პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ყვებიან თორდია და ფარცხალაძე ჩვენებებში: "თვალის არეში მოხვდა ხელი, თუმცა არ იცის, ვინ დაარტყა"
 რას ყვებიან თორდია და ფარცხალაძე ჩვენებებში: "თვალის არეში მოხვდა ხელი, თუმცა არ იცის, ვინ დაარტყა"

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გე­ნე­რა­ლუ აუ­დი­ტორ ლაშა თორ­დი­ა­სა და ყო­ფილ მთა­ვარ პრო­კუ­რორს ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს შო­რის მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის საქ­მე­ზე შუ­ა­ლე­დურ ან­გა­რიშს აქ­ვეყ­ნებს.

"მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვსურს, მო­გა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია 2017 წლის 13 მა­ისს ღა­მის კლუბ "ელ ცენ­ტრო­ში" გე­ნე­რა­ლურ აუ­დი­ტორ ლაშა თორ­დი­ას და სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ მთა­ვარ პრო­კუ­რორ ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს შო­რის მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის შუ­ა­ლე­დუ­რი შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ.

იხი­ლეთ: შსს ფარ­ცხა­ლა­ძე-თორ­დი­ას და­პი­რის­პი­რე­ბის კად­რებს ავ­რცე­ლებს

2017 წლის 13 მა­ისს, შსს-ს ძვე­ლი თბი­ლი­სის სამ­მარ­თვე­ლო­ში, მი­ღე­ბუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რომ­ლის თა­ნახ­მად ლაშა თორ­დი­ას ღა­მის კლუბ "ელ ცენ­ტრო­ში" მის­თვის უც­ნობ­მა პი­რებ­მა ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს, გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და­ი­წყო.

საქ­მე­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რად შემ­ჭიდ­რო­ვე­ბულ ვა­დებ­ში ჩა­ტარ­და ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა: გა­მო­ი­კი­თხნენ ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი და თვითმხილ­ვე­ლე­ბი, ამო­ღე­ბუ­ლია ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, და­ნიშ­ნუ­ლია სხვა­დას­ხვა სა­ხის ექ­სპერ­ტი­ზე­ბი. გა­მო­ძი­ე­ბის მიერ ასე­ვე მო­პო­ვე­ბუ­ლია ინ­ცი­დენ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა.

საქ­მე­ზე გა­მო­კი­თხუ­ლი ლაშა თორ­დი­ას ჩვე­ნე­ბით, 13 მა­ისს, ღა­მის სა­ა­თებ­ში, იგი ღა­მის კლუბ "ელ ცენ­ტროს" ღია ტე­რა­სა­ზე მე­გობ­რებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. მის­ვლი­დან რამ­დე­ნი­მე ხან­ში, ლაშა თორ­დი­ამ მე­გო­ბარ­თან ერ­თად გა­და­წყვი­ტა შე­ნო­ბის შიგ­ნით გან­თავ­სე­ბულ ბარ­თან მი­სუ­ლი­ყო. შე­ნო­ბა­ში შეს­ვლი­სას მას შეხ­ვდა ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე, თან­მხლებ პი­რებ­თან ერ­თად. შეხ­ვედ­რის­თა­ნა­ვე ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძემ ლაშა თორ­დია გვერ­დით გა­იხ­მო და აგ­რე­სი­უ­ლი ტო­ნით მი­მარ­თა, თუ რა­ტომ აგ­რო­ვებ­და მას­ზე კომ­პრო­მა­ტებს და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ვა­დის გას­ვლის შემ­დეგ, რო­გორ აპი­რებ­და ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას.

სა­უბ­რის დროს ისი­ნი გა­მო­ვიდ­ნენ "ელ ცენ­ტროს" ტე­რა­სა­ზე. ამ დროს სა­უ­ბარ­ში ჩა­ე­რია ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის გვერ­დით მყო­ფი, იმ დრო­ის­თვის თორ­დი­ას­თვის უც­ნო­ბი პირი - მი­ხე­ილ ჩო­ხე­ლი. ლაშა თორ­დია და­ინ­ტე­რეს­და, თუ ვინ იყო ეს ადა­მი­ა­ნი, რა დრო­საც მარ­ცხე­ნა მხრი­დან, თვა­ლის არე­ში მოხ­ვდა ხელი, თუმ­ცა მან არ იცის, ვინ და­არ­ტყა. აღ­ნიშ­ნულს მოჰ­ყვა კი­დევ რამ­დე­ნი­მე დარ­ტყმა თა­ვი­სა და სა­ხის არე­ში. მისი ცემა გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­და, რის შემ­დე­გაც იქ მყო­ფი პი­რე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან გა­იქ­ცნენ. მომ­ხდარ ფაქტს ლაშა თორ­დია თა­ვის სამ­სა­ხუ­რებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას უკავ­ში­რებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ სწო­რედ ამ ნიშ­ნით და­ეს­ხა თავს ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე.

გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, გა­მო­ი­კი­თხნენ ლაშა თორ­დი­ას თან­მხლე­ბი პი­რე­ბი, რომ­ლებ­მაც გა­მო­ძი­ე­ბას ზო­გა­დი ხა­სი­ა­თის ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დეს, თუმ­ცა ისი­ნი ვერ უთი­თე­ბენ ინ­ცი­დენ­ტის დე­ტა­ლებ­ზე, ხოლო მომ­ხდა­რის მი­ზე­ზე­ბის შე­სა­ხებ მხო­ლოდ ლაშა თორ­დი­ას­გან იცი­ან.

საქ­მე­ზე გა­მო­ი­კი­თხნენ ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე და მას­თან ერ­თად მყო­ფი პი­რე­ბი, რომ­ლებ­მაც გა­მო­ძი­ე­ბას შემ­დე­გი სა­ხის ჩვე­ნე­ბა მის­ცეს:

13 მა­ისს, ღა­მის სა­ა­თებ­ში, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე მე­უღ­ლეს­თან, მე­გო­ბარ მი­ხე­ილ ჩო­ხელ­თან და დაც­ვის თა­ნამ­შრო­მელ­თან ერ­თად "ელ-ცენ­ტრო­ში" იმ­ყო­ფე­ბო­და. და­ახ­ლო­ე­ბით, 02:00 სა­ა­თის­თვის მათ წას­ვლა და­ა­პი­რეს, რა დრო­საც შე­ნო­ბის გა­სას­ვლელ კარ­თან ლაშა თორ­დია შე­მოხ­ვდათ. ეს უკა­ნას­კნე­ლი მათ მი­ე­სალ­მა, მაგ­რამ მი­სალ­მე­ბის ფორ­მის გამო მათ შო­რის შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და, რაც "ელ ცენ­ტროს" ტე­რა­სა­ზე გაგ­რძელ­და. იქვე მი­ვი­და მი­ხე­ილ ჩო­ხე­ლი და დაც­ვის წევ­რიც. კა­მა­თის დროს ლაშა თორ­დია უფრო აგ­რე­სი­უ­ლი გახ­და, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს თავი ახ­ლოს მი­უ­ტა­ნა და ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვი­რი­ლით უთხრა, რომ უნდა სცოდ­ნო­და, ვის რო­გორ მი­სალ­მე­ბო­და. ამის სა­პა­სუ­ხოდ ფარ­ცხა­ლა­ძემ აიქ­ნია ხელი სი­ტყვე­ბით - "აბა, შენ რა უნდა გე­ლა­პა­რა­კო" და წა­სას­ვლე­ლად შე­მოტ­რი­ა­ლე­ბა სცა­და, რა დრო­საც ლაშა თორ­დი­ამ ხელი მო­იქ­ნია, რო­მე­ლიც ოდ­ნავ შე­ე­ხო ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს და შუბ­ლის არე­ში მოხ­ვდა მი­ხე­ილ ჩო­ხელს. ჩო­ხე­ლი შე­ე­ცა­და, ფი­ზი­კუ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­ე­წია თორ­დი­ას­თვის. მომ­ხდარ­ში დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლიც ჩა­ე­რია, რო­მე­ლიც ფი­ზი­კუ­რი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ცდი­ლობ­და ლაშა თორ­დია და­სა­ცა­ვი ობი­ექ­ტის­გან მო­შო­რე­ბით გა­ეყ­ვა­ნა. მათ­თან აღ­მოჩ­ნდნენ "ელ-ცენ­ტროს" დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც და კონ­ფლიქ­ტი, რო­მე­ლიც, არა­უ­მე­ტეს 10-20 წამი გრძელ­დე­ბო­და, გა­ნი­მუხ­ტა. მათი შე­ფა­სე­ბით, მომ­ხდა­რი ფაქ­ტი არის პრო­ვო­კა­ცი­ის მცდე­ლო­ბა.

საქ­მე­ზე გა­მო­კი­თხუ­ლი ნე­იტ­რა­ლუ­რი მოწ­მე­ე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბით დგინ­დე­ბა, რომ ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე და ლაშა თორ­დია, მათ­თან მყოფ მი­ხე­ილ ჩო­ხელ­თან და დაც­ვის წევრთან ერ­თად, ერ­თმა­ნეთს კლუ­ბის შე­ნო­ბის გა­სას­ვლელ­თან შეხ­ვდნენ, მი­სალ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­უბ­რობ­დნენ, მაგ­რამ სა­უბ­რის დე­ტა­ლებ­ზე, ბარ­ში არ­სე­ბუ­ლი ხმა­უ­რის გამო ვერ უთი­თე­ბენ. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დგომ მათ ტე­რა­სა­ზე გა­და­ი­ნაც­ვლეს, სა­დაც სა­უ­ბა­რი უკვე და­ძა­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში გაგ­რძელ­და, რა დრო­საც ლაშა თორ­დი­ამ ხელი მო­იქ­ნია და მი­ხე­ილ ჩო­ხელს მო­არ­ტყა. და­პი­რის­პი­რე­ბულ­მა მხა­რე­ებ­მა ძიძ­გი­ლა­ო­ბი­თა და ერ­თმა­ნეთ­ში ჭი­დი­ლით კლუ­ბის შე­სას­ვლელ კარ­თან გა­და­ი­ნაც­ვლეს. კონ­ფლიქ­ტში კლუ­ბის დაც­ვაც ჩა­ე­რია და ინ­ცი­დენ­ტი ძა­ლი­ან მალე ამო­ი­წუ­რა, რის შემ­დგომ ფარ­ცხა­ლა­ძემ და მის­მა თან­მხლებ­მა პი­რებ­მა "ელ-ცენ­ტროს" ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვეს, ხოლო ლაშა თორ­დია ად­გილ­ზე დარ­ჩა. მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბით, და­პი­რის­პი­რე­ბა რამ­დე­ნი­მე წამი გრძელ­დე­ბო­და.

საქ­მე­ზე გა­მო­კი­თხუ­ლი არც ერთი მოწ­მე, მათ შო­რის, არც ლაშა თორ­დია არ მი­უ­თი­თებს, რომ მას ხელი ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძემ და­არ­ტყა.

გა­მო­ძი­ე­ბის მიერ მო­პო­ვე­ბულ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ში ჩანს, თუ რო­გორ სა­უბ­რო­ბენ "ელ ცენ­ტროს" ტე­რა­სა­ზე ლაშა თორ­დია და ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე, რა დრო­საც მათ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბა მი­ხე­ილ ჩო­ხე­ლი და დაც­ვის წევ­რი, რო­გორ ხდე­ბა კონ­ფლიქ­ტი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მალე, და­ახ­ლო­ე­ბით, 20 წამ­ში მთავ­რდე­ბა, რის შემ­დე­გაც ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე თან­მხლებ პი­რებ­თან ერ­თად მშვი­დად ტო­ვებს "ელ ცენ­ტროს" ტე­რი­ტო­რი­ას, ხოლო ლაშა თორ­დია ად­გილ­ზე რჩე­ბა.

ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის ავ­თენ­ტუ­რო­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით და­ნიშ­ნუ­ლია ფო­ნოს­კო­პუ­რი ექ­სპერ­ტი­ზა, ხოლო ლაშა თორ­დი­ა­სა და მი­ხე­ილ ჩო­ხე­ლის სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბის ხა­რის­ხის გან­სა­ზღვრის მიზ­ნით და­ნიშ­ნუ­ლია სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზე­ბი. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ტარ­დე­ბა სხვა­დას­ხვა სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა და მათი შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ და­მა­ტე­ბით ეც­ნო­ბე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას" - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

რას ყვებიან თორდია და ფარცხალაძე ჩვენებებში: "თვალის არეში მოხვდა ხელი, თუმცა არ იცის, ვინ დაარტყა"

 რას ყვებიან თორდია და ფარცხალაძე ჩვენებებში: "თვალის არეში მოხვდა ხელი, თუმცა არ იცის, ვინ დაარტყა"

შინაგან საქმეთა სამინისტრო გენერალუ აუდიტორ ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარი დაპირისპირების საქმეზე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, მოგაწოდოთ ინფორმაცია 2017 წლის 13 მაისს ღამის კლუბ "ელ ცენტროში" გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას და საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ.

იხილეთ: შსს ფარცხალაძე-თორდიას დაპირისპირების კადრებს ავრცელებს

2017 წლის 13 მაისს, შსს-ს ძველი თბილისის სამმართველოში, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, რომლის თანახმად ლაშა თორდიას ღამის კლუბ "ელ ცენტროში" მისთვის უცნობმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

საქმეზე მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება: გამოიკითხნენ ინციდენტში მონაწილე პირები და თვითმხილველები, ამოღებულია ყველა მნიშვნელოვანი მტკიცებულება, დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები. გამოძიების მიერ ასევე მოპოვებულია ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა.

საქმეზე გამოკითხული ლაშა თორდიას ჩვენებით, 13 მაისს, ღამის საათებში, იგი ღამის კლუბ "ელ ცენტროს" ღია ტერასაზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მისვლიდან რამდენიმე ხანში, ლაშა თორდიამ მეგობართან ერთად გადაწყვიტა შენობის შიგნით განთავსებულ ბართან მისულიყო. შენობაში შესვლისას მას შეხვდა ოთარ ფარცხალაძე, თანმხლებ პირებთან ერთად. შეხვედრისთანავე ოთარ ფარცხალაძემ ლაშა თორდია გვერდით გაიხმო და აგრესიული ტონით მიმართა, თუ რატომ აგროვებდა მასზე კომპრომატებს და სამსახურებრივი ვადის გასვლის შემდეგ, როგორ აპირებდა ცხოვრების გაგრძელებას.

საუბრის დროს ისინი გამოვიდნენ "ელ ცენტროს" ტერასაზე. ამ დროს საუბარში ჩაერია ოთარ ფარცხალაძის გვერდით მყოფი, იმ დროისთვის თორდიასთვის უცნობი პირი - მიხეილ ჩოხელი. ლაშა თორდია დაინტერესდა, თუ ვინ იყო ეს ადამიანი, რა დროსაც მარცხენა მხრიდან, თვალის არეში მოხვდა ხელი, თუმცა მან არ იცის, ვინ დაარტყა. აღნიშნულს მოჰყვა კიდევ რამდენიმე დარტყმა თავისა და სახის არეში. მისი ცემა გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდა, რის შემდეგაც იქ მყოფი პირები შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ. მომხდარ ფაქტს ლაშა თორდია თავის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირებს და აღნიშნავს, რომ სწორედ ამ ნიშნით დაესხა თავს ოთარ ფარცხალაძე.

გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხნენ ლაშა თორდიას თანმხლები პირები, რომლებმაც გამოძიებას ზოგადი ხასიათის ინფორმაცია მიაწოდეს, თუმცა ისინი ვერ უთითებენ ინციდენტის დეტალებზე, ხოლო მომხდარის მიზეზების შესახებ მხოლოდ ლაშა თორდიასგან იციან.

საქმეზე გამოიკითხნენ ოთარ ფარცხალაძე და მასთან ერთად მყოფი პირები, რომლებმაც გამოძიებას შემდეგი სახის ჩვენება მისცეს:

13 მაისს, ღამის საათებში, ოთარ ფარცხალაძე მეუღლესთან, მეგობარ მიხეილ ჩოხელთან და დაცვის თანამშრომელთან ერთად "ელ-ცენტროში" იმყოფებოდა. დაახლოებით, 02:00 საათისთვის მათ წასვლა დააპირეს, რა დროსაც შენობის გასასვლელ კართან ლაშა თორდია შემოხვდათ. ეს უკანასკნელი მათ მიესალმა, მაგრამ მისალმების ფორმის გამო მათ შორის შელაპარაკება მოხდა, რაც "ელ ცენტროს" ტერასაზე გაგრძელდა. იქვე მივიდა მიხეილ ჩოხელი და დაცვის წევრიც. კამათის დროს ლაშა თორდია უფრო აგრესიული გახდა, ოთარ ფარცხალაძეს თავი ახლოს მიუტანა და ფაქტობრივად, ყვირილით უთხრა, რომ უნდა სცოდნოდა, ვის როგორ მისალმებოდა. ამის საპასუხოდ ფარცხალაძემ აიქნია ხელი სიტყვებით - "აბა, შენ რა უნდა გელაპარაკო" და წასასვლელად შემოტრიალება სცადა, რა დროსაც ლაშა თორდიამ ხელი მოიქნია, რომელიც ოდნავ შეეხო ოთარ ფარცხალაძეს და შუბლის არეში მოხვდა მიხეილ ჩოხელს. ჩოხელი შეეცადა, ფიზიკური წინააღმდეგობა გაეწია თორდიასთვის. მომხდარში დაცვის თანამშრომელიც ჩაერია, რომელიც ფიზიკური ძალის გამოყენებით ცდილობდა ლაშა თორდია დასაცავი ობიექტისგან მოშორებით გაეყვანა. მათთან აღმოჩნდნენ "ელ-ცენტროს" დაცვის თანამშრომლებიც და კონფლიქტი, რომელიც, არაუმეტეს 10-20 წამი გრძელდებოდა, განიმუხტა. მათი შეფასებით, მომხდარი ფაქტი არის პროვოკაციის მცდელობა.

საქმეზე გამოკითხული ნეიტრალური მოწმეების ჩვენებებით დგინდება, რომ ოთარ ფარცხალაძე და ლაშა თორდია, მათთან მყოფ მიხეილ ჩოხელთან და დაცვის წევრთან ერთად, ერთმანეთს კლუბის შენობის გასასვლელთან შეხვდნენ, მისალმებასთან დაკავშირებით საუბრობდნენ, მაგრამ საუბრის დეტალებზე, ბარში არსებული ხმაურის გამო ვერ უთითებენ. აღნიშნულის შემდგომ მათ ტერასაზე გადაინაცვლეს, სადაც საუბარი უკვე დაძაბულ ვითარებაში გაგრძელდა, რა დროსაც ლაშა თორდიამ ხელი მოიქნია და მიხეილ ჩოხელს მოარტყა. დაპირისპირებულმა მხარეებმა ძიძგილაობითა და ერთმანეთში ჭიდილით კლუბის შესასვლელ კართან გადაინაცვლეს. კონფლიქტში კლუბის დაცვაც ჩაერია და ინციდენტი ძალიან მალე ამოიწურა, რის შემდგომ ფარცხალაძემ და მისმა თანმხლებმა პირებმა "ელ-ცენტროს" ტერიტორია დატოვეს, ხოლო ლაშა თორდია ადგილზე დარჩა. მოწმეთა ჩვენებით, დაპირისპირება რამდენიმე წამი გრძელდებოდა.

საქმეზე გამოკითხული არც ერთი მოწმე, მათ შორის, არც ლაშა თორდია არ მიუთითებს, რომ მას ხელი ოთარ ფარცხალაძემ დაარტყა.

გამოძიების მიერ მოპოვებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, თუ როგორ საუბრობენ "ელ ცენტროს" ტერასაზე ლაშა თორდია და ოთარ ფარცხალაძე, რა დროსაც მათთან ერთად იმყოფება მიხეილ ჩოხელი და დაცვის წევრი, როგორ ხდება კონფლიქტი, რომელიც ძალიან მალე, დაახლოებით, 20 წამში მთავრდება, რის შემდეგაც ოთარ ფარცხალაძე თანმხლებ პირებთან ერთად მშვიდად ტოვებს "ელ ცენტროს" ტერიტორიას, ხოლო ლაშა თორდია ადგილზე რჩება.

ვიდეოჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით დანიშნულია ფონოსკოპური ექსპერტიზა, ხოლო ლაშა თორდიასა და მიხეილ ჩოხელის სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის მიზნით დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები. გამოძიების ფარგლებში ტარდება სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და მათი შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ