საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სოსომ სახლში სულ ორი-სამჯერ დარეკა..." - კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის მეგობრები მისი დაღუპვის ფაქტს უარყოფენ
"სოსომ სახლში სულ ორი-სამჯერ დარეკა..." - კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის მეგობრები მისი დაღუპვის ფაქტს უარყოფენ

"მი­ვი­ღეთ ინ­ფორ­მა­ცია, რომ კონ­გო­ში და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რე­ებს შო­რის მოხ­და შე­ტა­კე­ბა, რო­მელ­საც მოჰ­ყვა მსხვერ­პლი და სამ­წუ­ხა­როდ, შე­საძ­ლოა, იო­სებ ოს­ო­რა­უ­ლიც იყოს მათ რი­ცხვში. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე ჩვენ ყვე­ლა მხა­რეს, კონ­გოს მთავ­რო­ბას, გა­ე­როს, "წი­თელ ჯვარს" ვთხო­ვეთ და­დას­ტუ­რე­ბა. ამ დრო­ის­თვის დას­ტუ­რი არ გვაქვს", - ასე­თი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა ბრი­ფინგზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ზვი­ად გო­ნა­ძემ, რა­საც სოსო ოს­ო­რა­უ­ლის ოჯა­ხი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის მღელ­ვა­რე­ბა მოჰ­ყვა...

გო­ნა­ძის თქმით, მას შემ­დეგ რაც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში და­ტყვე­ვე­ბუ­ლი იყო ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვი სოსო ოს­ო­რა­უ­ლი, ტყვე­ო­ბი­დან მისი გა­მოხ­სნის მიზ­ნით სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ არა­ერ­თი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა.

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი იმ­ყო­ფე­ბო­და რე­გი­ონ­ში, ყვე­ლა მხა­რეს­თან იმარ­თე­ბო­და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ბა­ტო­ნი ოს­ო­რა­უ­ლის დახ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ სი­ტუ­ა­ცი­ას არ­თუ­ლებ­და ად­გილ­ზე შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც ბოლო პე­რი­ოდ­ში კი­დევ უფრო გარ­თულ­და. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ჩვენ მო­მა­ვალ­შიც ყვე­ლა რე­სურსს გა­მო­ვი­ყე­ნებთ, რომ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქის ბედ-იღ­ბა­ლი გა­ვარ­კვი­ოთ", - გა­ნა­ცხა­და ზვი­ად გო­ნა­ძემ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, ჩვენ სოსო ოს­ო­რა­უ­ლის მე­გობ­რებს და­ვუ­კავ­შირ­დით. მათი თქმით, სო­სოს და­ღუპ­ვის შე­სა­ხებ ცნო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად ექ­ნე­ბო­დათ.

"მე ვე­სა­უბ­რე გო­მა­ში მყოფ ქარ­თველ მფრი­ნა­ვებს და მათ მი­თხრეს, რომ აუ­ცი­ლებ­ლად ექ­ნე­ბო­დათ ინ­ფორ­მა­ცია, რამე ახა­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო, მით უფრო, და­ღუპ­ვის შე­სა­ხებ... ასე რომ, არ ვიცი, რაზე დაყ­რდნო­ბით გა­ავ­რცე­ლა სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ინ­ფორ­მა­ცია. მა­თი­ვე თქმით, სა­უ­ბა­რი იყო იმა­ზე, რომ კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის გე­ნე­რა­ლი აპი­რებ­და ამ თე­მა­ზე შეხ­ვედ­რას ამ­ბო­ხე­ბუ­ლებ­თან, თუმ­ცა, ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის ცნო­ბი­ლი შეხ­ვდა თუ არა მე­ო­რე მხა­რეს... იქ ისე­თი სი­ტუ­ა­ცი­აა, ძნე­ლია, თან­მიმ­დევ­რუ­ლად რა­ი­მე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლო... მა­თი­ვე თქმით, არ იცი­ან, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, ან თავს რო­გორ გრძნობს სოსო. თუმ­ცა, კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, რომ ამ უბე­დუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მათ ინ­ფორ­მა­ცია ექ­ნე­ბო­დათ...", – ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში სოსო ოს­ო­რა­უ­ლის მე­გო­ბა­რი...

ქარ­თვე­ლის მფრი­ნა­ვის და­კა­ვე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მე­ამ­ბო­ხე­ებს ოს­ო­რა­უ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ მო­თხოვ­ნებ­ზე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი პო­ზი­ცია არ ჰქონ­დათ, - ისი­ნი ხან კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი მათი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ხა­ნაც კი მი­ლი­ონ დო­ლარს ითხოვ­დნენ...

რო­გორც ტყვედ ჩა­ვარ­დნი­ლის ძმამ, კობა ოს­ო­რა­ულ­მა გვი­თხრა, - შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი მათ ბოლო დრომ­დე აი­მე­დებ­დნენ, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობ­დნენ, გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აც ჰქონ­დათ, თუმ­ცა, გუ­შინ დი­ლით მათ­თვის ძალ­ზედ მო­უ­ლოდ­ნე­ლი და თავ­ზარ­დამ­ცე­მი ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლეს.

"გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო, სი­ტუ­ა­ცი­ას აკონ­ტრო­ლებ­დნენ და სა­ნერ­ვი­უ­ლო არა­ფე­რი გვქონ­და... სო­სომ სახ­ლში სულ რამ­დენ­ჯერ­მე, ალ­ბათ ორი-სამ­ჯერ და­რე­კა, თუმ­ცა, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ზედ­მე­ტი ხმა­უ­რი არ იყო სა­ჭი­რო... ჩვენც ვენ­დეთ, არა­და, თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ფე­რი ვი­ცო­დით მას­ზე..." – ამ­ბობს კობა ოს­ო­რა­უ­ლი.

სოსო ოს­ო­რა­უ­ლის მხარ­და­სა­ჭე­რად 24 მა­ისს აქ­ცი­აც გა­მარ­თა. რო­გორც ალ­ვა­ნე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, აქ­ცია რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჰქონ­დათ და­გეგ­მი­ლი, მაგ­რამ სოსო ოს­ო­რა­უ­ლის ოჯახ­მა მათ დრო­ე­ბით თა­ვის შე­კა­ვე­ბა სთხო­ვა, რად­გან სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს რჩე­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებ­დნენ. ამი­ტო­მაც, აქ­ცია ახ­მე­ტის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქვე­მო ალ­ვან­ში, სწო­რედ იმ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის დღეს გა­ი­მარ­თა. თუ­შებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა სოსო ოს­ო­რა­უ­ლის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლე­ბად არა­ფერს აკე­თებს.

სოსო ოს­ო­რა­უ­ლი თით­ქმის ოთხი თვეა რაც კონ­გო­ში, უკა­ნო­ნო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის ტყვე­ო­ბა­შია. კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი Ми-24 ტი­პის ორი დამ­რტყმე­ლი შვე­ულმფრე­ნი ქვეყ­ნის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში, ჩრდი­ლო­ეთ კი­ვუს პრო­ვინ­ცი­ა­ში 27 იან­ვარს ჩა­მო­ვარ­და. ერთ-ერთ შვე­ულმფრენს სოსო ოს­ო­რა­უ­ლი მარ­თავ­და. უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რაც ქარ­თვე­ლი პი­ლო­ტე­ბი მო­ი­ე­რი­შე თვითმფრი­ნა­ვე­ბის საბ­რძო­ლო გა­მო­ყე­ნე­ბას ას­წავ­ლი­ან კონ­გო­ელ მფრი­ნა­ვებს, რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი სა­ა­ვი­ა­ციო ინ­ჟი­ნე­რი კი, თვითმფრი­ნა­ვე­ბის ტექ­ნი­კურ გა­მარ­თუ­ლო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

Ми-24 -ს სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ყო­ფი­ლი მფრი­ნა­ვე­ბი: თა­და­რი­გის პოლ­კოვ­ნი­კი, 41 წლის იო­სებ ოს­ო­რა­უ­ლი და თა­და­რი­გის უფ­რო­სი ლე­ი­ტე­ნან­ტი, 37 წლის ვი­ა­ჩეს­ლავ პლუ­ჟ­ნი­კო­ვი მარ­თავ­დნენ. ისი­ნი აფ­რი­კის ამ სა­ხელ­მწი­ფო­ში კერ­ძო კონ­ტრაქ­ტით მსა­ხუ­რობ­დნენ. მე­ო­რე ვერ­ტმფრე­ნის ეკი­პა­ჟი კი ბე­ლო­რუ­სის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბით იყო და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი.

ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა სამი კონ­გო­ე­ლი, მათ შო­რის პოლ­კოვ­ნი­კი იე­ზი­კილ კვა­სუნ­დო­ვე. პოლ­კოვ­ნი­კი იო­სებ ოს­ო­რა­უ­ლი კი "23 მარ­ტის მოძ­რა­ო­ბის" (M23) მე­ამ­ბო­ხე­ებს ჩა­უ­ვარ­და ხელ­ში.

ოს­ო­რა­უ­ლიც და პლუ­ჟ­ნი­კო­ვიც 2008 წლის აგ­ვის­ტოს, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არი­ან. 8 აგ­ვის­ტოს სწო­რედ მათ­მა ეს­კად­რი­ლი­ამ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა პირ­ვე­ლი საბ­რძო­ლო გაფ­რე­ნა ცხინ­ვა­ლი-ჯა­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით. 11 აგ­ვის­ტოს კი ოს­ო­რა­ულ­მა, რუ­სე­თის არ­მი­ის პო­ზი­ცი­ე­ბის მო­უ­ლოდ­ნე­ლი, ღა­მის და­ბომბვით, უდი­დე­სი დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნა ჩვე­ნი ჯა­რის მე­ო­რე ქვე­ით ბრი­გა­დას.

2010 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, ბა­თუ­მე­ლი ვი­ა­ჩეს­ლავ პლუ­ჟ­ნი­კო­ვი კი­დევ ხუთ ქარ­თველ მფრი­ნავ­თან ერ­თად "ენ­ვე­რის" გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში აიყ­ვა­ნეს და ბრა­ლად "რუ­სე­თის ჯა­შუ­შო­ბა" წა­უ­ყე­ნეს. მა­შინ ერთი მფრი­ნა­ვი "აღი­ა­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ" საპ­რო­ცე­სო­თი გა­უშ­ვეს, და­ნარ­ჩე­ნე­ბი­დან კი, ვინც ბრა­ლი არ აღი­ა­რა, ოთხ მფრი­ნავს - 11 წელი, პლუ­ჟ­ნი­კოვს კი 13 წელი და 6 თვე მი­უ­სა­ჯეს.

ყვე­ლა მფრი­ნა­ვი, მათ შო­რის, პლუ­ჟ­ნი­კო­ვი 2013 წლის 13 იან­ვარს ამ­ნის­ტი­ის შე­დე­გად, პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სით გა­თა­ვი­სუფ­ლდა. მა­ლე­ვე ისიც სა­მუ­შა­ოდ კონ­გო­ში გა­ემ­გზავ­რა.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

"სოსომ სახლში სულ ორი-სამჯერ დარეკა..." - კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის მეგობრები მისი დაღუპვის ფაქტს უარყოფენ

"სოსომ სახლში სულ ორი-სამჯერ დარეკა..." - კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის მეგობრები მისი დაღუპვის ფაქტს უარყოფენ

"მივიღეთ ინფორმაცია, რომ კონგოში დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოხდა შეტაკება, რომელსაც მოჰყვა მსხვერპლი და სამწუხაროდ, შესაძლოა, იოსებ ოსორაულიც იყოს მათ რიცხვში. ამ ინფორმაციის მიღებისთანავე ჩვენ ყველა მხარეს, კონგოს მთავრობას, გაეროს, "წითელ ჯვარს" ვთხოვეთ დადასტურება. ამ დროისთვის დასტური არ გვაქვს", - ასეთი განცხადება გააკეთა ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძემ, რასაც სოსო ოსორაულის ოჯახისა და ახლობლების მღელვარება მოჰყვა...

გონაძის თქმით, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დატყვევებული იყო ქართველი სამხედრო მფრინავი სოსო ოსორაული, ტყვეობიდან მისი გამოხსნის მიზნით საქართველოს მთავრობამ არაერთი ნაბიჯი გადადგა.

"საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იმყოფებოდა რეგიონში, ყველა მხარესთან იმართებოდა კონსულტაციები ბატონი ოსორაულის დახსნასთან დაკავშირებით, მაგრამ სიტუაციას ართულებდა ადგილზე შექმნილი მდგომარეობა, რომელიც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გართულდა. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მომავალშიც ყველა რესურსს გამოვიყენებთ, რომ ჩვენი მოქალაქის ბედ-იღბალი გავარკვიოთ", - განაცხადა ზვიად გონაძემ.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ჩვენ სოსო ოსორაულის მეგობრებს დავუკავშირდით. მათი თქმით, სოსოს დაღუპვის შესახებ ცნობა აუცილებლად ექნებოდათ.

"მე ვესაუბრე გომაში მყოფ ქართველ მფრინავებს და მათ მითხრეს, რომ აუცილებლად ექნებოდათ ინფორმაცია, რამე ახალი რომ ყოფილიყო, მით უფრო, დაღუპვის შესახებ... ასე რომ, არ ვიცი, რაზე დაყრდნობით გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია. მათივე თქმით, საუბარი იყო იმაზე, რომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალი აპირებდა ამ თემაზე შეხვედრას ამბოხებულებთან, თუმცა, ჯერჯერობით არ არის ცნობილი შეხვდა თუ არა მეორე მხარეს... იქ ისეთი სიტუაციაა, ძნელია, თანმიმდევრულად რაიმე განახორციელო... მათივე თქმით, არ იციან, რა მდგომარეობაშია, ან თავს როგორ გრძნობს სოსო. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ უბედურების შემთხვევაში, მათ ინფორმაცია ექნებოდათ...", – ამბობს ჩვენთან საუბარში სოსო ოსორაულის მეგობარი...

ქართველის მფრინავის დაკავებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეამბოხეებს ოსორაულის გათავისუფლების სანაცვლოდ მოთხოვნებზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ ჰქონდათ, - ისინი ხან კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელმძღვანელობის მიერ დაკავებული მათი თანამოაზრეების გათავისუფლებას, ხანაც კი მილიონ დოლარს ითხოვდნენ...

როგორც ტყვედ ჩავარდნილის ძმამ, კობა ოსორაულმა გვითხრა, - შესაბამისი უწყებები მათ ბოლო დრომდე აიმედებდნენ, რომ ამ მიმართულებით მუშაობდნენ, გარკვეული ინფორმაციაც ჰქონდათ, თუმცა, გუშინ დილით მათთვის ძალზედ მოულოდნელი და თავზარდამცემი ინფორმაცია გაავრცელეს.

"გვეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი კარგად იყო, სიტუაციას აკონტროლებდნენ და სანერვიულო არაფერი გვქონდა... სოსომ სახლში სულ რამდენჯერმე, ალბათ ორი-სამჯერ დარეკა, თუმცა, საგარეო საქმეთა სამინისტროდან გვეუბნებოდნენ, რომ ზედმეტი ხმაური არ იყო საჭირო... ჩვენც ვენდეთ, არადა, თვეების განმავლობაში არაფერი ვიცოდით მასზე..." – ამბობს კობა ოსორაული.

სოსო ოსორაულის მხარდასაჭერად 24 მაისს აქციაც გამართა. როგორც ალვანელები აცხადებენ, აქცია რამდენიმე დღის წინ ჰქონდათ დაგეგმილი, მაგრამ სოსო ოსორაულის ოჯახმა მათ დროებით თავის შეკავება სთხოვა, რადგან საგარეო საქმეთა სამინისტროს რჩევას ითვალისწინებდნენ. ამიტომაც, აქცია ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში, სწორედ იმ ინფორმაციის გავრცელების დღეს გაიმართა. თუშებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს მთავრობა სოსო ოსორაულის გასათავისუფლებად არაფერს აკეთებს.

სოსო ოსორაული თითქმის ოთხი თვეა რაც კონგოში, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ტყვეობაშია. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში არსებული Ми-24 ტიპის ორი დამრტყმელი შვეულმფრენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში 27 იანვარს ჩამოვარდა. ერთ-ერთ შვეულმფრენს სოსო ოსორაული მართავდა. უკვე რამდენიმე წელია, რაც ქართველი პილოტები მოიერიშე თვითმფრინავების საბრძოლო გამოყენებას ასწავლიან კონგოელ მფრინავებს, რამდენიმე ქართველი საავიაციო ინჟინერი კი, თვითმფრინავების ტექნიკურ გამართულობას უზრუნველყოფს.

Ми-24 -ს საქართველოს შეირაღებული ძალების ყოფილი მფრინავები: თადარიგის პოლკოვნიკი, 41 წლის იოსებ ოსორაული და თადარიგის უფროსი ლეიტენანტი, 37 წლის ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი მართავდნენ. ისინი აფრიკის ამ სახელმწიფოში კერძო კონტრაქტით მსახურობდნენ. მეორე ვერტმფრენის ეკიპაჟი კი ბელორუსის მოქალაქეებით იყო დაკომპლექტებული.

ავიაკატასტროფის ადგილზე დაიღუპა სამი კონგოელი, მათ შორის პოლკოვნიკი იეზიკილ კვასუნდოვე. პოლკოვნიკი იოსებ ოსორაული კი "23 მარტის მოძრაობის" (M23) მეამბოხეებს ჩაუვარდა ხელში.

ოსორაულიც და პლუჟნიკოვიც 2008 წლის აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეები არიან. 8 აგვისტოს სწორედ მათმა ესკადრილიამ განახორციელა პირველი საბრძოლო გაფრენა ცხინვალი-ჯავის მიმართულებით. 11 აგვისტოს კი ოსორაულმა, რუსეთის არმიის პოზიციების მოულოდნელი, ღამის დაბომბვით, უდიდესი დახმარება აღმოუჩინა ჩვენი ჯარის მეორე ქვეით ბრიგადას.

2010 წლის ოქტომბერში, ბათუმელი ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი კიდევ ხუთ ქართველ მფრინავთან ერთად "ენვერის" გახმაურებული სპეცოპერაციის ფარგლებში აიყვანეს და ბრალად "რუსეთის ჯაშუშობა" წაუყენეს. მაშინ ერთი მფრინავი "აღიარების სანაცვლოდ" საპროცესოთი გაუშვეს, დანარჩენებიდან კი, ვინც ბრალი არ აღიარა, ოთხ მფრინავს - 11 წელი, პლუჟნიკოვს კი 13 წელი და 6 თვე მიუსაჯეს.

ყველა მფრინავი, მათ შორის, პლუჟნიკოვი 2013 წლის 13 იანვარს ამნისტიის შედეგად, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა. მალევე ისიც სამუშაოდ კონგოში გაემგზავრა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე