ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე მოხვედრის შემთხვევაში, სახელმწიფო წლიურად 20 ათას ლარის ოდენობის სასწავლო გრანტით დააფინანსებს.
აღნიშნული დადგენილება უკვე ამოქმედდა და მას ხელი პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერა.
"საქართველოს იმ მოქალაქეების, აგრეთვე პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე იმ პირების, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარების შემდეგ სწავლას საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე განაგრძობენ, სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა 20 ათასი ლარით განისაზღვრა.