საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად შეიძლება ყველაზე მეტი დელფინის ნახვა შავ ზღვაში - საინტერესო ფაქტები ძუძუმწოვრებზე
სად შეიძლება ყველაზე მეტი დელფინის ნახვა შავ ზღვაში - საინტერესო ფაქტები ძუძუმწოვრებზე

ზღვის პე­რი­მეტრზე დელ­ფი­ნე­ბის და­ნახ­ვა რო­გორც ბავ­შვებ­ში, ასე­ვე დი­დებ­ში და­დე­ბით ემო­ცი­ებს იწ­ვევს. დელ­ფი­ნე­ბის სა­ნა­ხა­ვად ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი ტუ­რე­ბიც კი არის და­გეგ­მი­ლი. ძუ­ძუმ­წოვ­რე­ბი ძი­რი­თა­დად, ჯო­გე­ბად გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან და გან­სა­კუთ­რე­ბით თვალ­წარმ­ტა­ცია ზღვის ზე­და­პირ­ზე მათი "ცეკ­ვის" ნახ­ვა.

დელ­ფი­ნე­ბის ჯო­გე­ბის ნახ­ვა შავ ზღვა­შიც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. უფრო მე­ტიც, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი წყლე­ბი და­სა­ხელ­და დელ­ფი­ნე­ბის გავ­რცე­ლე­ბის "ცხელ წერ­ტი­ლად".

"შავი ზღვის მო­ნი­ტო­რინ­გის გაძ­ლი­ე­რე­ბის" პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ქარ­თველ­მა და უცხო­ელ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა შავი ზღვის შე­სა­ხებ 12 ახა­ლი ფაქ­ტი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მათ­გან ერთ-ერთ მიგ­ნე­ბად და­სა­ხელ­და "დელ­ფი­ნე­ბის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლე­ბი". თუ სად შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი დელ­ფი­ნის ნახ­ვა და შავ ზღვა­ში დელ­ფი­ნე­ბის რო­მე­ლი სა­ხე­ო­ბე­ბი ბი­ნად­რო­ბენ, მო­ცე­მულ კვლე­ვა­ში დე­ტა­ლუ­რად არის აღ­წე­რი­ლი.

"შავ ზღვა­ში ბი­ნად­რობს თეთ­რგვერ­და ანუ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დელ­ფი­ნი, შავი ზღვის აფა­ლი­ნა და შავი ზღვის ღორი. ყვე­ლა ისი­ნი ით­ვლე­ბა ენ­დე­მურ ქვე­სა­ხე­ო­ბად, ანუ ისი­ნი ცხოვ­რო­ბენ მხო­ლოდ აქ, ამ გე­ოგ­რა­ფი­ულ რე­გი­ონ­ში და არ გვხვდე­ბი­ან არ­სად სხვა­გან მსოფ­ლი­ო­ში. შავი ზღვის ერ­თობ­ლი­ვი სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი იქნა სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის დელ­ფი­ნე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის ად­გი­ლე­ბი.

გა­ზა­ფხულ­ზე კარ­გად ჩან­და შავი ზღვის ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში, უკ­რა­ი­ნის სა­ნა­პი­რო­ებ­თან, დუ­ნა­ის დელ­ტას­თან ზღვის ღო­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გუნ­დე­ბი. აფა­ლი­ნა მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ძი­რი­თა­დად გვხვდე­ბო­და შავი ზღვის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წი­ლის სა­ნა­პი­რო წყლებ­ში, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ნა­პი­რო­ებ­თან. შავი ზღვის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თი ღია ზღვის ნა­წი­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი წყლე­ბი აღი­ნიშ­ნა დელ­ფი­ნე­ბის გავ­რცე­ლე­ბის "ცხელ წერ­ტი­ლად", პო­პუ­ლა­რულ ად­გი­ლად, ორი სა­ხე­ო­ბის­თვის - თეთ­რგვერ­და დელ­ფი­ნი­სა და ზღვის ღო­რი­სათ­ვის.

ჩვე­უ­ლებ­რივ, დელ­ფი­ნე­ბი ბი­ნად­რო­ბენ თა­ვი­სი­ა­ნებ­თან ერ­თად ანუ თეთ­რგვერ­და დელ­ფი­ნე­ბი თეთ­რგვერ­დებ­თან, ზღვის ღო­რე­ბი კი - ზღვის ღო­რებ­თან. ამი­ტომ მეც­ნი­ე­რე­ბი გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დარ­ჩნენ, რო­დე­საც შავი ზღვის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თით ღია ზღვა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს თეთ­რგვერ­და დელ­ფი­ნის გუნდში ახალ­გაზ­რდა ზღვის ღორი. მეც­ნი­ე­რებს მო­ეჩ­ვე­ნათ, რომ მე­ორ­დე­ბო­და "მა­უ­გლის ის­ტო­რია" და ახალ­გაზ­რდა ზღვის ღორი იშ­ვი­ლა თეთგვერ­და დელ­ფი­ნე­ბის გუნ­დმა. ზღვის ღორი ყვე­ლა­ფერ­ში ცდი­ლობ­და მი­ე­ბა­ძა თეთგვერ­და დელ­ფი­ნე­ბი­სათ­ვის და რო­გორც ისი­ნი, ისე მის­დევ­და მი­მა­ვალ გემს, არა­და ასე­თი ქცე­ვა ზღვის ღო­რებს ჩვე­უ­ლებ­რივ არ ახა­სი­ა­თებთ.

მკვლე­ვა­რებ­მა სამ­წუ­ხა­როდ მი­იჩ­ნი­ეს ფაქ­ტი, რომ თეთგვერ­და დელ­ფი­ნე­ბი აღარ წარ­მოქ­მნი­ან დიდ გუნ­დებს - ასო­ბით და ათა­სო­ბით ინ­დი­ვიდს, ისე­თებს რო­გორ­საც წარ­მოქ­მნიდ­ნენ XX-ის და­სა­წყის­ში. თეთ­რგვერ­და დელ­ფი­ნე­ბი ამ ეტაპ­ზე ქმნი­ან მხო­ლოდ ცალ­კე­ულ ოჯა­ხებს და მცი­რე დაჯ­გუ­ფე­ბებს.

მეც­ნი­ე­რე­ბი პრობ­ლე­მურ სა­კი­თხად მი­იჩ­ნე­ვენ, შავ ზღვა­ში დელ­ფი­ნე­ბის რი­ცხვის შემ­ცი­რე­ბას და პრე­ვენ­ცი­ის­თვის გარ­კვე­ულ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­საც გას­ცე­მენ:

დელ­ფი­ნე­ბის გავ­რცე­ლე­ბის ახა­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით შე­საძ­ლე­ბე­ლია მი­ვი­ღოთ ზო­მე­ბი მათ­ზე ან­თრო­პო­გე­ნუ­რი ზე­გავ­ლე­ნის შერ­ბი­ლე­ბის მიზ­ნით. ასე მა­გა­ლი­თი­სათ­ვის: შე­ი­ზღუ­დოს თევ­ზჭე­რა გარ­კვე­ულ აკ­ვა­ტო­რი­ა­ში ან გარ­კვე­ულ სე­ზონ­ზე, რად­გან დელ­ფი­ნე­ბის შემ­თხვე­ვი­თი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა თევ­ზჭე­რის პრო­ცეს­ში ერთ-ერთ დიდ საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს. ასე­ვე, უნდა შემ­ცირ­დეს ხმა­უ­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის დონე (ხმა­უ­რი ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია დელ­ფი­ნე­ბი­სათ­ვის) ზღვის ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბით, ასე­ვე დელ­ფი­ნე­ბის მა­სობ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში უნდა შემ­ცირ­დეს წყალ­ქვე­შა სა­მუ­შო­ე­ბის წარ­მო­ე­ბის დრო", - მი­იჩ­ნე­ვენ მკვლე­ვა­რე­ბი.

"შავი ზღვის მო­ნი­ტო­რინ­გის გაძ­ლი­ე­რე­ბის" ფარ­გლებ­ში გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და უცხო­ელ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა მას­შტა­ბუ­რი კვლე­ვე­ბი ევ­რო­კავ­ში­რი­სა და გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

ნინო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სად შეიძლება ყველაზე მეტი დელფინის ნახვა შავ ზღვაში - საინტერესო ფაქტები ძუძუმწოვრებზე

სად შეიძლება ყველაზე მეტი დელფინის ნახვა შავ ზღვაში - საინტერესო ფაქტები ძუძუმწოვრებზე

ზღვის პერიმეტრზე დელფინების დანახვა როგორც ბავშვებში, ასევე დიდებში დადებით ემოციებს იწვევს. დელფინების სანახავად ზოგიერთ ქვეყანაში სპეციალური ტურებიც კი არის დაგეგმილი. ძუძუმწოვრები ძირითადად, ჯოგებად გადაადგილდებიან და განსაკუთრებით თვალწარმტაცია ზღვის ზედაპირზე მათი "ცეკვის" ნახვა.

დელფინების ჯოგების ნახვა შავ ზღვაშიც არის შესაძლებელი. უფრო მეტიც, საქართველოს ტერიტორიული წყლები დასახელდა დელფინების გავრცელების "ცხელ წერტილად".

"შავი ზღვის მონიტორინგის გაძლიერების" პროექტის ფარგლებში ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა შავი ზღვის შესახებ 12 ახალი ფაქტი აღმოაჩინეს. მათგან ერთ-ერთ მიგნებად დასახელდა "დელფინების ადგილსამყოფელები". თუ სად შეიძლება ბევრი დელფინის ნახვა და შავ ზღვაში დელფინების რომელი სახეობები ბინადრობენ, მოცემულ კვლევაში დეტალურად არის აღწერილი.

"შავ ზღვაში ბინადრობს თეთრგვერდა ანუ ჩვეულებრივი დელფინი, შავი ზღვის აფალინა და შავი ზღვის ღორი. ყველა ისინი ითვლება ენდემურ ქვესახეობად, ანუ ისინი ცხოვრობენ მხოლოდ აქ, ამ გეოგრაფიულ რეგიონში და არ გვხვდებიან არსად სხვაგან მსოფლიოში. შავი ზღვის ერთობლივი სამეცნიერო კვლევებით განსაზღვრული იქნა სხვადასხვა სახეობის დელფინების კონცენტრაციის ადგილები.

გაზაფხულზე კარგად ჩანდა შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, უკრაინის სანაპიროებთან, დუნაის დელტასთან ზღვის ღორების მნიშვნელოვანი გუნდები. აფალინა მთელი წლის განმავლობაში ძირითადად გვხვდებოდა შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილის სანაპირო წყლებში, რუსეთის ფედერაციის სანაპიროებთან. შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთი ღია ზღვის ნაწილი და საქართველოს ტერიტორიული წყლები აღინიშნა დელფინების გავრცელების "ცხელ წერტილად", პოპულარულ ადგილად, ორი სახეობისთვის - თეთრგვერდა დელფინისა და ზღვის ღორისათვის.

ჩვეულებრივ, დელფინები ბინადრობენ თავისიანებთან ერთად ანუ თეთრგვერდა დელფინები თეთრგვერდებთან, ზღვის ღორები კი - ზღვის ღორებთან. ამიტომ მეცნიერები გაკვირვებული დარჩნენ, როდესაც შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით ღია ზღვაში აღმოაჩინეს თეთრგვერდა დელფინის გუნდში ახალგაზრდა ზღვის ღორი. მეცნიერებს მოეჩვენათ, რომ მეორდებოდა "მაუგლის ისტორია" და ახალგაზრდა ზღვის ღორი იშვილა თეთგვერდა დელფინების გუნდმა. ზღვის ღორი ყველაფერში ცდილობდა მიებაძა თეთგვერდა დელფინებისათვის და როგორც ისინი, ისე მისდევდა მიმავალ გემს, არადა ასეთი ქცევა ზღვის ღორებს ჩვეულებრივ არ ახასიათებთ.

მკვლევარებმა სამწუხაროდ მიიჩნიეს ფაქტი, რომ თეთგვერდა დელფინები აღარ წარმოქმნიან დიდ გუნდებს - ასობით და ათასობით ინდივიდს, ისეთებს როგორსაც წარმოქმნიდნენ XX-ის დასაწყისში. თეთრგვერდა დელფინები ამ ეტაპზე ქმნიან მხოლოდ ცალკეულ ოჯახებს და მცირე დაჯგუფებებს.

მეცნიერები პრობლემურ საკითხად მიიჩნევენ, შავ ზღვაში დელფინების რიცხვის შემცირებას და პრევენციისთვის გარკვეულ რეკომენდაციებსაც გასცემენ:

დელფინების გავრცელების ახალი მონაცემების მიხედვით შესაძლებელია მივიღოთ ზომები მათზე ანთროპოგენური ზეგავლენის შერბილების მიზნით. ასე მაგალითისათვის: შეიზღუდოს თევზჭერა გარკვეულ აკვატორიაში ან გარკვეულ სეზონზე, რადგან დელფინების შემთხვევითი სიკვდილიანობა თევზჭერის პროცესში ერთ-ერთ დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ასევე, უნდა შემცირდეს ხმაურის დაბინძურების დონე (ხმაური ძალიან მტკივნეულია დელფინებისათვის) ზღვის ტრანსპორტის მოძრაობის რეგულირებით, ასევე დელფინების მასობრივი თავშეყრის ადგილებში უნდა შემცირდეს წყალქვეშა სამუშოების წარმოების დრო", - მიიჩნევენ მკვლევარები.

"შავი ზღვის მონიტორინგის გაძლიერების" ფარგლებში გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა და უცხოელმა სპეციალისტებმა მასშტაბური კვლევები ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელეს.

ნინო ხოზრევანიძე

AMBEBI.GE

2019-2020 სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადდება - ვინ როდის დაამთავრებს სწავლას სკოლებში

თეგეტა მოტორსი ქართველი ექიმებისთვის

როგორ უნდა შეივსოს განაცხადი დაქირავებულ პირთა კომპენსაციის მისაღებად - შემოსავლების სამსახური ინსტრუქციას ავრცელებს