კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საჩუქრების ონლაინმაღაზია "ჯინი" - სტარტაპი, რომელიც ყველა სურვილს შეგისრულებთ
საჩუქრების ონლაინმაღაზია "ჯინი" - სტარტაპი, რომელიც ყველა სურვილს შეგისრულებთ

"მო­გე­სალ­მე­ბით, თქვენ და­უ­კავ­შირ­დით ჯინს. ჯინი გა­სუ­ლი არ არის. აქ­ვეა, ალ­ბათ ვინ­მეს კე­თილ სურ­ვილს ას­რუ­ლებს და თქვენ­თვი­საც მო­იც­ლის ძა­ლი­ან მალე," - ასე გი­პა­სუ­ხებთ სა­ჩუქ­რე­ბის ონ­ლა­ინ­მა­ღა­ზია "ჯინი", თუკი ფე­ის­ბუქ­ზე შე­ტყო­ბი­ნე­ბას გა­უგ­ზავ­ნით. სა­ჩუქ­რე­ბი კი, რო­მელ­საც "ჯინი" გთა­ვა­ზობთ, ნამ­დვი­ლად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. 4 ახალ­გაზ­რდა მე­გობ­რის მიერ და­წყე­ბუ­ლი სტარ­ტა­პი 30-ზე მეტ სხვა­დას­ხვა მწარ­მო­ე­ბელს აერ­თი­ა­ნებს.

"ჯი­ნის" ონ­ლა­ინ­მა­ღა­ზია 2016 წლის დე­კემ­ბრის ბო­ლოს გა­ეშ­ვა, პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა კი ოქ­ტომ­ბერ­ში და­ვი­წყეთ. ოთხი­ვეს გვიყ­ვარს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ხელ­ნა­კე­თი სა­ჩუქ­რე­ბი. ბევ­რი ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ ვი­ცო­დით, ვინც ასეთ ნივ­თებს ქმნი­და და გვინ­დო­და, ერთ სივ­რცე­ში მოგ­ვე­ყა­რა მათ­თვის თავი. სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის ქო­ნაც ყო­ველ­თვის გვინ­დო­და.

დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ვართ. "ჯინი" ექი­მის, ფი­ნან­სის­ტის, მარ­კე­ტე­რის და "24 სა­ა­თი­ა­ნი დე­დის" მიერ შექ­მნი­ლი პრო­ექ­ტია, რომ­ლე­ბიც მთელ სა­მუ­შაო და არა­სა­მუ­შაო დღეს ახლა მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო პრო­დუქ­ტის მო­ძი­ე­ბას უთ­მო­ბენ," - ამ­ბობს ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი თამ­თა გო­გუ­ა­ძე.

მა­ღა­ზია მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზობს რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნილ ხელ­ნა­კეთ ნივ­თებს, ისე სხვა ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­ტა­ნილ პრო­დუქ­ტებს. ხში­რია ნივ­თე­ბი, რომ­ლის მხო­ლოდ 1 ეგ­ზემპლა­რი შე­იქ­მნა დამ­კვე­თის მო­თხოვ­ნით ან პრო­დუქ­ტის თვი­სობ­რი­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

"ჯი­ნის" იდეა არის ის, რომ შეძ­ლოს ყვე­ლა­ფე­რი და ყო­ველ­თვის. ძა­ლი­ან ხში­რად ვა­ბა­რებთ ნივთს შეკ­ვე­თი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, შე­იძ­ლე­ბა გვი­ან ღა­მეც, იმი­ტომ, რომ დამ­კვეთს ამ დროს აქვს სა­ჩუ­ქა­რი გა­სა­კე­თე­ბე­ლი," - აღ­ნიშ­ნავს ნა­თია გო­გუ­ა­ძე.

სტარ­ტა­პე­რე­ბის­თვის ბიზ­ნე­სის მე­ნე­ჯმენ­ტი საკ­მა­ოდ რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან ის ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა და­ქი­რა­ვე­ბულ სამ­სა­ხურ­ში და­ვა­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა შეს­რუ­ლე­ბის­გან.

"სა­კუ­თარ ბიზ­ნეს­ში ყვე­ლა სა­კი­თხი, ყვე­ლა დე­ტა­ლი, რო­მელ­შიც გა­მოც­დი­ლე­ბა არ გაქვს, მო­ი­თხოვს შენს ყუ­რა­დღე­ბას და არა­ვი­ნაა ისე­თი, ვი­საც ამ კონ­კრე­ტულ საქ­მე­ში შენ­ზე უკეთ ეცო­დი­ნე­ბა, რა გა­ა­კე­თოს. ჩვენს მა­გა­ლით­ზე ვი­ცით, რომ შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი შეც­დო­მა და­უშ­ვა, თუმ­ცა მთა­ვა­რია და­ნა­პი­რე­ბი შე­ას­რუ­ლო და არც მარ­ცხის გე­ში­ნო­დეს.

ჩვე­ნი სტარ­ტა­პის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რა "თი­ბი­სი სტარ­ტა­პერ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა," - გან­მარ­ტავს მა­რი­კა წიკ­ლა­უ­რი. "ჯი­ნის" გუნ­დი ფიქ­რობს, რომ მთა­ვა­რია გუ­ლით გჯე­რო­დეს წარ­მა­ტე­ბის, შე­სა­ბა­მი­სად იმუ­შა­ვებ ბევ­რს და ისიც აუ­ცი­ლებ­ლად მოვა.

"ყო­ველ­თვის ბო­ლომ­დე მი­ყე­ვით თქვენს იდე­ას, არ შე­უ­შინ­დეთ იმას, რომ შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­დან არ გა­ი­ყი­დოს თქვე­ნი პრო­დუქ­ტი. წარ­მა­ტე­ბაც ჯინს გავს და ის აუ­ცი­ლებ­ლად მოვა. რო­გორც ჯინი ყო­ველ­თვის ამო­დის თა­ვი­სი ლამ­პა­რი­დან და გის­რუ­ლებს სურ­ვილს, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი გე­გო­ნა, ისე­თი­ვე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი, რო­გორც ის, რომ ჯინი რე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში არ­სე­ბობ­დეს - არა­და, აი, აქ ვართ და გვერ­წმუ­ნეთ, ჯინი არ მოგ­ცემთ ბა­ნა­ლურ რჩე­ვას. რაც გი­თხა­რით, ყვე­ლა­ფე­რი სა­კუ­თარ ლამ­პარ­ზე გა­მოგ­ვიც­დია," - ამ­ბობს ნინო ბუ­ლა­ლა­უ­რი.

#სტარ­ტა­პე­რი #გვე­ა­მა­ყე­ბი

ფო­ტო­ე­ბი: ADvan/ ედ­ვე­ნი

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

საჩუქრების ონლაინმაღაზია "ჯინი" - სტარტაპი, რომელიც ყველა სურვილს შეგისრულებთ

საჩუქრების ონლაინმაღაზია "ჯინი" - სტარტაპი, რომელიც ყველა სურვილს შეგისრულებთ

"მოგესალმებით, თქვენ დაუკავშირდით ჯინს. ჯინი გასული არ არის. აქვეა, ალბათ ვინმეს კეთილ სურვილს ასრულებს და თქვენთვისაც მოიცლის ძალიან მალე," - ასე გიპასუხებთ საჩუქრების ონლაინმაღაზია "ჯინი", თუკი ფეისბუქზე შეტყობინებას გაუგზავნით. საჩუქრები კი, რომელსაც "ჯინი" გთავაზობთ, ნამდვილად განსაკუთრებულია. 4 ახალგაზრდა მეგობრის მიერ დაწყებული სტარტაპი 30-ზე მეტ სხვადასხვა მწარმოებელს აერთიანებს.

"ჯინის" ონლაინმაღაზია 2016 წლის დეკემბრის ბოლოს გაეშვა, პროექტზე მუშაობა კი ოქტომბერში დავიწყეთ. ოთხივეს გვიყვარს ინდივიდუალური ხელნაკეთი საჩუქრები. ბევრი ადამიანის შესახებ ვიცოდით, ვინც ასეთ ნივთებს ქმნიდა და გვინდოდა, ერთ სივრცეში მოგვეყარა მათთვის თავი. საკუთარი ბიზნესის ქონაც ყოველთვის გვინდოდა.

დამფუძნებლები სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები ვართ. "ჯინი" ექიმის, ფინანსისტის, მარკეტერის და "24 საათიანი დედის" მიერ შექმნილი პროექტია, რომლებიც მთელ სამუშაო და არასამუშაო დღეს ახლა მომხმარებლებისთვის საინტერესო პროდუქტის მოძიებას უთმობენ," - ამბობს ერთ-ერთი დამფუძნებელი თამთა გოგუაძე.

მაღაზია მომხმარებელს სთავაზობს როგორც საქართველოში შექმნილ ხელნაკეთ ნივთებს, ისე სხვა ქვეყნიდან ჩამოტანილ პროდუქტებს. ხშირია ნივთები, რომლის მხოლოდ 1 ეგზემპლარი შეიქმნა დამკვეთის მოთხოვნით ან პროდუქტის თვისობრიობიდან გამომდინარე.

"ჯინის" იდეა არის ის, რომ შეძლოს ყველაფერი და ყოველთვის. ძალიან ხშირად ვაბარებთ ნივთს შეკვეთიდან რამდენიმე საათში, შეიძლება გვიან ღამეც, იმიტომ, რომ დამკვეთს ამ დროს აქვს საჩუქარი გასაკეთებელი," - აღნიშნავს ნათია გოგუაძე.

სტარტაპერებისთვის ბიზნესის მენეჯმენტი საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან ის ძალიან განსხვავდება დაქირავებულ სამსახურში დავალებების მიღება შესრულებისგან.

"საკუთარ ბიზნესში ყველა საკითხი, ყველა დეტალი, რომელშიც გამოცდილება არ გაქვს, მოითხოვს შენს ყურადღებას და არავინაა ისეთი, ვისაც ამ კონკრეტულ საქმეში შენზე უკეთ ეცოდინება, რა გააკეთოს. ჩვენს მაგალითზე ვიცით, რომ შეიძლება ბევრი შეცდომა დაუშვა, თუმცა მთავარია დანაპირები შეასრულო და არც მარცხის გეშინოდეს.

ჩვენი სტარტაპის პოპულარიზაციაში ძალიან დაგვეხმარა "თიბისი სტარტაპერში" მონაწილეობა," - განმარტავს მარიკა წიკლაური. "ჯინის" გუნდი ფიქრობს, რომ მთავარია გულით გჯეროდეს წარმატების, შესაბამისად იმუშავებ ბევრს და ისიც აუცილებლად მოვა.

"ყოველთვის ბოლომდე მიყევით თქვენს იდეას, არ შეუშინდეთ იმას, რომ შეიძლება თავიდან არ გაიყიდოს თქვენი პროდუქტი. წარმატებაც ჯინს გავს და ის აუცილებლად მოვა. როგორც ჯინი ყოველთვის ამოდის თავისი ლამპარიდან და გისრულებს სურვილს, რომელიც სრულიად წარმოუდგენელი გეგონა, ისეთივე წარმოუდგენელი, როგორც ის, რომ ჯინი რეალურ სამყაროში არსებობდეს - არადა, აი, აქ ვართ და გვერწმუნეთ, ჯინი არ მოგცემთ ბანალურ რჩევას. რაც გითხარით, ყველაფერი საკუთარ ლამპარზე გამოგვიცდია," - ამბობს ნინო ბულალაური.

#სტარტაპერი #გვეამაყები

ფოტოები: ADvan/ ედვენი

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი