მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მომაკვდინებელი "თამაში", რომელსაც ევროპაში თინეიჯერები ეწირებიან
მომაკვდინებელი "თამაში", რომელსაც ევროპაში თინეიჯერები ეწირებიან

ლურ­ჯი ვე­შა­პი - ასე ქვია ახალ "თა­მაშს", რო­მე­ლიც ბოლო პე­რი­ოდ­ში ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში იკი­დებს ფეხს. ბრი­ტა­ნუ­ლი მე­დია შეშ­ფო­თე­ბას გა­მოთ­ქვამს იმის გამო, რომ ვირუ­სუ­ლი გა­მოწ­ვე­ვა, რო­მელ­საც რუ­სეთ­ში 130 ახალ­გაზ­რდის სიკ­ვდილს უკავ­ში­რე­ბენ, დიდ ბრი­ტა­ნეთ­შიც ვრცელ­დე­ბა. რო­გორც გა­მო­ცე­მა express.co.uk წერს, "თა­მა­შის" მი­ზა­ნია, ჩა­ით­რი­ოს სუს­ტი ფსი­ქი­კის ახალ­გაზ­რდე­ბი და მათ თვით­მკვლე­ლო­ბის­კენ უბიძ­გოს.

სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში ათა­სო­ბით პოს­ტია ამ ავად­მყო­ფურ თა­მაშ­თან და­კავ­ში­რე­ბით. თა­მა­შის წე­სე­ბით, ახალ­გაზ­რდებს ეძ­ლე­ვათ ჯგუ­ფის ად­მი­ნის­ტრა­ტო­რის­გან და­ვა­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მათ 50 დღის ვა­და­ში უნდა შე­ას­რუ­ლონ. ეს და­ვა­ლე­ბე­ბი მო­ი­ცავს ისეთ ჩვე­უ­ლებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას, რო­გო­რი­ცაა სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილ­მის ყუ­რე­ბა, ან დი­ლით ადრე გაღ­ვი­ძე­ბა, თუმ­ცა ეტა­პობ­რი­ვად "და­ვა­ლე­ბე­ბი" რთულ­დე­ბა.

დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, როცა და­ვა­ლე­ბე­ბი რთულ­დე­ბა ჯგუ­ფის ად­მი­ნის­ტრა­ტო­რე­ბი მო­ზარ­დებს თვით­და­ზი­ა­ნე­ბე­ბის მი­ყე­ნე­ბას ავა­ლე­ბენ. 50-ე დღეს კი მათ სუ­ი­ცი­დის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

რო­გორც ბრი­ტა­ნე­თის ბავ­შვთა ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ამ­ბობს, მშობ­ლებ­მა მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა გა­ა­კონ­ტრო­ლონ შვი­ლე­ბის ახა­ლი "გა­ტა­ცე­ბა", გა­ე­სა­უბ­რონ მათ და აუხ­სნან, რომ არ მო­ექ­ცნენ სხვი­სი გავ­ლე­ნის ქვეშ, ის­წავ­ლონ უა­რის თქმა მა­შინ, როცა მათი სურ­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ რა­ი­მეს გა­კე­თე­ბას ავა­ლე­ბენ.

რუ­სუ­ლი "ნო­ვა­ია გა­ზე­ტა" იუ­წყე­ბა, რომ 2015 წლის ნო­ემ­ბრი­დან 2016 წლის აპ­რი­ლის ჩათ­ვლით ბავ­შვთა თვით­მკვლე­ლო­ბის 130 ფაქ­ტის შე­სა­ხებ მო­ი­ძი­ეს მა­სა­ლე­ბი და გა­ზე­თის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ბავ­შვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი ინ­ტერ­ნეტჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბი იყ­ვნენ.

ევ­რო­პა­ში, სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში აქ­ტი­უ­რად აფრ­თხი­ლე­ბენ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლებს, და­უ­პი­რის­პირ­დნენ ამ მო­მაკ­ვდი­ნე­ბელ თა­მაშ­ში მო­ზარ­დე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

მას შემ­დეგ, რაც "ინ­სტაგ­რამ­ზე" "თა­მაშ­მა" მა­სობ­რი­ვი სახე მი­ი­ღო, სო­ცი­ა­ლურ­მა ქსელ­მა გა­ამ­კაც­რა წე­სე­ბი და ამ სი­ტყვე­ბის კომ­ბი­ნა­ცი­ის ძებ­ნის დროს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე შე­ზღუდ­ვე­ბი და­ა­წე­სა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მომაკვდინებელი "თამაში", რომელსაც ევროპაში თინეიჯერები ეწირებიან

მომაკვდინებელი "თამაში", რომელსაც ევროპაში თინეიჯერები ეწირებიან

ლურჯი ვეშაპი - ასე ქვია ახალ "თამაშს", რომელიც ბოლო პერიოდში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იკიდებს ფეხს. ბრიტანული მედია შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ვირუსული გამოწვევა, რომელსაც რუსეთში 130 ახალგაზრდის სიკვდილს უკავშირებენ, დიდ ბრიტანეთშიც ვრცელდება. როგორც გამოცემა express.co.uk წერს, "თამაშის" მიზანია, ჩაითრიოს სუსტი ფსიქიკის ახალგაზრდები და მათ თვითმკვლელობისკენ უბიძგოს.

სოციალურ მედიაში ათასობით პოსტია ამ ავადმყოფურ თამაშთან დაკავშირებით. თამაშის წესებით, ახალგაზრდებს ეძლევათ ჯგუფის ადმინისტრატორისგან დავალებები, რომელიც მათ 50 დღის ვადაში უნდა შეასრულონ. ეს დავალებები მოიცავს ისეთ ჩვეულებრივ საქმიანობას, როგორიცაა საშინელებათა ფილმის ყურება, ან დილით ადრე გაღვიძება, თუმცა ეტაპობრივად "დავალებები" რთულდება.

დროთა განმავლობაში, როცა დავალებები რთულდება ჯგუფის ადმინისტრატორები მოზარდებს თვითდაზიანებების მიყენებას ავალებენ. 50-ე დღეს კი მათ სუიციდისკენ მოუწოდებენ.

როგორც ბრიტანეთის ბავშვთა ძალადობის პრევენციის ცენტრის წარმომადგენელი ამბობს, მშობლებმა მაქსიმალურად უნდა გააკონტროლონ შვილების ახალი "გატაცება", გაესაუბრონ მათ და აუხსნან, რომ არ მოექცნენ სხვისი გავლენის ქვეშ, ისწავლონ უარის თქმა მაშინ, როცა მათი სურვილის საწინააღმდეგოდ რაიმეს გაკეთებას ავალებენ.

რუსული "ნოვაია გაზეტა" იუწყება, რომ 2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის აპრილის ჩათვლით ბავშვთა თვითმკვლელობის 130 ფაქტის შესახებ მოიძიეს მასალები და გაზეთის ინფორმაციით, ამ ბავშვების უმრავლესობა ზემოთხსენებული ინტერნეტჯგუფების წევრები იყვნენ.

ევროპაში, სოციალურ მედიაში აქტიურად აფრთხილებენ ინტერნეტმომხმარებლებს, დაუპირისპირდნენ ამ მომაკვდინებელ თამაშში მოზარდების მონაწილეობას.

მას შემდეგ, რაც "ინსტაგრამზე" "თამაშმა" მასობრივი სახე მიიღო, სოციალურმა ქსელმა გაამკაცრა წესები და ამ სიტყვების კომბინაციის ძებნის დროს ინფორმაციაზე შეზღუდვები დააწესა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"