კონფლიქტები
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიდუბის" და გადასასვლელი ხიდის ტერიტორია გარევაჭრობის კონსტრუქციებისგან გაასუფთავეს
"დიდუბის" და გადასასვლელი ხიდის ტერიტორია გარევაჭრობის კონსტრუქციებისგან გაასუფთავეს

თბი­ლი­სის მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მეტ­რო­სად­გურ "დი­დუ­ბის" და გა­და­სას­ვლე­ლი ხი­დის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­რე­ვაჭ­რო­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი უნე­ბარ­თვო კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი გა­ი­ტა­ნეს. "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ტე­რი­ტო­რია და­ა­სუფ­თა­ვეს.

თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლის, გიგა ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ამით დე­და­ქა­ლაქ­ში გა­რე­ვაჭ­რო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი დას­რუ­ლე­ბუ­ლია.

"ბაზ­რის დი­რექ­ცი­ას­თან მიღ­წე­უ­ლია შე­თან­ხმე­ბა, რომ 160 გა­რე­მო­ვაჭ­რე ბაზ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უსას­ყიდ­ლოდ შეძ­ლებს საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას. ამით დე­და­ქა­ლაქ­ში გა­რე­ვაჭ­რო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი სრულ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გიგა ნი­კო­ლე­იშ­ვილ­მა.

თბი­ლი­სის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბაზ­რო­ბე­ბის ასო­ცი­ა­ცია, ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ღა­ვა­თი­ა­ნი პი­რო­ბე­ბით, გა­რე­მო­ვაჭ­რე­ებს სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით, ად­გი­ლებს და­უთ­მობს, ბაზ­რო­ბე­ბის დი­რექ­ცია კი მე­წარ­მე­ებს სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ცი­ის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან პი­რო­ბებ­ში რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის ყვე­ლა პი­რო­ბას შე­უქ­მნის. გა­რე­მო­ვაჭ­რე­ებს სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ცია რკი­ნიგ­ზის სად­გურ­სა და მის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, დი­ნა­მოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მეტ­რო­სად­გურ "დი­დუ­ბის" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ძვე­ლი დე­ზერ­ტი­რე­ბის ბაზ­რის ად­გი­ლას აშე­ნე­ბუ­ლი ახა­ლი ბაზ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­სა და ის­ნი­სა და სამ­გო­რის ბაზ­რო­ბებ­ზე შე­უძ­ლი­ათ.

მე­რი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ გა­რე­ვაჭ­რო­ბის აკ­რძალ­ვის მო­თხოვ­ნით, თბი­ლი­სის მე­რი­ა­სა და რა­ი­ო­ნულ გამ­გე­ო­ბებს, ასე­ვე მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტა­ტებს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა არა­ერ­თხელ მი­მარ­თეს. გარ­და იმი­სა, რომ გა­რე­ვაჭ­რო­ბა უკა­ნო­ნოდ ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ასე­ვე, ირ­ღვე­ვა მალ­ფუ­ჭე­ბა­დი პრო­დუქ­ცი­ის შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი, ხდე­ბა გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­ე­ბის პრო­დუქ­ცი­ის გა­ყიდ­ვა, ჩნდე­ბა ან­ტი­სა­ნი­ტა­რია, მა­ხინჯდე­ბა თბი­ლი­სის იერ­სა­ხე და ფერ­ხდე­ბა გა­და­ად­გი­ლე­ბა. თბი­ლი­სის მე­რი­ამ უნე­ბარ­თვო გა­რე­ვაჭ­რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა 19 მარტს, მეტ­რო "მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან და­ი­წყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

"დიდუბის" და გადასასვლელი ხიდის ტერიტორია გარევაჭრობის კონსტრუქციებისგან გაასუფთავეს

"დიდუბის" და გადასასვლელი ხიდის ტერიტორია გარევაჭრობის კონსტრუქციებისგან გაასუფთავეს

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა მეტროსადგურ "დიდუბის" და გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს. "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებმა ტერიტორია დაასუფთავეს.

თბილისის მერის მოადგილის, გიგა ნიკოლეიშვილის განცხადებით, ამით დედაქალაქში გარევაჭრობის საწინააღმდეგო ღონისძიებები დასრულებულია.

"ბაზრის დირექციასთან მიღწეულია შეთანხმება, რომ 160 გარემოვაჭრე ბაზრის ტერიტორიაზე, 6 თვის განმავლობაში უსასყიდლოდ შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას. ამით დედაქალაქში გარევაჭრობის საწინააღმდეგო ღონისძიებები სრულდება", - განაცხადა გიგა ნიკოლეიშვილმა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბაზრობების ასოციაცია, ექვსი თვის განმავლობაში შეღავათიანი პირობებით, გარემოვაჭრეებს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით, ადგილებს დაუთმობს, ბაზრობების დირექცია კი მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის ყველა პირობას შეუქმნის. გარემოვაჭრეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია რკინიგზის სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტროსადგურ "დიდუბის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორიასა და ისნისა და სამგორის ბაზრობებზე შეუძლიათ.

მერიაში აცხადებენ, რომ გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით, თბილისის მერიასა და რაიონულ გამგეობებს, ასევე მაჟორიტარ დეპუტატებს მოქალაქეებმა არაერთხელ მიმართეს. გარდა იმისა, რომ გარევაჭრობა უკანონოდ ხორციელდება, ასევე, ირღვევა მალფუჭებადი პროდუქციის შენახვის პირობები, ხდება გაურკვეველი წარმოების პროდუქციის გაყიდვა, ჩნდება ანტისანიტარია, მახინჯდება თბილისის იერსახე და ფერხდება გადაადგილება. თბილისის მერიამ უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება 19 მარტს, მეტრო "მარჯანიშვილის" მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი