"ჩემი დაყენებული ღვინით ვამაყობ" - ცნობილი ქართველი ადვოკატი, რომელიც ძმაკაცებს მეღვინეობაში "ეჯიბრება"

"ჩემი დაყენებული ღვინით ვამაყობ" - ცნობილი ქართველი ადვოკატი, რომელიც ძმაკაცებს მეღვინეობაში "ეჯიბრება"

ის ცნობილი ადვოკატია, მაგრამ კარგი მეღვინეც ყოფილა. ზვიად კორძაძეს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს ბუნებასთან სიახლოვე. მარანში იშვიათი ჯიშის ყურძნისგან ღვინოს აყენებს და ბოთლებშიც ასხამს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც მან გაზეთ "კვირის პალიტრას" მისცა.

- თუ კარგად დაუკვირდებით, ადამიანს მაინც მიწისკენ მიუწევს გული. ზოგიერთს შრომა კი ეზარება, მაგრამ მიწასთან მუშაობა ადამიანის

ბუნებრივი მდგო­მარეობაა. ჯერჯერობით, დრო არა მაქვს, მაგრამ მინდა, უფრო დიდი მეურნეობა მქონდეს.

- რას გააშენებდით?

- ვაზს. ეს ცალკე დასაგეგმავი და მისახედი საქმეა, რის დროც ახლა არა მაქვს. არცთუ შორეულ მომავალში ეს შესაძლებელი იქნება. ახლაც შემიძლია ამ საქმის დაწყება, მაგრამ ისე არ მინდა მოხდეს, რომ მოუცლელობის გამო სხვას გადავაბარო და იქ მხოლოდ ყურძნის საჭმელად ვიარო. მინდა, ყველაფერში ჩართული ვიყო.

- როგორც ვიცი, მეღვინეობაში გამოცდილებაც დაგიგროვდათ.

- 12-13 წელია, რაც მეღვინეობას მივყავი ხელი. იშვიათი ჯიშის ყურძენს ვყიდულობ და ღვინოს ვაყენებ.

გაგრძელება+ფოტო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი