მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლაშა თორდია - პირდაპირ ვეუბნები ირაკლი შოთაძეს - მას ეს დანაშაული, არ შერჩება
ლაშა თორდია - პირდაპირ ვეუბნები ირაკლი შოთაძეს - მას ეს დანაშაული, არ შერჩება

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ძა­ლი­ან მალე მიშა ჩო­ხელ­საც ვი­ხი­ლავთ თავ­გა­ხეთ­ქილს, რად­გან შემ­დგომ თქვან, რომ მას თავი გა­ვუ­ტე­ხე, - ამის შე­სა­ხებ გე­ნე­რა­ლურ­მა აუ­დი­ტორ­მა ლაშა თორ­დი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც 2016 წელს ერთ-ერთ ბარ­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს ასა­ხავს.

თორ­დი­ას თქმით, მთე­ლი სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მაა ჩარ­თუ­ლი, რათა ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე გა­მო­იყ­ვა­ნონ იმ ვი­თა­რე­ბი­დან, რო­მელ­შიც ახლა არის.

"პირ­და­პირ ვე­უბ­ნე­ბი ირაკ­ლი შო­თა­ძეს, რომ მას ეს და­ნა­შა­უ­ლი, რო­მე­ლიც ჩა­ი­დი­ნა და ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა და­ი­წყო, არ შერ­ჩე­ბა. აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი რო­დის და­ი­ბა­რეს ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, ამ კლუ­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რა ზე­წო­ლა გან­ხორ­ცი­ელ­და მათ­ზე და ყვე­ლა აგებს პა­სუხს და­ნა­შა­უ­ლის­თვის", - გა­ნა­ცხა­და ლაშა თორ­დი­ამ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დე­ოს ახლა გავ­რცე­ლე­ბა ყო­ფილ მთა­ვარ პრო­კუ­რორ ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს­თან მისი და­პი­რის­პი­რე­ბის საქ­მეს უკავ­შირ­დე­ბა. თორ­დი­ას თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დეო უშუ­ა­ლოდ მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის, ირაკ­ლი შო­თა­ძის მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში ინა­ხე­ბო­და და მისი მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ზე­წო­ლის შე­დე­გად ერთ-ერთ მო­ქა­ლა­ქეს გა­ავ­რცე­ლე­ბი­ნეს.

გე­ნე­რა­ლუ­რი აუ­დი­ტო­რის თქმით, ინ­ცი­დენ­ტი დიდი ხნის წინ მოხ­და და აქა­მა­დე მას­ზე არა­ვის უსა­უბ­რია.

"ამ­დე­ნი ხა­ნია ეს ფაქ­ტი მომ­ხდა­რია და ამა­ზე არა­ვის უსა­უბ­რია, ახლა კი მა­ინ­ცდა­მა­ინც, როცა ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძემ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა "ელ ცენ­ტრო­ში" ჩემ­ზე თავ­დას­ხმა, გავ­რცელ­და ეს კად­რე­ბი", - გა­ნა­ცხა­და თორ­დი­ამ.

რო­გორც ლაშა თორ­დი­ამ გა­ნა­ცხა­და, მის მი­მართ ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის მუ­ქა­რა, რო­მელ­ზეც ერთი კვი­რის წინ სა­უბ­რობ­და, სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ ვი­დე­ოს ეხე­ბო­და.

თორ­დია ბო­დიშს უხ­დის იმ ადა­მი­ანს, ვი­საც "ზე­წო­ლით ეს ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნე­ბი­ნეს" და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ შე­სა­ბა­მი­სი გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ, "ყვე­ლა პა­სუხს აგებს, ვინც ამ ზე­წო­ლებ­ში იყო ჩარ­თუ­ლი".

"ამ ვი­დე­ოს­თან და ზო­გა­დად სხვა სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში გა­ის­მა მუ­ქა­რა ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის მხრი­დან და ეს მუ­ქა­რა აღას­რუ­ლა ირაკ­ლი შო­თა­ძემ, რომ­ლის ტე­ლე­ფონ­შიც ინა­ხე­ბო­და ეს ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი და გავ­რცელ­და იმ სა­კი­თხის გა­და­სა­ფა­რად, რო­მელ­ზეც ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმსჯე­ლობთ. კერ­ძოდ, სა­უ­ბა­რია ფარ­ცხა­ლა­ძის კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბა­ზე მე­რი­ას­თან და მისი და რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის მიერ ჩემ­ზე თავ­დას­ხმა­ზე. პრო­კუ­რა­ტუ­რა პირ­და­პირ ჩარ­თუ­ლია ამ ვი­დე­ო­კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა­ში. მე თა­ვი­დან­ვე ვთქვი, რომ მუ­ქა­რა უკავ­შირ­დე­ბო­და ამ ინ­ცი­დენტს, რად­გან ვი­ცო­დი, რომ ეს კად­რე­ბი ჰქონ­დათ. ახლა გა­ავ­რცე­ლეს და ყვე­ლამ ამ სა­კი­თხზე უნდა ვი­სა­უბ­როთ. მინ­და ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო ყვე­ლა იმ მოწ­მეს, რო­მე­ლიც ამ ბარ­ში და ასე­ვე "ელ ცენ­ტრო­ში" იმ­ყო­ფე­ბო­და", - გა­ნა­ცხა­და ლაშა თორ­დი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ინ­ცი­დენ­ტი­სას, რო­მელ­საც ასა­ხავს კად­რე­ბი, არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

"არა­ნა­ი­რი სრო­ლა და მსგავ­სი რამ არ ყო­ფი­ლა. თმის ერთი ღე­რიც არ ჩა­მო­ვარ­დნია არც ერთ ადა­მი­ანს და ამა­ზე ვი­ლა­პა­რა­კებ, როცა დამ­კი­თხავს ალ­ბათ პრო­კუ­რა­ტუ­რა", - აღ­ნიშ­ნა თორ­დი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

ლაშა თორდია - პირდაპირ ვეუბნები ირაკლი შოთაძეს - მას ეს დანაშაული, არ შერჩება

ლაშა თორდია - პირდაპირ ვეუბნები ირაკლი შოთაძეს - მას ეს დანაშაული, არ შერჩება

დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მიშა ჩოხელსაც ვიხილავთ თავგახეთქილს, რადგან შემდგომ თქვან, რომ მას თავი გავუტეხე, - ამის შესახებ გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრების შეფასებისას განაცხადა, რომელიც 2016 წელს ერთ-ერთ ბარში მომხდარ ინციდენტს ასახავს.

თორდიას თქმით, მთელი სახელმწიფო სისტემაა ჩართული, რათა ოთარ ფარცხალაძე გამოიყვანონ იმ ვითარებიდან, რომელშიც ახლა არის.

"პირდაპირ ვეუბნები ირაკლი შოთაძეს, რომ მას ეს დანაშაული, რომელიც ჩაიდინა და ვიდეო ჩანაწერებით მანიპულირება დაიწყო, არ შერჩება. აუცილებლად იქნება გამოძიებული როდის დაიბარეს ეს ადამიანები, ამ კლუბის თანამშრომლები, რა ზეწოლა განხორციელდა მათზე და ყველა აგებს პასუხს დანაშაულისთვის", - განაცხადა ლაშა თორდიამ.

მისივე განცხადებით, აღნიშნული ვიდეოს ახლა გავრცელება ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან მისი დაპირისპირების საქმეს უკავშირდება. თორდიას თქმით, აღნიშნული ვიდეო უშუალოდ მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მობილურ ტელეფონში ინახებოდა და მისი მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად ერთ-ერთ მოქალაქეს გაავრცელებინეს.

გენერალური აუდიტორის თქმით, ინციდენტი დიდი ხნის წინ მოხდა და აქამადე მასზე არავის უსაუბრია.

"ამდენი ხანია ეს ფაქტი მომხდარია და ამაზე არავის უსაუბრია, ახლა კი მაინცდამაინც, როცა ოთარ ფარცხალაძემ განახორციელა "ელ ცენტროში" ჩემზე თავდასხმა, გავრცელდა ეს კადრები", - განაცხადა თორდიამ.

როგორც ლაშა თორდიამ განაცხადა, მის მიმართ ოთარ ფარცხალაძის მუქარა, რომელზეც ერთი კვირის წინ საუბრობდა, სწორედ აღნიშნულ ვიდეოს ეხებოდა.

თორდია ბოდიშს უხდის იმ ადამიანს, ვისაც "ზეწოლით ეს ვიდეო გამოაქვეყნებინეს" და დარწმუნებულია, რომ შესაბამისი გამოძიების ჩატარების შემდეგ, "ყველა პასუხს აგებს, ვინც ამ ზეწოლებში იყო ჩართული".

"ამ ვიდეოსთან და ზოგადად სხვა საკითხებთან დაკავშირებით პირველივე დღეებში გაისმა მუქარა ოთარ ფარცხალაძის მხრიდან და ეს მუქარა აღასრულა ირაკლი შოთაძემ, რომლის ტელეფონშიც ინახებოდა ეს ვიდეოჩანაწერი და გავრცელდა იმ საკითხის გადასაფარად, რომელზეც ამ დღეების განმავლობაში ვმსჯელობთ. კერძოდ, საუბარია ფარცხალაძის კორუფციულ გარიგებაზე მერიასთან და მისი და რამდენიმე ადამიანის მიერ ჩემზე თავდასხმაზე. პროკურატურა პირდაპირ ჩართულია ამ ვიდეოკადრების გავრცელებაში. მე თავიდანვე ვთქვი, რომ მუქარა უკავშირდებოდა ამ ინციდენტს, რადგან ვიცოდი, რომ ეს კადრები ჰქონდათ. ახლა გაავრცელეს და ყველამ ამ საკითხზე უნდა ვისაუბროთ. მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ მოწმეს, რომელიც ამ ბარში და ასევე "ელ ცენტროში" იმყოფებოდა", - განაცხადა ლაშა თორდიამ.

მისივე თქმით, ინციდენტისას, რომელსაც ასახავს კადრები, არავინ დაშავებულა.

"არანაირი სროლა და მსგავსი რამ არ ყოფილა. თმის ერთი ღერიც არ ჩამოვარდნია არც ერთ ადამიანს და ამაზე ვილაპარაკებ, როცა დამკითხავს ალბათ პროკურატურა", - აღნიშნა თორდიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."