პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორი ჩვილის გარდაცვალების გამო, რუსთავის კლინიკაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ
ორი ჩვილის გარდაცვალების გამო, რუსთავის კლინიკაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

რუს­თავ­სა და სო­ფელ გა­ჩი­ან­ში ორი ჩვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და. დღეს დი­ლით, კლი­ნი­კა "რუს­თავ­ში" მშობ­ლებ­მა ჩვი­ლი მი­იყ­ვა­ნეს, რო­მე­ლიც ექი­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო. მე­ო­რე ახალ­შო­ბი­ლი კი, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ მი­იყ­ვა­ნა კლი­ნი­კა­ში, თუმ­ცა ისიც მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა. ახალ­შო­ბი­ლე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ზუს­ტი მი­ზე­ზი ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია.

რო­გორც AMBEBI.GE კლი­ნი­კის ექიმ­მა რე­ა­ნი­მა­ტო­ლოგ­მა ნინო ფილ­ფან­მა გა­ნუ­ცხა­და, 30 აპ­რილს და­ბა­დე­ბუ­ლი ჩვი­ლი რუს­თა­ვი­დან სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ კლი­ნი­კა­ში უკვე გარ­დაც­ვლი­ლი მი­იყ­ვა­ნა, მე­ო­რე ჩვი­ლი, 21 აპ­რილს და­ბა­დე­ბუ­ლი ასე­ვე გო­გო­ნა, გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გა­ჩი­ა­ნი­დან ოჯა­ხის წევ­რებ­მა მი­იყ­ვა­ნეს და ისიც უკვე გარ­დაც­ვი­ლი იყო. ნინო ფილ­ფა­ნის გან­ცხა­დე­ბით, შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ კლი­ნი­კამ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას აც­ნო­ბა, სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზებს კი ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გენს.

კლი­ნი­კა "რუს­თავ­ში" ამ­ჟა­მად ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი მუ­შა­ო­ბენ. რო­გორც AMBEBI.GE-ს შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, ორი­ვე ფაქ­ტზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე 116-ე მუხ­ლით არის აღ­ძრუ­ლი, რაც სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით გუ­ლის­ხმობს.

იხი­ლეთ ვი­დეო: 2 გარ­დაც­ვლი­ლი ჩვი­ლი - რა გახ­და ბავ­შვე­ბის და­ღუპ­ვის მი­ზე­ზი რუს­თავ­ში?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ორი ჩვილის გარდაცვალების გამო, რუსთავის კლინიკაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

ორი ჩვილის გარდაცვალების გამო, რუსთავის კლინიკაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

რუსთავსა და სოფელ გაჩიანში ორი ჩვილის გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. დღეს დილით, კლინიკა "რუსთავში" მშობლებმა ჩვილი მიიყვანეს, რომელიც ექიმების ინფორმაციით, უკვე გარდაცვლილი იყო. მეორე ახალშობილი კი, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მიიყვანა კლინიკაში, თუმცა ისიც მიყვანამდე გარდაიცვალა. ახალშობილების გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

როგორც AMBEBI.GE კლინიკის ექიმმა რეანიმატოლოგმა ნინო ფილფანმა განუცხადა, 30 აპრილს დაბადებული ჩვილი რუსთავიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში უკვე გარდაცვლილი მიიყვანა, მეორე ჩვილი, 21 აპრილს დაბადებული ასევე გოგონა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩიანიდან ოჯახის წევრებმა მიიყვანეს და ისიც უკვე გარდაცვილი იყო. ნინო ფილფანის განცხადებით, შემთხვევის შესახებ კლინიკამ საპატრულო პოლიციას აცნობა, სიკვდილის მიზეზებს კი ექსპერტიზა დაადგენს.

კლინიკა "რუსთავში" ამჟამად ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, ორივე ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით არის აღძრული, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: 2 გარდაცვლილი ჩვილი - რა გახდა ბავშვების დაღუპვის მიზეზი რუსთავში?

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია