პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარაში ტურისტული მომსახურების გასაუმჯობესებელი ტრენინგები ჩატარდა
აჭარაში ტურისტული მომსახურების გასაუმჯობესებელი ტრენინგები ჩატარდა

ტუ­რის­ტუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით აჭა­რა­ში სა­ინ­ფორ­მა­ციო-ტუ­რის­ტუ­ლი ცენ­ტრე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­დამ­ზა­დე­ბა გა­ი­ა­რეს. ერ­თკვი­რი­ა­ნი ტრე­ნინგკურ­სი ისეთ სა­კი­თხებს მო­ი­ცავ­და, რო­გო­რე­ბი­ცაა ეფექ­ტუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია და მომ­სა­ხუ­რე­ბა, მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ტი­პის ამოც­ნო­ბა, კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვა, მომ­სა­ხუ­რე­ბის სტან­დარ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა და ქცე­ვის სტი­ლი.

ტრე­ნინ­გე­ბის მი­ზა­ნი სა­ინ­ფორ­მა­ციო-ტუ­რის­ტულ ცენ­ტრებ­ში მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და მთი­ა­ნი აჭა­რის ტუ­რე­ბის გა­ყიდ­ვე­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბაა. ერთ-ერთ ტრე­ნინგზე მო­ნა­წი­ლე­ებს აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე სულ­ხან ღლონ­ტი შეხ­ვდა, რო­მელ­მაც სა­ინ­ფორ­მა­ციო-ტუ­რის­ტუ­ლი ცენ­ტრე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა.

"სა­ინ­ფორ­მა­ციო-ტუ­რის­ტუ­ლი ცენ­ტრე­ბი არის პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­რო ჩვენ­თან მყო­ფი ტუ­რის­ტე­ბის­თვის. ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თქვენ შეძ­ლოთ მათ­თვის ქვეყ­ნი­სა და რე­გი­ო­ნის ტუ­რის­ტუ­ლი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი­სა და პრო­დუქ­ტე­ბის შე­სა­ხებ სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის იმ ფორ­მით მი­წო­დე­ბა, რომ მო­ახ­დი­ნოთ მათი მოგ­ზა­უ­რო­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბა. ყო­ველ­წლი­უ­რად მზარ­დია ცენ­ტრებ­ში ვი­ზი­ტო­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც, რაც ტუ­რის­ტუ­ლი ცენ­ტრე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე მი­უ­თი­თებს," აღ­ნიშ­ნა სულ­ხან ღლონტმა ტრე­ნინგზე შეხ­ვედ­რი­სას.

ამ­ჟა­მად, აჭა­რის მას­შტა­ბით 9 სა­ინ­ფორ­მა­ციო-ტუ­რის­ტუ­ლი ცენ­ტრი ემ­სა­ხუ­რე­ბა ვი­ზი­ტო­რებს. აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრე­ბი ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­სა და ბა­თუმ­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი. ყო­ველ­წლი­უ­რად მზარ­დია ცენ­ტრებ­ში ვი­ზი­ტო­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც. 2017 წელს, იან­ვარ-აპ­რილ­ში სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრე­ბი 8 752 ვი­ზი­ტორს მო­ემ­სა­ხუ­რა, რაც 13,1%-ით აღე­მა­ტე­ბა გა­სუ­ლი წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდს. 2016 წელს, სა­ინ­ფორ­მა­ციო-ტუ­რის­ტუ­ლი ცენ­ტრე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბით 86 684-მა ვი­ზი­ტორ­მა ისარ­გებ­ლა, რაც 94%-ით აღე­მა­ტე­ბა 2015 წელს.

(R)

აჭარაში ტურისტული მომსახურების გასაუმჯობესებელი ტრენინგები ჩატარდა

აჭარაში ტურისტული მომსახურების გასაუმჯობესებელი ტრენინგები ჩატარდა

ტურისტული მომსახურების გაუმჯობესების მიზნით აჭარაში საინფორმაციო-ტურისტული ცენტრების თანამშრომლებმა გადამზადება გაიარეს. ერთკვირიანი ტრენინგკურსი ისეთ საკითხებს მოიცავდა, როგორებიცაა ეფექტური კომუნიკაცია და მომსახურება, მომხმარებლების ტიპის ამოცნობა, კონფლიქტური სიტუაციების მართვა, მომსახურების სტანდარტების შემუშავება და ქცევის სტილი.

ტრენინგების მიზანი საინფორმაციო-ტურისტულ ცენტრებში მომსახურების გაუმჯობესება და მთიანი აჭარის ტურების გაყიდვების სტიმულირებაა. ერთ-ერთ ტრენინგზე მონაწილეებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი შეხვდა, რომელმაც საინფორმაციო-ტურისტული ცენტრების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

"საინფორმაციო-ტურისტული ცენტრები არის პირველადი ინფორმაციის წყარო ჩვენთან მყოფი ტურისტებისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია თქვენ შეძლოთ მათთვის ქვეყნისა და რეგიონის ტურისტული ღირსშესანიშნაობებისა და პროდუქტების შესახებ საჭირო ინფორმაციის იმ ფორმით მიწოდება, რომ მოახდინოთ მათი მოგზაურობის სტიმულირება. ყოველწლიურად მზარდია ცენტრებში ვიზიტორების რაოდენობაც, რაც ტურისტული ცენტრების მომსახურების საჭიროებაზე მიუთითებს," აღნიშნა სულხან ღლონტმა ტრენინგზე შეხვედრისას.

ამჟამად, აჭარის მასშტაბით 9 საინფორმაციო-ტურისტული ცენტრი ემსახურება ვიზიტორებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრები ყველა მუნიციპალიტეტსა და ბათუმშია განთავსებული. ყოველწლიურად მზარდია ცენტრებში ვიზიტორების რაოდენობაც. 2017 წელს, იანვარ-აპრილში საინფორმაციო ცენტრები 8 752 ვიზიტორს მოემსახურა, რაც 13,1%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. 2016 წელს, საინფორმაციო-ტურისტული ცენტრების მომსახურებით 86 684-მა ვიზიტორმა ისარგებლა, რაც 94%-ით აღემატება 2015 წელს.

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი