პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეპუტატ გელა მიქაძის ადვოკატი - საქართველოს მოქალაქეზე გამოტანილია განაჩენი ისე, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია
დეპუტატ გელა მიქაძის ადვოკატი - საქართველოს მოქალაქეზე გამოტანილია განაჩენი ისე, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევრ გელა მი­ქა­ძის­თვის არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბის სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მო­ტა­ნილ გა­ნა­ჩენს დე­პუ­ტა­ტის ად­ვო­კა­ტი, ქეთი ქვარ­ცხა­ვა ეხ­მა­უ­რე­ბა.

რო­გორც ქვარ­ცხა­ვამ სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, საქ­მე პა­რა­დოქ­სუ­ლია, რად­გან საქ­მის წარ­მო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მხა­რე ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არ იყო. მი­სი­ვე თქმით, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კვი­რის წინ არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბის სა­სა­მარ­თლო­დან მათ მი­ი­ღეს სა­მო­ქა­ლა­ქო ჭრილ­ში დავა, ხოლო დღეს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გა­ნა­ჩე­ნი სის­ხლის სა­მარ­თლის ჭრილ­შია გა­მო­ტა­ნი­ლი, რაც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის პრინ­ცი­პებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბის სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე ამავდრო­უ­ლად არის შე­ი­ხი, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს მთა­ვარ მო­სარ­ჩე­ლეს. შე­სა­ბა­მი­სად, დე­პუ­ტა­ტის ად­ვო­კატს სა­სა­მარ­თლოს ობი­ექ­ტუ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ეჭვი ეპა­რე­ბა.

"აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის შე­სა­ხებ ტე­ლე­ვი­ზი­ის მეშ­ვე­ო­ბით შე­ვი­ტყვეთ. არ ვი­ცო­დით, რომ საქ­მე წარ­მო­ე­ბა­ში იყო. ეს არის პა­რა­დოქ­სუ­ლი, ვი­ნა­ი­დან გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბის სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე ამავდრო­უ­ლად არის ემი­რი, შე­ი­ხი, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს საქ­მე­ში მთა­ვარ მო­სარ­ჩე­ლეს. იკ­ვე­თე­ბა კი­დევ ერთი უც­ნა­უ­რო­ბა. წინა კვი­რას მი­ვი­ღეთ რიგი დო­კუ­მენ­ტე­ბი სა­მო­ქა­ლა­ქო სარ­ჩელ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლის გაც­ნო­ბაც ვერ მო­ვას­წა­რით. დღეს კი ფაქ­ტის წი­ნა­შე დავ­დე­ქით, რო­დე­საც გა­ვი­გეთ, რომ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე დად­გა გა­ნა­ჩე­ნი. ამ პა­რა­დოქ­სულ საქ­მე­ში აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ზე გა­მო­ტა­ნი­ლია გა­ნა­ჩე­ნი ისე, რომ მას ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ ჰქო­ნია. მიგ­ვაჩ­ნია, რომ ეს საქ­მე სე­რი­ო­ზულ ყუ­რა­დღე­ბას არ იმ­სა­ხუ­რებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში მხა­რე­ებს შო­რის არ­სე­ბობ­და და­ვე­ბი, მაგ­რამ ის საქ­მე, რაც დღეს გავ­რცელ­და, სა­მო­ქა­ლა­ქო ჭრილ­შიც კი არ არის სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რა­ი­მე სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ისი­ნი სარ­ჩელს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ი­ტან­დნენ, თუმ­ცა, რას ალ ხა­ი­მა­ში უფრო ად­ვი­ლი იყო მათ­თვის ამ საქ­მის წარ­მო­ე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ქეთი ქვარ­ცხა­ვამ.

კი­თხვა­ზე, მოხ­და თუ არა გელა მი­ქა­ძის­თვის 17 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის გად­მო­რი­ცხვა, რომ­ლის მით­ვი­სე­ბის საქ­მე­შიც არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა სა­ე­მი­რო­ებ­მა ქარ­თვე­ლი დე­პუ­ტა­ტი დამ­ნა­შა­ვედ ცნო, ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ მას ფი­ნან­სუ­რი გა­რი­გე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს, ვი­ნა­ი­დან საქ­მის მა­სა­ლებს არ გაც­ნო­ბია.

"მე ვერ გე­ტყვით 17 მი­ლი­ონ­თან და­კავ­ში­რე­ბით მოხ­და თუ არა გად­მო­რი­ცხვა, რად­გან არ ვიც­ნობ საქ­მის მა­სა­ლებს, შე­სა­ბა­მი­სად, არ ვფლობ დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე წარ­მო­ად­გენს მხა­რეს, ამავდრო­უ­ლად მოხ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო პრინ­ცი­პე­ბის დარ­ღვე­ვა და, შე­სა­ბა­მი­სად, სა­სა­მარ­თლოს ობი­ექ­ტუ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არ­სე­ბობს დიდი კი­თხვის ნიშ­ნე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ქეთი ქვარ­ცხა­ვამ.

ად­ვო­კა­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი­დან" გელა მი­ქა­ძეს არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბის სა­სა­მარ­თლომ 17,2 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის მით­ვი­სე­ბის ბრალ­დე­ბით 15 წლით პა­ტიმ­რო­ბა და­უს­წრებ­ლად მი­უ­სა­ჯა.

არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ე­მი­რო­ებ­ში რას ალ ხა­ი­მას სის­ხლის სა­მარ­თლის სა­სა­მარ­თლომ RAKIA-ს ყო­ფილ ხელ­მძღვა­ნელს. ხა­ტერ მა­სა­ადსა და RAKIA-ს ორ ყო­ფილ აღ­მას­რუ­ლე­ბელ პირს, გელა მი­ქა­ძე­სა და გი­ორ­გი ჯა­ნა­ში­ას და­უს­წრებ­ლად 15 წლით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა ფუ­ლა­დი სახ­სრე­ბის მით­ვი­სე­ბის­თვის. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ Gulf Business იუ­წყე­ბა.

პა­ტიმ­რო­ბის გა­ნა­ჩენ­თან ერ­თად, მა­სა­ად­მა, ასე­ვე გელა მი­ქა­ძემ და გი­ორ­გი ჯა­ნა­ში­ამ, რომ­ლე­ბიც RAKIA Georgia-ში მუ­შა­ობ­დნენ, ჯა­რი­მის სა­ხით 17,2 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი უნდა გა­და­ი­ხა­დონ. სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნის თა­ნახ­მად, გელა მი­ქა­ძემ უნდა აა­ნა­ზღა­უ­როს 12,8 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი, ხოლო გი­ორ­გი ჯა­ნა­ში­ამ - 4,4 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი. ეს ის თან­ხაა, რომ­ლის მთვი­სე­ბა­ში მათ ბრა­ლი ედე­ბო­დათ.

საქ­მე ეხე­ბა ფო­თის სა­ზღვაო პორ­ტი­სა და ახ­ლად შექ­მნი­ლი კომ­პა­ნი­ის, შპს Raystar Trade-ს შო­რის ერ­თობ­ლი­ვი სა­წარ­მოს შექ­მნის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის და­დე­ბას და შემ­დეგ მის გა­უქ­მე­ბას (2010-2011 წლე­ბი).

პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, Raystar-ის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი იყ­ვნენ გელა მი­ქა­ძე და გი­ორ­გი ჯა­ნა­შია. ამ ფაქ­ტის შე­სა­ხებ მხო­ლოდ ხა­ტერ მა­სა­ად­მა იცო­და.

ვერ­დიქ­ტში მო­სა­მარ­თლემ სა­მეჰ ჰა­მედ შა­ქერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­მი­ვე მსჯავ­რდე­ბულ­მა გან­ზრახ მი­ა­ყე­ნა ზი­ა­ნი Ras Al Khaimah Investment Authority-ის ფუ­ლად სახ­სრებ­სა და ინ­ტე­რე­სებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" წევრ ადა მარ­შა­ნი­ას და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ფე­რი იცის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

დეპუტატ გელა მიქაძის ადვოკატი - საქართველოს მოქალაქეზე გამოტანილია განაჩენი ისე, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია

დეპუტატ გელა მიქაძის ადვოკატი - საქართველოს მოქალაქეზე გამოტანილია განაჩენი ისე, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია

საქართველოს პარლამენტის წევრ გელა მიქაძისთვის არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს დეპუტატის ადვოკატი, ქეთი ქვარცხავა ეხმაურება.

როგორც ქვარცხავამ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქმე პარადოქსულია, რადგან საქმის წარმოებასთან დაკავშირებით მხარე ინფორმირებული არ იყო. მისივე თქმით, დაახლოებით ერთი კვირის წინ არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლოდან მათ მიიღეს სამოქალაქო ჭრილში დავა, ხოლო დღეს ცნობილი გახდა, რომ განაჩენი სისხლის სამართლის ჭრილშია გამოტანილი, რაც საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

ადვოკატის განცხადებით, გაერთიანებული საემიროების სასამართლოს თავმჯდომარე ამავდროულად არის შეიხი, რომელიც წარმოადგენს მთავარ მოსარჩელეს. შესაბამისად, დეპუტატის ადვოკატს სასამართლოს ობიექტურობასთან დაკავშირებით ეჭვი ეპარება.

"აღნიშნული საქმის შესახებ ტელევიზიის მეშვეობით შევიტყვეთ. არ ვიცოდით, რომ საქმე წარმოებაში იყო. ეს არის პარადოქსული, ვინაიდან გაერთიანებული საემიროების სასამართლოს თავმჯდომარე ამავდროულად არის ემირი, შეიხი, რომელიც წარმოადგენს საქმეში მთავარ მოსარჩელეს. იკვეთება კიდევ ერთი უცნაურობა. წინა კვირას მივიღეთ რიგი დოკუმენტები სამოქალაქო სარჩელთან დაკავშირებით, რომლის გაცნობაც ვერ მოვასწარით. დღეს კი ფაქტის წინაშე დავდექით, როდესაც გავიგეთ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დადგა განაჩენი. ამ პარადოქსულ საქმეში აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მოქალაქეზე გამოტანილია განაჩენი ისე, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია. მიგვაჩნია, რომ ეს საქმე სერიოზულ ყურადღებას არ იმსახურებს, საქართველოში მხარეებს შორის არსებობდა დავები, მაგრამ ის საქმე, რაც დღეს გავრცელდა, სამოქალაქო ჭრილშიც კი არ არის საქართველოში დაფიქსირებული. დარწმუნებული ვარ, რაიმე სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ისინი სარჩელს საქართველოში შემოიტანდნენ, თუმცა, რას ალ ხაიმაში უფრო ადვილი იყო მათთვის ამ საქმის წარმოება", - განაცხადა ქეთი ქვარცხავამ.

კითხვაზე, მოხდა თუ არა გელა მიქაძისთვის 17 მილიონი აშშ დოლარის გადმორიცხვა, რომლის მითვისების საქმეშიც არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ქართველი დეპუტატი დამნაშავედ ცნო, ადვოკატი აცხადებს, რომ მას ფინანსური გარიგების შესახებ ინფორმაცია არ აქვს, ვინაიდან საქმის მასალებს არ გაცნობია.

"მე ვერ გეტყვით 17 მილიონთან დაკავშირებით მოხდა თუ არა გადმორიცხვა, რადგან არ ვიცნობ საქმის მასალებს, შესაბამისად, არ ვფლობ დეტალურ ინფორმაციას, მაგრამ ფაქტია, რომ აღნიშნული სასამართლოს თავმჯდომარე წარმოადგენს მხარეს, ამავდროულად მოხდა საერთაშორისო პრინციპების დარღვევა და, შესაბამისად, სასამართლოს ობიექტურობასთან დაკავშირებით, არსებობს დიდი კითხვის ნიშნები", - განაცხადა ქეთი ქვარცხავამ.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოში გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს.

საქართველოს პარლამენტის წევრს „პატრიოტთა ალიანსიდან" გელა მიქაძეს არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლომ 17,2 მილიონი აშშ დოლარის მითვისების ბრალდებით 15 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში რას ალ ხაიმას სისხლის სამართლის სასამართლომ RAKIA-ს ყოფილ ხელმძღვანელს. ხატერ მასაადსა და RAKIA-ს ორ ყოფილ აღმასრულებელ პირს, გელა მიქაძესა და გიორგი ჯანაშიას დაუსწრებლად 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა ფულადი სახსრების მითვისებისთვის. აღნიშნულის შესახებ Gulf Business იუწყება.

პატიმრობის განაჩენთან ერთად, მასაადმა, ასევე გელა მიქაძემ და გიორგი ჯანაშიამ, რომლებიც RAKIA Georgia-ში მუშაობდნენ, ჯარიმის სახით 17,2 მილიონი აშშ დოლარი უნდა გადაიხადონ. სასამართლოს განაჩენის თანახმად, გელა მიქაძემ უნდა აანაზღაუროს 12,8 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო გიორგი ჯანაშიამ - 4,4 მილიონი აშშ დოლარი. ეს ის თანხაა, რომლის მთვისებაში მათ ბრალი ედებოდათ.

საქმე ეხება ფოთის საზღვაო პორტისა და ახლად შექმნილი კომპანიის, შპს Raystar Trade-ს შორის ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ შეთანხმების დადებას და შემდეგ მის გაუქმებას (2010-2011 წლები).

პროკურატურის განცხადებით, Raystar-ის ბენეფიციარები იყვნენ გელა მიქაძე და გიორგი ჯანაშია. ამ ფაქტის შესახებ მხოლოდ ხატერ მასაადმა იცოდა.

ვერდიქტში მოსამართლემ სამეჰ ჰამედ შაქერმა განაცხადა, რომ სამივე მსჯავრდებულმა განზრახ მიაყენა ზიანი Ras Al Khaimah Investment Authority-ის ფულად სახსრებსა და ინტერესებს.

"ინტერპრესნიუსი" „პატრიოტთა ალიანსის" წევრ ადა მარშანიას დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით არაფერი იცის.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ