საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თინეიჯერი ბიჭი მე-9 სართულიდან გადმოაგდეს..." - სექსუალური უმცირესობების დევნის გამო რამზან კადიროვს ჰააგაში უჩივიან
"თინეიჯერი ბიჭი მე-9 სართულიდან გადმოაგდეს..." - სექსუალური უმცირესობების დევნის გამო რამზან კადიროვს ჰააგაში უჩივიან

ფრან­გმა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებ­მა ჩეჩ­ნე­თის ლი­დერს გე­ნო­ციდ­ში დას­დეს ბრა­ლი და სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლეს. ლგბტ თე­მის ფრან­გი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი, ჩეჩ­ნე­თის პრე­ზი­დენტს რამ­ზან კა­დი­როვს და სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­ებს ლგბტ თე­მის დევ­ნა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. მათი თქმით, ამის დას­ტუ­რია თი­ნე­ი­ჯე­რი ბი­ჭის შემ­თხვე­ვა, რო­მე­ლიც მისი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის გამო მე­ცხრე სარ­თუ­ლი­დან გად­მო­აგ­დეს.

ჩეჩ­ნეთ­ში, სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის მი­მართ სას­ტი­კი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ, ინ­ფორ­მა­ცია პირ­ვე­ლად, "ნო­ვა­ია გა­ზე­ტას­თვის" გახ­და ცნო­ბი­ლი. გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გროზ­ნო­სა და ჩეჩ­ნე­თის რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში, პირ­ველ ეტაპ­ზე, ასზე მეტი მა­მა­კა­ცი და­ა­პა­ტიმ­რეს, სამი კი ცე­მი­სას შე­მო­აკ­ვდათ, თუმ­ცა წყა­რო­ე­ბი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ მსხვერ­პლი გა­ცი­ლე­ბით მე­ტია. ჩეჩ­ნე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, კერ­ძოდ, მისი ლი­დე­რი რამ­ზან კა­დი­რო­ვი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბი­სა და გამ­ქრა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჩენ­ჩეთ­ში გე­ე­ბის არ­სე­ბო­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს...

ამის კვალ­დაკ­ვალ კი, სექ­სუ­ა­ლურ უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე ზე­წო­ლა გრძელ­დე­ბა... "ნო­ვა­ია გა­ზე­ტას" ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათი წყა­რო­ე­ბი არი­ან ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, რეს­პუბ­ლი­კის მე­თა­უ­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის, ჩეჩ­ნე­თის პრო­კუ­რა­ტუ­რი­სა ად­გი­ლობ­რი­ვი ლგბტ აქ­ტი­ვის­ტე­ბი. მას შემ­დეგ, რაც ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ზე ეჭვი მი­ი­ტა­ნა, ისი­ნი და­ა­კა­ვა.

მათ დიდ ნა­წილს სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ, ისი­ნი კი, ვინც სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ამის შემ­დეგ სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის მხარ­დამ­ჭე­რებ­მა ფა­რუ­ლად და­ტო­ვეს რეს­პუბ­ლი­კა, თუმ­ცა, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ახლო მე­გობ­რე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბიც და­ა­კა­ვა. და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლებს შო­რის არი­ან, ჩეჩ­ნუ­რი მუფ­ტი­ა­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი - გავ­ლე­ნი­ა­ნი და რე­პუბ­ლი­კის მე­თა­ურ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი და ორი ცნო­ბი­ლი ჩე­ჩე­ნი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი...

ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის გამ­ჟღავ­ნე­ბა სიკ­ვდილს უდ­რის. ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბი და ე.წ. კა­დი­რო­ვის ბი­ჭე­ბი მუდ­მი­ვად აკონ­ტრო­ლე­ბენ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებს და სწო­რედ ამ გზით მი­აგ­ნეს სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს... ბოლო დროს ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი მა­სობ­რი­ვად ტო­ვე­ბენ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებს. რამ­დე­ნი­მემ გა­რის­კა და და­ნარ­ჩე­ნე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხის შე­სა­ხებ გა­აფრ­თხი­ლა. თუმ­ცა, მათ მა­ლე­ვე მი­აგ­ნეს და გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს...

"ნო­ვა­ია გა­ზე­ტა" უმ­ცი­რე­სო­ბის ერთ-ერთი წარ­მო­მად­გენ­ლის წე­რილს ავ­რცე­ლებს:

"სა­ლამ ალე­ი­ქუმ ყვე­ლას! არ მე­გო­ნა, თუ კი­დევ დავ­წერ­დი აქ, მაგ­რამ უნდა გა­გაფრ­თხი­ლოთ, რად­გან თუ ერთს და­ი­ჭე­რენ, მას იმ­დენ­ხანს აწა­მე­ბენ, სა­ნამ სხვებ­საც არ "ჩა­უშ­ვებს"... ამი­ტომ, ვალ­დე­ბუ­ლი ვარ, გა­გაფრ­თხი­ლოთ. ხში­რად წე­რენ "ჩამ­შვე­ბებ­ზე" და ბევ­რი ვე­ძე­ბე ისი­ნი, ვინც ეს გა­ა­კე­თეს, მაგ­რამ ვერ ვი­პო­ვე, რად­გან სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი მოკ­ლუ­ლია... მხო­ლოდ ახალ­გაზ­რდა ბი­ჭე­ბი კი არა, უფ­რო­სი, 50 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბიც და­ხო­ცეს. მათ შო­რის, ჩეჩ­ნეთ­ში ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც... ვი­ნა­ო­ბას ვერ და­ვა­კონ­კრე­ტებ, ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი, 16 წლის იყო, - მე-9 სარ­თუ­ლი­დან გად­მო­აგ­დეს. კი­დევ ერთი ბიჭი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი სოფ­ლი­დან იყო, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სას­ტი­კად ნა­ცე­მი მო­იყ­ვა­ნეს. სახ­ლის ეზო­ში და­აგ­დეს და ოჯა­ხის წევ­რებს უთხრეს, თუ არ მოკ­ლავთ, ჩვენ მოვ­კლავ­თო. ალ­ბათ ასეც იზა­მენ, რად­გან ჩვენ­ში მოქ­მე­დი სა­ხალ­ხო კა­ნო­ნით ჰო­მე­სექ­სუ­ა­ლიზ­მში მხი­ლე­ბა სა­უ­კუ­ნე­ობ­რივ შერ­ცხვე­ნას ნიშ­ნავს...

ახლა კი გაფრ­თხი­ლებთ, - დღი­უ­რად ბი­ნას ნუ და­ი­ქი­რა­ვებთ, რად­გან ყვე­ლა მე­პატ­რო­ნეს ბი­ნებ­ში კა­მე­რე­ბის და­ყე­ნე­ბას აი­ძუ­ლე­ბენ და ასე ცდი­ლო­ბენ მსხვერ­პლზე კომ­პრო­მა­ტე­ბის მო­პო­ვე­ბას... ისი­ნი კი, ფულს ორ­მა­გად იღე­ბენ, ცალ­კე ძა­ლო­ვა­ნე­ბის­გან, ვის­თა­ნაც თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ და ვი­დე­ოს აწ­ვდი­ან და ცალ­კე - ბი­ნის დამ­ქი­რა­ვებ­ლე­ბის­გან... ფრთხი­ლად იყა­ვით, გთხოვთ. ეს ჩემი ბოლო პოს­ტია".

საქ­მე ის არის, რომ რო­გორც კი და­კა­ვე­ბუ­ლის ოჯახს მისი და­კა­ვე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ას აც­ნო­ბენ, ისი­ნი ჩი­ვილ­ზე უარს ამ­ბო­ბენ, რად­გან ფაქ­ტის გახ­მა­უ­რე­ბა უდი­დე­სი სირ­ცხვი­ლია. ამი­ტომ, ახ­ლობ­ლე­ბის და­კა­ვე­ბის და მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტებ­საც მა­ლა­ვენ.

იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ამ მო­ტი­ვით და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, "და­უ­დას­ტუ­რებ­ლო­ბის" გამო გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, მაგ­რამ შემ­დეგ მათ ნა­თე­სა­ვე­ბის­გან შე­ექ­მნათ საფრ­თხე, რად­გან ჩეჩ­ნეთ­ში არ­სე­ბობს "ღირ­სე­ბის­თვის მკვლე­ლო­ბი­სა და სინ­დი­სის გაწ­მენ­დის ადა­თი", რაც "შერ­ცხვე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნის" მა­თი­ვე ხე­ლით მოკ­ვლის შემ­დეგ, საგ­ვა­რე­უ­ლოს­თვის სირ­ცხვი­ლის ჩა­მო­რე­ცხვას ნიშ­ნავს.

ორი თვის წინ, რუს­მა ლგბტ აქ­ტი­ვის­ტებ­მა ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის ფე­დე­რა­ლუ­რი ოლ­ქის ოთხი ქა­ლა­ქის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას გეი-პა­რა­დე­ბის სე­რი­ის ჩა­ტა­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ნე­ბარ­თვის თხოვ­ნით მი­მარ­თეს.

მსვლე­ლო­ბის ჩა­ტა­რე­ბა იგეგ­მე­ბო­და ნალ­ჩი­კის ის­ტო­რი­უ­ლი ცენ­ტრის მთა­ვარ ქუ­ჩებ­ზე. ასე­ვე ჩერ­ქეზსკის, სტავ­რო­პოლ­სა და მა­ი­კოპ­ში, მაგ­რამ ოთხი­ვე ად­გი­ლი­დან უარი მი­ი­ღეს. ინი­ცი­ა­ტო­რი ლგბტ-ს აქ­ტი­ვის­ტი ნი­კო­ლაი ალექ­სე­ე­ვი იყო.

ამ მო­თხოვ­ნას ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში მა­სობ­რი­ვი პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. გაჩ­ნდა სხვა­დას­ხვა ში­ნა­არ­სის ვი­დე­ორ­გო­ლე­ბი, რომ­ლებ­შიც არატ­რა­დი­ცი­უ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის ადა­მი­ა­ნე­ბის და­ხოც­ვის მო­წო­დე­ბე­ბი ის­მო­და. კა­დი­როვ­მაც დრო არ და­კარ­გა და ჩეჩ­ნეთ­ში "პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი წმენ­დის" ჩა­ტა­რე­ბა ბრძა­ნე­ბა გას­ცა...

ალექ­სე­ე­ვი, აქ­ტი­ვის­ტის საქ­მი­ა­ნო­ბის გარ­და, გან­თქმუ­ლია ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნის სა­სა­მარ­თლო­ებ­ში შე­ტა­ნი­ლი მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი სარ­ჩე­ლე­ბით: აქ­ცი­ის შე­თან­ხმე­ბი­სას თი­თო­ე­ულ მი­ღე­ბულ უარს ის რუ­სე­თის სა­სა­მარ­თლო­ებ­ში ასა­ჩივ­რებს, შემ­დეგ სარ­ჩე­ლი ევ­რო­პის ადა­მი­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­სა­მარ­თლო­ში იგ­ზავ­ნე­ბა.

საქ­მე ის არის, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ჩეჩ­ნეთ­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გა­ტა­ცე­ბის გა­მო­ძი­ე­ბას მხა­რი და­უ­ჭი­რა, მაგ­რამ ფრან­გი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის ჯგუ­ფი მი­იჩ­ნევს, რომ გა­მო­ძი­ე­ბა არა­ე­ფექ­ტუ­რია და ჩეჩ­ნეთს ჰა­ა­გის სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო­ში უჩი­ვის...

პრე­ზი­დენტ კა­დი­რო­ვის გან­ცხა­დე­ბით, ის­ლა­მურ ქვეყ­ნებ­ში ლგბტ თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უბ­რა­ლოდ არ არ­სე­ბობ­დნენ და შე­სა­ბა­მი­სად, ქვეყ­ნის პო­ლი­ცი­ა­ში ლგბტ თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლის მიერ შე­ტა­ნი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ჩი­ვა­რი არ ფიქ­სირ­დე­ბა.

თუმ­ცა, ამავდრო­უ­ლად ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ჩეჩ­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დებს, თუ მათი შვი­ლი გეია, მოკ­ლან. ამის შე­სა­ხებ ერთ-ერთი გა­დარ­ჩე­ნი­ლი ყვე­ბა. "2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში აწა­მეს ერთი ბიჭი, შემ­დეგ მისი ოჯა­ხი და­ი­ბა­რეს და უთხრეს, თქვე­ნი შვი­ლი ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლია, ან თა­ვად გა­უს­წორ­დით ან ჩვენ მივ­ხე­დავ­თო", - ამ­ბობს ის.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ბრი­ტა­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტში დე­პუ­ტატ­მა, ალან დუნ­კან­მა მომ­ხდარ­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ფუნ­და­მენ­ტა­ლის­ტი ლი­დე­რი აპი­რებს, ლგბტ თემი რა­მა­და­ნის და­წყე­ბამ­დე, 26 მა­ი­სამ­დე "გა­აქ­როს".

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

"თინეიჯერი ბიჭი მე-9 სართულიდან გადმოაგდეს..." - სექსუალური უმცირესობების დევნის გამო რამზან კადიროვს ჰააგაში უჩივიან

"თინეიჯერი ბიჭი მე-9 სართულიდან გადმოაგდეს..." - სექსუალური უმცირესობების დევნის გამო რამზან კადიროვს ჰააგაში უჩივიან

ფრანგმა უფლებადამცველებმა ჩეჩნეთის ლიდერს გენოციდში დასდეს ბრალი და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში უჩივლეს. ლგბტ თემის ფრანგი უფლებადამცველები, ჩეჩნეთის პრეზიდენტს რამზან კადიროვს და სახელმწიფო მოხელეებს ლგბტ თემის დევნაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ამის დასტურია თინეიჯერი ბიჭის შემთხვევა, რომელიც მისი სექსუალური ორიენტაციის გამო მეცხრე სართულიდან გადმოაგდეს.

ჩეჩნეთში, სექსუალური უმცირესობის მიმართ სასტიკი დამოკიდებულების შესახებ, ინფორმაცია პირველად, "ნოვაია გაზეტასთვის" გახდა ცნობილი. გამოცემის ინფორმაციით, გროზნოსა და ჩეჩნეთის რამდენიმე ქალაქში, პირველ ეტაპზე, ასზე მეტი მამაკაცი დააპატიმრეს, სამი კი ცემისას შემოაკვდათ, თუმცა წყაროები ირწმუნებიან, რომ მსხვერპლი გაცილებით მეტია. ჩეჩნეთის ხელმძღვანელობა, კერძოდ, მისი ლიდერი რამზან კადიროვი დაზარალებულების განცხადებისა და გამქრალი ადამიანების შესახებ არსებული ცნობების მიუხედავად, ჩენჩეთში გეების არსებობას კატეგორიულად უარყოფს...

ამის კვალდაკვალ კი, სექსუალურ უმცირესობის წარმომადგენლებზე ზეწოლა გრძელდება... "ნოვაია გაზეტას" ინფორმაციით, მათი წყაროები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, რესპუბლიკის მეთაურის ადმინისტრაციის, ჩეჩნეთის პროკურატურისა ადგილობრივი ლგბტ აქტივისტები. მას შემდეგ, რაც ხელმძღვანელობამ ინფორმაციის გავრცელებაზე ეჭვი მიიტანა, ისინი დააკავა.

მათ დიდ ნაწილს სასტიკად გაუსწორდნენ, ისინი კი, ვინც სექსუალური უმცირესობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, გაათავისუფლეს. ამის შემდეგ სექსუალური უმცირესობის მხარდამჭერებმა ფარულად დატოვეს რესპუბლიკა, თუმცა, ხელმძღვანელობამ მათი ოჯახის წევრები, ახლო მეგობრები და ნათესავებიც დააკავა. დაპატიმრებულებს შორის არიან, ჩეჩნური მუფტიატის წარმომადგენლები - გავლენიანი და რეპუბლიკის მეთაურთან დაახლოებული სასულიერო პირები და ორი ცნობილი ჩეჩენი ტელეწამყვანი...

ჩრდილოეთ კავკასიაში განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამჟღავნება სიკვდილს უდრის. ცნობილი გახდა, რომ ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურები და ე.წ. კადიროვის ბიჭები მუდმივად აკონტროლებენ სოციალურ ქსელებს და სწორედ ამ გზით მიაგნეს სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს... ბოლო დროს ადგილობრივები მასობრივად ტოვებენ სოციალურ ქსელებს. რამდენიმემ გარისკა და დანარჩენები მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილა. თუმცა, მათ მალევე მიაგნეს და განყოფილებაში გადაიყვანეს...

"ნოვაია გაზეტა" უმცირესობის ერთ-ერთი წარმომადგენლის წერილს ავრცელებს:

"სალამ ალეიქუმ ყველას! არ მეგონა, თუ კიდევ დავწერდი აქ, მაგრამ უნდა გაგაფრთხილოთ, რადგან თუ ერთს დაიჭერენ, მას იმდენხანს აწამებენ, სანამ სხვებსაც არ "ჩაუშვებს"... ამიტომ, ვალდებული ვარ, გაგაფრთხილოთ. ხშირად წერენ "ჩამშვებებზე" და ბევრი ვეძებე ისინი, ვინც ეს გააკეთეს, მაგრამ ვერ ვიპოვე, რადგან სამწუხაროდ, ბევრი მოკლულია... მხოლოდ ახალგაზრდა ბიჭები კი არა, უფროსი, 50 წელს გადაცილებული მამაკაცებიც დახოცეს. მათ შორის, ჩეჩნეთში ცნობილი ადამიანებიც... ვინაობას ვერ დავაკონკრეტებ, ყველაზე უმცროსი, 16 წლის იყო, - მე-9 სართულიდან გადმოაგდეს. კიდევ ერთი ბიჭი, რომელიც ჩვენი სოფლიდან იყო, რამდენიმე დღის წინ, სასტიკად ნაცემი მოიყვანეს. სახლის ეზოში დააგდეს და ოჯახის წევრებს უთხრეს, თუ არ მოკლავთ, ჩვენ მოვკლავთო. ალბათ ასეც იზამენ, რადგან ჩვენში მოქმედი სახალხო კანონით ჰომესექსუალიზმში მხილება საუკუნეობრივ შერცხვენას ნიშნავს...

ახლა კი გაფრთხილებთ, - დღიურად ბინას ნუ დაიქირავებთ, რადგან ყველა მეპატრონეს ბინებში კამერების დაყენებას აიძულებენ და ასე ცდილობენ მსხვერპლზე კომპრომატების მოპოვებას... ისინი კი, ფულს ორმაგად იღებენ, ცალკე ძალოვანებისგან, ვისთანაც თანამშრომლობენ და ვიდეოს აწვდიან და ცალკე - ბინის დამქირავებლებისგან... ფრთხილად იყავით, გთხოვთ. ეს ჩემი ბოლო პოსტია".

საქმე ის არის, რომ როგორც კი დაკავებულის ოჯახს მისი დაკავების მოტივაციას აცნობენ, ისინი ჩივილზე უარს ამბობენ, რადგან ფაქტის გახმაურება უდიდესი სირცხვილია. ამიტომ, ახლობლების დაკავების და მკვლელობის ფაქტებსაც მალავენ.

იყო შემთხვევები, როდესაც ამ მოტივით დაკავებულები, "დაუდასტურებლობის" გამო გაათავისუფლეს, მაგრამ შემდეგ მათ ნათესავებისგან შეექმნათ საფრთხე, რადგან ჩეჩნეთში არსებობს "ღირსებისთვის მკვლელობისა და სინდისის გაწმენდის ადათი", რაც "შერცხვენილი ადამიანის" მათივე ხელით მოკვლის შემდეგ, საგვარეულოსთვის სირცხვილის ჩამორეცხვას ნიშნავს.

ორი თვის წინ, რუსმა ლგბტ აქტივისტებმა ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის ოთხი ქალაქის ხელმძღვანელობას გეი-პარადების სერიის ჩატარების გადაწყვეტილების ნებართვის თხოვნით მიმართეს.

მსვლელობის ჩატარება იგეგმებოდა ნალჩიკის ისტორიული ცენტრის მთავარ ქუჩებზე. ასევე ჩერქეზსკის, სტავროპოლსა და მაიკოპში, მაგრამ ოთხივე ადგილიდან უარი მიიღეს. ინიციატორი ლგბტ-ს აქტივისტი ნიკოლაი ალექსეევი იყო.

ამ მოთხოვნას ჩრდილოეთ კავკასიაში მასობრივი პროტესტი მოჰყვა. გაჩნდა სხვადასხვა შინაარსის ვიდეორგოლები, რომლებშიც არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების დახოცვის მოწოდებები ისმოდა. კადიროვმაც დრო არ დაკარგა და ჩეჩნეთში "პროფილაქტიკური წმენდის" ჩატარება ბრძანება გასცა...

ალექსეევი, აქტივისტის საქმიანობის გარდა, განთქმულია ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის სასამართლოებში შეტანილი მრავალრიცხოვანი სარჩელებით: აქციის შეთანხმებისას თითოეულ მიღებულ უარს ის რუსეთის სასამართლოებში ასაჩივრებს, შემდეგ სარჩელი ევროპის ადამინის უფლებათა სასამართლოში იგზავნება.

საქმე ის არის, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩეჩნეთში სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლების გატაცების გამოძიებას მხარი დაუჭირა, მაგრამ ფრანგი უფლებადამცველების ჯგუფი მიიჩნევს, რომ გამოძიება არაეფექტურია და ჩეჩნეთს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში უჩივის...

პრეზიდენტ კადიროვის განცხადებით, ისლამურ ქვეყნებში ლგბტ თემის წარმომადგენლები უბრალოდ არ არსებობდნენ და შესაბამისად, ქვეყნის პოლიციაში ლგბტ თემის წარმომადგენლის მიერ შეტანილი ოფიციალური საჩივარი არ ფიქსირდება.

თუმცა, ამავდროულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, თუ მათი შვილი გეია, მოკლან. ამის შესახებ ერთ-ერთი გადარჩენილი ყვება. "2 კვირის განმავლობაში აწამეს ერთი ბიჭი, შემდეგ მისი ოჯახი დაიბარეს და უთხრეს, თქვენი შვილი ჰომოსექსუალია, ან თავად გაუსწორდით ან ჩვენ მივხედავთო", - ამბობს ის.

რამდენიმე დღის წინ, ბრიტანეთის პარლამენტში დეპუტატმა, ალან დუნკანმა მომხდარზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფუნდამენტალისტი ლიდერი აპირებს, ლგბტ თემი რამადანის დაწყებამდე, 26 მაისამდე "გააქროს".

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"