სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოფელი ხარაგაულში, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია
სოფელი ხარაგაულში, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია

ევ­გე­ნი ხა­რა­ძე, არ­ჩილ ხა­რა­ძე, ნა­დეჟ­და ხა­რა­ძე, კიტა ბუ­ა­ჩი­ძე, თენ­გიზ ბუ­ა­ჩი­ძე, რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი, - ექ­ვსი­ვე ხა­რა­გა­უ­ლის ერთი ციც­ქნა სოფ­ლის, ფარ­ცხნა­ლის მად­ლი­ან ბუ­ნე­ბა­ში იშვა, ახლა კი დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში გა­ნის­ვე­ნე­ბენ... ეს არ არის სრუ­ლი სია: ერთი ციდა სო­ფელ­მა, სა­დაც 400 კომ­ლია აღ­რი­ცხუ­ლი, მაგ­რამ მხო­ლოდ 200 ცხოვ­რობს, სა­ქარ­თვე­ლო­სა და მსოფ­ლი­ოს ოთხი აკა­დე­მი­კო­სი, ორ­მოც­ზე მეტი პრო­ფე­სო­რი და მეც­ნი­ე­რე­ბის, ხე­ლოვ­ნე­ბი­სა თუ მწერ­ლო­ბის არა­ერ­თი ღირ­სე­უ­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აღუ­ზარ­და...

აქ და­ი­ბად­ნენ და გა­ი­ზარ­დნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც სა­ქარ­თვე­ლო­ში შვიდ მეც­ნი­ე­რე­ბას და­უ­დეს სა­თა­ვე და ამით სა­ქარ­თვე­ლო და ფარ­ცხნა­ლი მსოფ­ლი­ოს გა­აც­ნეს... სოფ­ლის ღირ­სე­უ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი წლე­ბის მან­ძილ­ზე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელს. სო­ფელ­ში ხუმ­რო­ბენ, - ფარ­ცხნალს სა­საფ­ლაო არ სჭირ­დე­ბა, აქ ყო­ვე­ლი მე­ო­რე პან­თე­ო­ნის ბი­ნა­და­რი ხდე­ბაო... სოფ­ლის ის­ტო­რი­ის ფურ­ცლებს ასე­ვე ამ­შვე­ნებს ცნო­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ აქ ერთი წლის მან­ძილ­ზე, პე­და­გო­გად მუ­შა­ობ­და 18 წლის გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძე...

ფარ­ცხნალ­ზე, რო­მელ­საც თა­ვი­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით მსოფ­ლი­ო­ში ანა­ლო­გი არ გა­აჩ­ნია, რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხალ­ხო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი თე­ატ­რის და­მა­არ­სე­ბელ­მა, სცე­ნა­რის­ტმა, მსა­ხი­ობ­მა და რე­ჟი­სორ­მა, იზა ვე­ფხვა­ძემ წიგ­ნი გა­მოს­ცა.

იზა ვე­ფხვა­ძე:

- ჩვე­უ­ლებ­რი­ვი იმე­რუ­ლი სო­ფე­ლია - მა­ღა­ლი, ცა­და­ზი­დუ­ლი მთე­ბის ძი­რას გაშ­ლი­ლი, ჭა­ლა­კებ­ში ჩაფ­ლუ­ლი წყლის წის­ქვი­ლე­ბით, ფერ­დო­ბებ­ზე შე­ფე­ნი­ლი ოდა-სახ­ლე­ბით, უმ­შვე­ნი­ე­რე­სი ეზო­ე­ბი­თა და ას­წლო­ვა­ნი ხე­ე­ბით დამ­შვე­ნე­ბუ­ლი. ერთი შე­ხედ­ვით, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სო­ფე­ლი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იმით გახ­ლავთ, რომ აქ და­უ­ჯე­რებ­ლად ბევ­რი სა­ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნის აკ­ვა­ნი და­ირ­წა... გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, ფარ­ცხნალ­ში სო­ლო­მონ მე­ო­რეს სა­ზა­ფხუ­ლო რე­ზი­დენ­ცია ჰქო­ნია. სო­ფელ­ში არის ად­გი­ლე­ბი, რო­მელ­საც დღემ­დე უწო­დე­ბენ "მე­ფის ნა­სახ­ლარს", "მე­ფი­სად­გომს", "მე­ფის ნა­ვე­ნა­ხარს". ერთ-ერთი გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, კა­ხო­რის მთა­ზე კა­ხო­რის წმინ­და გი­ორ­გის სა­ლო­ცა­ვის აგე­ბა მეფე თა­მარს უკავ­შირ­დე­ბა. ეს ტა­ძა­რი საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წლებ­ში ნა­ცარ­ტუ­ტად აქ­ცი­ეს, წმინ­და ხა­ტე­ბი კი ტყე­ებ­ში მი­მო­ფან­ტეს პი­რუ­ტყვთა და ნა­დირ­თა სათ­რე­ვად... სწო­რედ ფარ­ცხნალ­ში, თა­ბუ­კაშ­ვი­ლე­ბის საგ­ვა­რე­უ­ლო ოდა-სახ­ლში და­ი­ბა­და ქარ­თუ­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი კი­ნოს ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი, რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი და მისი ვაჟი - ლაშა...

- ამ პა­ტა­რა სო­ფელს მხო­ლოდ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ეყო­ფო­და სა­ა­მა­ყოდ, მაგ­რამ სხვა­დას­ხვა სფე­როს უთ­ვალ­სა­ჩი­ნო­ე­სი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ვინც სწო­რედ ამ მი­წამ ასაზ­რდო­ვა, ათე­უ­ლებს სცდე­ბა... მოდი, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრეთ, ვის შე­სა­ხე­ბაც შე­საძ­ლოა, არც კი იცო­დეს ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ... ვინ იყ­ვნენ ისი­ნი და რა შეს­ძი­ნა მათ­მა ღვაწლ­მა ჩვენს სამ­შობ­ლოს?

- ახლა ყვე­ლას ჩა­მოთ­ვლა შე­უძ­ლე­ბე­ლია. თუმ­ცა, ვეც­დე­ბი რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნის შე­სა­ხებ მო­გი­თხროთ... რად­გან რეზო და ლაშა თა­ბუ­კაშ­ვი­ლებ­ზე ხში­რად წა­უ­კი­თხავთ, ამ­ჯე­რად, და­ვი­წყოთ ევ­გე­ნი ხა­რა­ძე­ზე სა­უბ­რით... ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ას­ტრო­ნო­მი­ის ქარ­თუ­ლი სკო­ლის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი და აბას­თუმ­ნის ას­ტრო­ფი­ზი­კუ­რი ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის და­მა­არ­სე­ბე­ლი გახ­ლდათ. 60 წლის მან­ძილ­ზე ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის უც­ვლე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო. ასე­ვე, თსუ-ის რექ­ტო­რად და მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის პრე­ზი­დენ­ტად მუ­შა­ობ­და. ჯერ კი­დევ სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდამ, კონ­ტაქ­ტი და­ამ­ყა­რა ლე­ნინ­გრა­დის ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტორ­თან, პრო­ფე­სორ ნუ­მე­როვ­თან და გახ­და მისი ას­პი­რან­ტი, მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­მეც­ნი­ე­რო ექ­სპე­დი­ცი­ა­ში - იმ­დრო­ინ­დე­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მას­შტა­ბით, პირ­ვე­ლი სამ­თო ას­ტრო­ფი­ზი­კუ­რი ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის ასა­შე­ნებ­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში ად­გი­ლი უნდა შე­ერ­ჩი­ათ. პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ას­ტრო­ნო­მი თა­ვად გახ­ლდათ... მისი ძა­ლის­ხმე­ვით აშენ­და აბას­თუმ­ნის პირ­ველ­ხა­რის­ხო­ვა­ნი ობ­სერ­ვა­ტო­რია და ყა­ნო­ბი­ლის მა­ნამ­დე უც­ნო­ბი სერი მსხვილ მსოფ­ლიო სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტრად გა­და­იქ­ცა. მალე ევ­გე­ნი ხა­რა­ძემ თსუ-ში ას­ტრო­ნო­მი­ის კა­თედ­რა შექ­მნა, შე­ად­გი­ნა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი, აღ­ზარ­და არა­ერ­თი კად­რი... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

სოფელი ხარაგაულში, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია

სოფელი ხარაგაულში, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია

ევგენი ხარაძე, არჩილ ხარაძე, ნადეჟდა ხარაძე, კიტა ბუაჩიძე, თენგიზ ბუაჩიძე, რეზო თაბუკაშვილი, - ექვსივე ხარაგაულის ერთი ციცქნა სოფლის, ფარცხნალის მადლიან ბუნებაში იშვა, ახლა კი დიდუბის პანთეონში განისვენებენ... ეს არ არის სრული სია: ერთი ციდა სოფელმა, სადაც 400 კომლია აღრიცხული, მაგრამ მხოლოდ 200 ცხოვრობს, საქართველოსა და მსოფლიოს ოთხი აკადემიკოსი, ორმოცზე მეტი პროფესორი და მეცნიერების, ხელოვნებისა თუ მწერლობის არაერთი ღირსეული წარმომადგენელი აღუზარდა...

აქ დაიბადნენ და გაიზარდნენ ადამიანები, რომელთაც საქართველოში შვიდ მეცნიერებას დაუდეს სათავე და ამით საქართველო და ფარცხნალი მსოფლიოს გააცნეს... სოფლის ღირსეული წარმომადგენლები წლების მანძილზე ხელმძღვანელობდნენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელს. სოფელში ხუმრობენ, - ფარცხნალს სასაფლაო არ სჭირდება, აქ ყოველი მეორე პანთეონის ბინადარი ხდებაო... სოფლის ისტორიის ფურცლებს ასევე ამშვენებს ცნობა იმის შესახებ, რომ აქ ერთი წლის მანძილზე, პედაგოგად მუშაობდა 18 წლის გალაკტიონ ტაბიძე...

ფარცხნალზე, რომელსაც თავისი დანიშნულებით მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია, რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის დამაარსებელმა, სცენარისტმა, მსახიობმა და რეჟისორმა, იზა ვეფხვაძემ წიგნი გამოსცა.

იზა ვეფხვაძე:

- ჩვეულებრივი იმერული სოფელია - მაღალი, ცადაზიდული მთების ძირას გაშლილი, ჭალაკებში ჩაფლული წყლის წისქვილებით, ფერდობებზე შეფენილი ოდა-სახლებით, უმშვენიერესი ეზოებითა და ასწლოვანი ხეებით დამშვენებული. ერთი შეხედვით, ეს ჩვეულებრივი სოფელი არაჩვეულებრივი იმით გახლავთ, რომ აქ დაუჯერებლად ბევრი სახელოვანი ადამიანის აკვანი დაირწა... გადმოცემის თანახმად, ფარცხნალში სოლომონ მეორეს საზაფხულო რეზიდენცია ჰქონია. სოფელში არის ადგილები, რომელსაც დღემდე უწოდებენ "მეფის ნასახლარს", "მეფისადგომს", "მეფის ნავენახარს". ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, კახორის მთაზე კახორის წმინდა გიორგის სალოცავის აგება მეფე თამარს უკავშირდება. ეს ტაძარი საბჭოთა ხელისუფლების წლებში ნაცარტუტად აქციეს, წმინდა ხატები კი ტყეებში მიმოფანტეს პირუტყვთა და ნადირთა სათრევად... სწორედ ფარცხნალში, თაბუკაშვილების საგვარეულო ოდა-სახლში დაიბადა ქართული დოკუმენტური კინოს ახალი მიმართულების ფუძემდებელი, რეზო თაბუკაშვილი და მისი ვაჟი - ლაშა...

- ამ პატარა სოფელს მხოლოდ ეს ადამიანები ეყოფოდა საამაყოდ, მაგრამ სხვადასხვა სფეროს უთვალსაჩინოესი წარმომადგენლების რაოდენობა, ვინც სწორედ ამ მიწამ ასაზრდოვა, ათეულებს სცდება... მოდი, იმ ადამიანების შესახებ მოგვითხრეთ, ვის შესახებაც შესაძლოა, არც კი იცოდეს ფართო საზოგადოებამ... ვინ იყვნენ ისინი და რა შესძინა მათმა ღვაწლმა ჩვენს სამშობლოს?

- ახლა ყველას ჩამოთვლა შეუძლებელია. თუმცა, ვეცდები რამდენიმე მათგანის შესახებ მოგითხროთ... რადგან რეზო და ლაშა თაბუკაშვილებზე ხშირად წაუკითხავთ, ამჯერად, დავიწყოთ ევგენი ხარაძეზე საუბრით... ის საქართველოში ასტრონომიის ქართული სკოლის ფუძემდებელი და აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დამაარსებელი გახლდათ. 60 წლის მანძილზე ობსერვატორიის უცვლელი ხელმძღვანელი იყო. ასევე, თსუ-ის რექტორად და მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად მუშაობდა. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ, კონტაქტი დაამყარა ლენინგრადის ასტრონომიული ინსტიტუტის დირექტორთან, პროფესორ ნუმეროვთან და გახდა მისი ასპირანტი, მონაწილეობდა სამეცნიერო ექსპედიციაში - იმდროინდელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორიის ასაშენებლად საქართველოში ადგილი უნდა შეერჩიათ. პირველი ქართველი ასტრონომი თავად გახლდათ... მისი ძალისხმევით აშენდა აბასთუმნის პირველხარისხოვანი ობსერვატორია და ყანობილის მანამდე უცნობი სერი მსხვილ მსოფლიო სამეცნიერო ცენტრად გადაიქცა. მალე ევგენი ხარაძემ თსუ-ში ასტრონომიის კათედრა შექმნა, შეადგინა სახელმძღვანელოები, აღზარდა არაერთი კადრი... განაგრძეთ კითხვა