სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვადაგასული ურთიერთობები საბოლოოდ ამოწურავენ თავს" - რას წერს ასტროლოგი მომდევნო 7 დღის შესახებ
"ვადაგასული ურთიერთობები საბოლოოდ ამოწურავენ თავს" - რას წერს ასტროლოგი მომდევნო 7 დღის შესახებ

ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მომ­დევ­ნო 7 დღის ას­ტრო­ლო­გი­ურ პროგ­ნოზს აქ­ვეყ­ნებს:

"ამ კვი­რის მთა­ვა­რი მოვ­ლე­ნა შედ­გე­ბა 21 მა­ისს, რო­დე­საც 01:31 წუთ­ზე

მზე და­ტო­ვებს კუ­როს ნი­შანს და გა­და­ვა ტყუ­პებ­ში. რა­საც, რაღა თქმა უნდა, ვუ­ლო­ცავთ ყვე­ლა მზით ტყუპს.

უნდა ვი­გუ­ლის­ხმოთ, რომ ტყუ­პე­ბის­თვის ხელ­საყ­რე­ლი პე­რი­ო­დი დგე­ბა. 21 ივ­ნი­სის ჩათ­ვლით "მათი დროა". იწყე­ბა ცხოვ­რე­ბის ახა­ლი ციკ­ლი. თუმ­ცა ამ პე­რი­ოდ­ში მხო­ლოდ ტყუ­პებს როდი გა­უ­მარ­თლებთ, აღ­მას­ვლას იგ­რძნო­ბენ ის ადა­მი­ა­ნე­ბიც, რომ­ლე­ბიც ჰა­ე­რის ან ცე­ცხლის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან.

ეს ასე­ვე მშვე­ნი­ე­რი დროა ყვე­ლას­თვის, ვინც მერ­კუ­რი­ა­ნუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. ანუ გა­მარ­თლე­ბე­ბი ელით მწერ­ლებს, ჟურ­ნა­ლის­ტებს, იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც კო­მერ­ცი­ა­შია. აგ­რეთ­ვე სა­შუ­ა­მავ­ლო ბიზ­ნე­სით და­კა­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს.

კარ­გი პე­რი­ო­დია ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი საქ­მე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის. გო­ნე­ბა ძა­ლი­ან გა­მახ­ვლე­ბუ­ლია, ინ­ფორ­მა­ცი­ის ათ­ვი­სე­ბა ხდე­ბა ძალ­ზე იო­ლად და სწრა­ფად. ბევ­რი რამ, რისი ათ­ვი­სე­ბაც აქამ­დე რთუ­ლად გვეჩ­ვე­ნე­ბო­და, ახლა მარ­ტი­ვად გა­სა­გე­ბი ხდე­ბა. ამი­ტომ თუ რა­ი­მე ტი­პის სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თვას აპი­რებთ, სწო­რედ რომ შე­სა­ფე­რი­სი დრო იქ­ნე­ბა სა­ა­მი­სოდ. გან­სა­კუთ­რე­ბით კი თუ აღ­მა­ვალ პე­რი­ოდსაც და­ამ­თხვევთ. ანუ 24 მა­ი­სი­დან 7 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით...

თუმ­ცა იქამ­დე ჯერ კი­დევ შო­რია და ამა­ზე თა­ვის დრო­ზე კი­დევ ვი­სა­უბ­რებთ.

19 მა­ი­სი­დან მთვა­რე დაღ­მა­ვალ ფა­ზა­ში გა­და­ვი­და.

ეს ის პე­რი­ო­დია, რო­დე­საც ენერ­გია ძვე­ლი, უკვე და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის და­სა­რუ­ლებ­ლად უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ და მო­ვემ­ზა­დოთ ახ­ლის და­სა­გეგ­მად. მთვა­რე თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქო­ში მოძ­რა­ობს, ამი­ტომ კარ­გი იქ­ნე­ბა თუ ხვალ და ზეგ სუ­ლი­ე­რი პრაქ­ტი­კი­სათ­ვის, ლოც­ვის, მე­და­ტა­ცი­ი­სათ­ვის გა­მო­ძებ­ნით დროს. გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გი იქ­ნე­ბა ეს დღეს რად­გან ღა­მის მნა­თობს თევ­ზე­ბის მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა- ნეპ­ტუ­ნიც უერ­თდე­ბა.

ამის მერე ცოტა არ იყოს სი­ტუ­ა­ცია რთულ­დე­ბა.

20 მა­ი­სი არაა იოლი დღე - ამ დღეს იკვრე­ბა ტა­უკ­ვად­რა­ტი - ვე­ნე­რა-იუ­პი­ტე­რის ოპო­ზი­ცი­ას აკ­ვად­რა­ტებს პლუ­ტო­ნი. ამ ფი­გუ­რის ზე­მოქ­მე­დე­ბა 26 მა­ი­სის ჩათ­ვლით გას­ტანს და ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში და­ძა­ბუ­ლო­ბას და პრობ­ლე­მებს შე­მო­ი­ტანს. მო­ე­რი­დეთ კა­მათს ახ­ლობ­ლებ­თან. ასეთ დროს ვა­და­გა­სუ­ლი ური­ერ­თო­ბე­ბი სა­ბო­ლო­ოდ ამო­წუ­რა­ვენ ხოლ­მე თავს.

უთან­ხმო­ე­ბა შე­საძ­ლოა შე­ე­ხოს ფი­ნან­სურ სა­კი­თხებ­საც. მოს­მე­ნის და დათ­მო­ბის სურ­ვი­ლის არ­ქო­ნა, ეგო­იზ­მი, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი თავ­და­ჯრე­ბუ­ლო­ბა ზრდის ფულ­თან მფლან­გვე­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის რისკს. ეს პე­რი­ო­დი არაა ხელ­საყ­რე­ლი უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­თან კონ­ტაქ­ტე­ბი­სათ­ვის. ასე­ვე სა­გა­და­სა­ხა­დო, სა­ბა­ჟო, სა­ბან­კო სის­ტე­მებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სათ­ვის. იზ­რდე­ბა გა­მო­ძალ­ვის, შან­ტა­ჟის, თაღ­ლი­თურ სქე­მებ­ში გაბ­მის ალ­ბა­თო­ბაც. შე­საძ­ლოა მო­გი­წი­ოთ კა­ნონ­თან შე­ჯა­ხე­ბა ჯა­რი­მე­ბის სა­ხით.

ჯან­მრთე­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით სჯობს მო­ე­რი­დოთ ღვიძ­ლის გა­დატ­ვირ­თვას. ნუ მი­ი­ღებთ ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბით ცხი­მი­ან ან შემ­წვარ საკ­ვებს. ალ­კოჰო­ლის სმა­შიც და­ი­ცა­ვით ზო­მი­ე­რე­ბა. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი ტრამ­ვე­ბის მი­ღე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბაც. რაც შე­ე­ხე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვებს, ისი­ნი ამ პე­რი­ოდ­ში, რო­გორც წესი, არ იძ­ლე­ვი­ან და­ა­ვა­დე­ბის რე­ა­ლურ სუ­რათს.

რო­გორც უკვე ავღ­ნიშ­ნე, ეს პე­რი­ო­დი 26 მა­ი­სის ჩათ­ვლით გას­ტანს.

თუმ­ცა ბევ­რად უკე­თე­სი დღეა ორ­შა­ბა­თი, 21 მა­ი­სი. ამ დღეს ვერ­ძის ნი­შან­ში მოძ­რა­ვი მთვა­რე სექ­სტილ­შია მზეს­თან, ირ­თვე­ბა ვე­ნე­რა-მარ­სის სექ­სტი­ლიც. ამ ას­პექ­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ხერ­ხდე­ბა წინა დღით გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბა. გან­წყო­ბაც ბევ­რად უფრო ოპ­ტი­მის­ტუ­რია, ადა­მი­ა­ნებს სურ­ვი­ლი უჩ­ნდე­ბათ რო­მან­ტი­უ­ლი ელ­ფე­რი შე­ი­ტა­ნონ თა­ვი­ანთ ცხოვ­რე­ბა­ში. საქ­მი­ა­ნი სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტაც ამ დღეს უფრო რბი­ლად, ზედ­მე­ტი და­ძა­ბუ­ლო­ბე­ბის და კა­მა­თის გა­რე­შე შე­იძ­ლე­ბა.

მომ­დევ­ნო დღე - სამ­შა­ბა­თი, კი­დევ უფრო მეტ სიმ­შვი­დეს შე­მო­ი­ტანს. გან­სა­კუთ­რე­ბით და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ეს დღე დი­ლის სა­ა­თებ­ში, რო­დე­საც მთვა­რე ვე­ნე­რას შე­უ­ერ­თდე­ბა.

22-შივე სა­ღა­მოს­კენ ჩა­ირ­თვე­ბა სა­ტურ­ნი-მარ­სის ოპო­ზი­ცია რო­მე­ლიც ჯერ სუს­ტია, მაგ­რამ შე­საძ­ლოა კვლავ იჩი­ნოს თავი სი­ჯი­უ­ტემ, მო­უთ­მენ­ლო­ბამ. შე­ა­საძ­ლოა მოგ­ვეჩ­ვე­ნოს, რომ დრო ძა­ლი­ან ნელა გა­დის, ჩვენ კი გარ­კვე­უ­ლი რე­ზულ­ტა­ტე­ბის მი­ღე­ბა გვიგ­ვი­ან­დე­ბო­დეს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა, თუ მოვ­ლე­ნებს მეტი მოთ­მი­ნე­ბით მო­ვე­კი­დე­ბით.

23-ში დი­ლით მთვა­რე - ვე­ნე­რა და ურა­ნი ერ­თად ფო­კუ­სირ­დე­ბი­ან, სა­ღა­მოს­კენ მთვა­რე უკვე მერ­კუ­რი­სა და ურანს უყ­რის ერ­თად თავს, რის გა­მოც ეს დღე ორი­გი­ნა­ლუ­რი იდე­ე­ბით იქ­ნე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლი. შე­საძ­ლოა მე­გობ­რე­ბი გვეწ­ვი­ონ, ან ჩვენ გაგ­ვიჩ­ნდეს სურ­ვი­ლი მათ­თან შეხ­ვედ­რის.

თუმ­ცა ასე­ვე არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის ალ­ბა­თო­ბაც და ელექტრო­ტექ­ნი­კის გა­უ­მარ­თა­ო­ბაც. მო­ე­რი­დეთ დენ­თან მუ­შა­ო­ბას. არა­სა­სურ­ვე­ლი დღეა ფრე­ნე­ბი­სათ­ვის.

ამა­ვე დღეს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას იწყებს ურა­ნი-მარ­სის სექ­სტი­ლი, რო­მელ­ზე­დაც უკვე მომ­დევ­ნო კვი­რა­ში გვექ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"ვადაგასული ურთიერთობები საბოლოოდ ამოწურავენ თავს" - რას წერს ასტროლოგი მომდევნო 7 დღის შესახებ

"ვადაგასული ურთიერთობები საბოლოოდ ამოწურავენ თავს" - რას წერს ასტროლოგი მომდევნო 7 დღის შესახებ

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში მომდევნო 7 დღის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს:

"ამ კვირის მთავარი მოვლენა შედგება 21 მაისს, როდესაც 01:31 წუთზე

მზე დატოვებს კუროს ნიშანს და გადავა ტყუპებში. რასაც, რაღა თქმა უნდა, ვულოცავთ ყველა მზით ტყუპს.

უნდა ვიგულისხმოთ, რომ ტყუპებისთვის ხელსაყრელი პერიოდი დგება. 21 ივნისის ჩათვლით ''მათი დროა''. იწყება ცხოვრების ახალი ციკლი. თუმცა ამ პერიოდში მხოლოდ ტყუპებს როდი გაუმართლებთ, აღმასვლას იგრძნობენ ის ადამიანებიც, რომლებიც ჰაერის ან ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები არიან.

ეს ასევე მშვენიერი დროა ყველასთვის, ვინც მერკურიანული საქმიანობით არის დაკავებული. ანუ გამართლებები ელით მწერლებს, ჟურნალისტებს, იმ ადამიანებს, ვინც კომერციაშია. აგრეთვე საშუამავლო ბიზნესით დაკავებულ ადამიანებს.

კარგი პერიოდია ინტელექტუალური საქმეების განვითარებისათვის. გონება ძალიან გამახვლებულია, ინფორმაციის ათვისება ხდება ძალზე იოლად და სწრაფად. ბევრი რამ, რისი ათვისებაც აქამდე რთულად გვეჩვენებოდა, ახლა მარტივად გასაგები ხდება. ამიტომ თუ რაიმე ტიპის სასწავლო პროცესში ჩართვას აპირებთ, სწორედ რომ შესაფერისი დრო იქნება საამისოდ. განსაკუთრებით კი თუ აღმავალ პერიოდსაც დაამთხვევთ. ანუ 24 მაისიდან 7 ივლისის ჩათვლით...

თუმცა იქამდე ჯერ კიდევ შორია და ამაზე თავის დროზე კიდევ ვისაუბრებთ.

19 მაისიდან მთვარე დაღმავალ ფაზაში გადავიდა.

ეს ის პერიოდია, როდესაც ენერგია ძველი, უკვე დაწყებული საქმეების დასარულებლად უნდა გამოვიყენოთ და მოვემზადოთ ახლის დასაგეგმად. მთვარე თევზების ზოდიაქოში მოძრაობს, ამიტომ კარგი იქნება თუ ხვალ და ზეგ სულიერი პრაქტიკისათვის, ლოცვის, მედატაციისათვის გამოძებნით დროს. განსაკუთრებით კარგი იქნება ეს დღეს რადგან ღამის მნათობს თევზების მმართველი პლანეტა- ნეპტუნიც უერთდება.

ამის მერე ცოტა არ იყოს სიტუაცია რთულდება.

20 მაისი არაა იოლი დღე - ამ დღეს იკვრება ტაუკვადრატი - ვენერა-იუპიტერის ოპოზიციას აკვადრატებს პლუტონი. ამ ფიგურის ზემოქმედება 26 მაისის ჩათვლით გასტანს და ურთიერთობებში დაძაბულობას და პრობლემებს შემოიტანს. მოერიდეთ კამათს ახლობლებთან. ასეთ დროს ვადაგასული ურიერთობები საბოლოოდ ამოწურავენ ხოლმე თავს.

უთანხმოება შესაძლოა შეეხოს ფინანსურ საკითხებსაც. მოსმენის და დათმობის სურვილის არქონა, ეგოიზმი, გადაჭარბებული თავდაჯრებულობა ზრდის ფულთან მფლანგველური დამოკიდებულების რისკს. ეს პერიოდი არაა ხელსაყრელი უცხოელ პარტნიორებთან კონტაქტებისათვის. ასევე საგადასახადო, საბაჟო, საბანკო სისტემებთან ურთიერთობისათვის. იზრდება გამოძალვის, შანტაჟის, თაღლითურ სქემებში გაბმის ალბათობაც. შესაძლოა მოგიწიოთ კანონთან შეჯახება ჯარიმების სახით.

ჯანმრთელობის თვალსაზრისით სჯობს მოერიდოთ ღვიძლის გადატვირთვას. ნუ მიიღებთ ჭარბი რაოდენობით ცხიმიან ან შემწვარ საკვებს. ალკოჰოლის სმაშიც დაიცავით ზომიერება. არაა გამორიცხული ტრამვების მიღების საშიშროებაც. რაც შეეხება სამედიცინო გამოკვლევებს, ისინი ამ პერიოდში, როგორც წესი, არ იძლევიან დაავადების რეალურ სურათს.

როგორც უკვე ავღნიშნე, ეს პერიოდი 26 მაისის ჩათვლით გასტანს.

თუმცა ბევრად უკეთესი დღეა ორშაბათი, 21 მაისი. ამ დღეს ვერძის ნიშანში მოძრავი მთვარე სექსტილშია მზესთან, ირთვება ვენერა-მარსის სექსტილიც. ამ ასპექტების მეშვეობით ხერხდება წინა დღით გაფუჭებული ურთიერთობის ნორმალიზება. განწყობაც ბევრად უფრო ოპტიმისტურია, ადამიანებს სურვილი უჩნდებათ რომანტიული ელფერი შეიტანონ თავიანთ ცხოვრებაში. საქმიანი საკითხების გადაწყვეტაც ამ დღეს უფრო რბილად, ზედმეტი დაძაბულობების და კამათის გარეშე შეიძლება.

მომდევნო დღე - სამშაბათი, კიდევ უფრო მეტ სიმშვიდეს შემოიტანს. განსაკუთრებით დაბალანსებული იქნება ეს დღე დილის საათებში, როდესაც მთვარე ვენერას შეუერთდება.

22-შივე საღამოსკენ ჩაირთვება სატურნი-მარსის ოპოზიცია რომელიც ჯერ სუსტია, მაგრამ შესაძლოა კვლავ იჩინოს თავი სიჯიუტემ, მოუთმენლობამ. შეასაძლოა მოგვეჩვენოს, რომ დრო ძალიან ნელა გადის, ჩვენ კი გარკვეული რეზულტატების მიღება გვიგვიანდებოდეს, რასაკვირველია, უმჯობესი იქნება, თუ მოვლენებს მეტი მოთმინებით მოვეკიდებით.

23-ში დილით მთვარე - ვენერა და ურანი ერთად ფოკუსირდებიან, საღამოსკენ მთვარე უკვე მერკურისა და ურანს უყრის ერთად თავს, რის გამოც ეს დღე ორიგინალური იდეებით იქნება გამორჩეული. შესაძლოა მეგობრები გვეწვიონ, ან ჩვენ გაგვიჩნდეს სურვილი მათთან შეხვედრის.

თუმცა ასევე არაა გამორიცხული საგზაო შემთხვევების ალბათობაც და ელექტროტექნიკის გაუმართაობაც. მოერიდეთ დენთან მუშაობას. არასასურველი დღეა ფრენებისათვის.

ამავე დღეს ჩამოყალიბებას იწყებს ურანი-მარსის სექსტილი, რომელზედაც უკვე მომდევნო კვირაში გვექნება საუბარი".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს