საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კაცი ძალიან აგრესიული იყო შვილების მიმართ" - რას ამბობს 19 წლის გოგო, რომელიც პაპის მკვლელობაშია ბრალდებული?!
"კაცი ძალიან აგრესიული იყო შვილების მიმართ" - რას ამბობს 19 წლის გოგო, რომელიც პაპის მკვლელობაშია ბრალდებული?!

ძა­ლო­ვა­ნებ­მა ერთი თვის წინ მომ­ხდა­რი შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბა გახ­სნეს და ბრალ­დე­ბა მოკ­ლუ­ლი მო­ხუ­ცის ოჯა­ხის წევ­რს წა­უ­ყე­ნეს.

77 წლის ჯუმ­ბერ კუპ­რე­იშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში მხი­ლე­ბუ­ლია მისი შვი­ლიშ­ვი­ლი, 19 წლის მა­რი­ამ კუპ­რე­იშ­ვი­ლი და მისი თა­ნა­კურ­სე­ლი, 20 წლის გი­ორ­გი გვა­რა­მია. მათ ბრა­ლად ედე­ბათ ან­გა­რე­ბით ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა.

მომ­ხდარ­ზე სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს ჟურ­ნა­ლი "გზა", რომ­ლი­და­ნაც ამო­ნა­რი­დებს გთა­ვა­ზობთ:

გა­მო­ძი­ე­ბის ცნო­ბით, 9 აპ­რილს ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში შე­ი­ძი­ნეს ხელ­თათ­მა­ნე­ბი და დანა, მი­ვიდ­ნენ მო­ხუ­ცის სახ­ლში და ცივი ია­რა­ღით 40 ჭრი­ლო­ბა

მი­ა­ყე­ნეს, შემ­დეგ კვა­ლის და­სა­ფა­რა­ვად ბი­ნა­ში ხან­ძა­რი გა­ა­ჩი­ნეს და მი­ი­მალ­ნენ. გა­მო­ძი­ე­ბის თქმით, ბრალ­დე­ბუ­ლებს ბი­ნა­ში 200 ათა­სი დო­ლა­რი ეგუ­ლე­ბო­დათ, მაგ­რამ თან­ხა ვერ იპო­ვეს და ბი­ნი­დან 335 ლარი წა­ი­ღეს. პრო­კუ­რა­ტუ­რის მტკი­ცე­ბით, საქ­მე­ში დევს წე­რი­ლიც, რო­მე­ლიც ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მიერ და­ნა­შა­უ­ლის წი­ნას­წარ და­გეგ­მვას ადას­ტუ­რებს, თუმ­ცა პრო­კუ­რა­ტუ­რა ში­ნა­არსს არ ასა­ჯა­რო­ებს.

საქ­მე­ში არ­სე­ბობს და­კა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბიც, სა­დაც დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რენ ვი­თა­რე­ბას და აღი­ა­რე­ბენ და­ნა­შა­ულს.

გი­ორ­გი ბე­რი­ძე, მა­რი­ამ კუპ­რე­იშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი:

- 19 წლის ბავ­შვე­ბი მი­ი­ტყუ­ეს სპე­ცი­ა­ლუ­რად და არ უთხრეს, რომ შე­ეძ­ლოთ, ად­ვო­კა­ტი ჰყო­ლო­დათ. ჩემს და­სა­ცავს ჩვე­ნე­ბა არ მი­უ­ცია, უბ­რა­ლოდ მას გა­მომ­ძი­ებ­ლის და­წე­რილ­ზე მო­ა­წე­რი­ნეს ხელი.

- მა­შინ გვი­ამ­ბეთ თქვე­ნი ვერ­სია, მა­რი­ა­მი იმ დღეს იქ არ მი­სუ­ლა?

- მა­რი­ა­მის პაპა მარ­ტო ცხოვ­რობ­და, ის ნა­ჩხუ­ბა­რი იყო ოჯა­ხის ყვე­ლა წევრთან. მას ჰყავ­და ორი ცოლი და ოთხი შვი­ლი, ორი­ვე მე­უღ­ლეს­თან გა­შო­რე­ბუ­ლი იყო და ამ­ჟა­მად ჰყავ­და საყ­ვა­რე­ლი. ძი­რი­თა­დად მარ­ტო ცხოვ­რობ­და, ძა­ლი­ან აგ­რე­სუ­ლი იყო შვი­ლე­ბის მი­მართ. არც თან­ხა ჰქონ­და. მა­რი­ა­მი ცდი­ლობ­და, მა­მა­მი­სი და პაპა შე­ე­რი­გე­ბი­ნა, ის ამ­ბობს, რომ პაპა უყ­ვარ­და.

- რა­ტომ უნდა მი­ე­ტა­ნათ ეჭვი უდა­ნა­შა­უ­ლო 19 წლის გო­გო­ზე, რა ინ­ტე­რე­სი უნდა ჰქო­ნო­და პრო­კუ­რა­ტუ­რას?

- ამ საქ­მე­ში იმ­ხე­ლა რე­სურ­სი და­ხარ­ჯა პრო­კუ­რა­ტუ­რამ, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო ხელი ვი­ღა­ცის­თვის და­ე­დო. პრეს­ტი­ჟის საქ­მე იყო ამ და­ნა­შა­უ­ლის გახ­სნა. პრო­კუ­რა­ტუ­რას უნდა, ვი­ღაც და­სა­ჯოს.

- მა­ინც ვერ მი­ვი­ღე პა­სუ­ხი, რა­ტომ მა­ინ­ცდა­მა­ინც მა­რი­ა­მი?

- მოხ­და გა­უ­გებ­რო­ბა, რო­მელ­ზეც ვერ ვი­სა­უბ­რებ. ვერ გა­ვახ­მა­უ­რებ ამ დე­ტა­ლებს. უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი ბევ­რჯერ დას­ჯი­ლან. არ მინ­და, ჩემი და­სა­ცა­ვიც ასე და­ი­სა­ჯოს.

იხი­ლეთ სრუ­ლად ჟურ­ნალ "გზის" 18 მა­ი­სის ნო­მერ­ში

"კაცი ძალიან აგრესიული იყო შვილების მიმართ" - რას ამბობს 19 წლის გოგო, რომელიც პაპის მკვლელობაშია ბრალდებული?!

"კაცი ძალიან აგრესიული იყო შვილების მიმართ" - რას ამბობს 19 წლის გოგო, რომელიც პაპის მკვლელობაშია ბრალდებული?!

ძალოვანებმა ერთი თვის წინ მომხდარი შემზარავი მკვლელობა გახსნეს და ბრალდება მოკლული მოხუცის ოჯახის წევრს წაუყენეს.

77 წლის ჯუმბერ კუპრეიშვილის მკვლელობაში მხილებულია მისი შვილიშვილი, 19 წლის მარიამ კუპრეიშვილი და მისი თანაკურსელი, 20 წლის გიორგი გვარამია. მათ ბრალად ედებათ ანგარებით ჩადენილი განზრახ მკვლელობა.

მომხდარზე სტატიას აქვეყნებს ჟურნალი "გზა", რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

გამოძიების ცნობით, 9 აპრილს ბრალდებულებმა ერთ-ერთ მაღაზიაში შეიძინეს ხელთათმანები და დანა, მივიდნენ მოხუცის სახლში და ცივი იარაღით 40 ჭრილობა

მიაყენეს, შემდეგ კვალის დასაფარავად ბინაში ხანძარი გააჩინეს და მიიმალნენ. გამოძიების თქმით, ბრალდებულებს ბინაში 200 ათასი დოლარი ეგულებოდათ, მაგრამ თანხა ვერ იპოვეს და ბინიდან 335 ლარი წაიღეს. პროკურატურის მტკიცებით, საქმეში დევს წერილიც, რომელიც ბრალდებულების მიერ დანაშაულის წინასწარ დაგეგმვას ადასტურებს, თუმცა პროკურატურა შინაარსს არ ასაჯაროებს.

საქმეში არსებობს დაკავებული ახალგაზრდების ჩვენებებიც, სადაც დეტალურად აღწერენ ვითარებას და აღიარებენ დანაშაულს.

გიორგი ბერიძე, მარიამ კუპრეიშვილის ადვოკატი:

- 19 წლის ბავშვები მიიტყუეს სპეციალურად და არ უთხრეს, რომ შეეძლოთ, ადვოკატი ჰყოლოდათ. ჩემს დასაცავს ჩვენება არ მიუცია, უბრალოდ მას გამომძიებლის დაწერილზე მოაწერინეს ხელი.

- მაშინ გვიამბეთ თქვენი ვერსია, მარიამი იმ დღეს იქ არ მისულა?

- მარიამის პაპა მარტო ცხოვრობდა, ის ნაჩხუბარი იყო ოჯახის ყველა წევრთან. მას ჰყავდა ორი ცოლი და ოთხი შვილი, ორივე მეუღლესთან გაშორებული იყო და ამჟამად ჰყავდა საყვარელი. ძირითადად მარტო ცხოვრობდა, ძალიან აგრესული იყო შვილების მიმართ. არც თანხა ჰქონდა. მარიამი ცდილობდა, მამამისი და პაპა შეერიგებინა, ის ამბობს, რომ პაპა უყვარდა.

- რატომ უნდა მიეტანათ ეჭვი უდანაშაულო 19 წლის გოგოზე, რა ინტერესი უნდა ჰქონოდა პროკურატურას?

- ამ საქმეში იმხელა რესურსი დახარჯა პროკურატურამ, რომ აუცილებელი იყო ხელი ვიღაცისთვის დაედო. პრესტიჟის საქმე იყო ამ დანაშაულის გახსნა. პროკურატურას უნდა, ვიღაც დასაჯოს.

- მაინც ვერ მივიღე პასუხი, რატომ მაინცდამაინც მარიამი?

- მოხდა გაუგებრობა, რომელზეც ვერ ვისაუბრებ. ვერ გავახმაურებ ამ დეტალებს. უდანაშაულო ადამიანები ბევრჯერ დასჯილან. არ მინდა, ჩემი დასაცავიც ასე დაისაჯოს.

იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 18 მაისის ნომერში

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ