პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მილიონობით ყალბი ანგარიში "ფეისბუქში" - რას მოითხოვენ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები სოციალური ქსელისგან?
მილიონობით ყალბი ანგარიში "ფეისბუქში" - რას მოითხოვენ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები სოციალური ქსელისგან?

Facebook-ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას უდი­დე­სი გავ­ლე­ნა აქვს ადა­მი­ა­ნე­ბის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე, მათ სურ­ვი­ლებ­სა და არ­ჩე­ვან­ზე. ის ზე­მოქ­მე­დებს ადა­მი­ა­ნის პო­ლი­ტი­კურ არ­ჩე­ვან­ზეც კი. ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი. დო­ნალდ ტრამ­პის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ Facebook-მა აღი­ა­რა, რომ ნა­წი­ლობ­რივ ისიც იღებ­და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის გამო.

ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში იგუ­ლის­ხმე­ბო­და ცნო­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ პრე­ზი­დენ­ტო­ბის ერთ-ერ­თმა კან­დი­დატ­მა ჰი­ლა­რი კლინ­ტონ­მა ია­რა­ღი მი­ყი­და ISIS-ის, რაც რე­ა­ლუ­რად სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და. სიც­რუ­ის მი­უ­ხე­და­ვად, ეს ნი­უ­სი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ბოლო დღე­ებ­ში უფრო სწრა­ფად და ფარ­თოდ გავ­რცელ­და, ვიდ­რე ჭეშ­მა­რი­ტი ინ­ფორ­მა­ცია და მან ამე­რი­კე­ლი ამომ­რჩევ­ლე­ბის არ­ჩე­ვან­ზე დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნია.

ეს არაა ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც Facebook-ზე გავ­რცე­ლე­ბულ­მა ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ამ მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე გა­დამ­წყვე­ტი გავ­ლე­ნა იქო­ნია. ამი­ტო­მაც მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი პირ­და­პირ მო­ი­თხო­ვენ Facebook-ის­გან, რომ ქსე­ლი ყალ­ბი ან­გა­რი­შე­ბის­გან გაწ­მინ­დოს. ასე მოხ­და საფ­რან­გეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­სა და დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში.

თა­ვად სო­ცი­ა­ლურ­მა ქსელ­მა მარ­თლაც გა­აძ­ლი­ე­რა ბრძო­ლა ყალ­ბი ნი­უ­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. 2017 წლის აპ­რილ­ში, საფ­რან­გე­თის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, სო­ცი­ა­ლურ­მა ქსელ­მა საფ­რან­გეთ­ში 30 000 პრო­ფი­ლი და­ა­ჯა­რი­მა, რად­გან ისი­ნი ავ­რცე­ლებ­დნენ სპამს, ცრუ და მცდარ ინ­ფორ­მა­ცი­ას. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი ცდი­ლობს გა­მო­ავ­ლი­ნოს და დაბ­ლო­კოს სა­ეჭ­ვო აქ­ტი­ვო­ბე­ბი, მათ შო­რის ყალ­ბი მო­წო­ნე­ბე­ბი.

მარ­თა­ლია, ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ბევ­რი კომ­პა­ნია მი­მარ­თავს, მაგ­რამ ეს უკვე იმ­დე­ნად დიდი პრობ­ლე­მაა, რომ თა­ვად სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის გარ­და, მსოფ­ლი­ოს გი­გან­ტე­ბიც იბ­რძვი­ან მის წი­ნა­აღ­მდეგ. USA TODAY-მ, რო­მე­ლიც აშშ-ის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბაა, FBI-ის მი­მარ­თა, გა­მო­ე­ძი­ე­ბი­ნა და გა­მო­ევ­ლი­ნა Facebook-ის ყალ­ბი ან­გა­რი­შე­ბი. შე­დე­გად, აპ­რილ­ში გა­მოვ­ლინ­და მი­ლი­ო­ნო­ბით ყალ­ბი ან­გა­რი­ში, რომ­ლე­ბიც USA TODAY-ს და სხვა მე­დია გა­მო­ცე­მე­ბის ფო­ლო­ვე­რე­ბი იყ­ვნენ. კონ­კრე­ტუ­ლად USA TODAY-ს 15.2 მი­ლი­ო­ნი ფო­ლო­ვე­რი 9,5-მდე შემ­ცირ­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ 6 მი­ლი­ო­ნი ყალ­ბი იყო.

USA TODAY-ს ყალბ ფო­ლო­ვე­რებს შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო იყო გვერ­დი, რო­მელ­საც ერ­ქვა "13459u2 34ltijsre" და მას 4 000 ფო­ლო­ვე­რი ყავ­და. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, 4 000-ვე პრო­ფი­ლი ყალ­ბი იყო და ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის მე­გობ­რე­ბიც იყ­ვნენ. სწო­რედ ამ სქე­მით მუ­შა­ო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას ახ­დე­ნენ.

რა სქე­მი­თაც უნდა მუ­შა­ობ­დნენ ყალ­ბი ან­გა­რი­შე­ბის შემ­ქმნე­ლე­ბი, ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მათი ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბაა. ისი­ნი ხში­რად გზავ­ნი­ან და­ვირუ­სე­ბულ ლინ­კებს, ყი­დი­ან გარ­კვე­ულ პრო­დუქ­ცი­ას ან სხვა­დას­ხვა მიზ­ნით აგ­რო­ვე­ბენ ფულს.

Facebook-ის­თვის ეს არ იყო ყალ­ბი ან­გა­რი­შე­ბის გა­მოვ­ლე­ნის ერ­თა­დერ­თი მცდე­ლო­ბა. კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბით, ისი­ნი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბას აგ­რძე­ლე­ბენ. გან­სა­კუთ­რე­ბით კი ისე­თი ან­გა­რი­შე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­ზე არი­ან ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც ამა თუ იმ კომ­პა­ნი­ის გვერ­დზე სპამ კო­მენ­ტა­რებს ტო­ვე­ბენ.

წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

მილიონობით ყალბი ანგარიში "ფეისბუქში" - რას მოითხოვენ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები სოციალური ქსელისგან?

მილიონობით ყალბი ანგარიში "ფეისბუქში" - რას მოითხოვენ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები სოციალური ქსელისგან?

Facebook-ში გავრცელებულ ინფორმაციას უდიდესი გავლენა აქვს ადამიანების პირად ცხოვრებაზე, მათ სურვილებსა და არჩევანზე. ის ზემოქმედებს ადამიანის პოლიტიკურ არჩევანზეც კი. ამის ნათელი მაგალითია ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული არჩევნები. დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ Facebook-მა აღიარა, რომ ნაწილობრივ ისიც იღებდა პასუხისმგებლობას ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო.

ცრუ ინფორმაციაში იგულისხმებოდა ცნობა იმის შესახებ, რომ პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა იარაღი მიყიდა ISIS-ის, რაც რეალურად სიმართლეს არ შეესაბამებოდა. სიცრუის მიუხედავად, ეს ნიუსი საარჩევნო კამპანიის ბოლო დღეებში უფრო სწრაფად და ფართოდ გავრცელდა, ვიდრე ჭეშმარიტი ინფორმაცია და მან ამერიკელი ამომრჩევლების არჩევანზე დიდი გავლენა იქონია.

ეს არაა ერთადერთი შემთხვევა, როდესაც Facebook-ზე გავრცელებულმა ცრუ ინფორმაციამ მიმდინარე მოვლენებზე გადამწყვეტი გავლენა იქონია. ამიტომაც მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები პირდაპირ მოითხოვენ Facebook-ისგან, რომ ქსელი ყალბი ანგარიშებისგან გაწმინდოს. ასე მოხდა საფრანგეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში.

თავად სოციალურმა ქსელმა მართლაც გააძლიერა ბრძოლა ყალბი ნიუსების გავრცელების წინააღმდეგ. 2017 წლის აპრილში, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, სოციალურმა ქსელმა საფრანგეთში 30 000 პროფილი დააჯარიმა, რადგან ისინი ავრცელებდნენ სპამს, ცრუ და მცდარ ინფორმაციას. სოციალური ქსელი ცდილობს გამოავლინოს და დაბლოკოს საეჭვო აქტივობები, მათ შორის ყალბი მოწონებები.

მართალია, ყალბი ინფორმაციის გავრცელებას მიზნის მისაღწევად ბევრი კომპანია მიმართავს, მაგრამ ეს უკვე იმდენად დიდი პრობლემაა, რომ თავად სოციალური ქსელის გარდა, მსოფლიოს გიგანტებიც იბრძვიან მის წინააღმდეგ. USA TODAY-მ, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთი წამყვანი მედიასაშუალებაა, FBI-ის მიმართა, გამოეძიებინა და გამოევლინა Facebook-ის ყალბი ანგარიშები. შედეგად, აპრილში გამოვლინდა მილიონობით ყალბი ანგარიში, რომლებიც USA TODAY-ს და სხვა მედია გამოცემების ფოლოვერები იყვნენ. კონკრეტულად USA TODAY-ს 15.2 მილიონი ფოლოვერი 9,5-მდე შემცირდა. აღმოჩნდა, რომ 6 მილიონი ყალბი იყო.

USA TODAY-ს ყალბ ფოლოვერებს შორის განსაკუთრებით საინტერესო იყო გვერდი, რომელსაც ერქვა "13459u2 34ltijsre" და მას 4 000 ფოლოვერი ყავდა. როგორც აღმოჩნდა, 4 000-ვე პროფილი ყალბი იყო და ისინი ერთმანეთის მეგობრებიც იყვნენ. სწორედ ამ სქემით მუშაობენ ადამიანები, რომლებიც სოციალურ ქსელებში ყალბი ინფორმაციის გავრცელებას ახდენენ.

რა სქემითაც უნდა მუშაობდნენ ყალბი ანგარიშების შემქმნელები, ცრუ ინფორმაციის გავრცელების პარალელურად, მათი ძირითადი მიზანი ფულის გამომუშავებაა. ისინი ხშირად გზავნიან დავირუსებულ ლინკებს, ყიდიან გარკვეულ პროდუქციას ან სხვადასხვა მიზნით აგროვებენ ფულს.

Facebook-ისთვის ეს არ იყო ყალბი ანგარიშების გამოვლენის ერთადერთი მცდელობა. კომპანიის განცხადებით, ისინი ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებენ. განსაკუთრებით კი ისეთი ანგარიშების გამოვლენაზე არიან ორიენტირებული, რომლებიც ამა თუ იმ კომპანიის გვერდზე სპამ კომენტარებს ტოვებენ.

წაიკითხეთ ვრცლად

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"