მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოკუპირებული" ქართული ენა - რატომ "კეკლუცობენ" ქართველები პერიოდულად რუსული და ინგლისური ტერმინებით
"ოკუპირებული" ქართული ენა - რატომ "კეკლუცობენ" ქართველები პერიოდულად რუსული და ინგლისური ტერმინებით

ქარ­თუ­ლი ენა სავ­სეა უცხო ტერ­მი­ნე­ბით. მე­ტყვე­ლე­ბა­ში ჭარ­ბად გვაქვს რო­გორც აღ­მო­სავ­ლუ­რი, ისე და­სავ­ლუ­რი სი­ტყვე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქარ­თულ ენა­ში, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, შე­სა­ტყვი­სე­ბი არ­სე­ბობს, თით­ქოს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად უცხო­ურს ვე­ძა­ლე­ბით, რად­გან ზოგ­ჯერ მათი გა­მო­ყე­ნე­ბა, კარ­გი ტონი გვგო­ნია იმ ნიშ­ნით, რომ მა­ვა­ნის წი­ნა­შე "კარ­გი ტიპი" გა­მოვ­ჩნდეთ, რაც, სამ­წუ­ხა­როდ, და­ბალ გა­ნათ­ლე­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს.

ზო­გა­დად კი, მი­მაჩ­ნია, რომ ქარ­თუ­ლი ენა უცხო ტერ­მი­ნე­ბით დღეს პრაქ­ტი­კუ­ლად, ოკუ­პი­რე­ბუ­ლია.

AMBEBI.GE ამ თე­მა­ზე ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის სა­მეც­ნი­ე­რო ტერ­მი­ნო­ლო­გი­ი­სა და თარ­გმნი­თი ლექ­სი­კო­ნე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელს, ლია ქა­რო­სა­ნი­ძეს ესა­უბ­რა:

- სა­უ­ბარს ცოტა შო­რი­დან და­ვი­წყებ, რად­გა­ნაც დღე­ვან­დელ პრობ­ლე­მას თა­ვი­სი მი­ზე­ზე­ბი აქვს და ის არ არის მხო­ლოდ აწ­მყოს "დამ­სა­ხუ­რე­ბა". ბევ­რი რა­მით დას­ტურ­დე­ბა, რომ ენის სიძ­ლი­ე­რე სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ებ­თა­ნაა უშუ­ა­ლოდ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. თუ ის­ტო­რი­ას სიღ­რმი­სე­უ­ლად გა­დავ­ხე­დავთ, ქარ­თუ­ლი ენა ძლი­ე­რი მა­შინ ყო­ფი­ლა, რო­დე­საც მას სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ე­ბი მარ­თავ­დნენ, ქმნიდ­ნენ ტერ­მი­ნებს, ამ­დიდ­რებ­დნენ ენას. ენა ერის ის­ტო­რი­ის ამ­სახ­ვე­ლია. მას­ში ყვე­ლა­ფე­რია ასა­ხუ­ლი: ჩვე­ნი ქვეყ­ნის სიძ­ლი­ე­რეც და გა­მუდ­მე­ბუ­ლი ბრძო­ლა თვით­გა­დარ­ჩე­ნის­თვის. ის ერის "სის­ხლია", "დნმ"-ია. დღეს, როცა გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ა­ზე ვლა­პა­რა­კობთ, უნდა გა­ვიხ­სე­ნოთ ისიც, რომ სა­ქარ­თვე­ლო არა­ნაკ­ლე­ბი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე წარ­სულ­შიც მდგა­რა.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ ქრის­ტი­ა­ნო­ბა მწიგ­ნობ­რუ­ლი სარ­წმუ­ნო­ე­ბაა. ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის გად­მო­ღე­ბა თუ ღვთის­მსა­ხუ­რე­ბის გა­ქარ­თუ­ლე­ბა უდი­დეს ძა­ლის­ხმე­ვას მო­ი­თხოვ­და. ქარ­თვე­ლი მთარ­გმნე­ლე­ბი ვე­ე­ბერ­თე­ლა, სრუ­ლი­ად ახა­ლი სამ­ყა­როს წი­ნა­შე აღ­მოჩ­დნენ. იყო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბაც, მწვა­ლებ­ლო­ბის დაბ­რა­ლე­ბაც, ბერ­ძნებს აეჭ­ვებ­დათ ქარ­თუ­ლი ენის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რამ­დე­ნად შეძ­ლებ­და იგი სრუ­ლად აე­სა­ხა ღვთის ენა, მაგ­რამ იმ­დრო­ინ­დელ­მა ქარ­თველ­მა მთარ­გმნელ-ფი­ლო­ლო­გებ­მა შე­სა­შუ­რი სიმ­ტკი­ცით და­იც­ვეს სა­კუ­თა­რი ენა.

სწო­რედ მა­შინ შე­იქ­მნა საღვთის­მე­ტყვე­ლო, გრა­მა­ტი­კუ­ლი, მა­თე­მა­ტი­კუ­რი, ფი­ლო­სო­ფი­უ­რი ტერ­მი­ნო­ლო­გია. ამ ის­ტო­რი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა არ იქ­ნე­ბა ური­გო...

- დღე­ვან­დელ სი­ტუ­ა­ცი­ას რო­გორ შე­ა­ფა­სებთ?

- რაც დღეს ხდე­ბა, ეს ენა­ზე გა­უ­აზ­რე­ბე­ლი ძა­ლა­დო­ბაა... უკვე მო­გახ­სე­ნეთ, ენის სიძ­ლი­ე­რე სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და, შე­სა­ბა­მი­სად, დღე­ვან­დე­ლი ვი­თა­რე­ბით აშ­კა­რაა, რომ აკა­დე­მი­უ­რი სივ­რცე სა­ქარ­თვე­ლო­ში და­სუს­ტდა. ცალ­კე­უ­ლი პრო­ექ­ტე­ბი ქვეყ­ნის სა­მეც­ნი­ე­რო მუ­შა­ო­ბას სრულ­ყო­ფი­ლად ვერ მარ­თავს. გლო­ბა­ლუ­რი ეპო­ქის წი­ნა­შე სხვა ერე­ბიც არი­ან და იქ­ნებ მეტი გა­ვი­გოთ, რო­გორ იბ­რძვი­ან ენის გა­და­სარ­ჩე­ნად ეს­ტო­ნე­ლე­ბი, ლიტ­ვე­ლე­ბი, ბერ­ძნე­ბი, შვე­დე­ბი...

- აღ­მო­სავ­ლურ ნა­სეს­ხო­ბებ­ზე თუ შევ­ჩერ­დე­ბით, აქ რა სუ­რა­თია?

- აღ­მო­სავ­ლუ­რი ნა­სეს­ხო­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ერთ-ერთი უმ­ძი­მე­სი პე­რი­ო­დის შე­დე­გია. მუ­სულ­მა­ნურ სამ­ყა­როს­თან მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვან ბრძო­ლა­ში ჩაბ­მულ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ცხა­დია, ენის­თვის არა­ვის ეცა­ლა. ბუ­ნებ­რი­ვია, ქარ­თულ­შიც აღ­მო­სავ­ლურ­მა ლექ­სი­კამ იძა­ლა... თუ ენას მომ­ვლე­ლი და კა­ნონ­მდე­ბე­ლი ჰყავს, ის ძი­რძველ ლექ­სი­კას არ კარ­გავს.

- უცხო სი­ტყვე­ბი არ უნდა შე­მო­ვი­დეს?

- უცხო სი­ტყვა გა­მარ­თლე­ბუ­ლია მა­შინ, თუკი ის ენას ამ­დიდ­რებს და ჩვენს არ­სე­ბულ ლექ­სი­კას არ ფა­რავს. თურ­ქულ-ირა­ნულ­მა ენობ­რივ­მა ოკუ­პა­ცი­ამ ქარ­თუ­ლი ძი­რძვე­ლი ლექ­სი­კა გაგ­ვი­უ­ცხო­ვა (სხვა­თა შო­რის, დღეს თა­ნა­მედ­რო­ვე ირა­ნი­სა და თურ­ქე­თის ტერ­მი­ნო­ლო­გე­ბი თავ­გა­მო­დე­ბით მუ­შა­ო­ბენ თა­ვი­ან­თი ენე­ბის არა­ბუ­ლი ლექ­სი­კი­დან გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად, რო­მე­ლიც მათ ყუ­რან­მა და­უმ­კვიდ­რა).

სულ­ხან-საბა თა­ვი­სი ლექ­სი­კო­ნის შექ­მნი­სას აღ­მო­სავ­ლუ­რი უცხო სი­ტყვე­ბის წი­ნა­შე უძ­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა, თუმ­ცა სცა­და, ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ქარ­თუ­ლი სი­ტყვე­ბი შე­ეხ­სე­ნე­ბი­ნა.

ამას მოჰ­ყვა XIX სა­უ­კუ­ნე, ქარ­თუ­ლი ენის­თვის კი­დევ უფრო მძი­მე პე­რი­ო­დი. XIX სა­უ­კუ­ნის 40-50-იან წლებ­ში ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა რუ­სუ­ლი სი­ტყვე­ბით ისე კეკ­ლუ­ცობ­და, რო­გორც ახლა თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბა ინ­გლი­სუ­რი სი­ტყვე­ბით, რა­საც ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ცნო­ბი­ლი წე­რი­ლი მოჰ­ყვა - "ორი­ო­დე სი­ტყვა, თა­ვად რე­ვაზ შალ­ვას ძის ერის­თა­ვის მიერ კოზ­ლო­ვით­გან "შეშ­ლის" თარ­გმან­ზე­და". ეს წე­რი­ლი ეპო­ქა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბი­სა აღ­მოჩ­ნდა, რად­გა­ნაც ილი­ამ სა­კი­თხი ძა­ლი­ან მწვა­ვედ დას­ვა: ენა სა­ზო­გა­დო რამ არის და არა­ვის აქვს მისი შე­უ­რა­ცხყო­ფის უფ­ლე­ბა (ამ წე­რი­ლის გა­აზ­რე­ბა დღე­საც არ აწყენს ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რად­გან დღე­საც ბევ­რი თარ­გმნის და წერს ერის­თა­ვი­ვით და წარ­მოდ­გე­ნაც არა აქვს, რო­გორ ამცრობს და ანად­გუ­რებს ენას). ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ ენას მე­ო­რე სი­ცო­ცხლე მი­ა­ნი­ჭა. თა­ვი­სი თა­ნა­მედ­რო­ვე მო­წი­ნა­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბა აი­ყო­ლია და ტერ­მი­ნო­ლო­გი­ურ შეკ­რე­ბებ­ზე ქარ­თუ­ლი ტერ­მი­ნე­ბის შედ­გე­ნას შე­უდ­გა, რათა ქარ­თუ­ლის­თვის "სი­ღა­რი­ბე" არა­ვის და­ებ­რა­ლე­ბი­ნა.

- მე­ტყვე­ლე­ბა­ში შეც­დო­მას ალ­ბათ ის ადა­მი­ა­ნი უშ­ვებს, ვინც ეს ყვე­ლა­ფე­რი არ იცის და გა­ნათ­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტი აქვს...

- რა თქმა უნდა, ასეა. ჩვე­ნი ის­ტო­რია რომ ვი­ცო­დეთ, ამ­დენ შეც­დო­მას არ და­ვუშ­ვებ­დით... 1920 წელს პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის ლექ­სი­კო­ნი შე­იქ­მნა. ტექ­ნი­კუ­რი ლექ­სი­კო­ნის ერთ-ერთი ავ­ტო­რის, ვა­სილ კა­კა­ბა­ძის, აზ­რით, უცხო სი­ტყვე­ბი ეს­პე­რან­ტოს და­ამ­სგავ­სებ­და ქარ­თულს. თუ ყვე­ლა დარ­გში უცხო ტერ­მინს შე­მო­ვი­ღებთ, ქარ­თულ ენას დავ­კარ­გავ­თო, - წერ­და იგი, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, მის­მა აზ­რმა ვერ გა­ი­მარ­ჯვა. საბ­ჭო­თა ეპო­ქა­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლად წა­რი­მარ­თა ქარ­თუ­ლი ტერ­მინთშე­მოქ­მე­დე­ბა, რო­მელ­საც ფი­ლი­პე მა­ხა­რა­ძე ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში. ფი­ლი­პე მა­ხა­რა­ძე უცხო სი­ტყვე­ბის მომ­ხრე იყო, შე­სა­ბა­მი­სად, შე­ა­ჩე­რა ნი­კო­ლა­ძე­ე­ბი­სა და მათ თა­ნა­მედ­რო­ვე­თა მიერ წა­მო­წყე­ბუ­ლი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ქარ­თუ­ლი ტერ­მინთშე­მოქ­მე­დე­ბა.

XX სა­უ­კუ­ნის საბ­ჭო­თა ეპო­ქა­ში იძა­ლა ე.წ. სა­ერ­თა­შო­რი­სო ტერ­მი­ნებ­მა. სა­ერ­თა­შო­რი­სო­ბა გარ­კვე­ულ მწვა­ნე შუ­ქად იქცა მრა­ვა­ლი სი­ტყვის­თვის, თუმ­ცა ეს სა­ერ­თა­შო­რი­სო­ბაც ბო­ლომ­დე გა­ურ­კვე­ველ ცნე­ბად რჩე­ბო­და, მა­გა­ლი­თად, რა­ტომ ერ­ქვა "შტეფ­სელს" სა­ერ­თა­შო­რი­სო სი­ტყვა, როცა იგი მხო­ლოდ ორ ენა­ში იხ­მა­რე­ბა, გა­ურ­კვე­ვე­ლია. მაგ­რამ, მი­უ­ხე­და­ვად საბ­ჭო­თა მი­თი­თე­ბე­ბი­სა, ამ ეპო­ქა­ში მოღ­ვა­წე დიდი ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დნენ ქარ­თუ­ლი ტერ­მი­ნო­ლო­გი­უ­რი სკო­ლის გან­სა­ვი­თა­რებ­ლად. ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტში შე­იქ­მნა 100-ზე მეტი ტერ­მი­ნო­ლო­გი­უ­რი და თარ­გმნი­თი ლექ­სი­კო­ნი, რომ­ლებ­საც სა­მეც­ნი­ე­რო ენა ეყ­რდნო­ბო­და, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი, საქ­მის­წარ­მო­ე­ბა. სამ­წუ­ხა­როა, რომ საბ­ჭო­თა ეპო­ქას გა­ცი­ლე­ბით ჩა­მოვ­რჩე­ბით დღეს.

- ე.ი. დღეს ბევ­რი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე ვდგა­ვართ...

- ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის ის­ტო­რია იკი­თხე­ბა ეს­ტო­ნეთ­ში, შვე­დეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, რუ­სეთ­ში... რის­თვის სწავ­ლო­ბენ? ე.ი. სა­ჭი­როა. ჩვე­ნი ზო­გა­დი ჭი­რია ყვე­ლაფ­რის ყო­ველ­თვის თა­ვი­დან და­წყე­ბა... 90-იან წლებ­ში, როცა მსოფ­ლი­ოს ლექ­სი­კოგ­რა­ფია ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში გა­დაჰ­ქონ­და, ჩვენ ისევ არ გვე­ცა­ლა ამის­თვის. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ე.წ. პრო­ექ­ტულ­მა ეპო­ქამ სრუ­ლად გა­ა­ნად­გუ­რა ენის ერ­თა­დერ­თი აკა­დე­მი­უ­რი კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტი, თუმ­ცა ახა­ლი ვე­რა­ფე­რი შეს­თა­ვა­ზა ქვე­ყა­ნას. სამ­წუ­ხა­როდ, ამის გა­მა­ა­ნა­ლი­ზე­ბე­ლიც არა­ვი­ნაა, პა­ტა­რა ჯგუ­ფე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა სჯობს თუ კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბა. ცხა­დია, სხვა ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ მეტი უნდა იცოდ­ნენ რე­ფორ­მა­ტო­რებ­მა. დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში აკა­დე­მი­უ­რი ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე არ არ­სე­ბობს და ვერც იარ­სე­ბებს ძლი­ე­რი სა­მეც­ნი­ე­რო ინ­სტი­ტუ­ტის გა­რე­შე, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლად წარ­მარ­თავს ტერ­მი­ნო­ლო­გი­ურ მუ­შა­ო­ბას. დღეს ყვე­ლა უნი­ვერ­სი­ტეტს თა­ვი­სი მთარ­გმნე­ლე­ბი, ტერ­მი­ნო­ლო­გე­ბი და, სა­ერ­თოდ, სა­კუ­თა­რი ენა აქვს.

სა­უ­ბა­რი, რი­თიც და­ვი­წყე, იმით­ვე გან­ვაგ­რძობ: ენის რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი რო­მე­ლი­მე ჟურ­ნა­ლისტზე, თითს რომ ასე გა­მა­ლე­ბით იშ­ვე­რენ მათ­კენ, პრობ­ლე­მა ქვე­ყა­ნა­ში აკა­დე­მი­უ­რი მუ­შა­ო­ბის შე­სუს­ტე­ბა­შია. გი­ნა­ხავთ, რა ენით, ტერ­მი­ნე­ბით და­წე­რი­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბით ზრდი­ან სტუ­დენ­ტებს? რას ვი­თხოვთ მათ­გან?

- დღეს თით­ქოს კარგ ტო­ნად ით­ვლე­ბა, თუ მე­ტყვე­ლე­ბა­ში ინ­გლი­სურ ტერ­მინს გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ ან და­წე­რენ...

- დღე­ვან­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან ჰგავს XIX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სი­სას, როცა ბევ­რი ქარ­თვე­ლი ირ­წმუ­ნე­ბო­და, ქარ­თუ­ლი პა­ტა­რა ერის ენაა და ბუ­ნებ­რი­ვია, მისი გაქ­რო­ბაო...

- ე.ი. თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ენა უცხო ტერ­მი­ნე­ბით ოკუ­პი­რე­ბუ­ლია...

- დიახ, სამ­წუ­ხა­როდ ასეა და, რო­გორც უკვე ვთქვით, ოკუ­პა­ცია მა­შინ ხდე­ბა, რო­დე­საც სა­ზღვარს დამ­ცვე­ლი არ ჰყავს...

დღეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ენის ინ­სტი­ტუ­ტის გა­დარ­ჩე­ნა, ვერც ერთი სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჯგუ­ფი კვლე­ვით ინ­სტი­ტუტს ვერ შეც­ვლის. ინ­სტი­ტუ­ტის გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბის გა­რე­შე ენის დაკ­ნი­ნე­ბა-გა­ღა­რი­ბე­ბა გაგ­რძელ­დე­ბა. ორ და სამ­წლი­ა­ნი დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო პრო­ექ­ტე­ბით ენა ვერ გა­დარ­ჩე­ბა. მას სა­ხელ­მწი­ფოს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტი სჭირ­დე­ბა, რის­თვი­საც არ­სე­ბუ­ლის გა­ნახ­ლე­ბა სჯობს და არა დან­გრე­ვა და თა­ვი­დან და­არ­სე­ბა, რო­გორც ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა თქვა, ჩვენ ხომ ვე­ლუ­რე­ბი არა ვართ, ყვე­ლა­ფე­რი ყო­ველ­თვის თა­ვი­დან და­ვი­წყოთ.

და­ბო­ლოს, გე­ტყვით იმა­საც, რომ ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი უკვე ოთხი წე­ლია აწყობს ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის კონ­ფე­რენ­ცი­ას, გა­მოს­ცემს ჟურ­ნალ "ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის სა­კი­თხებს", სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის მხარ­და­ჭე­რით ქმნის ქარ­თუ­ლი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის კორ­პუსს. ვი­მე­დოვ­ნებთ, დაგ­ვი­ა­ნე­ბით, მაგ­რამ მა­ინც შევ­ძლებთ ქარ­თუ­ლი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის მემ­კვიდ­რე­ო­ბის გა­დარ­ჩე­ნას და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის­თვის მისი ის­ტო­რი­ის გა­და­ცე­მას. სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვთა­ვა­ზობთ სა­ჯა­რო მოხ­სე­ნე­ბებს ქარ­თუ­ლი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ. მზად ვართ, ვუ­პა­სუ­ხოთ ნე­ბის­მი­ერ ჟურ­ნა­ლისტს სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

მთა­ვა­რი ფოტო: თბი­ლი­სის ფო­რუ­მი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

"ოკუპირებული" ქართული ენა - რატომ "კეკლუცობენ" ქართველები პერიოდულად რუსული და ინგლისური ტერმინებით

"ოკუპირებული" ქართული ენა - რატომ "კეკლუცობენ" ქართველები პერიოდულად რუსული და ინგლისური ტერმინებით

ქართული ენა სავსეა უცხო ტერმინებით. მეტყველებაში ჭარბად გვაქვს როგორც აღმოსავლური, ისე დასავლური სიტყვები. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ენაში, უმეტეს შემთხვევაში, შესატყვისები არსებობს, თითქოს მიზანმიმართულად უცხოურს ვეძალებით, რადგან ზოგჯერ მათი გამოყენება, კარგი ტონი გვგონია იმ ნიშნით, რომ მავანის წინაშე "კარგი ტიპი" გამოვჩნდეთ, რაც, სამწუხაროდ, დაბალ განათლებაზე მეტყველებს.

ზოგადად კი, მიმაჩნია, რომ ქართული ენა უცხო ტერმინებით დღეს პრაქტიკულად, ოკუპირებულია.

AMBEBI.GE ამ თემაზე ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკონების განყოფილების ხელმძღვანელს, ლია ქაროსანიძეს ესაუბრა:

- საუბარს ცოტა შორიდან დავიწყებ, რადგანაც დღევანდელ პრობლემას თავისი მიზეზები აქვს და ის არ არის მხოლოდ აწმყოს "დამსახურება". ბევრი რამით დასტურდება, რომ ენის სიძლიერე სამეცნიერო წრეებთანაა უშუალოდ დაკავშირებული. თუ ისტორიას სიღრმისეულად გადავხედავთ, ქართული ენა ძლიერი მაშინ ყოფილა, როდესაც მას სამეცნიერო წრეები მართავდნენ, ქმნიდნენ ტერმინებს, ამდიდრებდნენ ენას. ენა ერის ისტორიის ამსახველია. მასში ყველაფერია ასახული: ჩვენი ქვეყნის სიძლიერეც და გამუდმებული ბრძოლა თვითგადარჩენისთვის. ის ერის "სისხლია", "დნმ"-ია. დღეს, როცა გლობალიზაციაზე ვლაპარაკობთ, უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ საქართველო არანაკლები გამოწვევის წინაშე წარსულშიც მდგარა.

- რას გულისხმობთ?

- მოგეხსენებათ ქრისტიანობა მწიგნობრული სარწმუნოებაა. ქრისტიანული ლიტერატურის გადმოღება თუ ღვთისმსახურების გაქართულება უდიდეს ძალისხმევას მოითხოვდა. ქართველი მთარგმნელები ვეებერთელა, სრულიად ახალი სამყაროს წინაშე აღმოჩდნენ. იყო წინააღმდეგობაც, მწვალებლობის დაბრალებაც, ბერძნებს აეჭვებდათ ქართული ენის შესაძლებლობა, რამდენად შეძლებდა იგი სრულად აესახა ღვთის ენა, მაგრამ იმდროინდელმა ქართველმა მთარგმნელ-ფილოლოგებმა შესაშური სიმტკიცით დაიცვეს საკუთარი ენა.

სწორედ მაშინ შეიქმნა საღვთისმეტყველო, გრამატიკული, მათემატიკური, ფილოსოფიური ტერმინოლოგია. ამ ისტორიის გათვალისწინება არ იქნება ურიგო...

- დღევანდელ სიტუაციას როგორ შეაფასებთ?

- რაც დღეს ხდება, ეს ენაზე გაუაზრებელი ძალადობაა... უკვე მოგახსენეთ, ენის სიძლიერე სამეცნიერო წრეებზეა დამოკიდებული და, შესაბამისად, დღევანდელი ვითარებით აშკარაა, რომ აკადემიური სივრცე საქართველოში დასუსტდა. ცალკეული პროექტები ქვეყნის სამეცნიერო მუშაობას სრულყოფილად ვერ მართავს. გლობალური ეპოქის წინაშე სხვა ერებიც არიან და იქნებ მეტი გავიგოთ, როგორ იბრძვიან ენის გადასარჩენად ესტონელები, ლიტველები, ბერძნები, შვედები...

- აღმოსავლურ ნასესხობებზე თუ შევჩერდებით, აქ რა სურათია?

- აღმოსავლური ნასესხობები საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი პერიოდის შედეგია. მუსულმანურ სამყაროსთან მრავალსაუკუნოვან ბრძოლაში ჩაბმულ საქართველოში, ცხადია, ენისთვის არავის ეცალა. ბუნებრივია, ქართულშიც აღმოსავლურმა ლექსიკამ იძალა... თუ ენას მომვლელი და კანონმდებელი ჰყავს, ის ძირძველ ლექსიკას არ კარგავს.

- უცხო სიტყვები არ უნდა შემოვიდეს?

- უცხო სიტყვა გამართლებულია მაშინ, თუკი ის ენას ამდიდრებს და ჩვენს არსებულ ლექსიკას არ ფარავს. თურქულ-ირანულმა ენობრივმა ოკუპაციამ ქართული ძირძველი ლექსიკა გაგვიუცხოვა (სხვათა შორის, დღეს თანამედროვე ირანისა და თურქეთის ტერმინოლოგები თავგამოდებით მუშაობენ თავიანთი ენების არაბული ლექსიკიდან გასათავისუფლებლად, რომელიც მათ ყურანმა დაუმკვიდრა).

სულხან-საბა თავისი ლექსიკონის შექმნისას აღმოსავლური უცხო სიტყვების წინაშე უძლური აღმოჩნდა, თუმცა სცადა, ქართველებისთვის ქართული სიტყვები შეეხსენებინა.

ამას მოჰყვა XIX საუკუნე, ქართული ენისთვის კიდევ უფრო მძიმე პერიოდი. XIX საუკუნის 40-50-იან წლებში ქართველი საზოგადოება რუსული სიტყვებით ისე კეკლუცობდა, როგორც ახლა თანამედროვე საზოგადოება ინგლისური სიტყვებით, რასაც ილია ჭავჭავაძის ცნობილი წერილი მოჰყვა - "ორიოდე სიტყვა, თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის მიერ კოზლოვითგან "შეშლის" თარგმანზედა". ეს წერილი ეპოქალური მნიშვნელობისა აღმოჩნდა, რადგანაც ილიამ საკითხი ძალიან მწვავედ დასვა: ენა საზოგადო რამ არის და არავის აქვს მისი შეურაცხყოფის უფლება (ამ წერილის გააზრება დღესაც არ აწყენს ქართველ საზოგადოებას, რადგან დღესაც ბევრი თარგმნის და წერს ერისთავივით და წარმოდგენაც არა აქვს, როგორ ამცრობს და ანადგურებს ენას). ილია ჭავჭავაძემ ენას მეორე სიცოცხლე მიანიჭა. თავისი თანამედროვე მოწინავე საზოგადოება აიყოლია და ტერმინოლოგიურ შეკრებებზე ქართული ტერმინების შედგენას შეუდგა, რათა ქართულისთვის "სიღარიბე" არავის დაებრალებინა.

- მეტყველებაში შეცდომას ალბათ ის ადამიანი უშვებს, ვინც ეს ყველაფერი არ იცის და განათლების დეფიციტი აქვს...

- რა თქმა უნდა, ასეა. ჩვენი ისტორია რომ ვიცოდეთ, ამდენ შეცდომას არ დავუშვებდით... 1920 წელს პირველი ქართული ტერმინოლოგიის ლექსიკონი შეიქმნა. ტექნიკური ლექსიკონის ერთ-ერთი ავტორის, ვასილ კაკაბაძის, აზრით, უცხო სიტყვები ესპერანტოს დაამსგავსებდა ქართულს. თუ ყველა დარგში უცხო ტერმინს შემოვიღებთ, ქართულ ენას დავკარგავთო, - წერდა იგი, თუმცა, სამწუხაროდ, მისმა აზრმა ვერ გაიმარჯვა. საბჭოთა ეპოქაში განსხვავებულად წარიმართა ქართული ტერმინთშემოქმედება, რომელსაც ფილიპე მახარაძე ჩაუდგა სათავეში. ფილიპე მახარაძე უცხო სიტყვების მომხრე იყო, შესაბამისად, შეაჩერა ნიკოლაძეებისა და მათ თანამედროვეთა მიერ წამოწყებული შესანიშნავი ქართული ტერმინთშემოქმედება.

XX საუკუნის საბჭოთა ეპოქაში იძალა ე.წ. საერთაშორისო ტერმინებმა. საერთაშორისობა გარკვეულ მწვანე შუქად იქცა მრავალი სიტყვისთვის, თუმცა ეს საერთაშორისობაც ბოლომდე გაურკვეველ ცნებად რჩებოდა, მაგალითად, რატომ ერქვა "შტეფსელს" საერთაშორისო სიტყვა, როცა იგი მხოლოდ ორ ენაში იხმარება, გაურკვეველია. მაგრამ, მიუხედავად საბჭოთა მითითებებისა, ამ ეპოქაში მოღვაწე დიდი ქართველი მეცნიერები ყველაფერს აკეთებდნენ ქართული ტერმინოლოგიური სკოლის განსავითარებლად. ენათმეცნიერების ინსტიტუტში შეიქმნა 100-ზე მეტი ტერმინოლოგიური და თარგმნითი ლექსიკონი, რომლებსაც სამეცნიერო ენა ეყრდნობოდა, სახელმძღვანელოები, საქმისწარმოება. სამწუხაროა, რომ საბჭოთა ეპოქას გაცილებით ჩამოვრჩებით დღეს.

- ე.ი. დღეს ბევრი პრობლემის წინაშე ვდგავართ...

- ტერმინოლოგიის ისტორია იკითხება ესტონეთში, შვედეთში, გერმანიაში, რუსეთში... რისთვის სწავლობენ? ე.ი. საჭიროა. ჩვენი ზოგადი ჭირია ყველაფრის ყოველთვის თავიდან დაწყება... 90-იან წლებში, როცა მსოფლიოს ლექსიკოგრაფია ინტერნეტსივრცეში გადაჰქონდა, ჩვენ ისევ არ გვეცალა ამისთვის. მოგვიანებით კი ე.წ. პროექტულმა ეპოქამ სრულად გაანადგურა ენის ერთადერთი აკადემიური კვლევითი ინსტიტუტი, თუმცა ახალი ვერაფერი შესთავაზა ქვეყანას. სამწუხაროდ, ამის გამაანალიზებელიც არავინაა, პატარა ჯგუფების დაფინანსება სჯობს თუ კვლევითი ინსტიტუტის გაძლიერება. ცხადია, სხვა ქვეყნების გამოცდილების შესახებ მეტი უნდა იცოდნენ რეფორმატორებმა. დღეს საქართველოში აკადემიური ინტერნეტსივრცე არ არსებობს და ვერც იარსებებს ძლიერი სამეცნიერო ინსტიტუტის გარეშე, რომელიც ქვეყანაში ცენტრალიზებულად წარმართავს ტერმინოლოგიურ მუშაობას. დღეს ყველა უნივერსიტეტს თავისი მთარგმნელები, ტერმინოლოგები და, საერთოდ, საკუთარი ენა აქვს.

საუბარი, რითიც დავიწყე, იმითვე განვაგრძობ: ენის რთული მდგომარეობა არ არის დამოკიდებული რომელიმე ჟურნალისტზე, თითს რომ ასე გამალებით იშვერენ მათკენ, პრობლემა ქვეყანაში აკადემიური მუშაობის შესუსტებაშია. გინახავთ, რა ენით, ტერმინებით დაწერილი სახელმძღვანელოებით ზრდიან სტუდენტებს? რას ვითხოვთ მათგან?

- დღეს თითქოს კარგ ტონად ითვლება, თუ მეტყველებაში ინგლისურ ტერმინს გამოიყენებენ ან დაწერენ...

- დღევანდელი საქართველო ძალიან ჰგავს XIX საუკუნის დასაწყისისას, როცა ბევრი ქართველი ირწმუნებოდა, ქართული პატარა ერის ენაა და ბუნებრივია, მისი გაქრობაო...

- ე.ი. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ენა უცხო ტერმინებით ოკუპირებულია...

- დიახ, სამწუხაროდ ასეა და, როგორც უკვე ვთქვით, ოკუპაცია მაშინ ხდება, როდესაც საზღვარს დამცველი არ ჰყავს...

დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ენის ინსტიტუტის გადარჩენა, ვერც ერთი სასწავლო უნივერსიტეტის ჯგუფი კვლევით ინსტიტუტს ვერ შეცვლის. ინსტიტუტის გუნდური მუშაობის გარეშე ენის დაკნინება-გაღარიბება გაგრძელდება. ორ და სამწლიანი დაჩქარებული სამეცნიერო პროექტებით ენა ვერ გადარჩება. მას სახელმწიფოს დაქვემდებარებული კვლევითი ინსტიტუტი სჭირდება, რისთვისაც არსებულის განახლება სჯობს და არა დანგრევა და თავიდან დაარსება, როგორც ივანე ჯავახიშვილმა თქვა, ჩვენ ხომ ველურები არა ვართ, ყველაფერი ყოველთვის თავიდან დავიწყოთ.

დაბოლოს, გეტყვით იმასაც, რომ ენათმეცნიერების ინსტიტუტი უკვე ოთხი წელია აწყობს ტერმინოლოგიის კონფერენციას, გამოსცემს ჟურნალ "ტერმინოლოგიის საკითხებს", საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ქმნის ქართული ტერმინოლოგიის კორპუსს. ვიმედოვნებთ, დაგვიანებით, მაგრამ მაინც შევძლებთ ქართული ტერმინოლოგიის მემკვიდრეობის გადარჩენას და მომავალი თაობებისთვის მისი ისტორიის გადაცემას. საზოგადოებას ვთავაზობთ საჯარო მოხსენებებს ქართული ტერმინოლოგიის ისტორიის შესახებ. მზად ვართ, ვუპასუხოთ ნებისმიერ ჟურნალისტს სურვილის შემთხვევაში.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

მთავარი ფოტო: თბილისის ფორუმი

აჭარაში, ზღვაზე დასვენება გაიაფდა – რომელ კურორტს ირჩევთ?

"კაწრო" გვარამიას ეთიკის ქარტიაში უჩივის

BTU-ს სტუდენტის მიერ შექმნილი ფრილანსერული პლატფორმა საქართველოში დასაქმების პროცესის გამარტივებას შეუწყობს ხელს