Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინტერნეტით ნარკოტიკის რეალიზაციის ფაქტზე შსს-მ ორი პირი დააკავა
ინტერნეტით ნარკოტიკის რეალიზაციის ფაქტზე შსს-მ ორი პირი დააკავა

და­ა­კა­ვეს შსს-მ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის და უკა­ნო­ნო გა­სა­ღე­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით ორი პირი და­ა­კა­ვა.

რო­გორც AMBEBI.GE ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, შსს-ს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო ბრუნ­ვის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ორი მო­ქა­ლა­ქე: 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დმიტ­რი უ. და 1974 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვი­ტა­ლი ლ., გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის და უკა­ნო­ნო გა­სა­ღე­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს.

სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით სხვა­დას­ხვა და­სა­ხე­ლე­ბის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას ახ­დენ­დნენ. ისი­ნი შეკ­ვე­თებს ინ­ტერ­ნეტ­სა­ი­ტის მეშ­ვე­ო­ბით იღებ­დნენ და ნარ­კო­ტი­კებს თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა უბან­ში, კონ­კრე­ტულ მი­სა­მარ­თებ­ზე ტო­ვებ­დნენ.

"სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი ჩხრე­კი­სას, სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ გამ­ზა­დე­ბუ­ლი, 186 შეკ­ვრად და­ფა­სო­ე­ბუ­ლი 333,15 გრა­მი ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა - ე.წ. "ბიო", 2 შეკ­ვრად და­ფა­სო­ე­ბუ­ლი ამ­ფე­ტა­მი­ნი, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "მდმა"-ს შემ­ცვე­ლი 177 აბი და 2 ნა­ტე­ხი ამო­ი­ღეს. პო­ლი­ცი­ამ, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის დრო­ე­ბი­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნი­სა და ავ­ტო­მან­ქა­ნის ჩხრე­კი­სას, 1 კილო და 540,25 გრა­მი ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა - ე.წ. "ბიო"; 887,74 გრა­მი ამ­ფე­ტა­მი­ნის შემ­ცვე­ლი ფხვნი­ლი; ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "მდმა"-ს შემ­ცვე­ლი 91 აბი და 29 ნა­ტე­ხი ამო­ი­ღო", - აცხა­დე­ბენ სა­მი­ნის­ტრო­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, თბი­ლის­ში, სხვა­დას­ხვა მი­სა­მარ­თი­დან ამო­ღე­ბუ­ლია ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მიერ სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ გამ­ზა­დე­ბუ­ლი 22 შეკ­ვრა ე.წ. "ბიო".

ორი­ვე და­კა­ვე­ბუ­ლი ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს.

გა­მო­ძი­ე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის და ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის და გა­სა­ღე­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 260-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით, მე-6 ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით და 19-260-ე მუხ­ლის მე-5 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით).

ხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ინტერნეტით ნარკოტიკის რეალიზაციის ფაქტზე შსს-მ ორი პირი დააკავა

ინტერნეტით ნარკოტიკის რეალიზაციის ფაქტზე შსს-მ ორი პირი დააკავა

დააკავეს შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და უკანონო გასაღების მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა.

როგორც AMBEBI.GE შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე: 1980 წელს დაბადებული დმიტრი უ. და 1974 წელს დაბადებული ვიტალი ლ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და უკანონო გასაღების მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

სამინისტროს განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ინტერნეტის საშუალებით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ახდენდნენ. ისინი შეკვეთებს ინტერნეტსაიტის მეშვეობით იღებდნენ და ნარკოტიკებს თბილისის სხვადასხვა უბანში, კონკრეტულ მისამართებზე ტოვებდნენ.

"სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული, 186 შეკვრად დაფასოებული 333,15 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ე.წ. "ბიო", 2 შეკვრად დაფასოებული ამფეტამინი, ნარკოტიკული საშუალება "მდმა"-ს შემცველი 177 აბი და 2 ნატეხი ამოიღეს. პოლიციამ, ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი ბინისა და ავტომანქანის ჩხრეკისას, 1 კილო და 540,25 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ე.წ. "ბიო"; 887,74 გრამი ამფეტამინის შემცველი ფხვნილი; ნარკოტიკული საშუალება "მდმა"-ს შემცველი 91 აბი და 29 ნატეხი ამოიღო", - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, სხვადასხვა მისამართიდან ამოღებულია ბრალდებულების მიერ სარეალიზაციოდ გამზადებული 22 შეკვრა ე.წ. "ბიო".

ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით).

ხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ