საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადვოკატი - მამა გიორგი მამალაძე 50 მილიონი ევროს გამოყენებას საპატრიარქოს კლინიკისა და ჩაქვის საეკლესიო სკოლის რეაბილიტაციაზე გეგმავდა
ადვოკატი - მამა გიორგი მამალაძე 50 მილიონი ევროს გამოყენებას საპატრიარქოს კლინიკისა და ჩაქვის საეკლესიო სკოლის რეაბილიტაციაზე გეგმავდა

დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის ად­ვო­კა­ტის, გი­ორ­გი ფან­ცუ­ლა­ი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, 50 მი­ლი­ო­ნი ევრო, რო­მელ­ზეც სა­პატ­რი­არ­ქოს იუ­რის­ტი სა­უბ­რობს, სა­პატ­რი­არ­ქოს კლი­ნი­კი­სა და ჩაქვში მდე­ბა­რე სა­ეკ­ლე­სიო სკო­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას უნდა მოხ­მა­რე­ბო­და.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ფან­ცუ­ლა­ი­ამ გა­ნუ­ცხა­და, დე­კა­ნოზს, რო­დე­საც ის კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რად და­ი­ნიშ­ნა, სა­ა­ვად­მყო­ფო ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დახ­ვდა და მისი სურ­ვი­ლი იყო, რომ მომ­ხდა­რი­ყო კლი­ნი­კის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია.

მი­სი­ვე თქმით, სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დე­კა­ნოზ­მა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძემ გრან­ტე­ბის მო­ძი­ე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო.

"კლი­ნი­კა სრუ­ლად გა­პარ­ტა­ხე­ბუ­ლი იყო და რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი ვალი ჰქონ­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო სე­რი­ო­ზუ­ლი რე­ფორ­მე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, და­ნიშ­ვნის მო­მენ­ტი­დან სა­კუ­თა­რი ხელ­ფა­სი შე­იმ­ცი­რა ოთხჯერ და ვი­ნა­ი­დან სა­პატ­რი­არ­ქოს არ ჰქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა კლი­ნი­კა­ში ვი­თა­რე­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად, და­ი­წყეს მუ­შა­ო­ბა გრან­ტე­ბის მო­ზიდ­ვა­ზე. და­ი­წე­რა პრო­ექ­ტი, რო­გორ მო­ე­ზი­დათ გრან­ტე­ბი. დო­ნო­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მო­ი­ძი­ეს სა­წო­ლე­ბი, თუმ­ცა ეს იყო ზღვა­ში წვე­თი, ვი­ნა­ი­დან მი­ზა­ნი იყო კლი­ნი­კის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და ამი­ტომ სა­ჭი­რო იყო სე­რი­ო­ზუ­ლი გრან­ტე­ბის მო­ძი­ე­ბა. ამა­ვე დროს მა­მა­ოს ჩაქვში სურ­და ნორ­მა­ლუ­რი სკო­ლა ყო­ფი­ლი­ყო. ამ გრან­ტე­ბის მო­ძი­ე­ბის­თვის და­არ­სდა ეს­პა­ნეთ­ში ფირ­მა, რო­მე­ლიც ფონ­დე­ბი­დან გრან­ტე­ბის მო­ძი­ე­ბის ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებ­და. და­წე­რი­ლი იყო პრო­ექ­ტი, სა­დაც პირ­და­პირ იყო ჩა­წე­რი­ლი, თუ რაში და­ი­ხარ­ჯე­ბო­და თან­ხე­ბი, კერ­ძოდ, უნდა მომ­ხდა­რი­ყო კლი­ნი­კის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და ჩაქვში უნდა აშე­ნე­ბუ­ლი­ყო სკო­ლა", - გა­ნა­ცხა­და ფან­ცუ­ლა­ი­ამ.

ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია დე­კა­ნო­ზის კომ­პი­უ­ტერ­ში ინა­ხე­ბო­და და ის მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­საც აქვს შეს­წავ­ლი­ლი. გარ­და ამი­სა, რო­გორც ფან­ცუ­ლა­ი­ამ გან­მარ­ტა, ეს­პა­ნეთ­ში შექ­მნილ ფირ­მა­სა და გრან­ტე­ბის მო­ძი­ე­ბა­ზე დე­კა­ნოზ­მა სა­კუ­თარ ჩვე­ნე­ბა­შიც ისა­უბ­რა და ასე­ვე ამ თე­მას კი­დევ ორი და­კი­თხუ­ლი პი­რიც ეხე­ბა, რო­მელ­თა ვი­ნა­ო­ბაც ად­ვო­კატს არ და­უ­სა­ხე­ლე­ბია.

"ეს პრო­ექ­ტი ინა­ხე­ბო­და მა­მა­ოს კომ­პი­უ­ტერ­ში და ასე­ვე არის ფოს­ტით მი­მო­წე­რაც. ეს ყვე­ლა­ფე­რი ამო­ი­ღო მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ და ინა­ხე­ბა იქ. მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ეს თემა შე­ის­წავ­ლა, და რად­გან ვე­რა­ნა­ი­რი დარ­ღვე­ვა ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნა, გა­და­უგ­ზავ­ნა სა­პატ­რი­არ­ქო­ში სა­ვა­რა­უ­დოდ შო­რე­ნას და უნ­დო­დათ ამით მა­მა­ოს დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­თვის თემა აე­გო­რე­ბი­ნათ. არ არ­სე­ბობ­და ასლი ან სხვა დე­და­ნი, გარ­და იმი­სა, რაც მა­მა­ოს კომ­პი­უ­ტერ­ში ინა­ხე­ბო­და", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი ფან­ცუ­ლა­ი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, გრან­ტე­ბის ჯა­მურ მო­ცუ­ლო­ბას 50 მი­ლი­ო­ნი ევრო შე­ედ­გი­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ადვოკატი - მამა გიორგი მამალაძე 50 მილიონი ევროს გამოყენებას საპატრიარქოს კლინიკისა და ჩაქვის საეკლესიო სკოლის რეაბილიტაციაზე გეგმავდა

ადვოკატი - მამა გიორგი მამალაძე 50 მილიონი ევროს გამოყენებას საპატრიარქოს კლინიკისა და ჩაქვის საეკლესიო სკოლის რეაბილიტაციაზე გეგმავდა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას ინფორმაციით, 50 მილიონი ევრო, რომელზეც საპატრიარქოს იურისტი საუბრობს, საპატრიარქოს კლინიკისა და ჩაქვში მდებარე საეკლესიო სკოლის რეაბილიტაციას უნდა მოხმარებოდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფანცულაიამ განუცხადა, დეკანოზს, როდესაც ის კლინიკის დირექტორად დაინიშნა, საავადმყოფო ცუდ მდგომარეობაში დახვდა და მისი სურვილი იყო, რომ მომხდარიყო კლინიკის სრული რეაბილიტაცია.

მისივე თქმით, სწორედ აქედან გამომდინარე, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ გრანტების მოძიებაზე მუშაობა დაიწყო.

"კლინიკა სრულად გაპარტახებული იყო და რამდენიმე მილიონი ვალი ჰქონდა. აქედან გამომდინარე, უნდა ჩატარებულიყო სერიოზული რეფორმები. შესაბამისად, დანიშვნის მომენტიდან საკუთარი ხელფასი შეიმცირა ოთხჯერ და ვინაიდან საპატრიარქოს არ ჰქონდა საშუალება კლინიკაში ვითარების გამოსასწორებლად, დაიწყეს მუშაობა გრანტების მოზიდვაზე. დაიწერა პროექტი, როგორ მოეზიდათ გრანტები. დონორების საშუალებით მოიძიეს საწოლები, თუმცა ეს იყო ზღვაში წვეთი, ვინაიდან მიზანი იყო კლინიკის სრული რეაბილიტაცია და ამიტომ საჭირო იყო სერიოზული გრანტების მოძიება. ამავე დროს მამაოს ჩაქვში სურდა ნორმალური სკოლა ყოფილიყო. ამ გრანტების მოძიებისთვის დაარსდა ესპანეთში ფირმა, რომელიც ფონდებიდან გრანტების მოძიების ფუნქციას ასრულებდა. დაწერილი იყო პროექტი, სადაც პირდაპირ იყო ჩაწერილი, თუ რაში დაიხარჯებოდა თანხები, კერძოდ, უნდა მომხდარიყო კლინიკის რეაბილიტაცია და ჩაქვში უნდა აშენებულიყო სკოლა", - განაცხადა ფანცულაიამ.

ადვოკატის ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტაცია დეკანოზის კომპიუტერში ინახებოდა და ის მთავარ პროკურატურასაც აქვს შესწავლილი. გარდა ამისა, როგორც ფანცულაიამ განმარტა, ესპანეთში შექმნილ ფირმასა და გრანტების მოძიებაზე დეკანოზმა საკუთარ ჩვენებაშიც ისაუბრა და ასევე ამ თემას კიდევ ორი დაკითხული პირიც ეხება, რომელთა ვინაობაც ადვოკატს არ დაუსახელებია.

"ეს პროექტი ინახებოდა მამაოს კომპიუტერში და ასევე არის ფოსტით მიმოწერაც. ეს ყველაფერი ამოიღო მთავარმა პროკურატურამ და ინახება იქ. მთავარმა პროკურატურამ ეს თემა შეისწავლა, და რადგან ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოაჩინა, გადაუგზავნა საპატრიარქოში სავარაუდოდ შორენას და უნდოდათ ამით მამაოს დისკრედიტაციისთვის თემა აეგორებინათ. არ არსებობდა ასლი ან სხვა დედანი, გარდა იმისა, რაც მამაოს კომპიუტერში ინახებოდა", - აღნიშნა გიორგი ფანცულაიამ.

მისივე თქმით, გამორიცხული არაა, გრანტების ჯამურ მოცულობას 50 მილიონი ევრო შეედგინა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ