პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა თბილისის დემირელის კოლეჯის მმართველისთვის 3-თვიან წინასაექსტრადიციო პატიმრობას ითხოვს
პროკურატურა თბილისის დემირელის კოლეჯის მმართველისთვის 3-თვიან წინასაექსტრადიციო პატიმრობას ითხოვს

პრო­კუ­რა­ტუ­რა თბი­ლი­სის დე­მი­რე­ლის კო­ლე­ჯის ერთ-ერთი მმარ­თვე­ლის, მუს­ტა­ფა ემრე ჩა­ბუ­ქის­თვის 3-თვი­ან წი­ნა­სა­ექ­სტრა­დი­ციო პა­ტიმ­რო­ბას ითხოვს.

რო­გორც პრო­კუ­რორ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და, ჩა­ბუქს ბრა­ლად შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რო­ბა ედე­ბა, რაც მძი­მე და­ნა­შა­უ­ლია და გან­გრძო­ბა­დო­ბა ახა­სი­ა­თებს.

რო­გორც პრო­კუ­რორ­მა აღ­ნიშ­ნა, მუს­ტა­ფა ემრე ჩა­ბუ­ქი თავს არი­დებს გა­მო­ძი­ე­ბას და თურ­ქუ­ლი მხა­რის­გან მო­წო­დე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, მი­მალ­ვა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­მდებ­ლის პო­ზი­ცი­ით, წი­ნა­სა­ექ­სტრი­და­ციო პა­ტიმ­რო­ბის გარ­და სხვა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა ვერ იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი ბრალ­დე­ბუ­ლის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის აღ­საკ­ვე­თად.

თბი­ლი­სის დე­მი­რე­ლის კო­ლე­ჯის ერთ-ერთი მმარ­თვე­ლი, მუს­ტა­ფა ემრე ჩა­ბუ­ქი ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით გუ­შინ და­ა­კა­ვეს. რო­გორც AMBEBI.GE-ს ჩა­ბუ­ქის ად­ვო­კატ­მა სოსო ბა­რა­თაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, სა­უ­ბა­რია ფე­თჰუ­ლა გი­უ­ლენ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ამე­რი­კა­ში რე­გის­ტრი­რე­ბულ ორ­გა­ნი­ზა­ცია FETO-ზე, რო­მე­ლიც თურ­ქეთ­ში ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად არის მიჩ­ნე­უ­ლი. ად­ვო­კა­ტის აზ­რით, ბრალ­დე­ბა უსა­ფუძ­ვლოა.

პროკურატურა თბილისის დემირელის კოლეჯის მმართველისთვის 3-თვიან წინასაექსტრადიციო პატიმრობას ითხოვს

პროკურატურა თბილისის დემირელის კოლეჯის მმართველისთვის 3-თვიან წინასაექსტრადიციო პატიმრობას ითხოვს

პროკურატურა თბილისის დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველის, მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის 3-თვიან წინასაექსტრადიციო პატიმრობას ითხოვს.

როგორც პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, ჩაბუქს ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება, რაც მძიმე დანაშაულია და განგრძობადობა ახასიათებს.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, მუსტაფა ემრე ჩაბუქი თავს არიდებს გამოძიებას და თურქული მხარისგან მოწოდებული მასალების თანახმად, მიმალვაში იმყოფება.

სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციით, წინასაექსტრიდაციო პატიმრობის გარდა სხვა აღკვეთის ღონისძიება ვერ იქნება საკმარისი ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედებების გაგრძელების აღსაკვეთად.

თბილისის დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით გუშინ დააკავეს. როგორც AMBEBI.GE-ს ჩაბუქის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა, საუბარია ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებულ ამერიკაში რეგისტრირებულ ორგანიზაცია FETO-ზე, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული. ადვოკატის აზრით, ბრალდება უსაფუძვლოა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ