10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რესპუბლიკური პარტია" და "თავისუფალი დემოკრატები" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ერთ ბლოკად გაერთიანდება
"რესპუბლიკური პარტია" და "თავისუფალი დემოკრატები" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ერთ ბლოკად გაერთიანდება

"რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია" და "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი" ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ერთ ბლო­კად გა­ერ­თი­ა­ნე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "რეს­პუბ­ლი­კელ­თა" ლი­დერ­მა ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ორი პარ­ტია ამ ეტაპ­ზე ბლოკ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბის სა­კი­თხზე კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის რე­ჟიმ­შია.

"ბუ­ნებ­რი­ვია, თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ყვე­ლა პარ­ტია უნდა ემ­ზა­დე­ბო­დეს და ჩვენც ვემ­ზა­დე­ბით - ვაძ­ლი­ე­რებთ ად­გი­ლობ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, ვფიქ­რობთ სა­არ­ჩევ­ნო სტრა­ტე­გი­ა­ზე. რთუ­ლი დროა იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ პარ­ტი­ებს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნათ, მაგ­რამ ეს უფრო მეტ ძა­ლა­სა და ენერ­გი­ას გვმა­ტებს. სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა, როცა სწო­რედ ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბით ხდე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შერ­ყე­ვა და მის­თვის მთა­ვა­რი სიგ­ნა­ლის მი­წო­დე­ბა, რომ ყო­ველ დღე კარ­გა­ვენ ნდო­ბას. ჩვენ ვართ ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ყო­ველ დღე კარ­გავს ნდო­ბას. ის ვერ ამ­ყა­რებს კო­მუ­ნი­კა­ცი­ას ახალ­გაზ­რდებ­თან, ამომ­რჩევ­ლებ­თან, მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან. ჩვენ ვემ­ზა­დე­ბით ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის და შე­მიძ­ლია და­ვა­დას­ტუ­რო კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ჩვე­ნი იდე­ო­ლო­გი­ის პარ­ტი­ას­თან. ჩვენ გვაქვს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი "თა­ვი­სუ­ფალ დე­მოკ­რა­ტებ­თან", რომ­ლე­ბიც არი­ან ლი­ბე­რა­ლუ­რი ოჯა­ხის წევ­რი. ჩვენ ვე­კუთ­ვნით ევ­რო­პუ­ლი ლი­ბე­რა­ლუ­რი პარ­ტი­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას, გვაქვს სა­ერ­თო ხედ­ვა და ბუ­ნებ­რი­ვია, ვთვლით, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პარ­ტი­ე­ბი მსგავ­სი იდე­ო­ლო­გი­ით გაძ­ლი­ერ­დნენ და მო­ტი­ვა­ცია შე­უქ­მნან ამომ­რჩე­ველს, რომ იაქ­ტი­უ­რონ არ­ჩევ­ნებ­ზე", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძემ

იგი­ვეს ადას­ტუ­რებს "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ნინო გო­გუ­ა­ძე.

"ჩვენ თა­ვი­დან­ვე ვთქვით, რომ ვა­პი­რებთ ჩვე­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მქო­ნე პარ­ტი­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. თა­ვი­დან­ვე არ გა­მოვ­რი­ცხეთ "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია", რად­გან გვაქვს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ხან­გრძლი­ვი ის­ტო­რია და სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი. ვი­წყებთ ერ­თმა­ნეთ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ას. დიდი იმე­დი გვაქვს, რომ ეს პრო­ცე­სი წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­დე­ბა და ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში ბლო­კის სა­ხით წარვსდგე­ბით", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ნინო გო­გუ­ა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"რესპუბლიკური პარტია" და "თავისუფალი დემოკრატები" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ერთ ბლოკად გაერთიანდება

"რესპუბლიკური პარტია" და "თავისუფალი დემოკრატები" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ერთ ბლოკად გაერთიანდება

"რესპუბლიკური პარტია" და "თავისუფალი დემოკრატები" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ერთ ბლოკად გაერთიანებისთვის ემზადება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "რესპუბლიკელთა" ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განუცხადა, ორი პარტია ამ ეტაპზე ბლოკში გაერთიანების საკითხზე კონსულტაციების რეჟიმშია.

"ბუნებრივია, თვითმმართველობის არჩევნებისთვის ყველა პარტია უნდა ემზადებოდეს და ჩვენც ვემზადებით - ვაძლიერებთ ადგილობრივ ორგანიზაციებს, ვფიქრობთ საარჩევნო სტრატეგიაზე. რთული დროა იმ თვალსაზრისით, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარტიებს ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნათ, მაგრამ ეს უფრო მეტ ძალასა და ენერგიას გვმატებს. საქართველოს ისტორიაში არაერთხელ ყოფილა, როცა სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით ხდება ხელისუფლების შერყევა და მისთვის მთავარი სიგნალის მიწოდება, რომ ყოველ დღე კარგავენ ნდობას. ჩვენ ვართ ასეთ ვითარებაში - "ქართული ოცნება" ყოველ დღე კარგავს ნდობას. ის ვერ ამყარებს კომუნიკაციას ახალგაზრდებთან, ამომრჩევლებთან, მოქალაქეებთან. ჩვენ ვემზადებით ადგილობრივი არჩევნებისთვის და შემიძლია დავადასტურო კონსულტაციები ჩვენი იდეოლოგიის პარტიასთან. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები "თავისუფალ დემოკრატებთან", რომლებიც არიან ლიბერალური ოჯახის წევრი. ჩვენ ვეკუთვნით ევროპული ლიბერალური პარტიების გაერთიანებას, გვაქვს საერთო ხედვა და ბუნებრივია, ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია პარტიები მსგავსი იდეოლოგიით გაძლიერდნენ და მოტივაცია შეუქმნან ამომრჩეველს, რომ იაქტიურონ არჩევნებზე", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ხათუნა სამნიძემ

იგივეს ადასტურებს "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი ნინო გოგუაძე.

"ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ვაპირებთ ჩვენი ღირებულებების მქონე პარტიებთან თანამშრომლობას. თავიდანვე არ გამოვრიცხეთ "რესპუბლიკური პარტია", რადგან გვაქვს თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია და საერთო ღირებულებები. ვიწყებთ ერთმანეთთან კონსულტაციას. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ბლოკის სახით წარვსდგებით", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ნინო გოგუაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."