პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ხუხაშვილი - "ფარცხალაძე "კეზერაშვილი N2"-ია"
გია ხუხაშვილი - "ფარცხალაძე "კეზერაშვილი N2"-ია"

გა­სულ კვი­რას გე­ნე­რა­ლურ­მა აუ­დი­ტორ­მა ლაშა თორ­დი­ამ ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე და მისი დაც­ვის წევ­რე­ბი თავ­დას­ხმა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და გა­ნა­ცხა­და, რომ მისი ცემა მის სამ­სა­ხუ­რებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. თორ­დი­ამ ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის მიერ მოკ­ვლე­ულ მა­სა­ლებ­ში ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე ფი­გუ­რი­რებ­და... ამ პრო­ცეს­მა ჩვენ­ში ბევ­რს გა­ახ­სე­ნა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო ფი­ნან­სუ­რი სქე­მე­ბი და ფარ­ცხა­ლა­ძე­სა და და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს შო­რის მსგავ­სე­ბის და­ნახ­ვაც ბევ­რმა შეძ­ლო. გვე­სა­უბ­რე­ბა ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი:

- ფარ­ცხა­ლა­ძი­სა და კე­ზე­რაშ­ვი­ლის ფი­გუ­რებს შო­რის მსგავ­სე­ბა ცხა­დია, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ფარ­ცხა­ლა­ძე "კე­ზე­რაშ­ვი­ლი N2"-ია, მაგ­რამ მე მათ შო­რის გან­სხვა­ვე­ბა­საც ვხე­დავ. საქ­მე ისაა, რომ ამ პრობ­ლე­მას უფრო მას­შტა­ბუ­რად უნდა შევ­ხე­დოთ. ის, რაც მოხ­და, იმ სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მის გა­მოვ­ლი­ნე­ბაა, რო­მე­ლიც ქარ­თულ სი­ნამ­დვი­ლე­ში, პრაქ­ტი­კუ­ლად, მთე­ლი უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში გვხვდე­ბა. ტრა­დი­ცი­ად დამ­კვიდ­რდა, რომ სა­ხელ­მწი­ფოს­თვის გარ­და­მა­ვალ ეტაპ­ზე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბის ცვლას­თან ერ­თად, ფორ­მა­ლუ­რი და არა­ფორ­მა­ლუ­რი ინ­ტე­რესჯ­გუ­ფე­ბის ფორ­მი­რე­ბა ხდე­ბა, რო­მელ­თა­გან ერთს აქვს პო­ლი­ტი­კუ­რი კომ­პე­ტენ­ცია და ინ­ტე­რე­სი, მე­ო­რეს კი - ფი­ნან­სუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ისი­ნი ახერ­ხე­ბენ თა­ნა­ცხოვ­რე­ბას, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ კონ­ფლიქ­ტი გარ­და­უ­ვა­ლია და ის ვი­თარ­დე­ბა იმის მი­ხედ­ვით, თუ ვინ არის დო­მი­ნან­ტი, ანუ ფული მუ­შა­ობს პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის, თუ - პი­რი­ქით.

სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბი­სას, შე­იქ­მნა ოლი­გარ­ქი­უ­ლი სის­ტე­მა, ანუ პო­ლი­ტი­კუ­რი და ფი­ნან­სუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი ისე შე­ერ­წყა ერ­თმა­ნეთს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის მუ­შა­ობ­და ბიზ­ნე­სი, მათ შო­რის არა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი, არა­მედ მთე­ლი სის­ტე­მე­ბი, მათ შო­რის, სა­ბან­კოც... ეს, რა თქმა უნდა, მან­კი­ე­რი სის­ტე­მა იყო, მაგ­რამ ბევ­რად უფრო სა­ვა­ვა­ლოა, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კა იწყებს ბიზ­ნე­სინ­ტერ­სე­ბის­თვის მუ­შა­ო­ბას, ანუ დო­მი­ნან­ტად გვევ­ლი­ნე­ბა გარ­კვე­უ­ლი ფი­ნან­სუ­რი კლა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც პო­ლი­ტი­კას თა­მა­შის წე­სებს კარ­ნა­ხო­ბენ.

დღეს, ჩემი აზ­რით, სწო­რედ ამ კონ­ფლქიტს ვაკ­ვირ­დე­ბით. სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან წას­ვლის შემ­დეგ მი­დის ახა­ლი სის­ტე­მის ფორ­მი­რე­ბა, გა­და­ნა­წი­ლე­ბის პრო­ცე­სი და დღეს ე.წ. ახალ­გა­მომ­ცხვარ ოლი­გარ­ქი­ას აქვს პრე­ტენ­ზია, რომ მან მო­ი­პო­ვოს პო­ლი­ტი­კა­ზე დო­მი­ნან­ტო­ბა. ეს ინ­ცი­დენ­ტიც ამის ერთ-ერთი გა­მოვ­ლე­ნაა, ვერ ვი­ტყო­დი რომ ერ­თა­დერ­თი. ეს კონ­ფლიქ­ტი დიდი ხა­ნია მი­მა­დი­ნა­რებს ფა­რუ­ლად, უბ­რა­ლოდ, ეს ეპი­ზო­დი გახ­მა­ურ­და.

გან­სხვა­ვე­ბა კე­ზე­რაშ­ვილს და ფარ­ცხა­ლა­ძეს შო­რის სწო­რედ ის არის, რომ კე­ზე­რაშ­ვი­ლის ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბი მუ­შა­ობ­და პო­ლი­ტი­კა­ზე, კე­ზე­რაშ­ვი­ლი კი მუ­შა­ობ­და არა მხო­ლოდ პი­რად ინ­ტე­რეს­ზე, არა­მედ პარ­ტი­ულ სა­ლა­რო­ზე, დიდ პო­ლი­ტი­კურ გეგ­მა­ზე. დღე­ვან­დელ იო­ლიგ­რა­ქია პი­რად ინ­ტე­რეს­ზე მუ­შა­ობს და პო­ლი­ტი­კას იმ­სა­ხუ­რებს ამის­თვის. ფარ­ცხა­ლა­ძე კი წარ­მო­ად­გენს სწო­რედ ამ ოლი­გარ­ქი­ას, თუმ­ცა მისი "ძლე­ვა­მო­სი­ლე­ბის­თვის" სწო­რედ რომ რიგი სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბი იღწ­ვი­ან. ისიც ყვე­ლას ახ­სოვს, რომ დღე­საც სა­უბ­რო­ბენ კომ­პე­ტენ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ ფარ­ცხა­ლა­ძე კვლავ დიდი გავ­ლე­ნით სარ­გებ­ლობს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, ისიც გვახ­სოვს, რომ თა­ვის დრო­ზე ბა­დაშ­ვილს მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რად უწო­დებ­დნენ მთა­ვარ პრო­კუ­რორს და მი­იჩ­ნევ­დნენ, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რას კვლავ ფარ­ცხა­ლა­ძე მარ­თავ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ამ მით­ქმა-მოთ­ქმას, რომ კა­ლა­ძე და ფარ­ცხა­ლა­ძე ერთ დაჯ­გუ­ფე­ბას წარ­მო­ად­გე­ნენ, ამის თა­ო­ბა­ზე და­ნამ­დვი­ლე­ბით არა­ფე­რი ვიცი, მაგ­რამ არ გა­მოვ­რი­ცხავ, კა­ლა­ძეს და ფარ­ცხა­ლა­ძეს შო­რის დრო­ე­ბი­თი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მარ­თლაც იყოს.

ანა გი­ორ­გა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

გია ხუხაშვილი - "ფარცხალაძე "კეზერაშვილი N2"-ია"

გია ხუხაშვილი - "ფარცხალაძე "კეზერაშვილი N2"-ია"

გასულ კვირას გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი დაცვის წევრები თავდასხმაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მისი ცემა მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. თორდიამ ისიც აღნიშნა, რომ აუდიტის სამსახურის მიერ მოკვლეულ მასალებში ოთარ ფარცხალაძე ფიგურირებდა... ამ პროცესმა ჩვენში ბევრს გაახსენა წინა ხელისუფლების უკანონო ფინანსური სქემები და ფარცხალაძესა და დავით კეზერაშვილს შორის მსგავსების დანახვაც ბევრმა შეძლო. გვესაუბრება ექსპერტი გია ხუხაშვილი:

- ფარცხალაძისა და კეზერაშვილის ფიგურებს შორის მსგავსება ცხადია, შეიძლება ითქვას, ფარცხალაძე "კეზერაშვილი N2"-ია, მაგრამ მე მათ შორის განსხვავებასაც ვხედავ. საქმე ისაა, რომ ამ პრობლემას უფრო მასშტაბურად უნდა შევხედოთ. ის, რაც მოხდა, იმ სისტემური პრობლემის გამოვლინებაა, რომელიც ქართულ სინამდვილეში, პრაქტიკულად, მთელი უახლესი ისტორიის განმავლობაში გვხვდება. ტრადიციად დამკვიდრდა, რომ სახელმწიფოსთვის გარდამავალ ეტაპზე, ხელისუფლებების ცვლასთან ერთად, ფორმალური და არაფორმალური ინტერესჯგუფების ფორმირება ხდება, რომელთაგან ერთს აქვს პოლიტიკური კომპეტენცია და ინტერესი, მეორეს კი - ფინანსური ინტერესები. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისინი ახერხებენ თანაცხოვრებას, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ კონფლიქტი გარდაუვალია და ის ვითარდება იმის მიხედვით, თუ ვინ არის დომინანტი, ანუ ფული მუშაობს პოლიტიკური ინტერესებისთვის, თუ - პირიქით.

სააკაშვილის მმართველობისას, შეიქმნა ოლიგარქიული სისტემა, ანუ პოლიტიკური და ფინანსური ინტერესები ისე შეერწყა ერთმანეთს, რომ ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესებისთვის მუშაობდა ბიზნესი, მათ შორის არა მხოლოდ პოლიტიკურად ანგაჟირებული, არამედ მთელი სისტემები, მათ შორის, საბანკოც... ეს, რა თქმა უნდა, მანკიერი სისტემა იყო, მაგრამ ბევრად უფრო სავავალოა, როდესაც პოლიტიკა იწყებს ბიზნესინტერსებისთვის მუშაობას, ანუ დომინანტად გვევლინება გარკვეული ფინანსური კლანები, რომლებიც პოლიტიკას თამაშის წესებს კარნახობენ.

დღეს, ჩემი აზრით, სწორედ ამ კონფლქიტს ვაკვირდებით. სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ მიდის ახალი სისტემის ფორმირება, გადანაწილების პროცესი და დღეს ე.წ. ახალგამომცხვარ ოლიგარქიას აქვს პრეტენზია, რომ მან მოიპოვოს პოლიტიკაზე დომინანტობა. ეს ინციდენტიც ამის ერთ-ერთი გამოვლენაა, ვერ ვიტყოდი რომ ერთადერთი. ეს კონფლიქტი დიდი ხანია მიმადინარებს ფარულად, უბრალოდ, ეს ეპიზოდი გახმაურდა.

განსხვავება კეზერაშვილს და ფარცხალაძეს შორის სწორედ ის არის, რომ კეზერაშვილის ბიზნესინტერესები მუშაობდა პოლიტიკაზე, კეზერაშვილი კი მუშაობდა არა მხოლოდ პირად ინტერესზე, არამედ პარტიულ სალაროზე, დიდ პოლიტიკურ გეგმაზე. დღევანდელ იოლიგრაქია პირად ინტერესზე მუშაობს და პოლიტიკას იმსახურებს ამისთვის. ფარცხალაძე კი წარმოადგენს სწორედ ამ ოლიგარქიას, თუმცა მისი "ძლევამოსილებისთვის" სწორედ რომ რიგი სახელმწიფო სტრუქტურები იღწვიან. ისიც ყველას ახსოვს, რომ დღესაც საუბრობენ კომპეტენტური ადამიანები, რომ ფარცხალაძე კვლავ დიდი გავლენით სარგებლობს პროკურატურაში, ისიც გვახსოვს, რომ თავის დროზე ბადაშვილს მხოლოდ ფორმალურად უწოდებდნენ მთავარ პროკურორს და მიიჩნევდნენ, რომ პროკურატურას კვლავ ფარცხალაძე მართავდა.

რაც შეეხება ამ მითქმა-მოთქმას, რომ კალაძე და ფარცხალაძე ერთ დაჯგუფებას წარმოადგენენ, ამის თაობაზე დანამდვილებით არაფერი ვიცი, მაგრამ არ გამოვრიცხავ, კალაძეს და ფარცხალაძეს შორის დროებითი თანამშრომლობა მართლაც იყოს.

ანა გიორგაძე

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."