მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძლიერი წვიმის შედეგად საბურთალოს სასაფლაოზე საფლავები დაიტბორა
ძლიერი წვიმის შედეგად საბურთალოს სასაფლაოზე საფლავები დაიტბორა

ბოლო დღე­ე­ბია ძლი­ე­რი წვი­მის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში პრობ­ლე­მე­ბი შე­იქ­მნა.

გა­სულ უქ­მე­ებ­ზე თბი­ლის­ში თით­ქმის გა­და­უ­ღებ­ლად წვიმ­და, რა­მაც ქა­ლაქ­ში სა­ნი­აღ­ვრე ქსე­ლებ­ში წყლის გა­ტა­რე­ბა შე­ა­ფერ­ხა. კი­დევ ერთი პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც გა­და­უ­ღე­ბელ­მა წვი­მამ თბი­ლის­ში შექ­მნა, "ფე­ის­ბუქ­ზე" ნატო უდე­სი­ა­ნი წერს და შემ­თხვე­ვის ამ­სახ­ველ ფო­ტო­ებ­საც ავ­რცე­ლებს.

უდე­სი­ა­ნის თქმით, გა­და­უ­ღე­ბელ­მა წვი­მამ სა­ბურ­თა­ლოს ახალ სა­საფ­ლა­ო­ზე საფ­ლა­ვე­ბი დატ­ბო­რა და "ლა­მის წა­ლე­კა". ამას უდე­სი­ა­ნი გვერ­დით გა­შე­ნე­ბუ­ლი სა­საფ­ლა­ო­დან მი­წის ჩა­მოშ­ლას უკავ­ში­რებს:

"საქ­მე იმა­შია, რომ 15 წე­ლი­წა­დია, მსგავ­სი რამ არ მომ­ხდა­რა და პრობ­ლე­მამ მხო­ლოდ მას შემ­დეგ იჩი­ნა თავი, რაც მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ახა­ლი კერ­ძო სა­საფ­ლაო გა­შენ­და, სა­დაც მიწა გამ­ყო­ფი ღო­ბის სი­მაღ­ლე­ზე და­უყ­რი­ათ და ძლი­ერ­მა წვი­მამ ეს მიწა არ­სე­ბულ სა­საფ­ლა­ო­ზე ჩა­მო­შა­ლა.

სა­ში­ნე­ლი სა­ნა­ხა­ვია დატ­ბო­რი­ლი საფ­ლა­ვე­ბი. რო­გორც კერ­ძო სა­საფ­ლა­ოს დი­რექ­ტო­რი ჭი­რი­სუფ­ლებს გვი­ცხა­დებს, ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ, რომ ტე­რი­ტო­რია გა­იწ­მინ­დოს და მო­წეს­რიგ­დეს, თუმ­ცა პრობ­ლე­მა უფრო გლო­ბა­ლუ­რია, ვი­ნა­ი­დან ძლი­ე­რი წვი­მის დროს ხე­ლახ­ლა წა­მო­ვა ნი­აღ­ვა­რი და ისევ ჩა­მო­იშ­ლე­ბა მიწა.

ეს იმი­ტომ ხდე­ბა, რომ მშე­ნებ­ლო­ბა, მათ შო­რის ახა­ლი სა­საფ­ლა­ო­ე­ბი­საც ისე და­მა­ხინ­ჯე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, მერე თავ­სა­ტეხს უჩენს მკვდარ­საც და ცო­ცხალ­საც. სად და ვის­გან იღე­ბენ ასე­თი მშე­ბებ­ლო­ბე­ბი ნე­ბარ­თვებს, რა­ტომ ითან­ხმე­ბენ პრო­ექ­ტებს, რომ­ლე­ბიც არ ით­ვა­ლის­წი­ნებს აღ­ნიშ­ნუ­ლი სფე­როს მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ კა­ნო­ნებ­სა და წე­სებს, ამ შემ­თხვე­ვა­ში თბი­ლი­სის მე­რი­ის მიერ დად­გე­ნილ კა­ნონს სა­საფ­ლა­ო­თა მო­წყო­ბის წე­სის შე­სა­ხებ, მხო­ლოდ მა­შინ ვკი­თხუ­ლობთ, როცა საქ­მე გა­ფუ­ჭე­ბუ­ლია...

მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი დუ­მან, ცო­ცხლე­ბი კი რი­ტო­რი­კულ კი­თხვებს ვსვამთ და მგო­ნი იმ წყალს ვნა­ყავთ, ზეცა რომ უშურ­ვე­ლად იმე­ტებს ჩვენ­თვის. ეს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი საფ­ლა­ვე­ბის მცი­რე­დი ნა­წი­ლია. ზა­რა­ლი გა­ცი­ლე­ბით ბევ­რს მი­ად­გა" - წერს უდე­სი­ა­ნი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

ძლიერი წვიმის შედეგად საბურთალოს სასაფლაოზე საფლავები დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად საბურთალოს სასაფლაოზე საფლავები დაიტბორა

ბოლო დღეებია ძლიერი წვიმის შედეგად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პრობლემები შეიქმნა.

გასულ უქმეებზე თბილისში თითქმის გადაუღებლად წვიმდა, რამაც ქალაქში სანიაღვრე ქსელებში წყლის გატარება შეაფერხა. კიდევ ერთი პრობლემის შესახებ, რომელიც გადაუღებელმა წვიმამ თბილისში შექმნა, "ფეისბუქზე" ნატო უდესიანი წერს და შემთხვევის ამსახველ ფოტოებსაც ავრცელებს.

უდესიანის თქმით, გადაუღებელმა წვიმამ საბურთალოს ახალ სასაფლაოზე საფლავები დატბორა და "ლამის წალეკა". ამას უდესიანი გვერდით გაშენებული სასაფლაოდან მიწის ჩამოშლას უკავშირებს:

"საქმე იმაშია, რომ 15 წელიწადია, მსგავსი რამ არ მომხდარა და პრობლემამ მხოლოდ მას შემდეგ იჩინა თავი, რაც მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი კერძო სასაფლაო გაშენდა, სადაც მიწა გამყოფი ღობის სიმაღლეზე დაუყრიათ და ძლიერმა წვიმამ ეს მიწა არსებულ სასაფლაოზე ჩამოშალა.

საშინელი სანახავია დატბორილი საფლავები. როგორც კერძო სასაფლაოს დირექტორი ჭირისუფლებს გვიცხადებს, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ტერიტორია გაიწმინდოს და მოწესრიგდეს, თუმცა პრობლემა უფრო გლობალურია, ვინაიდან ძლიერი წვიმის დროს ხელახლა წამოვა ნიაღვარი და ისევ ჩამოიშლება მიწა.

ეს იმიტომ ხდება, რომ მშენებლობა, მათ შორის ახალი სასაფლაოებისაც ისე დამახინჯებით მიმდინარეობს, მერე თავსატეხს უჩენს მკვდარსაც და ცოცხალსაც. სად და ვისგან იღებენ ასეთი მშებებლობები ნებართვებს, რატომ ითანხმებენ პროექტებს, რომლებიც არ ითვალისწინებს აღნიშნული სფეროს მარეგულირებელ კანონებსა და წესებს, ამ შემთხვევაში თბილისის მერიის მიერ დადგენილ კანონს სასაფლაოთა მოწყობის წესის შესახებ, მხოლოდ მაშინ ვკითხულობთ, როცა საქმე გაფუჭებულია...

მიცვალებულები დუმან, ცოცხლები კი რიტორიკულ კითხვებს ვსვამთ და მგონი იმ წყალს ვნაყავთ, ზეცა რომ უშურველად იმეტებს ჩვენთვის. ეს დაზიანებული საფლავების მცირედი ნაწილია. ზარალი გაცილებით ბევრს მიადგა" - წერს უდესიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს