საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
13 წლის დეველოპერი, რომელმაც სილიკონ ველი თბილისი მოხიბლა
13 წლის დეველოპერი, რომელმაც სილიკონ ველი თბილისი მოხიბლა

ზუკა სი­ა­მაშ­ვი­ლი 13 წლის დე­ვე­ლო­პე­რია, რო­მელ­მაც 20-21 მა­ისს, Google-ის კვი­რე­უ­ლის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თულ მას­შტა­ბურ ჰა­კა­თონ­ში "Silicon Valley Tbilisi Challenge-ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ზუკა შე­ჯიბრში ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა კან­დი­და­ტი იყო, თუმ­ცა მის­მა უნა­რებ­მა ჟი­უ­რის წევ­რე­ბი გა­აკ­ვირ­ვა. კომ­პა­ნია "Softline Georgia"-მ თა­მა­შე­ბის დამ­წყე­ბი დე­ვე­ლო­პე­რი პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რით და­ა­ჯილ­დო­ვა.

"კო­დე­ბის წერა და პროგ­რა­მი­რე­ბის სწავ­ლა 10 წლის ასაკ­ში და­ვი­წყე, უკვე 3 წე­ლია მე თვი­თონ ვსწავ­ლობ ინ­ტერ­ნე­ტით. აქამ­დე ჩე­მით ვსწავ­ლობ­დი ყვე­ლა­ფერს და როცა პროგ­რა­მუ­ლი ენე­ბის სწავ­ლა დამ­ჭირ­და, მი­ვე­დი ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ციფ­რუ­ლი მე­წარ­მე­ო­ბის კურ­სზე. ჯერ მო­ფიქ­რე­ბუ­ლი არ მაქვს, სა­მო­მავ­ლოდ რა მინ­და გა­ვა­კე­თო, მაგ­რამ თა­მა­შე­ბის შექ­მნა ძა­ლი­ან მომ­წონს.

სი­ლი­კონ ველი ჩე­ლენ­ჯში ჩემს გუნდთან ერ­თად შევ­ქმე­ნი თა­მა­ში, რო­მე­ლიც დაგ­ვეხ­მა­რე­ბა ის­ტო­რი­ის უკეთ სწავ­ლა­ში. თა­მა­ში და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის შე­სა­ხე­ბაა და მალე ვა­პი­რებთ მის გან­ვი­თა­რე­ბას. ჩემ­თვის დიდი წარ­მა­ტე­ბა იყო ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და კომ­პი­უ­ტე­რის მო­გე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სო და ძა­ლი­ან რთუ­ლი 2 დღე გა­ვა­ტა­რეთ მუ­შა­ო­ბა­ში", - აცხა­დებს ზუკა სი­ა­მაშ­ვი­ლი.

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი, მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვი­ლი:

- ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ თა­მა­შე­ბის დე­ვე­ლო­პე­რე­ბად მსოფ­ლი­ო­ში ხში­რად გვხვდე­ბი­ან თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი. სწო­რედ ისი­ნი არი­ან თა­მა­შე­ბის მომ­ხა­რე­ბელ­თა მთა­ვა­რი სეგ­მენ­ტი და ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან, რო­გორ შექ­მნან სწო­რი პრო­დუქ­ტი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს ტენ­დენ­ცია ახლა მკვიდ­რდე­ბა და მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ ზუ­კამ სი­ლი­კონ ველი თბი­ლი­სი აირ­ჩია, ჰა­კა­თონ­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად. მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვაგ­რძე­ლებთ.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

13 წლის დეველოპერი, რომელმაც სილიკონ ველი თბილისი მოხიბლა

13 წლის დეველოპერი, რომელმაც სილიკონ ველი თბილისი მოხიბლა

ზუკა სიამაშვილი 13 წლის დეველოპერია, რომელმაც 20-21 მაისს, Google-ის კვირეულის ფარგლებში გამართულ მასშტაბურ ჰაკათონში "Silicon Valley Tbilisi Challenge-ში მიიღო მონაწილეობა. ზუკა შეჯიბრში ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატი იყო, თუმცა მისმა უნარებმა ჟიურის წევრები გააკვირვა. კომპანია "Softline Georgia"-მ თამაშების დამწყები დეველოპერი პერსონალური კომპიუტერით დააჯილდოვა.

"კოდების წერა და პროგრამირების სწავლა 10 წლის ასაკში დავიწყე, უკვე 3 წელია მე თვითონ ვსწავლობ ინტერნეტით. აქამდე ჩემით ვსწავლობდი ყველაფერს და როცა პროგრამული ენების სწავლა დამჭირდა, მივედი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ციფრული მეწარმეობის კურსზე. ჯერ მოფიქრებული არ მაქვს, სამომავლოდ რა მინდა გავაკეთო, მაგრამ თამაშების შექმნა ძალიან მომწონს.

სილიკონ ველი ჩელენჯში ჩემს გუნდთან ერთად შევქმენი თამაში, რომელიც დაგვეხმარება ისტორიის უკეთ სწავლაში. თამაში დავით აღმაშენებლის შესახებაა და მალე ვაპირებთ მის განვითარებას. ჩემთვის დიდი წარმატება იყო ამ პროექტში მონაწილეობა და კომპიუტერის მოგება. საინტერესო და ძალიან რთული 2 დღე გავატარეთ მუშაობაში", - აცხადებს ზუკა სიამაშვილი.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი, მიხეილ ბატიაშვილი:

- ყველაზე წარმატებულ თამაშების დეველოპერებად მსოფლიოში ხშირად გვხვდებიან თინეიჯერები. სწორედ ისინი არიან თამაშების მომხარებელთა მთავარი სეგმენტი და ძალიან კარგად იციან, როგორ შექმნან სწორი პროდუქტი. საქართველოში ეს ტენდენცია ახლა მკვიდრდება და მოხარული ვართ, რომ ზუკამ სილიკონ ველი თბილისი აირჩია, ჰაკათონზე მონაწილეობის მისაღებად. მასთან თანამშრომლობას აუცილებლად გავაგრძელებთ.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი