მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიქაელ ბოტკოველი - საპატრიარქო ვერავის დაუდგება ადვოკატად, თუ არასწორი სამეწარმეო საქმიანობა ხორციელდებოდა რომელიმე სასულიერო პირის მხრიდან
მიქაელ ბოტკოველი - საპატრიარქო ვერავის დაუდგება ადვოკატად, თუ არასწორი სამეწარმეო საქმიანობა ხორციელდებოდა რომელიმე სასულიერო პირის მხრიდან

სა­პატ­რი­არ­ქო ვე­რა­ვის და­უდ­გე­ბა ად­ვო­კა­ტად, თუ არას­წო­რი სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და რო­მე­ლი­მე სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის მხრი­დან - კი ბა­ტო­ნო, და­ინ­ტე­რეს­დეს სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა, - ამის შე­სა­ხებ პატ­რი­არ­ქის მდი­ვან­მა, დე­კა­ნოზ­მა მი­ქა­ელ ბოტ­კო­ველ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და. რაც შე­ე­ხე­ბა ზო­გა­დად პრაქ­ტი­კას, მამა მი­ქა­ელ ბოტ­კო­ვე­ლის გან­მარ­ტე­ბით, სა­ხელ­მწი­ფოს გა­აჩ­ნია თა­ვი­სი მიდ­გო­მა, ხოლო თუ სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან არ იქ­ნე­ბა გა­მოკ­ვლე­უ­ლი, მა­შინ შიდა სა­ეკ­ლე­სიო მოკ­ვლე­ვა ჩა­ტარ­დე­ბა ასეთ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი მაქვს მა­მა­ლა­ძის ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვი­სა­უბ­რო. მე ვფიქ­რობ, ჩვენ ხელი არ უნდა შე­ვუ­შა­ლოთ გა­მო­ძი­ე­ბას. გა­მო­ძი­ე­ბა ძა­ლი­ან ზედ­მი­წევ­ნით მიყ­ვე­ბა ამ საქ­მეს და ყო­ველ­დღი­უ­რად იღებს ინ­ფორ­მა­ცი­ებს. სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს პო­ზი­ცი­ას ვერ მო­გახ­სე­ნებთ. აქ წმინ­და წყლის სა­გა­მო­ძი­ე­ბო საქ­მი­ა­ნო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ჩვენ გა­მო­ძი­ე­ბა­ში ვერ ჩა­ვე­რე­ვით და ვერ მი­ვი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ეს სა­ხელ­მწი­ფოს პრე­რო­გა­ტი­ვაა", - გა­ნა­ცხა­და მი­ქა­ელ ბოტ­კო­ველ­მა.

დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის ად­ვო­კა­ტის, მია ზო­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მამა გი­ორ­გი სა­ეკ­ლე­სიო სა­სა­მარ­თლოს შექ­მნას და მის სა­კი­თხთან ერ­თად იმ მღვდელმთავ­რე­ბის სა­კი­თხის გან­ხილ­ვას მო­ი­თხოვს, რომ­ლე­ბიც ბიზ­ნეს და სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვი­ან.

"ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მარ­თლის პრინ­ცი­პე­ბით, რა თქმა უნდა, და­ნა­შა­უ­ლი არაა, თუმ­ცა სა­პატ­რი­არ­ქოს იუ­რის­ტი აპე­ლი­რებ­და, რომ კა­ნო­ნი­კუ­რი სა­მარ­თლით ეს და­ნა­შა­უ­ლია. ამა­ზე მა­მა­ომ მი­თხრა - თუ კა­ნო­ნი­კუ­რი სა­მარ­თლით უნდა გა­და­წყდეს ეს საქ­მე, მა­შინ შე­იქ­მნას სა­ეკ­ლე­სიო სა­სა­მარ­თლო და ჩემს სა­კი­თხთან ერ­თად გა­ნი­ხი­ლონ იმ მღვდელმთავ­რე­ბის სა­კი­თხიც, ვინც ბიზ­ნეს და სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვი­ან. მე არა­ფე­რი და­სა­მა­ლი არ მაქვს და ამ ყვე­ლაფ­რის საქ­მის კურ­სში იყ­ვნენ მე­უ­ფე­ე­ბი. ამას ეკ­ლე­სი­ის­თვის ვა­კე­თებ­დი და არა­ნა­ი­რი სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბის მი­ზა­ნი არ მქო­ნია - ასე­თია მა­მა­ოს პო­ზი­ცია", - გა­ნა­ცხა­და მია ზო­ი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

მიქაელ ბოტკოველი - საპატრიარქო ვერავის დაუდგება ადვოკატად, თუ არასწორი სამეწარმეო საქმიანობა ხორციელდებოდა რომელიმე სასულიერო პირის მხრიდან

მიქაელ ბოტკოველი - საპატრიარქო ვერავის დაუდგება ადვოკატად, თუ არასწორი სამეწარმეო საქმიანობა ხორციელდებოდა რომელიმე სასულიერო პირის მხრიდან

საპატრიარქო ვერავის დაუდგება ადვოკატად, თუ არასწორი სამეწარმეო საქმიანობა ხორციელდებოდა რომელიმე სასულიერო პირის მხრიდან - კი ბატონო, დაინტერესდეს საგამოძიებო უწყება, - ამის შესახებ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ჟურნალისტებს განუცხადა. რაც შეეხება ზოგადად პრაქტიკას, მამა მიქაელ ბოტკოველის განმარტებით, სახელმწიფოს გააჩნია თავისი მიდგომა, ხოლო თუ სახელმწიფოს მხრიდან არ იქნება გამოკვლეული, მაშინ შიდა საეკლესიო მოკვლევა ჩატარდება ასეთ საკითხებთან დაკავშირებით.

"არანაირი სურვილი მაქვს მამალაძის ქონებასთან დაკავშირებით ვისაუბრო. მე ვფიქრობ, ჩვენ ხელი არ უნდა შევუშალოთ გამოძიებას. გამოძიება ძალიან ზედმიწევნით მიყვება ამ საქმეს და ყოველდღიურად იღებს ინფორმაციებს. საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას ვერ მოგახსენებთ. აქ წმინდა წყლის საგამოძიებო საქმიანობა მიმდინარეობს. ჩვენ გამოძიებაში ვერ ჩავერევით და ვერ მივიღებთ მონაწილეობას. ეს სახელმწიფოს პრეროგატივაა", - განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მია ზოიძის განცხადებით, მამა გიორგი საეკლესიო სასამართლოს შექმნას და მის საკითხთან ერთად იმ მღვდელმთავრების საკითხის განხილვას მოითხოვს, რომლებიც ბიზნეს და სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან.

"ხელშეკრულებები ჩვეულებრივი სამართლის პრინციპებით, რა თქმა უნდა, დანაშაული არაა, თუმცა საპატრიარქოს იურისტი აპელირებდა, რომ კანონიკური სამართლით ეს დანაშაულია. ამაზე მამაომ მითხრა - თუ კანონიკური სამართლით უნდა გადაწყდეს ეს საქმე, მაშინ შეიქმნას საეკლესიო სასამართლო და ჩემს საკითხთან ერთად განიხილონ იმ მღვდელმთავრების საკითხიც, ვინც ბიზნეს და სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან. მე არაფერი დასამალი არ მაქვს და ამ ყველაფრის საქმის კურსში იყვნენ მეუფეები. ამას ეკლესიისთვის ვაკეთებდი და არანაირი სამეწარმეო საქმიანობის მიზანი არ მქონია - ასეთია მამაოს პოზიცია", - განაცხადა მია ზოიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."