საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცუცა კაპანაძის მოკითხვა ამერიკიდან და ნიუ-იორკის ქართული თეატრი, რომელიც ისტორიას ქმნის
ცუცა კაპანაძის მოკითხვა ამერიკიდან და ნიუ-იორკის ქართული თეატრი, რომელიც ისტორიას ქმნის

4 ივ­ნისს ნიუ-იორკში ქარ­თუ­ლი პრე­მი­ე­რაა - ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი მსა­ხი­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ლუკ­მა-პუ­რის­თვის აშშ-ში სხვა­დას­ხვა საქ­მი­ა­ნო­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, პა­რა­ლე­ლუ­რად თე­ატ­რი­სა და სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ის სიყ­ვა­რუ­ლით ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ცენ­ტრში Dancing Crane Company-ში და მას­თან არ­სე­ბულ New York Georgian Theater-ში არი­ან გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი, სა­დაც სპექ­ტაკ­ლე­ბის დად­გმას და თა­მაშს ახერ­ხე­ბენ.

ემიგ­რანტ მა­ყუ­რე­ბელს ირაკ­ლი სამ­სო­ნა­ძის პი­ე­სის მი­ხედ­ვით შექ­მნილ "კლი­ნი­კუ­რი ქორ­წი­ნე­ბას" წა­რუდ­გე­ნენ.

პი­ე­სამ 2010 წელს მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ფონ­დის კონ­კურ­სის - "ახა­ლი ქარ­თუ­ლი პი­ე­სა" - პირ­ვე­ლი პრე­მია მი­ი­ღო. ეს არის ტრა­გიკ-ფარ­სი-კო­მე­დია, უც­ნა­უ­რად გად­მო­ცე­მუ­ლი მა­რა­დი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. მოქ­მე­დე­ბა ვი­თარ­დე­ბა კერ­ძო კლი­ნი­კა­ში, სა­დაც მთა­ვარ ექიმს ვალ­ტერ ჩი­ჩუ­ას სა­ა­თი­ვით აქვს აწყო­ბი­ლი საქ­მე. თვი­თონ არის კა­ნო­ნიც და კა­ნო­ნის გან­მგე­ბე­ლიც, მაგ­რამ მუდ­მი­ვი არა­ფე­რია... და აი, კლი­ნი­კა­ში მო­დის ახა­ლი პა­ცი­ენ­ტი ნო­და­რა და ჩნდე­ბა პრობ­ლე­მა, რომ­ლის მო­საგ­ვა­რებ­ლა­დაც ბა­ტო­ნი ვალ­ტე­რი მზა­დაა, ყვე­ლა­ნა­ირ ხერ­ხს მი­მარ­თოს...

მა­რა­დი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი - ღა­ლა­ტი, უმუ­შევ­რო­ბა, ლო­თო­ბა, და­ნა­შა­უ­ლი­დან თა­ვის დაძ­ვრე­ნის მცდე­ლო­ბა, ტყუ­ი­ლი, გან­დი­დე­ბის სურ­ვი­ლი, ნე­ბის­მი­ე­რი გზით კე­თილ­დღე­ო­ბის მო­პო­ვე­ბა, ბა­ტო­ნო­ბის სურ­ვი­ლი, ავ­ტო­რის მიერ ოს­ტა­ტუ­რად შექ­მნილ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აბ­სურ­დუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი­თაა გად­მო­ცე­მუ­ლი.

რე­ჟი­სო­რი - ლიკა სი­რელ­სო­ნი გახ­ლავთ, მხატ­ვა­რი - მაკა მი­ქე­ლა­ძე, ქო­რე­ოგ­რა­ფი - ირაკ­ლი შენ­გე­ლია. სპექ­ტაკლში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ მსა­ხი­ო­ბე­ბი: და­ვით ტოპ­რა­კაშ­ვი­ლი, ანრი კა­ლან­და­რიშ­ვი­ლი, ირი­ნა ჩი­ნაშ­ვი­ლი, ირაკ­ლი ლე­ბა­ნი­ძე, ცუცა კა­პა­ნა­ძე, გი­ორ­გი ნა­რი­მა­ნი­ძე, ნა­ტა­ლია გო­დერ­ძიშ­ვი­ლი, ლიკა სი­რელ­სო­ნი.

AMBEBI.GE ნიუ-იორკში ცუცა კა­პა­ნა­ძეს და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც New York Georgian Theater-ს აქ­ტი­უ­რი წევ­რია და ახალ წარ­მოდ­გე­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს.

- ჩემს პერ­სო­ნაჟს ას­მა­თი ჰქვია, ცხვრის "ქურ­ქში" გახ­ვე­უ­ლი მგე­ლია, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თაღ­ლი­თი... ეს წარ­მოდ­გე­ნა აქამ­დე დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბის­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვავ­დე­ბა. მა­ყუ­რე­ბე­ლი მსა­ხი­ო­ბებს სულ სხვა ამ­პლუ­ა­ში იხი­ლავს. ჟღერს შე­სა­ნიშ­ნა­ვი მუ­სი­კა, მხატ­ვრო­ბა, ჩანს რე­ჟი­სო­რის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხედ­ვა. ასე რომ, ამ თე­ატ­რში საქ­მი­ა­ნო­ბა ყვე­ლას გვე­ა­მა­ყე­ბა, რად­გა­ნაც ვქმნით ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის უდი­დეს ის­ტო­რი­ას. იმის გამო, რომ ჩვენს თე­ატრს არ­სე­ბო­ბის 10 წელი უს­რულ­დე­ბა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მას ჰყავ­დეს მა­ყუ­რე­ბე­ლი, რის­თვი­საც ენერ­გი­ას არც ერთი ვზო­გავთ.

- უკვე რამ­დე­ნი წელი გა­ვი­და, რაც ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობ?

- 11 წე­ლია ამე­რი­კა­ში ვარ და ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეც გახ­ლა­ვართ (იმე­დია, ჩემი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას ოდეს­მე და­ვიბ­რუ­ნებ). აქ ჩა­მოს­ვლის პირ­ვე­ლი დღი­დან­ვე კომ­პა­ნია Dancing Crane-თან არ­სე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ცენ­ტრის წევ­რი გავ­ხდი, რო­მელ­საც დე­კემ­ბერ­ში არ­სე­ბო­ბის 20 წელი უს­რულ­დე­ბა, ხოლო ქარ­თულ თე­ატრს კი 15 სექ­ტემ­ბერს - 10 წელი შე­უს­რულ­დე­ბა. დღემ­დე მისი წევ­რი ვარ და ვა­მა­ყობ, რომ ამ თე­ატ­რის და­არ­სე­ბა­ში წვლი­ლი მი­მი­ძღვის, რომ თი­თო­ე­უ­ლი მსა­ხი­ო­ბი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფის წევ­რი ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის ის­ტო­რი­ას შო­რე­ულ ამე­რი­კა­ში ქმნის. ეს ცენ­ტრი ჩვე­ნი მე­ო­რე ოჯა­ხია, სა­დაც თი­თე­უ­ლი ჩვენ­თა­გა­ნი ჩვენს საყ­ვა­რელ საქ­მეს ვა­კე­თებთ.

სულ თა­ვი­დან თე­ატ­რი ოტია იო­სე­ლი­ა­ნის "ექ­ვსი ში­ნა­ბე­რა და ერთი მა­მა­კა­ცით" გა­იხ­სნა (და­მა­არ­სებ­ლე­ბი ვიქ­ტორ და ლია სი­რელ­სო­ნე­ბი). ამ ხნის მან­ძილ­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მაქვს მი­ღე­ბუ­ლი 5 სპექ­ტაკლში, 3 მი­უ­ზიკლსა და 3 თე­ატ­რა­ლურ შო­უ­ში.

- ძი­რი­თა­დად ვინ არი­ან თქვე­ნი თე­ატ­რის მა­ყუ­რებ­ლე­ბი?

- ჩვე­ნი მა­ყუ­რებ­ლე­ბი ემიგ­რან­ტი ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ ასე­ვე ყო­ველ სპე­კტაკლზე მო­დი­ან და მხარს გვი­ჭე­რენ ჩვე­ნი ამე­რი­კე­ლი მე­გობ­რე­ბი. მად­ლო­ბა მათ ამის­თვის!

- რო­გორც ვიცი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ცოტა ხნის წინ იყა­ვი ჩა­მო­სუ­ლი...

- კი, მარ­ტში გახ­ლდით სა­ქარ­თვე­ლო­ში ორ­გა­ნი­ზა­ცია "წარ­მა­ტე­ბუ­ლი ემიგ­რან­ტი ქა­ლის" მოწ­ვე­ვით და და­მა­ჯილ­დო­ვეს რო­გორც მე, ასე­ვე სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ემიგ­რან­ტი ქალი. დიდი მად­ლო­ბა ამის­თვის მის ორ­გა­ნი­ზა­ტორს ქალ­ბა­ტონ ინნა ბა­ი­ას. ითო­ე­უ­ლი ემიგ­რან­ტის­თვის დიდი სტი­მუ­ლია, რო­დე­საც შენს შრო­მას აფა­სე­ბენ.

- მსა­ხი­ობ ხა­თუ­ნა იო­სე­ლი­ან­ზე რას გვე­ტყვი, ისიც ხომ თქვე­ნი თე­ატ­რის წევ­რია.

- რა თქმა უნდა, ჩვენ­თან არის და ამ პრე­მი­ე­რის შემ­დეგ ახა­ლი სპექ­ტაკ­ლის დად­გმას იწყებს. რამ­დე­ნი­მე პი­ე­სა აქვს, მაგ­რამ ზუს­ტად არ ვიცი, რომ­ლის დად­გმას გა­და­წყვეტს. ჩვენს თე­ატ­რში მას დად­გმუ­ლი აქვს ნო­დარ დუმ­ბა­ძის "თეთ­რი ბა­ი­რა­ღე­ბი".

- სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ბო­ლო­ოდ დაბ­რუ­ნე­ბას რო­დის აპი­რებ?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას სულ ვა­პი­რებ, მაგ­რამ ახლო მო­მა­ვალ­ში არა. ისე თუ რა­ი­მე პრო­ექ­ტი იქ­ნე­ბა და მი­მიწ­ვე­ვენ, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩა­მო­ვალ. ვე­ლო­დე­ბი ზუსტ პა­სუხს ერთ-ერთი ფილ­მი­დან. შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ივ­ლის­ში გა­და­ღე­ბე­ბი და­ი­წყოს სა­ქარ­თვე­ლო­ში და ჩა­მო­ვი­დე. რე­ჟი­სო­რის გვარს ჯერ არ ვი­ტყვი. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა სი­ახ­ლე­ებს, - ჩვე­ნი ბავშთა მუ­სი­კა­ლუ­რი თე­ატ­რი 4 ივ­ლისს თე­ატ­რა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ზე თე­სა­ლო­ნიკ­ში მი­ემ­გზავ­რე­ბა, რის­თვი­საც დიდი სამ­ზა­დი­სია... სხვა რა გი­თხრათ, მიყ­ვარ­ხართ და გულ­თბილ მო­კი­თხვას გით­ვლით!

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ცუცა კაპანაძის მოკითხვა ამერიკიდან და ნიუ-იორკის ქართული თეატრი, რომელიც ისტორიას ქმნის

ცუცა კაპანაძის მოკითხვა ამერიკიდან და ნიუ-იორკის ქართული თეატრი, რომელიც ისტორიას ქმნის

4 ივნისს ნიუ-იორკში ქართული პრემიერაა - ქართველი ემიგრანტი მსახიობები, რომლებიც ლუკმა-პურისთვის აშშ-ში სხვადასხვა საქმიანობით არიან დაკავებულები, პარალელურად თეატრისა და საკუთარი პროფესიის სიყვარულით ქართული კულტურის ცენტრში Dancing Crane Company-ში და მასთან არსებულ New York Georgian Theater-ში არიან გაერთიანებულები, სადაც სპექტაკლების დადგმას და თამაშს ახერხებენ.

ემიგრანტ მაყურებელს ირაკლი სამსონაძის პიესის მიხედვით შექმნილ "კლინიკური ქორწინებას" წარუდგენენ.

პიესამ 2010 წელს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ფონდის კონკურსის - "ახალი ქართული პიესა" - პირველი პრემია მიიღო. ეს არის ტრაგიკ-ფარსი-კომედია, უცნაურად გადმოცემული მარადიული პრობლემები. მოქმედება ვითარდება კერძო კლინიკაში, სადაც მთავარ ექიმს ვალტერ ჩიჩუას საათივით აქვს აწყობილი საქმე. თვითონ არის კანონიც და კანონის განმგებელიც, მაგრამ მუდმივი არაფერია... და აი, კლინიკაში მოდის ახალი პაციენტი ნოდარა და ჩნდება პრობლემა, რომლის მოსაგვარებლადაც ბატონი ვალტერი მზადაა, ყველანაირ ხერხს მიმართოს...

მარადიული პრობლემები - ღალატი, უმუშევრობა, ლოთობა, დანაშაულიდან თავის დაძვრენის მცდელობა, ტყუილი, განდიდების სურვილი, ნებისმიერი გზით კეთილდღეობის მოპოვება, ბატონობის სურვილი, ავტორის მიერ ოსტატურად შექმნილ ძალიან საინტერესო აბსურდული სიტუაციებითაა გადმოცემული.

რეჟისორი - ლიკა სირელსონი გახლავთ, მხატვარი - მაკა მიქელაძე, ქორეოგრაფი - ირაკლი შენგელია. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: დავით ტოპრაკაშვილი, ანრი კალანდარიშვილი, ირინა ჩინაშვილი, ირაკლი ლებანიძე, ცუცა კაპანაძე, გიორგი ნარიმანიძე, ნატალია გოდერძიშვილი, ლიკა სირელსონი.

AMBEBI.GE ნიუ-იორკში ცუცა კაპანაძეს დაუკავშირდა, რომელიც New York Georgian Theater-ს აქტიური წევრია და ახალ წარმოდგენაში მონაწილეობს.

- ჩემს პერსონაჟს ასმათი ჰქვია, ცხვრის "ქურქში" გახვეული მგელია, ჩვეულებრივი თაღლითი... ეს წარმოდგენა აქამდე დადგმული სპექტაკლებისგან აბსოლუტურად განსხვავდება. მაყურებელი მსახიობებს სულ სხვა ამპლუაში იხილავს. ჟღერს შესანიშნავი მუსიკა, მხატვრობა, ჩანს რეჟისორის განსხვავებული ხედვა. ასე რომ, ამ თეატრში საქმიანობა ყველას გვეამაყება, რადგანაც ვქმნით ქართული თეატრის უდიდეს ისტორიას. იმის გამო, რომ ჩვენს თეატრს არსებობის 10 წელი უსრულდება, აუცილებელია მას ჰყავდეს მაყურებელი, რისთვისაც ენერგიას არც ერთი ვზოგავთ.

- უკვე რამდენი წელი გავიდა, რაც ამერიკაში ცხოვრობ?

- 11 წელია ამერიკაში ვარ და ამ ქვეყნის მოქალაქეც გახლავართ (იმედია, ჩემი ქვეყნის მოქალაქეობას ოდესმე დავიბრუნებ). აქ ჩამოსვლის პირველი დღიდანვე კომპანია Dancing Crane-თან არსებული ქართული კულტურის ცენტრის წევრი გავხდი, რომელსაც დეკემბერში არსებობის 20 წელი უსრულდება, ხოლო ქართულ თეატრს კი 15 სექტემბერს - 10 წელი შეუსრულდება. დღემდე მისი წევრი ვარ და ვამაყობ, რომ ამ თეატრის დაარსებაში წვლილი მიმიძღვის, რომ თითოეული მსახიობი, შემოქმედებითი ჯგუფის წევრი ქართული თეატრის ისტორიას შორეულ ამერიკაში ქმნის. ეს ცენტრი ჩვენი მეორე ოჯახია, სადაც თითეული ჩვენთაგანი ჩვენს საყვარელ საქმეს ვაკეთებთ.

სულ თავიდან თეატრი ოტია იოსელიანის "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცით" გაიხსნა (დამაარსებლები ვიქტორ და ლია სირელსონები). ამ ხნის მანძილზე მონაწილეობა მაქვს მიღებული 5 სპექტაკლში, 3 მიუზიკლსა და 3 თეატრალურ შოუში.

- ძირითადად ვინ არიან თქვენი თეატრის მაყურებლები?

- ჩვენი მაყურებლები ემიგრანტი ქართველები არიან, მაგრამ ასევე ყოველ სპეკტაკლზე მოდიან და მხარს გვიჭერენ ჩვენი ამერიკელი მეგობრები. მადლობა მათ ამისთვის!

- როგორც ვიცი, საქართველოში ცოტა ხნის წინ იყავი ჩამოსული...

- კი, მარტში გახლდით საქართველოში ორგანიზაცია "წარმატებული ემიგრანტი ქალის" მოწვევით და დამაჯილდოვეს როგორც მე, ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული წარმატებული ემიგრანტი ქალი. დიდი მადლობა ამისთვის მის ორგანიზატორს ქალბატონ ინნა ბაიას. ითოეული ემიგრანტისთვის დიდი სტიმულია, როდესაც შენს შრომას აფასებენ.

- მსახიობ ხათუნა იოსელიანზე რას გვეტყვი, ისიც ხომ თქვენი თეატრის წევრია.

- რა თქმა უნდა, ჩვენთან არის და ამ პრემიერის შემდეგ ახალი სპექტაკლის დადგმას იწყებს. რამდენიმე პიესა აქვს, მაგრამ ზუსტად არ ვიცი, რომლის დადგმას გადაწყვეტს. ჩვენს თეატრში მას დადგმული აქვს ნოდარ დუმბაძის "თეთრი ბაირაღები".

- საქართველოში საბოლოოდ დაბრუნებას როდის აპირებ?

- საქართველოში დაბრუნებას სულ ვაპირებ, მაგრამ ახლო მომავალში არა. ისე თუ რაიმე პროექტი იქნება და მიმიწვევენ, დიდი სიამოვნებით ჩამოვალ. ველოდები ზუსტ პასუხს ერთ-ერთი ფილმიდან. შესაძლებელია, რომ ივლისში გადაღებები დაიწყოს საქართველოში და ჩამოვიდე. რეჟისორის გვარს ჯერ არ ვიტყვი. რაც შეეხება სხვა სიახლეებს, - ჩვენი ბავშთა მუსიკალური თეატრი 4 ივლისს თეატრალურ ფესტივალზე თესალონიკში მიემგზავრება, რისთვისაც დიდი სამზადისია...  სხვა რა გითხრათ, მიყვარხართ და გულთბილ მოკითხვას გითვლით!

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი