Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წყალში გადაყრილი" მილიონები... - მსოფლიოს ორი ყველაზე უსარგებლო აეროპორტი
"წყალში გადაყრილი" მილიონები... - მსოფლიოს ორი ყველაზე უსარგებლო აეროპორტი

აე­რო­პორ­ტე­ბი სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. სამ­გზავ­რო ავი­ა­ლა­ი­ნე­რებ­თან ერ­თად ისი­ნიც ვი­თარ­დე­ბა. თა­ნა­მედ­რო­ვე აე­რო­პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, არ­სე­ბობს შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით აგე­ბუ­ლი, რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის აე­რო­პორ­ტი, მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უფუნ­ქცი­ოდ რჩე­ბა.

ატ­ლან­ტი­კის ოკე­ა­ნე­ში ჩა­კარ­გულ­მა წმინ­და ელე­ნეს კუნ­ძულ­მა კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში ად­გი­ლი ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნის წყა­ლო­ბით და­იმ­კვიდ­რა. ვა­ტერ­ლო­ოს ბრძო­ლის შემ­დეგ, ყო­ველ­გვარ სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას ჩა­მო­შო­რე­ბუ­ლი იმ­პე­რა­ტო­რი ნა­პო­ლე­ო­ნი სწო­რედ იქ გა­და­ა­სახ­ლეს.

მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე უსარ­გებ­ლო აე­რო­პორ­ტი სწო­რედ ამ კუნ­ძულ­ზე მდე­ბა­რე­ობს.

ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის აე­რო­პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა 2005 წელს უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო. თუმ­ცა, პრო­ცე­სი მხო­ლოდ 2011 წელს და­ი­წყო. კუნ­ძუ­ლის მთავ­რო­ბას ის წარ­მო­უდ­გენ­ლად ძვი­რი, 325 მლნ დო­ლა­რი და­უჯ­და. იქამ­დე აფ­რი­კი­დან 1 800 კმ-ით და­შო­რე­ბულ კუნ­ძულ­ზე მოხ­ვედ­რა მხო­ლოდ გე­მით შე­იძ­ლე­ბო­და.

გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბის გამო მშე­ნებ­ლო­ბა მხო­ლოდ 2015 წლის ბო­ლოს დას­რულ­და. მას შემ­დეგ აე­რო­პორ­ტმა თით­ქმის 2 წელი სამ­გზავ­რო რე­ი­სის მო­ლო­დინ­ში გა­ა­ტა­რა. საქ­მე ისაა, რომ კუნ­ძუ­ლის იმ ად­გი­ლას, სა­დაც აე­რო­პორ­ტი აშენ­და, ყო­ველ­თვის ძლი­ე­რი ქარი უბე­რავს, რაც თვითმფრი­ნა­ვის დას­მას სა­ხი­ფა­თოს ხდის. აე­რო­პორ­ტმა პირ­ვე­ლი ლა­ი­ნე­რი, რო­მელ­მაც 60 მგზავ­რი ჩა­მო­იყ­ვა­ნა, 6 მა­ისს მი­ი­ღო. კუნ­ძუ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა იმე­დოვ­ნებს, რომ მალე ფრე­ნე­ბი რე­გუ­ლა­რულ ხა­სი­ათს მი­ი­ღებს.

კი­დევ ერთი უსარ­გებ­ლო აე­რო­პორ­ტი ბერ­ლინ­ში მდე­ბა­რე­ობს. ვილი ბრან­ტის სა­ხე­ლო­ბის ბერ­ლი­ნი-ბრან­დენ­ბურ­გი მგზავ­რებს 2014 წლი­დან ელო­დე­ბა. თუმ­ცა, ამ შემ­თხვე­ვა­ში სი­ტყვა "ელო­დე­ბა" პი­რო­ბით ხა­სი­ათს ატა­რებს. მშე­ნებ­ლო­ბა დიდი ზარ­ზე­ი­მით 2006 წელს 2,38 მლრდ ევ­რო­ი­ა­ნი ბი­უ­ჯე­ტით და­ი­წყეს. გეგ­მით მშე­ნებ­ლო­ბა 2013 წელს უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო.

წეს­რი­გი­სა და სი­ზუს­ტის მოყ­ვა­რუ­ლი გერ­მა­ნე­ლე­ბის­თვის ახა­ლი აე­რო­პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა ერთ დიდ და­უს­რუ­ლე­ბელ პრობ­ლე­მად იქცა. გა­მუდ­მე­ბით იჩენ­და თავს პრო­ექ­ტი­რე­ბი­სას და მშე­ნებ­ლო­ბი­სას დაშ­ვე­ბუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი შეც­დო­მე­ბი. მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში გა­ირ­კვა, რომ რიგ კომ­პა­ნი­ებს მშე­ნებ­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის შე­სა­ბა­მი­სი უფ­ლე­ბა არ ჰქონ­დათ.

გა­მო­ძი­ე­ბი­სას პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­მა­ოგ­ნე­ბელ ფაქ­ტებს მი­აკ­ვლია. აღ­მოჩ­ნდა, რომ პი­როვ­ნე­ბას, რო­მე­ლიც აე­რო­პორ­ტის ტერ­მი­ნა­ლებ­ში სა­ხან­ძრო სის­ტე­მის მონ­ტაჟ­სა და მის გა­მარ­თულ მუ­შა­ო­ბა­ზე იყო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, არც შე­სა­ბა­მი­სი გა­ნათ­ლე­ბა და არც სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბის­თვის სა­ჭი­რო სერ­ტი­ფი­კა­ტი ჰქონ­და. ერ­თა­დერ­თი სა­ბუ­თი, რო­მე­ლიც მის, რო­გორც ინ­ჟინ­რის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას ადას­ტუ­რებ­და, სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი იყო.

2012 წლის­თვის ბერ­ლი­ნი-ბრან­დენ­ბურ­გის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და­ხარ­ჯუ­ლი თან­ხე­ბის მო­ცუ­ლო­ბამ 4,3 მლრდ ევ­როს მი­აღ­წია. აე­რო­პორ­ტის ამოქ­მე­დე­ბის თა­რი­ღი კვლავ უც­ნო­ბი რჩე­ბა. გერ­მა­ნე­ლე­ბი მის გახ­სნას 2018 ან 2019 წელს ვა­რა­უ­დო­ბენ. დღეს კი აე­რო­პორ­ტის ერ­თა­დერ­თი სტუმ­რე­ბი მშე­ნებ­ლე­ბი და ტუ­რის­ტე­ბი არი­ან, რომ­ლებ­საც 15-20 ევ­როდ ცა­რი­ე­ლი აე­რო­პორ­ტის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა შე­უძ­ლი­ათ.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

"წყალში გადაყრილი" მილიონები... - მსოფლიოს ორი ყველაზე უსარგებლო აეროპორტი

"წყალში გადაყრილი" მილიონები... - მსოფლიოს ორი ყველაზე უსარგებლო აეროპორტი

აეროპორტები სამოქალაქო ავიაციის განუყოფელი ნაწილია. სამგზავრო ავიალაინერებთან ერთად ისინიც ვითარდება. თანამედროვე აეროპორტის მშენებლობა ძვირადღირებული სიამოვნებაა. მიუხედავად ამისა, არსებობს შემთხვევები, როდესაც თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით აგებული, რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ღირებულების აეროპორტი, მშენებლობის დასრულების შემდეგ წლების განმავლობაში უფუნქციოდ რჩება.

ატლანტიკის ოკეანეში ჩაკარგულმა წმინდა ელენეს კუნძულმა კაცობრიობის ისტორიაში ადგილი ერთადერთი ადამიანის წყალობით დაიმკვიდრა. ვატერლოოს ბრძოლის შემდეგ, ყოველგვარ სამხედრო-პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორებული იმპერატორი ნაპოლეონი სწორედ იქ გადაასახლეს.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსარგებლო აეროპორტი სწორედ ამ კუნძულზე მდებარეობს.

ტურიზმის განვითარებისთვის აეროპორტის მშენებლობა 2005 წელს უნდა დაწყებულიყო. თუმცა, პროცესი მხოლოდ 2011 წელს დაიწყო. კუნძულის მთავრობას ის წარმოუდგენლად ძვირი, 325 მლნ დოლარი დაუჯდა. იქამდე აფრიკიდან 1 800 კმ-ით დაშორებულ კუნძულზე მოხვედრა მხოლოდ გემით შეიძლებოდა.

გაჭიანურების გამო მშენებლობა მხოლოდ 2015 წლის ბოლოს დასრულდა. მას შემდეგ აეროპორტმა თითქმის 2 წელი სამგზავრო რეისის მოლოდინში გაატარა. საქმე ისაა, რომ კუნძულის იმ ადგილას, სადაც აეროპორტი აშენდა, ყოველთვის ძლიერი ქარი უბერავს, რაც თვითმფრინავის დასმას სახიფათოს ხდის. აეროპორტმა პირველი ლაინერი, რომელმაც 60 მგზავრი ჩამოიყვანა, 6 მაისს მიიღო. კუნძულის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ მალე ფრენები რეგულარულ ხასიათს მიიღებს.

კიდევ ერთი უსარგებლო აეროპორტი ბერლინში მდებარეობს. ვილი ბრანტის სახელობის ბერლინი-ბრანდენბურგი მგზავრებს 2014 წლიდან ელოდება. თუმცა, ამ შემთხვევაში სიტყვა "ელოდება" პირობით ხასიათს ატარებს. მშენებლობა დიდი ზარზეიმით 2006 წელს 2,38 მლრდ ევროიანი ბიუჯეტით დაიწყეს. გეგმით მშენებლობა 2013 წელს უნდა დასრულებულიყო.

წესრიგისა და სიზუსტის მოყვარული გერმანელებისთვის ახალი აეროპორტის მშენებლობა ერთ დიდ დაუსრულებელ პრობლემად იქცა. გამუდმებით იჩენდა თავს პროექტირებისას და მშენებლობისას დაშვებული ტექნიკური შეცდომები. მშენებლობის პროცესში გაირკვა, რომ რიგ კომპანიებს მშენებლობაში მონაწილეობისთვის შესაბამისი უფლება არ ჰქონდათ.

გამოძიებისას პროკურატურამ გამაოგნებელ ფაქტებს მიაკვლია. აღმოჩნდა, რომ პიროვნებას, რომელიც აეროპორტის ტერმინალებში სახანძრო სისტემის მონტაჟსა და მის გამართულ მუშაობაზე იყო პასუხისმგებელი, არც შესაბამისი განათლება და არც სამუშაოების წარმოებისთვის საჭირო სერტიფიკატი ჰქონდა. ერთადერთი საბუთი, რომელიც მის, როგორც ინჟინრის კვალიფიკაციას ადასტურებდა, სავიზიტო ბარათი იყო.

2012 წლისთვის ბერლინი-ბრანდენბურგის მშენებლობაზე დახარჯული თანხების მოცულობამ 4,3 მლრდ ევროს მიაღწია. აეროპორტის ამოქმედების თარიღი კვლავ უცნობი რჩება. გერმანელები მის გახსნას 2018 ან 2019 წელს ვარაუდობენ. დღეს კი აეროპორტის ერთადერთი სტუმრები მშენებლები და ტურისტები არიან, რომლებსაც 15-20 ევროდ ცარიელი აეროპორტის დათვალიერება შეუძლიათ.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"