პოლიტიკა
კონფლიქტები
მსოფლიო

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაკია ჯორჯია" - დეპუტატ გელა მიქაძის წინააღმდეგ რამდენიმე ათეული სასამართლო პროცესი მიმდინარეობს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში
"რაკია ჯორჯია" - დეპუტატ გელა მიქაძის წინააღმდეგ რამდენიმე ათეული სასამართლო პროცესი მიმდინარეობს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში

კომ­პა­ნია "რა­კია ჯორ­ჯი­ას" ინ­ფორ­მა­ცი­ით, "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" დე­პუ­ტატ გელა მი­ქა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამის შე­სა­ხებ კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მელ­საც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტატ გელა მი­ქა­ძე­სა და წინა მთავ­რო­ბის მა­ღალ­ჩი­ნო­სანს გი­ორ­გი ჯა­ნა­ში­ას 15 წლით პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯათ და 17.2 მლნ აშშ დო­ლა­რის კომ­პა­ნი­ის­თვის გა­დახ­და და­ე­კის­რათ. "რა­კია ჯორ­ჯი­ას" ყო­ფილ გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი­დან" გელა მი­ქა­ძეს, ასე­ვე მის პარტნი­ო­რებს გი­ორ­გი ჯა­ნა­ში­ა­სა და ხა­ტერ მა­სა­ადს არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბის სა­სა­მარ­თლომ 15 წლით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. სა­მი­ვე ბრალ­დე­ბულს უკა­ნო­ნოდ მით­ვი­სე­ბუ­ლი 17,2 მლნ აშშ დო­ლა­რის კომ­პა­ნი­ის­თვის დაბ­რუ­ნე­ბა და­ე­კის­რა.

გელა მი­ქა­ძე სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­ზე არ გა­მო­ცხად­და. მო­სა­მარ­თლე სა­მეჰ ჰა­მედ შე­კე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში ახ­სე­ნებს, რომ სა­მი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი იყო "რა­კი­ას" ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პირი, რომ­ლებ­მაც კომ­პა­ნი­ას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნეს.

ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კომ­პა­ნი­ის წი­ლე­ბის თაღ­ლი­თუ­რად მით­ვი­სე­ბის ბრალ­დე­ბით გელა-ზაზა მი­ქა­ძემ 2013 წელს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ნა­ხე­ვარ­წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი და პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­ა­ფორ­მა. სა­ნამ მი­ქა­ძე პარ­ლა­მენ­ტის წევ­რად რჩე­ბა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მის წი­ნა­აღ­მდეგ მსოფ­ლი­ოს არა ერთ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში.

გვინ­და ვაც­ნო­ბოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ 17.2 აშშ დო­ლა­რი ეს არის ერთი პა­ტა­რა ნა­წი­ლი იმ სო­ლი­დუ­რი თან­ხი­დან, რო­მე­ლიც გელა მი­ქა­ძემ თაღ­ლი­თუ­რი გზით მი­ით­ვი­სა", - ნათ­ქვა­მია კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"რაკია ჯორჯია" - დეპუტატ გელა მიქაძის წინააღმდეგ რამდენიმე ათეული სასამართლო პროცესი მიმდინარეობს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში

"რაკია ჯორჯია" - დეპუტატ გელა მიქაძის წინააღმდეგ რამდენიმე ათეული სასამართლო პროცესი მიმდინარეობს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში

კომპანია "რაკია ჯორჯიას" ინფორმაციით, "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატ გელა მიქაძის წინააღმდეგ რამდენიმე ათეული სასამართლო პროცესი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მიმდინარეობს, მათ შორის საქართველოში. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს პარლამენტის დეპუტატ გელა მიქაძესა და წინა მთავრობის მაღალჩინოსანს გიორგი ჯანაშიას 15 წლით პატიმრობა მიესაჯათ და 17.2 მლნ აშშ დოლარის კომპანიისთვის გადახდა დაეკისრათ. "რაკია ჯორჯიას" ყოფილ გენერალურ დირექტორს, საქართველოს პარლამენტის წევრს "პატრიოტთა ალიანსიდან" გელა მიქაძეს, ასევე მის პარტნიორებს გიორგი ჯანაშიასა და ხატერ მასაადს არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლომ 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სამივე ბრალდებულს უკანონოდ მითვისებული 17,2 მლნ აშშ დოლარის კომპანიისთვის დაბრუნება დაეკისრა.

გელა მიქაძე სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა. მოსამართლე სამეჰ ჰამედ შეკერი გადაწყვეტილებაში ახსენებს, რომ სამივე ბრალდებული იყო "რაკიას" ნდობით აღჭურვილი პირი, რომლებმაც კომპანიას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს.

ასევე აღსანიშნავია, რომ კომპანიის წილების თაღლითურად მითვისების ბრალდებით გელა-ზაზა მიქაძემ 2013 წელს, საქართველოში ნახევარწლიანი პატიმრობის შემდეგ აღიარა დანაშაული და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. სანამ მიქაძე პარლამენტის წევრად რჩება, აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ათეული სასამართლო პროცესი მის წინააღმდეგ მსოფლიოს არა ერთ ქვეყანაში მიმდინარეობს, მათ შორის საქართველოში.

გვინდა ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ 17.2 აშშ დოლარი ეს არის ერთი პატარა ნაწილი იმ სოლიდური თანხიდან, რომელიც გელა მიქაძემ თაღლითური გზით მიითვისა", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ