საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიო ახალი ცივი ომის ზღვარზე - რას მოასწავებს აშშ-სა და რუსეთს შორის გახშირებული პროვოკაციები
მსოფლიო ახალი ცივი ომის ზღვარზე - რას მოასწავებს აშშ-სა და რუსეთს შორის გახშირებული პროვოკაციები

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ, ერთ დროს მო­კავ­ში­რე აშშ-სა და სსრკ-ს შო­რის, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო, წარ­მოქ­მნი­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა ის­ტო­რი­ა­ში ცივი ომის სა­ხე­ლით შე­ვი­და. მო­წი­ნა­აღ­მდე­გის და­ში­ნე­ბი­სა და სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ე­ბის გან­მტკი­ცე­ბის­თვის, მხა­რე­ე­ბი გა­მუდ­მე­ბით ზრდიდ­ნენ სამ­ხედ­რო პო­ტენ­ცი­ალს და ერ­თმა­ნე­თის ღია თუ ფა­რულ პრო­ვო­კა­ცი­ებ­საც არ ერი­დე­ბოდ­ნენ.

ცივი ომი სსრკ-ს დაშ­ლას­თან ერ­თად დას­რულ­და. თუმ­ცა, ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე სავ­სე­ბით რე­ა­ლუ­რია, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ახა­ლი ცივი ომი და­ი­წყოს.

უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მოს­კოვ­სა და ვა­შინგტონს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­ძა­ბა. უკ­რა­ი­ნა­სა და სი­რი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე, მხა­რე­ებს შო­რის კონფრონ­ტა­ცი­ე­ბის რი­ცხვმა იმა­ტა. გახ­შირ­და სამ­ხედ­რო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ძა­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი.

აშშ-ისა და რუ­სე­თის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ძა­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო მე­თო­დი ნე­იტ­რა­ლუ­რი სა­ჰა­ე­რო სივ­რცე და სა­ზღვაო წყლე­ბი გახ­და.

ბოლო მსხვი­ლი ინ­ცინ­დენ­ტი, რო­მე­ლიც ცო­ტაც და კა­ტას­ტრო­ფა­ში გა­და­იზ­რდე­ბო­და, 2017 წლის 9 მა­ისს მოხ­და. ამე­რი­კუ­ლი მხა­რის მტკი­ცე­ბით, შავი ზღვის აკ­ვა­ტო­რი­ის თავ­ზე მფრენ მზვე­რავს P-8A Poseidon-ს რუ­სულ­მა გა­მა­ნად­გუ­რე­ბელ­მა 3 (მე­ო­რე მო­ნა­ცე­მე­ბით 6) მეტ­რის დის­ტან­ცი­ა­ზე ჩა­უფ­რი­ნა. სავ­სე­ბით რე­ა­ლუ­რია, რომ მსგავ­სი სა­ხი­ფა­თო მა­ნევ­რი თვითმფრი­ნა­ვე­ბის და­ჯა­ხე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. რუ­სე­ბი მომ­ხდარს არ უარ­ყო­ფენ. მათი ვერ­სი­ით, ამე­რი­კუ­ლი თვითმფრი­ნა­ვი მათ სა­ზღვრებ­თან ზედ­მე­ტად ახ­ლოს დაფ­რი­ნავ­და და ამ გზით რუსი პი­ლო­ტი მის უკან გაბ­რუ­ნე­ბას შე­ე­ცა­და.

ერთ კვი­რით ადრე ალას­კის სი­ახ­ლო­ვეს მფრე­ნი რუ­სუ­ლი ბომბდამ­შე­ნე­ბის­თვის გზის გა­და­საჭ­რე­ლად, ამე­რი­კე­ლებს გა­მა­ნად­გუ­რებ­ლე­ბის ჰა­ერ­ში აშ­ვე­ბა მო­უხ­დათ. ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მსგავ­სი ინ­ცინ­დენ­ტე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად ყო­ველ 2-3 კვი­რა­ში ერთხელ ხდე­ბა.

სა­ხი­ფა­თო მა­ნევ­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას მხა­რე­ე­ბი არც ზღვა­ში ერი­დე­ბი­ან. ერ­თმა­ნე­თის ხო­მალ­დე­ბის თავ­ზე და­ბალ სი­მაღ­ლე­ზე საბ­რძო­ლო თვითმფრი­ნა­ვე­ბით გა­დაფ­რე­ნა ჩვე­უ­ლი პრაქ­ტი­კა გახ­და. მსგავ­სი ქმე­დე­ბე­ბით მოს­კო­ვიც და ვა­შინგტო­ნიც პო­ტენ­ცი­უ­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გის­თვის ძა­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბას ახ­დე­ნენ.

2016 წლის ივ­ნი­სის ბო­ლოს ხმელ­თა­შუა ზღვა­ში ამე­რი­კუ­ლი სა­ეს­კად­რო ნაღ­მო­სა­ნი USS Gravely-ი სი­რი­ის­კენ მი­მა­ვალ რუ­სულ სა­და­რა­ჯო ხო­მალდ Ярослав Мудрый-ს 60-70 მ მან­ძილ­ზე მი­უ­ახ­ლოვ­და და გზა გა­და­უჭ­რა. ხო­მალ­დე­ბის ზო­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით (ამე­რი­კუ­ლის სიგ­რძე 155 მ, რუ­სუ­ლის - 117 მ), ასეთ მცი­რე მან­ძი­ლით მი­ახ­ლო­ე­ბი­სას, შე­ჯა­ხე­ბის ალ­ბა­თო­ბა ძალ­ზე დი­დია. ინ­ცინ­დენ­ტის შემ­დეგ, ტრა­დი­ცი­უ­ლად მოს­კოვ­მა და ვა­შინგტონ­მა ერ­თმა­ნე­თის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა და­ი­წყეს.

გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ცივი ომის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჯერ­ჯე­რო­ბით მსგავ­სი ინ­ცინ­დენ­ტე­ბი მშვი­დო­ბი­ა­ნად მთავ­რდე­ბა. თუმ­ცა შემ­თხვე­ვი­თო­ბის­გან არა­ვი­ნაა და­ზღვე­უ­ლი.

ცნო­ბის­თვის, 1987 წლის 13 სექ­ტემ­ბერს ბა­რენ­ცის ზღვის თავ­ზე მფრე­ნი ნორ­ვე­გი­უ­ლი სა­პატ­რუ­ლო თვითმფრი­ნავ P-3C Orion-ზე დაკ­ვირ­ვე­ბის­თვის, რუ­სებ­მა ჰა­ერ­ში გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი Су-27-ი აუშ­ვეს. მას პი­ლო­ტი ვა­სი­ლი ციმ­ბა­ლი მარ­თავ­და. ნორ­ვე­გი­ულ თვითმფრი­ნავ­თან მი­ახ­ლო­ე­ბულ­მა ციმ­ბალ­მა, მის სი­ახ­ლო­ვეს სა­ხი­ფა­თო მა­ნევ­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და­ი­წყო. მო­რი­გი მა­ნევ­რი­სას ის თვითმფრი­ნა­ვის კუ­დით Orion-ის ერთ-ერთ ხრახნს წა­მო­ე­დო. საბ­ჭო­უ­რი თვითმფრი­ნა­ვი უმ­ნიშ­ვნე­ლოდ და­ზი­ან­და. ნორ­ვე­გი­ულ­ზე კი დამ­ტვრე­უ­ლი ხრახ­ნის ფაგ­მენ­ტებ­მა ორი ადა­მი­ა­ნი სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რა.

ინ­ცინ­დენ­ტის შემ­დეგ თვითმფრი­ნა­ვე­ბი ბა­ზებ­ზე დაბ­რუნ­დნენ. ციმ­ბალ­მა მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია და­მა­ლა. დღის ბო­ლოს ნორ­ვე­გი­ა­ში საბ­ჭო­თა ელჩს პირ­ვე­ლი საპ­რო­ტეს­ტო ნოტა გა­უგ­ზავ­ნეს. მალე ინ­ფორ­მა­ცი­ამ მოს­კო­ვამ­დეც მი­აღ­წია. თა­ვი­დან რუსი პო­ლო­ტი ყვე­ლა­ფერს უარ­ყოფ­და. თუმ­ცა, მის­და სა­უ­ბე­დუ­როდ, Orion-ის ეკი­პა­ჟი მის სა­ჰა­ე­რო პი­რუ­ე­ტებს ვი­დეო და ფო­ტო­ფი­რებ­ზე იღებ­და. ოს­ლოს­თვის ბო­დი­შის მოხ­და სსრკ-ს მა­შინ­დელ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს მო­უხ­და. სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტი ციმ­ბა­ლის და­პა­ტიმ­რე­ბას მო­ი­თხოვ­და. თუმ­ცა სამ­ხედ­რო­ებ­მა შეს­ძლეს შე­ვარ­და­ძის გა­დარ­წმუ­ნე­ბა. პი­ლოტს საყ­ვე­დუ­რი გა­მო­უ­ცხა­დეს და სხვა ნა­წილ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

მსოფლიო ახალი ცივი ომის ზღვარზე - რას მოასწავებს აშშ-სა და რუსეთს შორის გახშირებული პროვოკაციები

მსოფლიო ახალი ცივი ომის ზღვარზე - რას მოასწავებს აშშ-სა და რუსეთს შორის გახშირებული პროვოკაციები

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ერთ დროს მოკავშირე აშშ-სა და სსრკ-ს შორის, განსხვავებული სამხედრო-პოლიტიკური შეხედულებების გამო, წარმოქმნილი დაპირისპირება ისტორიაში ცივი ომის სახელით შევიდა. მოწინააღმდეგის დაშინებისა და საკუთარი პოზიციების განმტკიცებისთვის, მხარეები გამუდმებით ზრდიდნენ სამხედრო პოტენციალს და ერთმანეთის ღია თუ ფარულ პროვოკაციებსაც არ ერიდებოდნენ.

ცივი ომი სსრკ-ს დაშლასთან ერთად დასრულდა. თუმცა, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე სავსებით რეალურია, რომ უახლოეს მომავალში ახალი ცივი ომი დაიწყოს.

უკანასკნელი წლების განმავლობაში მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა დაიძაბა. უკრაინასა და სირიაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, მხარეებს შორის კონფრონტაციების რიცხვმა იმატა. გახშირდა სამხედრო საშუალებების გამოყენებით ძალის დემონსტრირების შემთხვევები.

აშშ-ისა და რუსეთის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ძალის დემონსტრირების საუკეთესო მეთოდი ნეიტრალური საჰაერო სივრცე და საზღვაო წყლები გახდა.

ბოლო მსხვილი ინცინდენტი, რომელიც ცოტაც და კატასტროფაში გადაიზრდებოდა, 2017 წლის 9 მაისს მოხდა. ამერიკული მხარის მტკიცებით, შავი ზღვის აკვატორიის თავზე მფრენ მზვერავს P-8A Poseidon-ს რუსულმა გამანადგურებელმა 3 (მეორე მონაცემებით 6) მეტრის დისტანციაზე ჩაუფრინა. სავსებით რეალურია, რომ მსგავსი სახიფათო მანევრი თვითმფრინავების დაჯახებით დასრულებულიყო. რუსები მომხდარს არ უარყოფენ. მათი ვერსიით, ამერიკული თვითმფრინავი მათ საზღვრებთან ზედმეტად ახლოს დაფრინავდა და ამ გზით რუსი პილოტი მის უკან გაბრუნებას შეეცადა.

ერთ კვირით ადრე ალასკის სიახლოვეს მფრენი რუსული ბომბდამშენებისთვის გზის გადასაჭრელად, ამერიკელებს გამანადგურებლების ჰაერში აშვება მოუხდათ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ინცინდენტები პრაქტიკულად ყოველ 2-3 კვირაში ერთხელ ხდება.

სახიფათო მანევრების განხორციელებას მხარეები არც ზღვაში ერიდებიან. ერთმანეთის ხომალდების თავზე დაბალ სიმაღლეზე საბრძოლო თვითმფრინავებით გადაფრენა ჩვეული პრაქტიკა გახდა. მსგავსი ქმედებებით მოსკოვიც და ვაშინგტონიც პოტენციური მოწინააღმდეგისთვის ძალის დემონსტრირებას ახდენენ.

2016 წლის ივნისის ბოლოს ხმელთაშუა ზღვაში ამერიკული საესკადრო ნაღმოსანი USS Gravely-ი სირიისკენ მიმავალ რუსულ სადარაჯო ხომალდ Ярослав Мудрый-ს 60-70 მ მანძილზე მიუახლოვდა და გზა გადაუჭრა. ხომალდების ზომების გათვალისწინებით (ამერიკულის სიგრძე 155 მ, რუსულის - 117 მ), ასეთ მცირე მანძილით მიახლოებისას, შეჯახების ალბათობა ძალზე დიდია. ინცინდენტის შემდეგ, ტრადიციულად მოსკოვმა და ვაშინგტონმა ერთმანეთის დადანაშაულება დაიწყეს.

გასული საუკუნის ცივი ომისგან განსხვავებით, ჯერჯერობით მსგავსი ინცინდენტები მშვიდობიანად მთავრდება. თუმცა შემთხვევითობისგან არავინაა დაზღვეული.

ცნობისთვის, 1987 წლის 13 სექტემბერს ბარენცის ზღვის თავზე მფრენი ნორვეგიული საპატრულო თვითმფრინავ P-3C Orion-ზე დაკვირვებისთვის, რუსებმა ჰაერში გამანადგურებელი Су-27-ი აუშვეს. მას პილოტი ვასილი ციმბალი მართავდა. ნორვეგიულ თვითმფრინავთან მიახლოებულმა ციმბალმა, მის სიახლოვეს სახიფათო მანევრების შესრულება დაიწყო. მორიგი მანევრისას ის თვითმფრინავის კუდით Orion-ის ერთ-ერთ ხრახნს წამოედო. საბჭოური თვითმფრინავი უმნიშვნელოდ დაზიანდა. ნორვეგიულზე კი დამტვრეული ხრახნის ფაგმენტებმა ორი ადამიანი სასიკვდილოდ დაჭრა.

ინცინდენტის შემდეგ თვითმფრინავები ბაზებზე დაბრუნდნენ. ციმბალმა მომხდარის შესახებ ინფორმაცია დამალა. დღის ბოლოს ნორვეგიაში საბჭოთა ელჩს პირველი საპროტესტო ნოტა გაუგზავნეს. მალე ინფორმაციამ მოსკოვამდეც მიაღწია. თავიდან რუსი პოლოტი ყველაფერს უარყოფდა. თუმცა, მისდა საუბედუროდ, Orion-ის ეკიპაჟი მის საჰაერო პირუეტებს ვიდეო და ფოტოფირებზე იღებდა. ოსლოსთვის ბოდიშის მოხდა სსრკ-ს მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს ედუარდ შევარდნაძეს მოუხდა. საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ციმბალის დაპატიმრებას მოითხოვდა. თუმცა სამხედროებმა შესძლეს შევარდაძის გადარწმუნება. პილოტს საყვედური გამოუცხადეს და სხვა ნაწილში გადაიყვანეს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე