პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შემთხვევაში შეძლებენ უცხოელები საქართველოში მიწის შეძენას?
რა შემთხვევაში შეძლებენ უცხოელები საქართველოში მიწის შეძენას?

უცხო­ე­ლებ­ზე მი­წის მი­ყიდ­ვის ტო­ტა­ლურ აკ­რძალ­ვას სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრი ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლი არ ეთან­ხმე­ბა. მისი გან­ცხა­დე­ბით, სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წის უცხო­ე­ლებ­ზე გას­ხვი­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გარ­კვე­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე მთავ­რო­ბას ერ­თი­ა­ნი პო­ზი­ცია აქვს, თუმ­ცა კა­ნონ­ში მისი გა­წე­რა საქ­მის იუ­რი­დი­უ­ლი ნა­წი­ლია.

რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, პარ­ლა­მენ­ტის აგ­რა­რულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ოთარ და­ნე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, მთავ­რო­ბის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად, ერ­თა­დერ­თი გა­მო­ნაკ­ლი­სი, რა შემ­თხვე­ვა­შიც მი­წის უცხო­ე­ლებ­ზე გას­ხვი­სე­ბა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, არის უცხო­ე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი დიდი ინ­ვეს­ტი­ცია. თუმ­ცა და­ნე­ლია არ აკონ­კრე­ტებს ინ­ვეს­ტი­ცი­ის მო­ცუ­ლო­ბას, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა არა­რე­ზი­დენ­ტებ­ზე მი­წის გას­ხვი­სე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დეს.

უცხო­ე­ლებ­ზე მი­წის მი­ყიდ­ვის აკ­რძალ­ვას არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­თან ერ­თად, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან. მათი მთა­ვა­რი არ­გუ­მენ­ტია, რომ მი­წის უცხო­ე­ლებ­ზე მი­ყიდ­ვის სრუ­ლი აკ­რძალ­ვა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას მნიშ­ვნე­ლო­ვან ზი­ანს მი­ა­ყე­ნებს.

მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბა "და­აფრ­თხობს" ინ­ვეს­ტო­რებს, ხელს შე­უშ­ლის სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნას, შე­მო­სავ­ლე­ბის გა­ჩე­ნა­სა და ზრდას.

თუმ­ცა პარ­ლა­მენ­ტის აგ­რა­რულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ოთარ და­ნე­ლია მი­იჩ­ნევს, რომ ქვე­ყა­ნა­ში დიდი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი უცხო­ე­ლებ­ზე მი­წის მი­ყიდ­ვით არ შე­მო­სუ­ლა, ამი­ტომ "კონ­ტრარ­გუ­მენ­ტა­ცია, რომ მიწა არის ეკო­ნო­მი­კუ­რი აქ­ტი­ვი და აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მოხ­დეს მისი უცხო­ე­ლებ­ზე გას­ხვი­სე­ბა, მთავ­რო­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია".

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

რა შემთხვევაში შეძლებენ უცხოელები საქართველოში მიწის შეძენას?

რა შემთხვევაში შეძლებენ უცხოელები საქართველოში მიწის შეძენას?

უცხოელებზე მიწის მიყიდვის ტოტალურ აკრძალვას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი არ ეთანხმება. მისი განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციების აუცილებლობაზე მთავრობას ერთიანი პოზიცია აქვს, თუმცა კანონში მისი გაწერა საქმის იურიდიული ნაწილია.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიას განცხადებით, მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, ერთადერთი გამონაკლისი, რა შემთხვევაშიც მიწის უცხოელებზე გასხვისება იქნება შესაძლებელი, არის უცხოელი ინვესტორების მიერ წარმოდგენილი დიდი ინვესტიცია. თუმცა დანელია არ აკონკრეტებს ინვესტიციის მოცულობას, რომელიც შეიძლება არარეზიდენტებზე მიწის გასხვისების საფუძველი გახდეს.

უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვას არასამთავრობო სექტორთან ერთად, ოპოზიციური პარტიებიც ეწინააღმდეგებიან. მათი მთავარი არგუმენტია, რომ მიწის უცხოელებზე მიყიდვის სრული აკრძალვა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს.

მათივე განცხადებით, კანონპროექტის მიღება "დააფრთხობს" ინვესტორებს, ხელს შეუშლის სამუშაო ადგილების შექმნას, შემოსავლების გაჩენასა და ზრდას.

თუმცა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დიდი ინვესტიციები უცხოელებზე მიწის მიყიდვით არ შემოსულა, ამიტომ "კონტრარგუმენტაცია, რომ მიწა არის ეკონომიკური აქტივი და აუცილებლად უნდა მოხდეს მისი უცხოელებზე გასხვისება, მთავრობისთვის მიუღებელია".

განაგრძეთ კითხვა

"ჯერ მოხდა მღვდლის დაინფიცირება, შემდეგ მისი დის ანუ ჩვენი ექთნის და მისგან უკვე ჩვენი თანამშრომლების" - კლინიკა "თიმის" დირექტორი

"ცეცხლს ვეთამაშებით, იცოდეთ... მომავალი 2-3 კვირა იქნება ძალიან მძიმე" - ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რეკომენდაციები დაიცვან

საცობი თბილისის შემოსასვლელში - რა ხდებოდა მას შემდეგ, რაც პრემიერმა ოთხი ქალაქის ჩაკეტვა დაანონსა (ვიდეო)