"ბექა შენგელია არის არაადეკვატური ადამიანი, რომელიც აზრს დღეში რამდენჯერმე იცვლის, აქედან გამომდინარე, რა ჩვენებას მისცემს, სანამ პროცესი არ დასრულდება, საუბარია ძნელია" - ამის შესახებ 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ ბექა შენგელიას ადვოკატმა ლალი ბიწოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ადვოკატის თქმით, დღევანდელ პროცესზე იგეგმება ბრალდებულ ბექა შენგელიას ჩვენების მიცემა, სადაც სავარაუდოდ, შეცვლის ჩვენებას.
მისივე განმარტებით, ბრალდებულის მიერ ჩვენების შეცვლა განპირობებულია იმით, რომ საქმეში კიდევ ერთი არასრულწლოვან ბრალდებულს უკვე მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა არაერთხელ მითხრა, რომ მან დაიბრალა ის ქმედება, რაც არ განუხორციელებია, რათა გადაერჩინა ერთ-ერთი ბრალდებული, თუმცა რადგან მას უკვე მიუსაჯეს, ბექა შენგელია სავარაუდოდ, იტყვის დღევანდელ პროცესზე სიმართლეს", - განაცხადა ადვოკატმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობის საქმეზე ბექა შენგელიას და ირმა ყოჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.