ან კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც არ რე­გის­ტრირ­დე­ბი­ან რო­გორც მიკ­რო-სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი. გვე­ნე­ტა­ძის თქმით, ყვე­ლა იმ პირს, რო­მელ­საც აღე­ბუ­ლი აქვს სეს­ხი და ფიქ­რობს, რომ არ მოხ­და კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი პი­რო­ბე­ბის დაც­ვა, უფ­ლე­ბა აქვს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­როს.

2017 წლის იან­ვრი­დან ონ­ლა­ინ სეს­ხებ­სა და ბან­კებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ახა­ლი კა­ნო­ნი ამოქ­მედ­და, რომ­ლის მი­ხედ­ვით, 100 ათას ლა­რამ­დე სეს­ხი მხო­ლოდ ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტა­ში გა­ი­ცე­მა. ონ­ლა­ინ სეს­ხე­ბის ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი პირ­გა­სამ­ტეხ­ლო და ზე­და­საპ­რო­ცენ­ტო ზღვრის წლი­უ­რი გა­ნაკ­ვე­თი 100%-ს არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კომენტარი ონლაინ-სესხების კომპანიებზე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კომენტარი ონლაინ-სესხების კომპანიებზე

"ონლაინ-სესხებთან დაკავშირებით კომპანიებმა სხვადასხვა გზები გამონახეს" - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო სხდომაზე განაცხადა, სადაც ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

მისივე ინფორმაციით, ამ მიმართულებით ყველა რეგისტრირებული მიკრო-საფინანსო ორგანიზაცია მოწმდება და შედეგი შემოწმების დასრულებისთანავე გახდება ცნობილი.

"ონლაინ-სესხებთან დაკავშირებით კომპანიებმა სხვადასხვა გზები გამონახეს. ეცადნენ, გაეკეთებინათ ისე, რომ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთში, რომელშიც ყველა ხარჯი უნდა იყოს ჩართული, არ მოხვედრილიყო, რაც ნიშნავს, რომ ნამდვილი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი უფრო მაღალი იქნებოდა. ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ ის ონლაინ-კომპანიებია, რომლებიც დაფიქსირდნენ, როგორც ონლაინ კომპანიები და რომლებიც არიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ჩვენ ამ კომპანიებისგან მოვითხოვეთ ინფორმაცია. გავაანალიზეთ, ყველაფერს შევხედეთ. ახლა გვაქვს გასვლითი შემოწმება, ახლა ვიღებთ ხელშეკრულებებს. ვნახულობთ, ამ ხელშეკრულებებში ხომ არ არის რაიმე ისეთი, რომელშიც არ ჩადეს რაიმე ხარჯი, ხომ არ დაირღვა ეფექტური პროცენტის ლიმიტი - ზედა ზღვარი. ამასთან დაკავშირებით შემუშავებულია ჯარიმები. როგორც კი დავასრულებთ, შედეგებს გამოვაქვეყნებთ, თუ როგორ ჩაიარა ამ შემოწმებამ და რა შედეგები გვაჩვენა. საუბარია იმ კომპანიებზე, რომელიც ჩვენთან რეგისტრირდებიან", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისივე განმარტებით, არიან კომპანიები, რომლებიც არ რეგისტრირდებიან როგორც მიკრო-საფინანსო ორგანიზაციები. გვენეტაძის თქმით, ყველა იმ პირს, რომელსაც აღებული აქვს სესხი და ფიქრობს, რომ არ მოხდა კანონით დადგენილი პირობების დაცვა, უფლება აქვს ხელშეკრულება სასამართლოში გაასაჩივროს.

2017 წლის იანვრიდან ონლაინ სესხებსა და ბანკებთან დაკავშირებით ახალი კანონი ამოქმედდა, რომლის მიხედვით, 100 ათას ლარამდე სესხი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. ონლაინ სესხების ვადაგადაცილებასთან დაკავშირებით კი პირგასამტეხლო და ზედასაპროცენტო ზღვრის წლიური განაკვეთი 100%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი