პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაფერს თავიდან სწავლობს - ჭამას, ჯდომას..." - რას ჰყვება ზურა ვადაჭკორიას შვილი მამის მდგომარეობაზე
"ყველაფერს თავიდან სწავლობს - ჭამას, ჯდომას..." - რას ჰყვება ზურა ვადაჭკორიას შვილი მამის მდგომარეობაზე

ილუ­ზი­ო­ნისტ ზურა ვა­და­ჭ­კო­რი­ას ჟურ­ნალ "გზას­თან" ბევ­რჯერ უსა­უბ­რია. მას­თან არა­ერ­თი აქ­ტი­უ­რი, საქ­მი­ა­ნი, ემო­ცი­უ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ტერ­ვიუ ჩაგ­ვი­წე­რია. დღეს მა­მა­ზე სა­უ­ბა­რი მის ქა­ლიშ­ვილს, მიმი ვა­და­ჭ­კო­რი­ას უწევს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ილუ­ზი­ო­ნის­ტი რამ­დე­ნი­მე თვის წინ ინ­სულ­ტის დი­აგ­ნო­ზით, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ა­თავ­სეს. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე იყო და რე­ა­ნი­მა­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, მარ­თვით სუნ­თქვა­ზე, ნარ­კო­ზის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და. თუმ­ცა, 22 მარტს ცნო­ბი­ე­რე­ბა და­უბ­რუნ­და და მარ­თვის აპა­რა­ტი­და­ნაც გა­მორ­თეს.

- დღეს­დღე­ო­ბით მამა უკეთ არის, კლი­ნი­კა­ში რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურსს გა­დის და ყვე­ლა­ფერს თა­ვი­დან სწავ­ლობს, - ჭა­მას, ჯდო­მას, ნელ-ნელა კი­დუ­რებს ამოძ­რა­ვებს. ეტ­ლში როცა ვსვამთ ან წევს, წა­მოდ­გო­მას და ლა­პა­რაკს ცდი­ლობს. მოკ­ლედ, სი­ცო­ცხლის­თვის იბ­რძვის... მეხ­სი­ე­რე­ბა 100 პრო­ცენ­ტით ჯერ არ არის აღ­დგე­ნი­ლი, მაგ­რამ ექი­მე­ბი გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ თან­და­თან აღ­დგე­ბა და მამა ჩვე­ულ ფორ­მას და­უბ­რუნ­დე­ბა... მა­გა­ლი­თად, რომ ეკი­თხე­ბი­ან, - რამ­დე­ნი შვი­ლი და შვი­ლიშ­ვი­ლი გყავ­სო? პა­სუ­ხობს, რომ ორი შვი­ლი და სამი შვი­ლიშ­ვი­ლი ჰყავს. ზოგ­ჯერ კი ამ­ბობს, რომ ორი შვი­ლიშ­ვი­ლის ბა­ბუაა - ჩემი ვაჟი ჯერ პა­ტა­რაა, თან, ჩვენ მა­მას­თან ერ­თად არ ვცხოვ­რობთ და ამი­ტო­მაც არის, რომ ჩემი ძმის­შვი­ლე­ბი უფრო ახ­სოვს. დე­დას ხში­რად ეძა­ხის. როცა შვი­ლე­ბი (მე და ნიკა) მას­თან არ ვართ, სულ კი­თხუ­ლობს, - სად არი­ა­ნო? არ მოს­წონს, როცა ვტო­ვებთ. უნდა, რომ კლი­ნი­კი­დან სახ­ლში წა­მო­ვიყ­ვა­ნოთ. გვე­კი­თხე­ბა: რო­დის წა­მიყ­ვანთ აქე­დან? სად ვარ და რა­ტომ ვარ აქო?

- ე.ი. სახ­ლში გთხოვთ წაყ­ვა­ნას?

- კი და ვუხ­სნი, - ცუ­დად იყა­ვი, რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში იწე­ქი და წამ­ლებს გი­კე­თებ­დნენ. აქ ცოტა ხანს კი­დევ უნდა იყო, რომ ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მა და სახ­ლში წას­ვლა შეძ­ლო. კლი­ნი­კა­ში ვარ­ჯი­შებს, მა­სა­ჟებს გი­ტა­რე­ბენ-მეთ­ქი. ერთ დღეს გვთხო­ვა: ხომ იცით, ჩემი ფე­ხით ვერ წა­მო­ვალ და გეხ­ვე­წე­ბით, წა­მიყ­ვა­ნეთ, სახ­ლში დავ­წვე­ბი და ია (დე­და­ჩე­მი) იქაც მო­მივ­ლი­სო... კლი­ნი­კა­ში კი­დევ ერთი თვე მო­უ­წევს დარ­ჩე­ნა...

- მგო­ნი, სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ოდ სომ­ხეთ­შიც აპი­რებ­დით მის წაყ­ვა­ნას...

- კი, მაგ­რამ ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად, სი­ტუ­ა­ცია უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვა­ლა და მისი სომ­ხეთ­ში წაყ­ვა­ნა სა­ჭი­რო აღარ არის...

- რამ­დე­ნი ხა­ნია, რაც ავა­დაა?

- 28 თე­ბერ­ვალს, სა­ვა­რა­უ­დოდ, პირ­ვე­ლის ნა­ხე­ვა­რი იქ­ნე­ბო­და, ცუ­დად რომ გახ­და... მა­მას­თან ყო­ველ­დღი­უ­რად სა­ტე­ლე­ფო­ნო ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და. ხში­რად ვუ­რე­კავ­დით ერ­თმა­ნეთს და თუ მე ვერ მი­კავ­შირ­დე­ბო­და, ჩემს ქმარს ურე­კავ­და. ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია... მოკ­ლედ, მა­მას 12 სა­ათ­ზე ვე­სა­უბ­რე. მისი თხოვ­ნით, ერთ საქ­მე­ზე ვი­ყა­ვი და რომ დავ­ბრუნ­დი, შე­დე­გებ­ზე მო­ვუ­ყე­ვი. ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის შემ­დეგ, რა­ტომ­ღაც კი­დევ და­ვუ­რე­კე, მისი მო­კი­თხვა მო­მინ­და. უცხო პი­როვ­ნე­ბამ მი­პა­სუ­ხა, - ბა­ტო­ნი ზუ­რა­ბი კონ­ცერ­ტის თა­ო­ბა­ზე ჩვენ­თან იყო შეხ­ვედ­რა­ზე, უეც­რად ცუ­დად გახ­და და ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­ში გა­დაჰ­ყავ­თო. ჩემს ძმას და­ვუ­რე­კე და ეს ამ­ბა­ვი გა­ვა­გე­ბი­ნე. მერე მე­უღ­ლეს შე­ვეხ­მი­ა­ნე: მო­მა­კი­თხე და აქე­დან წა­მიყ­ვა­ნე-მეთ­ქი. არ მინ­დო­და, დე­დის­თვის მეთ­ქვა, ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნია და ინერ­ვი­უ­ლებ­და. თან, ვერც იმას ვი­ფიქ­რებ­დი, რომ მამა ასე მძი­მედ იყო. არა­და, დე­დამ თა­ვად და­მი­რე­კა: სად ხარ? მა­მა­შე­ნი ცუ­დად გახ­და და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­უყ­ვა­ნი­ა­თო. თურ­მე, იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ტორ­მა და­უ­რე­კა, სა­დაც მამა ცუ­დად გახ­და... მას მერე მეც ვე­სა­უბ­რე და ყვე­ლა­ფე­რი დე­ტა­ლუ­რად მი­ამ­ბო: კონ­ცერ­ტე­ბი დავ­გეგ­მეთ და თა­ვი­სი ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის მი­სა­მართს გვი­წერ­და, როცა თქვა: თავი ძა­ლი­ან ამ­ტკივ­და, ხე­ლე­ბი და­მი­ბუჟ­დაო. მერე სახე გას­წით­ლე­ბია. უკი­თხავთ, - წნე­ვა ხომ არ გა­წუ­ხებ­თო? "სას­წრა­ფოს­თვის" და­უ­რე­კავთ. თურ­მე, გარ­შე­მო მყო­ფებს ეუბ­ნე­ბო­და, - ჩემს მე­უღ­ლეს გა­ა­გე­ბი­ნე­თო და ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი უთ­ქვამს მათ­თვის. ად­მი­ნის­ტრა­ტორ­მა მი­თხრა: როცა დე­დათ­ქვენ­მა არ გვი­პა­სუ­ხა, შევ­თა­ვა­ზეთ, რომ შვი­ლებს და­ვუ­რე­კავ­დით, მაგ­რამ იუ­ა­რა, - ინერ­ვი­უ­ლე­ბე­ნო...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა gza.ambebi.ge-ზე

"ყველაფერს თავიდან სწავლობს - ჭამას, ჯდომას..." - რას ჰყვება ზურა ვადაჭკორიას შვილი მამის მდგომარეობაზე

"ყველაფერს თავიდან სწავლობს - ჭამას, ჯდომას..." - რას ჰყვება ზურა ვადაჭკორიას შვილი მამის მდგომარეობაზე

ილუზიონისტ ზურა ვადაჭკორიას ჟურნალ "გზასთან" ბევრჯერ უსაუბრია. მასთან არაერთი აქტიური, საქმიანი, ემოციური და საინტერესო ინტერვიუ ჩაგვიწერია. დღეს მამაზე საუბარი მის ქალიშვილს, მიმი ვადაჭკორიას უწევს. მოგეხსენებათ, ილუზიონისტი რამდენიმე თვის წინ ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში მოათავსეს. მისი მდგომარეობა მძიმე იყო და რეანიმაციის განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე, ნარკოზის ქვეშ იმყოფებოდა. თუმცა, 22 მარტს ცნობიერება დაუბრუნდა და მართვის აპარატიდანაც გამორთეს.

- დღესდღეობით მამა უკეთ არის, კლინიკაში რეაბილიტაციის კურსს გადის და ყველაფერს თავიდან სწავლობს, - ჭამას, ჯდომას, ნელ-ნელა კიდურებს ამოძრავებს. ეტლში როცა ვსვამთ ან წევს, წამოდგომას და ლაპარაკს ცდილობს. მოკლედ, სიცოცხლისთვის იბრძვის... მეხსიერება 100 პროცენტით ჯერ არ არის აღდგენილი, მაგრამ ექიმები გვეუბნებიან, რომ თანდათან აღდგება და მამა ჩვეულ ფორმას დაუბრუნდება... მაგალითად, რომ ეკითხებიან, - რამდენი შვილი და შვილიშვილი გყავსო? პასუხობს, რომ ორი შვილი და სამი შვილიშვილი ჰყავს. ზოგჯერ კი ამბობს, რომ ორი შვილიშვილის ბაბუაა - ჩემი ვაჟი ჯერ პატარაა, თან, ჩვენ მამასთან ერთად არ ვცხოვრობთ და ამიტომაც არის, რომ ჩემი ძმისშვილები უფრო ახსოვს. დედას ხშირად ეძახის. როცა შვილები (მე და ნიკა) მასთან არ ვართ, სულ კითხულობს, - სად არიანო? არ მოსწონს, როცა ვტოვებთ. უნდა, რომ კლინიკიდან სახლში წამოვიყვანოთ. გვეკითხება: როდის წამიყვანთ აქედან? სად ვარ და რატომ ვარ აქო?

- ე.ი. სახლში გთხოვთ წაყვანას?

- კი და ვუხსნი, - ცუდად იყავი, რეანიმაციაში იწექი და წამლებს გიკეთებდნენ. აქ ცოტა ხანს კიდევ უნდა იყო, რომ ფეხზე წამოდგომა და სახლში წასვლა შეძლო. კლინიკაში ვარჯიშებს, მასაჟებს გიტარებენ-მეთქი. ერთ დღეს გვთხოვა: ხომ იცით, ჩემი ფეხით ვერ წამოვალ და გეხვეწებით, წამიყვანეთ, სახლში დავწვები და ია (დედაჩემი) იქაც მომივლისო... კლინიკაში კიდევ ერთი თვე მოუწევს დარჩენა...

- მგონი, სარეაბილიტაციოდ სომხეთშიც აპირებდით მის წაყვანას...

- კი, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად, სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა და მისი სომხეთში წაყვანა საჭირო აღარ არის...

- რამდენი ხანია, რაც ავადაა?

- 28 თებერვალს, სავარაუდოდ, პირველის ნახევარი იქნებოდა, ცუდად რომ გახდა... მამასთან ყოველდღიურად სატელეფონო ურთიერთობა მქონდა. ხშირად ვურეკავდით ერთმანეთს და თუ მე ვერ მიკავშირდებოდა, ჩემს ქმარს ურეკავდა. ძალიან ყურადღებიანი ადამიანია... მოკლედ, მამას 12 საათზე ვესაუბრე. მისი თხოვნით, ერთ საქმეზე ვიყავი და რომ დავბრუნდი, შედეგებზე მოვუყევი. ნახევარი საათის შემდეგ, რატომღაც კიდევ დავურეკე, მისი მოკითხვა მომინდა. უცხო პიროვნებამ მიპასუხა, - ბატონი ზურაბი კონცერტის თაობაზე ჩვენთან იყო შეხვედრაზე, უეცრად ცუდად გახდა და ინგოროყვას კლინიკაში გადაჰყავთო. ჩემს ძმას დავურეკე და ეს ამბავი გავაგებინე. მერე მეუღლეს შევეხმიანე: მომაკითხე და აქედან წამიყვანე-მეთქი. არ მინდოდა, დედისთვის მეთქვა, ემოციური ადამიანია და ინერვიულებდა. თან, ვერც იმას ვიფიქრებდი, რომ მამა ასე მძიმედ იყო. არადა, დედამ თავად დამირეკა: სად ხარ? მამაშენი ცუდად გახდა და საავადმყოფოში წაუყვანიათო. თურმე, იმ დაწესებულების ადმინისტრატორმა დაურეკა, სადაც მამა ცუდად გახდა... მას მერე მეც ვესაუბრე და ყველაფერი დეტალურად მიამბო: კონცერტები დავგეგმეთ და თავისი ელექტრონული ფოსტის მისამართს გვიწერდა, როცა თქვა: თავი ძალიან ამტკივდა, ხელები დამიბუჟდაო. მერე სახე გასწითლებია. უკითხავთ, - წნევა ხომ არ გაწუხებთო? "სასწრაფოსთვის" დაურეკავთ. თურმე, გარშემო მყოფებს ეუბნებოდა, - ჩემს მეუღლეს გააგებინეთო და ტელეფონის ნომერი უთქვამს მათთვის. ადმინისტრატორმა მითხრა: როცა დედათქვენმა არ გვიპასუხა, შევთავაზეთ, რომ შვილებს დავურეკავდით, მაგრამ იუარა, - ინერვიულებენო...განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი