საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

25

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:27-ზე, მთვარე ლომშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. სასურველია ეს დღე ნაცნობ გარემოში გაატაროთ. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის "გრიშა კაკაჩიას" უცნობი შვილი და რა სიცარიელე შეუვსო დავით კვირცხალიას პერსონაჟს "თემური ძიგუამ"
ვინ არის "გრიშა კაკაჩიას" უცნობი შვილი და რა სიცარიელე შეუვსო დავით კვირცხალიას პერსონაჟს "თემური ძიგუამ"

"თე­მურ ძი­გუა გრი­შა­ე­ვი­ჩი რომ არ აღ­მოჩ­ნდეს, გავ­გიჟ­დე­ბი", "გრი­შა რა კარ­გი ტიპი ყო­ფი­ლა, ამ ბიჭს სახ­ლი­დან რომ არ აგ­დებს," "ვაა, კა­კა­ჩი­ას შვი­ლი გა­მო­უჩ­ნდა?" - პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის აქ­ტი­უ­რი მა­ყუ­რე­ბე­ლი ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ასეთ კო­მენ­ტა­რებს წერს...

"ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მდი­დარ ბიზ­ნეს­მენს, რო­მელ­საც შვი­ლი არ ჰყავს, ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ახალ­გაზ­რდა კაცი გა­მო­ე­ცხა­დე­ბა და მის შვი­ლო­ბას იჩე­მებს, თუმ­ცა გრი­შა დნმ-ს ანა­ლი­ზის გა­კე­თე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გია და მის­თვის უც­ნობ ადა­მი­ანს, ჯერ მხო­ლოდ აკ­ვირ­დე­ბა. სა­ნამ გა­ირ­კვე­ვა, არის თუ არა თე­მურ ძი­გუა გრი­შა კა­კა­ჩი­ას ვაჟი, მა­ნამ­დე გა­ვიც­ნოთ მსა­ხი­ო­ბი ბექა ლე­მონ­ჯა­ვა, რო­მელ­საც სე­რი­ალ­ში ეს როლი ერგო.

ბექა თე­ატ­რის "რუ­თა­ვე­ლის 19"-ის მსა­ხი­ო­ბია, რო­მე­ლიც რე­ჟი­სორ სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და­არ­სდა (ახა­ლი თე­ატ­რი ახალ­გაზ­რდუ­ლი და­სით რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, 19 ნო­მერ­ში მდე­ბა­რე­ობს, "ან­დერგრა­უნდში" და აქვს კა­მე­რუ­ლი სივ­რცე. ის 1974 წელს და­არ­სე­ბუ­ლი "მე­ტე­ხის თე­ატ­რია", რო­მე­ლიც 2007 წლი­დან "გლო­ბუ­სი" იყო).

ბექა თე­ატ­რა­ლურ უნ­ვერ­სი­ტეტ­შიც სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლის სტუ­დენ­ტი გახ­ლდათ, სას­წავ­ლე­ბე­ლი 2013 წელს და­ამ­თავ­რა, მაგ­რამ პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა მა­შინ­ვე არ და­უ­წყია, რად­გა­ნაც უცხო­ეთ­ში იყო. რო­გორც არა­ერ­თი მსა­ხი­ო­ბი, პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ­ში მისი თქმით, სტან­დარ­ტუ­ლად, კას­ტინ­გის გავ­ლით მოხ­ვდა, თუმ­ცა სე­რი­ალ­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს - რამ­დე­ნი­მე წლის წინ, "შუა ქა­ლაქ­ში" პან­კი ბი­ჭის როლი ჰქონ­და, ითა­მა­შა "ტიფ­ლის­შიც"...

- მოგ­წონთ თქვე­ნი პერ­სო­ნა­ჟი, - გრი­შა კა­კა­ჩი­ას ვაჟი, თუ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მის შვი­ლო­ბას იჩე­მებს?

- არ ვიცი, ჯერ კარ­გად არ გა­მიც­ვნია... სე­რი­ა­ლი და სცე­ნა­რი პარ­ლე­ლუ­რად იწე­რე­ბა, მეტს ვე­რა­ფერს გე­ტყვით... თან, მე ხომ ვერ შე­ვა­ფა­სებ, არც ეს შე­მიძ­ლია, ეს მა­ყუ­რე­ბელ­მა უნდა გა­ა­კე­თოს.

- მა­ყუ­რე­ბელ­თა დიდ­მა ნა­წილ­მა, რომ­ლის­თვი­საც ამ პერ­სო­ნა­ჟის გა­მო­ჩე­ნა მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, თქვე­ნი ნა­მუ­შე­ვა­რი მი­ი­ღო ისე, რო­გორც შეს­თა­ვა­ზეთ...

- დიდი მად­ლო­ბა... სა­კუ­თარ თავს ეკ­რან­ზე ვერ ვუ­ყუ­რებ, არ შე­მიძ­ლია. ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ვა­კე­თებ ამას.

- ახ­ლობ­ლე­ბი რას გე­უბ­ნე­ბი­ან, ან ქუ­ჩა­ში რა რე­აქ­ცი­ე­ბი აქვთ თქვენს და­ნახ­ვა­ზე?

- არ ვიცი, მგო­ნი, მო­ე­წო­ნათ, მაგ­რამ მათ­თან არ მი­სა­უბ­რია. ახ­ლობ­ლებს კი ზოგ­ჯერ არ ვუ­ჯე­რებ. თუმ­ცა, მად­ლო­ბას ვე­ტყვი მა­ყუ­რე­ბელს, რომ მი­ყუ­რე­ბენ...

- უშუ­ა­ლო პარტნი­ო­რო­ბა და­ვით კვირ­ცხა­ლი­ას­თან გი­წევთ და იმ მსა­ხი­ო­ბებ­თან, რომ­ლე­ბიც გრი­შა კა­კა­ჩი­ას გა­რე­მოც­ვას წარ­მო­ად­გე­ნენ. რო­გო­რი პარტნი­ო­რია ბა­ტო­ნი და­ვი­თი?

- სა­ინ­ტე­რე­სო პარტნი­ო­რია, რაც მთა­ვა­რია, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, ხოლო სე­რი­ალ­ში რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი და ამ­ბა­ვი, ამა­ზე სა­უბ­რის უფ­ლე­ბა არ მაქვს და ეს რე­ა­ლუ­რა­დაც არ ვიცი. ამ ჯგუფ­თან ერ­თად საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სოა მუ­შა­ო­ბა, კარ­გი ჯგუ­ფია. აქ­ტი­უ­რად ვსაქ­მი­ა­ნობთ და მეტს ვე­რა­ფერს გე­ტყვით, - შიდა სამ­ზა­რე­უ­ლოს გა­რეთ ვერ გა­მო­ვი­ტან.

- ზო­გა­დად თუ იყა­ვით ამ სე­რი­ა­ლის მა­ყუ­რე­ბე­ლი?

- რა­ღაც პე­რი­ო­დი კი, სის­ტე­მა­ტუ­რად - არა... ახლა მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და სა­მუ­შაო ჩემ­თვის სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოა...

- სე­რი­ალ­ში მეგ­რე­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში აღ­მოჩ­ნდით და მეგ­რუ­ლი ერთი ფრა­ზაც გქონ­დათ. რო­გორც გა­ირ­კვა, რე­ა­ლუ­რად მეგ­რე­ლი ყო­ფილ­ხართ.

- კი, მეგ­რუ­ლი ძირი მაქვს, ჩხო­რო­წყუ­და­ნაა ჩემი გვა­რი, მაგ­რამ თბი­ლის­ში ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი. ენა ვიცი, სო­ფე­ლი მაქვს სა­მეგ­რე­ლო­ში და იქ ვის­წავ­ლე...

- აბა, მეგ­რე­ლებ­ში პა­ტივ­სა­ცე­მი ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბით... და აქვე მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ სე­რი­ალ­ში მეგ­რუ­ლად მე­ტად ალა­პა­რაკ­დეთ.

- კი, მეგ­რე­ლებ­ში ძა­ლი­ან პა­ტივ­სა­ცე­მი ვარ (იღი­მის)... რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს მეგ­რუ­ლად ალა­პა­რა­კე­ბას, ვნა­ხოთ, ჯერ არ ვიცი...

- კადრს მიღ­მა და სცე­ნის მიღ­მა რითი ხართ და­კა­ვე­ბუ­ლი?

- ვუკ­რავ გი­ტა­რა­ზე, მეტს არც არა­ფერს ვა­კე­თებ. თა­ვი­სუ­ფალ დროს ხან ვკი­თხუ­ლობ, ხან ფილ­მებს ვუ­ყუ­რებ, ვმღე­რი...

ახლა მის ეკ­რა­ნულ "მა­მას" გრი­შა კა­კა­ჩი­ას მო­ვუს­მი­ნოთ.

და­ვით კვირ­ცხა­ლია: "გა­მოჩ­ნდა ეს კაცი, მაგ­რამ ჯერ არა­ფე­რი ვი­ცით, რა იქ­ნე­ბა"

- არც ის იცით, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს ამ­ბა­ვი, რო­გორ შე­იც­ვლე­ბა გრი­შა კა­კა­ჩი­ას ცხოვ­რე­ბა?

- ჯერ იმას გე­ტყვით, რომ ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რო­დე­საც მსა­ხი­ობს ახალ სი­უ­ჟეტს გაძ­ლე­ვენ და მი­ხა­რია, რომ სულ მო­უ­ლოდ­ნე­ლი ბა­რი­ე­რე­ბის გა­და­ლახ­ვა მი­წევს. მოკ­ლედ, გრი­შა კა­კა­ჩი­ას­თან ასე­თი სი­ახ­ლეა. ვი­მე­ო­რებ, რა მოხ­დე­ბა ამის შემ­დეგ, არ ვიცი, მაგ­რამ ის, რომ მა­ყუ­რებ­ლის თვალ­ში გრი­შა და­დე­ბი­თი პი­როვ­ნე­ბა ხდე­ბა, - ეს ფაქ­ტია. ეს არის ის სი­ცა­რი­ე­ლე, რო­მე­ლიც მას მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მოჰ­ყვე­ბა, - სულ იმე­ო­რებს, - "ხომ იცი, რო­გორ მინ­დო­და შვი­ლი", "ბიჭი მინ­დო­და, მყო­ლო­და"... ამი­ტომ, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ის კაცი ბო­ლოს ვინ აღ­მოჩ­ნდე­ბა... 

მთა­ვა­რია, რომ ის სი­ცა­რი­ე­ლე, რო­მე­ლიც ამ კაცს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა დას­დევ­და, ის და­დე­ბი­თად თუ უარ­ყო­ფი­თად ივ­სე­ბა. გრძნო­ბა, რო­მე­ლიც არ გა­ნუც­დია, რაც შვი­ლის მი­მართ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს ჰქო­ნო­და, იმ გრძნო­ბას თით­ქოს ეუფ­ლე­ბა და ამ უც­ნა­უ­რი შეგ­რძნე­ბის შევ­სე­ბის პრო­ცეს­შია. თან, ამ ყვე­ლა­ფერს თით­ქოს უცებ გა­ნიც­დის...

- თუმ­ცა ნა­თე­სა­ვე­ბი, რომ­ლებ­საც მის ქო­ნე­ბა­ზე უჭი­რავთ თვა­ლი, გრი­შას ამის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ. სცე­ნა­რის­ტი ამით ცხოვ­რე­ბის ამ მან­კი­ერ მხა­რე­საც აჩ­ვე­ნებს და იმა­საც - რთ შე­ხედ­ვით, არც ისე და­დე­ბი­თი პერ­სო­ნა­ჟი ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში რო­გორ იქ­ცე­ვა...

- გრი­შა ამ­ბობს კი­დეც, "შვი­ლი რომ მყო­ლო­და, უნდა გაგ­ხა­რე­ბო­დათ, გვერ­დში დამ­დგო­მო­დით და პი­რი­ქით იქ­ცე­ვით? არ გინ­დათ, რომ გა­ვი­ხა­რო? არ მით­ქვამს, რომ ჩემი შვი­ლია, მას ჯერ მხო­ლოდ ვაკ­ვირ­დე­ბი. რა­ტომ ღე­ლავთ ამა­ზე"? სხვა­თა შო­რის, ეს გან­ზო­გა­დე­ბაა, რად­გა­ნაც მსგავ­სი რამ მხო­ლოდ სა­მეგ­რე­ლო­ში არ შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­სა და კუ­თხე­ში... სა­ყო­ველ­თაო პრობ­ლე­მაა. ისიც უნდა ვთქვა, რომ სი­უ­ჟე­ტის ასე გან­ვი­თა­რე­ბა სცე­ნა­რის ავ­ტო­რის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რაც, ხომ ვამ­ბობ, ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო.

- რო­გორც ჩანს, თქვე­ნი პერ­სო­ნა­ჟის უფრო პო­ზი­ტი­უ­რი კუნ­ჭუ­ლის წარ­მო­ჩე­ნა გა­და­წყვი­ტა.

- რა­საც მა­ნამ­დე ვა­კე­თებ­დი, ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი, რომ გრი­შა ცოტა სი­კე­თით შე­მე­მო­სა, კუ­თხუ­რო­ბა კი ახა­სი­ა­თებს, მაგ­რამ ხომ არა­ვის აწუ­ხებს? პი­რი­ქით, მას­თან მო­დი­ან და ყვე­ლას უნდა, რომ რა­ღაც გა­მოს­ტყუ­ოს. კი, მისი ში­ნა­უ­რე­ბი ამას ცდი­ლო­ბენ და მა­ინც უკ­მა­ყო­ფი­ლო­ე­ბი არინ.

ალ­ბათ რა­ღაც­ნა­ი­რად ჩემს მი­მი­კა­ში, საქ­ცი­ელ­ში, გა­მო­ხედ­ვა­ში ჩან­და, რომ პერ­სო­ნაჟს ვუ­თა­ნაგ­რძნობ­დი და ასე­თი სი­ურპრი­ზი და­მახ­ვედ­რა. სა­ერ­თოდ მა­ო­ცებს ქეთი დევ­და­რი­ა­ნი, ხან­და­ხან მგო­ნია, სა­ი­დან იცის ამ­დე­ნი, არა­და, საკ­მა­ოდ ახალ­გაზ­რდაა. ბევ­რს შრო­მობს, არა­და­მი­ა­ნუ­რად და ეს თავ­და­დე­ბა უფას­დე­ბა. სა­ერ­თოდ, მთე­ლი ჯგუ­ფი ასე­თია, რაც ძა­ლი­ან მომ­წონს...

- მარ­თლა უყ­ვარს თქვე­ნი პერ­სო­ნა­ჟი მა­ყუ­რე­ბელს...

- ასაკ­ში ვარ და ადა­მი­ა­ნუ­რად მი­ხა­რია. ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც მა­ქე­ბენ... ის, რაც ახალ­გაზ­რდო­ბა­ში მაკ­ლდა, ახლა ვივ­სებ, დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას ამის­თვის.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

ვინ არის "გრიშა კაკაჩიას" უცნობი შვილი და რა სიცარიელე შეუვსო დავით კვირცხალიას პერსონაჟს "თემური ძიგუამ"

ვინ არის "გრიშა კაკაჩიას" უცნობი შვილი და რა სიცარიელე შეუვსო დავით კვირცხალიას პერსონაჟს "თემური ძიგუამ"

"თემურ ძიგუა გრიშაევიჩი რომ არ აღმოჩნდეს, გავგიჟდები", "გრიშა რა კარგი ტიპი ყოფილა, ამ ბიჭს სახლიდან რომ არ აგდებს," "ვაა, კაკაჩიას შვილი გამოუჩნდა?" - პოპულარული სერიალის აქტიური მაყურებელი ინტერნეტსივრცეში ასეთ კომენტარებს წერს...

"ჩემი ცოლის დაქალების" მდიდარ ბიზნესმენს, რომელსაც შვილი არ ჰყავს, ერთ მშვენიერ დღეს ახალგაზრდა კაცი გამოეცხადება და მის შვილობას იჩემებს, თუმცა გრიშა დნმ-ს ანალიზის გაკეთების წინააღმდეგია და მისთვის უცნობ ადამიანს, ჯერ მხოლოდ აკვირდება. სანამ გაირკვევა, არის თუ არა თემურ ძიგუა გრიშა კაკაჩიას ვაჟი, მანამდე გავიცნოთ მსახიობი ბექა ლემონჯავა, რომელსაც სერიალში ეს როლი ერგო.

ბექა თეატრის "რუთაველის 19"-ის მსახიობია, რომელიც რეჟისორ სანდრო მრევლიშვილის ხელმძღვანელობით დაარსდა (ახალი თეატრი ახალგაზრდული დასით რუსთაველის გამზირზე, 19 ნომერში მდებარეობს, ''ანდერგრაუნდში'' და აქვს კამერული სივრცე. ის 1974 წელს დაარსებული "მეტეხის თეატრია", რომელიც 2007 წლიდან "გლობუსი" იყო).

ბექა თეატრალურ უნვერსიტეტშიც სანდრო მრევლიშვილის სტუდენტი გახლდათ, სასწავლებელი 2013 წელს დაამთავრა, მაგრამ პროფესიული საქმიანობა მაშინვე არ დაუწყია, რადგანაც უცხოეთში იყო. როგორც არაერთი მსახიობი, პოპულარულ სერიალში მისი თქმით, სტანდარტულად, კასტინგის გავლით მოხვდა, თუმცა სერიალში მუშაობის გამოცდილება აქვს - რამდენიმე წლის წინ, "შუა ქალაქში" პანკი ბიჭის როლი ჰქონდა, ითამაშა ''ტიფლისშიც''...

- მოგწონთ თქვენი პერსონაჟი, - გრიშა კაკაჩიას ვაჟი, თუ ადამიანი, რომელიც მის შვილობას იჩემებს?

- არ ვიცი, ჯერ კარგად არ გამიცვნია... სერიალი და სცენარი პარლელურად იწერება, მეტს ვერაფერს გეტყვით... თან, მე ხომ ვერ შევაფასებ, არც ეს შემიძლია, ეს მაყურებელმა უნდა გააკეთოს.

- მაყურებელთა დიდმა ნაწილმა, რომლისთვისაც ამ პერსონაჟის გამოჩენა მოულოდნელი იყო, თქვენი ნამუშევარი მიიღო ისე, როგორც შესთავაზეთ...

- დიდი მადლობა... საკუთარ თავს ეკრანზე ვერ ვუყურებ, არ შემიძლია. ძალიან იშვიათად ვაკეთებ ამას.

- ახლობლები რას გეუბნებიან, ან ქუჩაში რა რეაქციები აქვთ თქვენს დანახვაზე?

- არ ვიცი, მგონი, მოეწონათ, მაგრამ მათთან არ მისაუბრია. ახლობლებს კი ზოგჯერ არ ვუჯერებ. თუმცა, მადლობას ვეტყვი მაყურებელს, რომ მიყურებენ...

- უშუალო პარტნიორობა დავით კვირცხალიასთან გიწევთ და იმ მსახიობებთან, რომლებიც გრიშა კაკაჩიას გარემოცვას წარმოადგენენ. როგორი პარტნიორია ბატონი დავითი?

- საინტერესო პარტნიორია, რაც მთავარია, პროფესიონალია, ხოლო სერიალში როგორ განვითარდება მოვლენები და ამბავი, ამაზე საუბრის უფლება არ მაქვს და ეს რეალურადაც არ ვიცი. ამ ჯგუფთან ერთად საკმაოდ საინტერესოა მუშაობა, კარგი ჯგუფია. აქტიურად ვსაქმიანობთ და მეტს ვერაფერს გეტყვით, - შიდა სამზარეულოს გარეთ ვერ გამოვიტან.

- ზოგადად თუ იყავით ამ სერიალის მაყურებელი?

- რაღაც პერიოდი კი, სისტემატურად - არა... ახლა მასში მონაწილეობა და სამუშაო ჩემთვის საპასუხისმგებლოა...

- სერიალში მეგრელების გარემოცვაში აღმოჩნდით და მეგრული ერთი ფრაზაც გქონდათ. როგორც გაირკვა, რეალურად მეგრელი ყოფილხართ.

- კი, მეგრული ძირი მაქვს, ჩხოროწყუდანაა ჩემი გვარი, მაგრამ თბილისში ვარ დაბადებული და გაზრდილი. ენა ვიცი, სოფელი მაქვს სამეგრელოში და იქ ვისწავლე...

- აბა, მეგრელებში პატივსაცემი ადამიანი იქნებით... და აქვე მოსალოდნელია, რომ სერიალში მეგრულად მეტად ალაპარაკდეთ.

- კი, მეგრელებში ძალიან პატივსაცემი ვარ (იღიმის)... რაც შეეხება ჩემს მეგრულად ალაპარაკებას, ვნახოთ, ჯერ არ ვიცი...

- კადრს მიღმა და სცენის მიღმა რითი ხართ დაკავებული?

- ვუკრავ გიტარაზე, მეტს არც არაფერს ვაკეთებ. თავისუფალ დროს ხან ვკითხულობ, ხან ფილმებს ვუყურებ, ვმღერი...

ახლა მის ეკრანულ "მამას" გრიშა კაკაჩიას მოვუსმინოთ.

დავით კვირცხალია: "გამოჩნდა ეს კაცი, მაგრამ ჯერ არაფერი ვიცით, რა იქნება"

- არც ის იცით, როგორ შეიძლება განვითარდეს ამბავი, როგორ შეიცვლება გრიშა კაკაჩიას ცხოვრება?

- ჯერ იმას გეტყვით, რომ ბედნიერებაა, როდესაც მსახიობს ახალ სიუჟეტს გაძლევენ და მიხარია, რომ სულ მოულოდნელი ბარიერების გადალახვა მიწევს. მოკლედ, გრიშა კაკაჩიასთან ასეთი სიახლეა. ვიმეორებ, რა მოხდება ამის შემდეგ, არ ვიცი, მაგრამ ის, რომ მაყურებლის თვალში გრიშა დადებითი პიროვნება ხდება, - ეს ფაქტია. ეს არის ის სიცარიელე, რომელიც მას მთელი ცხოვრება მოჰყვება, - სულ იმეორებს, - "ხომ იცი, როგორ მინდოდა შვილი", "ბიჭი მინდოდა, მყოლოდა"... ამიტომ, არ აქვს მნიშვნელობა, ის კაცი ბოლოს ვინ აღმოჩნდება... 

მთავარია, რომ ის სიცარიელე, რომელიც ამ კაცს მთელი ცხოვრება დასდევდა, ის დადებითად თუ უარყოფითად ივსება. გრძნობა, რომელიც არ განუცდია, რაც შვილის მიმართ შეიძლება ადამიანს ჰქონოდა, იმ გრძნობას თითქოს ეუფლება და ამ უცნაური შეგრძნების შევსების პროცესშია. თან, ამ ყველაფერს თითქოს უცებ განიცდის...

- თუმცა ნათესავები, რომლებსაც მის ქონებაზე უჭირავთ თვალი, გრიშას ამის საშუალებას არ აძლევენ. სცენარისტი ამით ცხოვრების ამ მანკიერ მხარესაც აჩვენებს და იმასაც - რთ შეხედვით, არც ისე დადებითი პერსონაჟი ამ სიტუაციაში როგორ იქცევა...

- გრიშა ამბობს კიდეც, "შვილი რომ მყოლოდა, უნდა გაგხარებოდათ, გვერდში დამდგომოდით და პირიქით იქცევით? არ გინდათ, რომ გავიხარო? არ მითქვამს, რომ ჩემი შვილია, მას ჯერ მხოლოდ ვაკვირდები. რატომ ღელავთ ამაზე"? სხვათა შორის, ეს განზოგადებაა, რადგანაც მსგავსი რამ მხოლოდ სამეგრელოში არ შეიძლება მოხდეს, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანასა და კუთხეში... საყოველთაო პრობლემაა. ისიც უნდა ვთქვა, რომ სიუჟეტის ასე განვითარება სცენარის ავტორის დამსახურებაა, რაც, ხომ ვამბობ, ჩემთვის მოულოდნელი იყო.

- როგორც ჩანს, თქვენი პერსონაჟის უფრო პოზიტიური კუნჭულის წარმოჩენა გადაწყვიტა.

- რასაც მანამდე ვაკეთებდი, ყოველთვის ვცდილობდი, რომ გრიშა ცოტა სიკეთით შემემოსა, კუთხურობა კი ახასიათებს, მაგრამ ხომ არავის აწუხებს? პირიქით, მასთან მოდიან და ყველას უნდა, რომ რაღაც გამოსტყუოს. კი, მისი შინაურები ამას ცდილობენ და მაინც უკმაყოფილოები არინ.

ალბათ რაღაცნაირად ჩემს მიმიკაში, საქციელში, გამოხედვაში ჩანდა, რომ პერსონაჟს ვუთანაგრძნობდი და ასეთი სიურპრიზი დამახვედრა. საერთოდ მაოცებს ქეთი დევდარიანი, ხანდახან მგონია, საიდან იცის ამდენი, არადა, საკმაოდ ახალგაზრდაა. ბევრს შრომობს, არადამიანურად და ეს თავდადება უფასდება. საერთოდ, მთელი ჯგუფი ასეთია, რაც ძალიან მომწონს...

- მართლა უყვარს თქვენი პერსონაჟი მაყურებელს...

- ასაკში ვარ და ადამიანურად მიხარია. ძალიან ცნობილი ადამიანებიც მაქებენ... ის, რაც ახალგაზრდობაში მაკლდა, ახლა ვივსებ, დიდი მადლობა ყველას ამისთვის.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება