რვა წლის გოგო, რომელიც მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა, გარდაცვლილი იპოვეს, - იუწყება ბრიტანული გამოცემა "ტელეგრაფი".
საფი როუზ რუსოსი კონცერტზე დედასთან და დასთან ერთად იმყოფებოდა. გოგონა აფეთქების შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. საფი როუზ რუსოს დედა და და დაშავებულებს შორის არიან და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფებიან.
ინგლისის ქალაქ მანჩესტერის არენაზე მომხდარ აფეთქებას 22 ადამიანი ემსხვერპლა, 60-მდე კი დაშავდა. სისხლიანი თავდასხმა არიანა გრანდის კონცერტის დასრულების შემდეგ, ფოიეში განხორციელდა.