მსოფლიო
სამართალი

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოზაიკასავით აითქვიფა ტვინში: უცხო ენა, ცრემლი, მოლას გაბმული კივილი" - ქართველი ემიგრანტის ემოციური წერილი
"მოზაიკასავით აითქვიფა ტვინში: უცხო ენა, ცრემლი, მოლას გაბმული კივილი" - ქართველი ემიგრანტის ემოციური წერილი

2008 წელს ერთი ქარ­თუ­ლი ოჯა­ხი ჩხუ­ბი­სა და და­ვი­და­რა­ბის გა­რე­შე და­ი­შა­ლა. ცოლი "რა­ტომ­ღაც", რუ­სეთ­ში არ გაჰ­ყვა ქმარს და დარ­ჩა მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად. თეა ხა­სა­ია იმ ქალ­თა რიგს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, რომ­ლე­ბის­თვი­საც "სამ­შობ­ლო" და "ოჯა­ხი" ლი­ტო­ნი სი­ტყვე­ბი არ არის. ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტი­ფი­კა­ცია მის­თვის მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი ენი­სა და გვა­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა არ გახ­ლავთ...

თეა 1975 წლის ქრის­ტე­შო­ბის თვეს და­ი­ბა­და, ზუგ­დიდ­ში. 1992 წელს ზუგ­დი­დის ეროვ­ნულ-ექ­სპე­რი­მენ­ტული სკო­ლა ათ მოს­წავ­ლეს და­უს­რუ­ლე­ბია და ათი­ვე სა­უ­ცხოო გა­ნათ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. იმა­ვე წელს ყვე­ლა სტუ­დენ­ტი გახ­და, მათ შო­რის იყო თეაც. ტე­რი­ტო­რი­უ­ლი სი­ახ­ლო­ვის გამო, ოჯახ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ მას სო­ხუმ­ში, ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ეს­წავ­ლა, მაგ­რამ 1993 წლის ავადსახ­სე­ნე­ბელ­მა ომმა, რო­გორც სხვა ათა­სო­ბით ქარ­თვე­ლი, ზუგ­დი­დე­ლი გო­გო­ნაც გა­მო­ა­რი­და აფხა­ზეთს.

მერე დე­დამ თბი­ლის­ში სას­წავ­ლებ­ლად არ გა­უშ­ვა და ზუგ­დი­დის და­მო­უ­კი­დე­ბელ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­აგ­რძე­ლე­ბი­ნა სტუ­დენ­ტო­ბა. მოს­წავ­ლე­ო­ბის დროს, კე­კე­ლი­ძი­სა და ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მე­ბით გან­სწავ­ლულ­მა გო­გო­ნამ, ბევ­რი ვე­ღა­რა­ფე­რი და­ა­მა­ტა თა­ვის ცოდ­ნას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. და­ო­ჯა­ხე­ბა, პა­ტა­რა ქა­ლიშ­ვი­ლი, ოჯა­ხის უხ­მა­უ­როდ დან­გრე­ვა, ემიგ­რა­ცია და პა­ტა­რა შვი­ლიშ­ვი­ლი ნი­კო­ლო­ზი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ორი თვი­საა და ჯერ ბე­ბოს არ უნა­ხავს, - ეს არის მოკ­ლე ამ­ბა­ვი ქა­ლის, რო­მე­ლიც 6 წე­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­დან ერთი ხე­ლის გაწ­ვდე­ნა­ზეა და მა­ინც ემიგ­რან­ტია... ჯერ კი­დევ არ იცის, რო­დის და­იხ­სნის თავს ემიგ­რა­ცი­ის სა­ცე­ცე­ბი­დან და აღარ დას­ჭირ­დე­ბა სამ­შობ­ლოს მო­ნატ­რე­ბით ცხოვ­რე­ბა.

ახლა კი თა­ვად თეას ნა­ამ­ბობს გად­მოგ­ცემთ, რაც შე­იძ­ლე­ბა ათა­სო­ბით ემიგ­რან­ტის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გა­გო­ნებ­დეთ, რად­გან მო­ნა­თხრობ­ში არა­ფე­რია ყალ­ბი და გა­მო­გო­ნი­ლი: "პირ­ვე­ლად თურ­ქეთ­ში 2011 წელს წა­მო­ვე­დი. მა­შინ სამ­თვი­ა­ნი ვი­ზები იყო. არა უგ­ვი­ა­ნეს 90-ე დღი­სა, სა­ზღვა­რი უნდა გა­და­გეკ­ვე­თა. არა­და, არ გა­ვი­და ეს სამი თვე. უსას­რუ­ლოდ გა­ი­წე­ლა, მო­ზა­ი­კა­სა­ვით აით­ქვი­ფა ტვინ­ში: უცხო ენა, ცრემ­ლი, მო­ლას გაბ­მუ­ლი კი­ვი­ლი, მე­ჩე­თე­ბის ქონ­გუ­რე­ბი, სამ თვე­ში მე­სა­მე სამ­სა­ხუ­რი... პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი მუს­ლი­მა­ნურ სამ­ყა­რო­ში.

მა­ო­ცებ­და კონ­ტრას­ტი - და­ხუ­რუ­ლი და ში­ლი­ფად ჩაც­მუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის; მა­ო­ცებ­და ისიც, რა­ტომ ადუ­ღებ­დნენ ჩაის ორი ჩა­იდ­ნით? რა­ტომ აბ­ლენ­დერე­ბენ წვნი­ანს? რა­ტომ მა­ყო­ლე­ბენ ეჭ­ვი­ან, მრის­ხა­ნე მზე­რას ქა­ლე­ბი? რა­ტომ იხ­დის ყვე­ლა სტუ­მა­რი ფეხ­საც­მელს გა­რეთ (კარ­ში შე­მო­უს­ვლე­ლად - ეს სა­შინ­ლად მშურს და მომ­წონს)? რა­ტომ არ აქვს ფეხ­ზე სუნი სტუ­მარ­თა­გან არა­ვის (თურ­მე, თურ­ქე­ბი დღე­ში ხუთ­ჯერ იტა­რე­ბენ გან­ბან­ვის რი­ტუ­ალს - "აბტესტს" არა მხო­ლოდ ჰი­გი­ე­ნუ­რი მო­საზ­რე­ბით, არა­მედ ალა­ჰის გამო - სხვაგ­ვა­რად ვერ ილო­ცე­ბენ)? რა­ტომ სცე­მენ პა­ტივს მო­ხუ­ცებს: სულ მო­უვ­ლე­ლი, უცხო ბე­ბოც რომ იყოს, ხელ­ზე ტუ­ჩე­ბით ეხე­ბი­ან და შუბ­ლზე მი­ი­დე­ბენ ხე­ლი­ა­ნად, მად­ლი გად­მო­დი­სო! ბავ­შვი­ვით გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით შევ­ყუ­რებ­დი ჩემს და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად მო­სულ ზორ­ბა-ზორ­ბა ქალ­ბა­ტო­ნებს... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა gza.ambebi.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"მოზაიკასავით აითქვიფა ტვინში: უცხო ენა, ცრემლი, მოლას გაბმული კივილი" - ქართველი ემიგრანტის ემოციური წერილი

"მოზაიკასავით აითქვიფა ტვინში: უცხო ენა, ცრემლი, მოლას გაბმული კივილი" - ქართველი ემიგრანტის ემოციური წერილი

2008 წელს ერთი ქართული ოჯახი ჩხუბისა და დავიდარაბის გარეშე დაიშალა. ცოლი "რატომღაც", რუსეთში არ გაჰყვა ქმარს და დარჩა მცირეწლოვან შვილთან ერთად. თეა ხასაია იმ ქალთა რიგს მიეკუთვნება, რომლებისთვისაც "სამშობლო" და "ოჯახი" ლიტონი სიტყვები არ არის. ეროვნული იდენტიფიკაცია მისთვის მხოლოდ ქართული ენისა და გვარის შენარჩუნება არ გახლავთ...

თეა 1975 წლის ქრისტეშობის თვეს დაიბადა, ზუგდიდში. 1992 წელს ზუგდიდის ეროვნულ-ექსპერიმენ­ტული სკოლა ათ მოსწავლეს დაუსრულებია და ათივე საუცხოო განათლებით გამოირჩეოდა. იმავე წელს ყველა სტუდენტი გახდა, მათ შორის იყო თეაც. ტერიტორიული სიახლოვის გამო, ოჯახმა გადაწყვიტა, რომ მას სოხუმში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე ესწავლა, მაგრამ 1993 წლის ავადსახსენებელმა ომმა, როგორც სხვა ათასობით ქართველი, ზუგდიდელი გოგონაც გამოარიდა აფხაზეთს.

მერე დედამ თბილისში სასწავლებლად არ გაუშვა და ზუგდიდის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში გააგრძელებინა სტუდენტობა. მოსწავლეობის დროს, კეკელიძისა და ჯავახიშვილის სამეცნიერო ნაშრომებით განსწავლულმა გოგონამ, ბევრი ვეღარაფერი დაამატა თავის ცოდნას უნივერსიტეტში. დაოჯახება, პატარა ქალიშვილი, ოჯახის უხმაუროდ დანგრევა, ემიგრაცია და პატარა შვილიშვილი ნიკოლოზი, რომელიც მხოლოდ ორი თვისაა და ჯერ ბებოს არ უნახავს, - ეს არის მოკლე ამბავი ქალის, რომელიც 6 წელია, საქართველოდან ერთი ხელის გაწვდენაზეა და მაინც ემიგრანტია... ჯერ კიდევ არ იცის, როდის დაიხსნის თავს ემიგრაციის საცეცებიდან და აღარ დასჭირდება სამშობლოს მონატრებით ცხოვრება.

ახლა კი თავად თეას ნაამბობს გადმოგცემთ, რაც შეიძლება ათასობით ემიგრანტის დამოკიდებულებას გაგონებდეთ, რადგან მონათხრობში არაფერია ყალბი და გამოგონილი: "პირველად თურქეთში 2011 წელს წამოვედი. მაშინ სამთვიანი ვი­ზები იყო. არა უგვიანეს 90-ე დღისა, საზღვარი უნდა გადაგეკვეთა. არადა, არ გავიდა ეს სამი თვე. უსასრულოდ გაიწელა, მოზაიკასავით აითქვიფა ტვინში: უცხო ენა, ცრემლი, მოლას გაბმული კივილი, მეჩეთების ქონგურები, სამ თვეში მესამე სამსახური... პირველად ვიყავი მუსლიმანურ სამყაროში.

მაოცებდა კონტრასტი - დახურული და შილიფად ჩაცმული ქალბატონების; მაოცებდა ისიც, რატომ ადუღებდნენ ჩაის ორი ჩაიდნით? რატომ აბლენდერებენ წვნიანს? რატომ მაყოლებენ ეჭვიან, მრისხანე მზერას ქალები? რატომ იხდის ყველა სტუმარი ფეხსაცმელს გარეთ (კარში შემოუსვლელად - ეს საშინლად მშურს და მომწონს)? რატომ არ აქვს ფეხზე სუნი სტუმართაგან არავის (თურმე, თურქები დღეში ხუთჯერ იტარებენ განბანვის რიტუალს - "აბტესტს" არა მხოლოდ ჰიგიენური მოსაზრებით, არამედ ალაჰის გამო - სხვაგვარად ვერ ილოცებენ)? რატომ სცემენ პატივს მოხუცებს: სულ მოუვლელი, უცხო ბებოც რომ იყოს, ხელზე ტუჩებით ეხებიან და შუბლზე მიიდებენ ხელიანად, მადლი გადმოდისო! ბავშვივით გაფართოებული თვალებით შევყურებდი ჩემს დასათვალიერებლად მოსულ ზორბა-ზორბა ქალბატონებს... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი