პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლანცეტის" დირექტორი: "არიან დაინტერესებული პირები, მათ შორის ნინო კუზანოვა და დიმიტრი გაბუნია, რომ საქართველოში არ იყოს მაღალი დონის კლინიკა"
"ლანცეტის" დირექტორი: "არიან დაინტერესებული პირები, მათ შორის ნინო კუზანოვა და დიმიტრი გაბუნია, რომ საქართველოში არ იყოს მაღალი დონის კლინიკა"

"ლან­ცე­ტის" დი­რექ­ტორ­მა ფარ­მან ჯე­ი­რან­ლიმ გა­ნა­ცხა­და, რომ არ­სე­ბო­ბენ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი, ვი­საც არ სურთ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობ­დეს მა­ღა­ლი დო­ნის კლი­ნი­კა. ამის შე­სა­ხებ ბრალ­დე­ბულ ფარ­მან ჯე­ი­რან­ლის ად­ვო­კატ­მა გელა ნი­კო­ლე­იშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ბრალ­დე­ბუ­ლის აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა სა­ყუ­რა­დღე­ბოა და მას­თან გა­სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ დე­ტა­ლებს გა­მოჰ­კი­თხვას. "ბრალ­დე­ბულ­მა ისა­უბ­რა ვი­ღა­ცე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ზე. მან აღ­ნიშ­ნა, რომ ეს მა­ფი­აა და ყი­დი­ან ავად­მყო­ფებს. ამა­ში ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა იგუ­ლის­ხმა ის, რომ რო­გორც, უკაც­რა­ვად და, სა­ქო­ნელს აგ­ზავ­ნი­ან, ისე იგ­ზავ­ნე­ბი­ან კლი­ენ­ტე­ბი და აქე­დან ვი­ღა­ცე­ბი მო­გე­ბას იღე­ბენ. ანუ სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ არ გა­კეთ­დეს ოპე­რა­ცია და წა­ვიდ­ნენ ავად­მყო­ფე­ბი სხვა ქვეყ­ნებ­ში, არი­ან მიმ­ღე­ბი პი­რე­ბი, ვინც ამ პა­ცი­ენ­ტე­ბის უცხო­ეთ­ში გაგ­ზავ­ნის­გან იღე­ბენ პრო­ცენ­ტებს. მათ აქვთ და­ინ­ტე­რე­სე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობ­დეს მა­ღა­ლი დო­ნის კლი­ნი­კა", - გა­ნა­ცხა­და გელა ნი­კო­ლე­იშ­ვილ­მა.

კლი­ნი­კა "ლან­ცე­ტის" დი­რექ­ტო­რი­მა ფარ­მან ჯე­ი­რან­ლიმ დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებ­ზე ისა­უბ­რა და კონ­კრე­ტუ­ლი გვა­რე­ბი და­ა­სა­ხე­ლა. კერ­ძოდ, ნინო კუ­ზა­ნო­ვა და დი­მიტ­რი გა­ბუ­ნია.

შე­გახ­სე­ნებთ, კლი­ნი­კა "ლან­ცე­ტის" დი­რექ­ტორს ფარ­მან ჯე­ი­რან­ლის აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხედ პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე არ­სენ კა­ლა­ტო­ზიშ­ვილ­მა მო­ი­ღო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ლანცეტის" დირექტორი: "არიან დაინტერესებული პირები, მათ შორის ნინო კუზანოვა და დიმიტრი გაბუნია, რომ საქართველოში არ იყოს მაღალი დონის კლინიკა"

"ლანცეტის" დირექტორი: "არიან დაინტერესებული პირები, მათ შორის ნინო კუზანოვა და დიმიტრი გაბუნია, რომ საქართველოში არ იყოს მაღალი დონის კლინიკა"

"ლანცეტის" დირექტორმა ფარმან ჯეირანლიმ განაცხადა, რომ არსებობენ დაინტერესებული პირები, ვისაც არ სურთ საქართველოში არსებობდეს მაღალი დონის კლინიკა. ამის შესახებ ბრალდებულ ფარმან ჯეირანლის ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ბრალდებულის აღნიშნული განცხადება საყურადღებოა და მასთან გასაუბრების შემდეგ დეტალებს გამოჰკითხვას. "ბრალდებულმა ისაუბრა ვიღაცების ინტერესებზე. მან აღნიშნა, რომ ეს მაფიაა და ყიდიან ავადმყოფებს. ამაში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა იგულისხმა ის, რომ როგორც, უკაცრავად და, საქონელს აგზავნიან, ისე იგზავნებიან კლიენტები და აქედან ვიღაცები მოგებას იღებენ. ანუ საქართველოში რომ არ გაკეთდეს ოპერაცია და წავიდნენ ავადმყოფები სხვა ქვეყნებში, არიან მიმღები პირები, ვინც ამ პაციენტების უცხოეთში გაგზავნისგან იღებენ პროცენტებს. მათ აქვთ დაინტერესება, საქართველოში არ არსებობდეს მაღალი დონის კლინიკა", - განაცხადა გელა ნიკოლეიშვილმა.

კლინიკა "ლანცეტის" დირექტორიმა ფარმან ჯეირანლიმ დღევანდელ პროცესზე დაინტერესებულ პირებზე ისაუბრა და კონკრეტული გვარები დაასახელა. კერძოდ, ნინო კუზანოვა და დიმიტრი გაბუნია.

შეგახსენებთ, კლინიკა "ლანცეტის" დირექტორს ფარმან ჯეირანლის აღმკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მოიღო.

ცხოვრებაში პირველად ნაყიდმა ლატარიის ბილეთმა მანანა ბეჟუაშვილს 50 000 ლარი  მოაგებინა

"თამბაქოს ინდუსტრია ექიმებისგან მოითხოვს, მწეველს მომაკვდინებელი პროდუქტი გამოუწერონ" -  "თამბაქოს კონტროლის ალიანსი"

"სასამართლო გადაწყვეტილება პანსიონის ყველა ბავშვზე უნდა გავრცელდეს... მათი საჭიროებები არ კმაყოფილდება" - რას გეგმავს ომბუდსმენის აპარატი