მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
930 წლის შემდეგ პირველად, წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები ბარიდან მოსკოვში გადააბრძანეს
930 წლის შემდეგ პირველად, წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები ბარიდან მოსკოვში გადააბრძანეს

930 წლის შემ­დეგ პირ­ვე­ლად, წმინ­და ნი­კო­ლო­ზის წმინ­და ნა­წი­ლე­ბი იტა­ლი­ის ქა­ლაქ ბა­რი­დან მოს­კოვ­ში გა­და­აბ­რძა­ნეს. წმინ­და ნი­კო­ლო­ზის უხრწნე­ლი სხე­უ­ლის რუ­სე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში ტრან­სპორ­ტი­რე­ბა სპეც­რე­ი­სით გან­ხორ­ცი­ელ­და.

თვითმფრი­ნა­ვი მოს­კო­ვის ვნუ­კო­ვოს აე­რო­პორ­ტში და­ეშ­ვა, სა­დაც წმინ­და­ნის სხე­ულს სა­პა­ტიო ყა­რა­უ­ლი და რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის მღვდლემ­თავ­რე­ბი და სამ­ღვდე­ლო­ე­ბა გა­ლო­ბით დახ­ვდა.

წმინ­და ნი­კო­ლო­ზის უხრწნე­ლი სხე­უ­ლი, რო­მე­ლიც ოქ­როს ლუს­კუ­მა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი, აე­რო­პორ­ტში და­აბ­რძა­ნეს და პა­რაკ­ლი­სი გა­და­ი­ხა­დეს, წა­ი­კი­თხეს წმინ­და­ნის "და­უჯ­დო­მე­ლი". ამის შემ­დეგ მრევლს მას­თან მი­ახ­ლე­ბის და თაყ­ვა­ნის­ცე­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცა.

წმინ­და ნი­კო­ლო­ზის წმინ­და ნა­წი­ლი მოს­კო­ვის მა­ცხოვ­რის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში 12 ივ­ლი­სამ­დე დარ­ჩე­ბა, 13 ივ­ლი­სი­დან 28 ივ­ლი­სამ­დე კი მორ­წმუ­ნე­ებს წმინ­და­ნის უხრწნე­ლი სხე­უ­ლის მო­ლოც­ვა სან­კტ პე­ტერ­ბურ­გში შე­ეძ­ლე­ბათ.

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია 22 მა­ისს წმინ­და ნი­კო­ლო­ზის წმინ­და ნა­წი­ლე­ბის ამოყ­ვა­ნე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს. წმინ­და ნი­კო­ლოზ სას­წა­ულ­მოქ­მე­დი მცი­რე აზი­ა­ში, ლუ­კი­ის მხა­რის ქა­ლაქ პა­თა­რა­ში, 257 წელს მდი­დარ და ღვთის­მო­შიშ ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მი­რონ­ლუ­კი­ი­დან იტა­ლი­ის ქა­ლაქ ბარ­ში წმინ­და მღვდელმთავ­რის წმინ­და ნა­წი­ლე­ბის გა­დას­ვე­ნე­ბა 1087 წელს მოხ­და. ეკ­ლე­სია წმინ­და ნი­კო­ლოზ სას­წა­ულ­მოქ­მე­დის ხსე­ნე­ბას წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ აღ­ნიშ­ნავს. 19 დე­კემ­ბერს მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

930 წლის შემდეგ პირველად, წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები ბარიდან მოსკოვში გადააბრძანეს

930 წლის შემდეგ პირველად, წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები ბარიდან მოსკოვში გადააბრძანეს

930 წლის შემდეგ პირველად, წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები იტალიის ქალაქ ბარიდან მოსკოვში გადააბრძანეს. წმინდა ნიკოლოზის უხრწნელი სხეულის რუსეთის დედაქალაქში ტრანსპორტირება სპეცრეისით განხორციელდა.

თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა, სადაც წმინდანის სხეულს საპატიო ყარაული და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლემთავრები და სამღვდელოება გალობით დახვდა.

წმინდა ნიკოლოზის უხრწნელი სხეული, რომელიც ოქროს ლუსკუმაშია მოთავსებული, აეროპორტში დააბრძანეს და პარაკლისი გადაიხადეს, წაიკითხეს წმინდანის "დაუჯდომელი". ამის შემდეგ მრევლს მასთან მიახლების და თაყვანისცემის შესაძლებლობა მიეცა.

წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილი მოსკოვის მაცხოვრის სახელობის ტაძარში 12 ივლისამდე დარჩება, 13 ივლისიდან 28 ივლისამდე კი მორწმუნეებს წმინდანის უხრწნელი სხეულის მოლოცვა სანკტ პეტერბურგში შეეძლებათ.

მართლმადიდებელი ეკლესია 22 მაისს წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილების ამოყვანების დღეს აღნიშნავს. წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში, 257 წელს მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. მირონლუკიიდან იტალიის ქალაქ ბარში წმინდა მღვდელმთავრის წმინდა ნაწილების გადასვენება 1087 წელს მოხდა. ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. 19 დეკემბერს მისი გარდაცვალების დღეა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"