საზოგადოება
პოლიტიკა

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიწას შეჭიდებული ახალგაზრდა კაცი - "ბევრს უკვირდა, რატომ უნდა გადაეყარა ფული უპერსპექტივო მამულში"
მიწას შეჭიდებული ახალგაზრდა კაცი - "ბევრს უკვირდა, რატომ უნდა გადაეყარა ფული უპერსპექტივო მამულში"

თბი­ლი­სი­დან აღ­მო­სავ­ლე­თით გა­უ­დაბ­ნო­ე­ბის პრო­ცე­სი თვალ­ში სა­ცე­მია. სა­გა­რე­ჯო­დან და­ვით­გა­რე­ჯის მი­მარ­თუ­ლე­ბით კი­დევ უფრო იგ­რძნო­ბა სიმწვა­ნის ნაკ­ლე­ბო­ბა. ივ­რის ხე­ო­ბა­ში ქარი მტრის ურ­დო­სა­ვით და­თა­რე­შობს, მცე­ნა­რე­ებს და­უ­ნა­ნებ­ლად უშ­რობს ფეს­ვებ­ში მა­ცო­ცხლე­ბელ სი­ნეს­ტეს და შე­მორ­ჩე­ნილ, დრო­მოჭ­მულ ქარ­სა­ცავ ალ­ვებ­საც დღეს თუ ხვალ, ფუ­ძე­ში და­უნ­დობ­ლად გა­და­ამ­სხვრევს.

სა­გა­რე­ჯო­დან აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვრამ­დე ტე­რი­ტო­რია თით­ქოს უკაც­რი­ე­ლო­ბის­თვის გა­უ­წი­რავს ღმერ­თს. იშ­ვი­ა­თო­ბაა დახ­ნუ­ლი სა­ვარ­გუ­ლი, კი­დევ უფრო იშ­ვი­ა­თი _ ფერ­მე­ბი, რომ­ლის ახ­ლოს ნა­კე­ლის გო­რე­ბი და თი­ვის გა­შა­ვე­ბუ­ლი ზვი­ნე­ბია. უფრო შორს კი მო­ჩანს ცხვრის ფარა ან ძრო­ხის ნა­ხი­რი. აქა­უ­რო­ბა უფრო სტე­პია ან ნა­ხე­ვა­რუ­დაბ­ნო, მაგ­რამ არა ისე­თი, აზია-აფ­რი­კა­ში რომ მი­ნა­ხავს, სა­დაც მი­წას წვეთ-წვე­თად აწო­დე­ბენ წყალს, რათა იხა­როს საზ­რდელ­მა კა­ცი­სამ!

თუ სწო­რად მახ­სოვს, კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს, სო­ფე­ლი უდაბ­ნო მო­ხა­ლი­სე­ე­ბის­გან შექ­მნეს. მარ­თა­ლია, იქი­დან ბევ­რმა მალე ისევ ქა­ლა­ქის­კენ იბ­რუ­ნა პირი, მაგ­რამ კო­მუ­ნის­ტურ­მა ექ­სპე­რი­მენ­ტმა აჩ­ვე­ნა, რომ გა­რე­ჯში ცხოვ­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა! კო­მუ­ნის­ტე­ბამ­დე სა­უ­კუ­ნე­ე­ბით ადრე კი ღირ­სმა მამა და­ვით გა­რე­ჯელ­მა წალ­კო­ტი შექ­მნა იქ, სა­დაც ქვე­წარ­მავ­ლე­ბის გარ­და, არა­ფე­რი ბი­ნად­რობ­და.

და­ვით­გა­რე­ჯის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე, 6 ჰექ­ტა­რი მიწა ჩა­ლის ფა­სად იყი­დე­ბო­და ხუ­თი­ო­დე წლის წინ. ნა­ხე­ვარ ჰექ­ტარ­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი, მო­უვ­ლე­ლი მწვა­ნე და რქა­წი­თე­ლი ვე­რან­დე­ბო­და, და­ნარ­ჩე­ნი მი­წაც ოხ­რად რჩე­ბო­და, მაგ­რამ ეს მიწა ახალ­გაზ­რდა კაც­მა იყი­და. ბევ­რს უკ­ვირ­და, რა­ტომ უნდა გა­და­ე­ყა­რა ფული უპერ­სპექ­ტი­ვო მა­მულ­ში ნო­დარ ლა­ტი­ბაშ­ვილს, რო­მე­ლიც უმიზ­ნო მფან­ტვე­ლის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას არას­დროს ტო­ვებ­და. ძა­ლი­ან ცო­ტამ თუ იცის, იმ დროს ნო­დარს ეს ფული სა­ი­დან ჰქონ­და. მარ­თა­ლია, უშ­რო­მე­ლი და ზარ­მა­ცი არას­დროს ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ამ მი­წის სა­ყი­დე­ლი ფული დე­დამ ოკე­ა­ნის გა­დაღ­მი­დან გა­მო­უგ­ზავ­ნა. იცის ნო­დარ­მა ემიგ­რან­ტი მშობ­ლის ფასი, ემიგ­რან­ტუ­ლი ხელ­ფა­სის ყად­რიც, ამი­ტომ დე­დის გა­მოგ­ზავ­ნილ ფულს დრო­ის ტა­რე­ბა­ში არ ხარ­ჯავ­და. დე­და­მაც იცო­და, რომ მისი ვაჟი ფულს ქარს არ გა­ა­ტან­და და შვი­ლის ენ­თუ­ზი­აზმს მხა­რი და­უ­ჭი­რა.

ნო­დარს ყვე­ლა­ფე­რი გა­აჩ­ნია იმი­სათ­ვის, რომ თბი­ლის­ში უდ­რტვინ­ვე­ლად, "სა­შუ­ა­ლო-სტა­ტის­ტი­კუ­რად" იცხოვ­როს. ჰყავს მე­უღ­ლე, ორი შვი­ლი, მშობ­ლე­ბი და და-ძმა. 29 წლის კა­ცის­თვის იდე­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა აქვს, არც გო­ნი­ე­რე­ბა აკ­ლია და არც გა­ნათ­ლე­ბა, შრო­მი­თი ბი­ოგ­რა­ფი­აც რამ­დე­ნი­მე კაცს ეყო­ფა, მაგ­რამ ეს არ არის მაქ­სი­მუ­მი, რაც სურს.

რა­ღაც პე­რი­ო­დი სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ებ­ში მუ­შა­ობ­და და აგ­რო­წარ­მო­ე­ბის სპე­ცი­ფი­კამ და­ა­ფიქ­რა. ყვე­ლა­ზე მე­ტად იმან აა­ღელ­ვა, რომ ერთ წელს, კა­ხეთ­ში ბა­რა­ქი­ა­ნი მო­სავ­ლის პი­რო­ბებ­ში, სა­ფე­რა­ვის სარ­ე­კორ­დო ანა­ზღა­უ­რე­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის რე­ინ­ვეს­ტი­რე­ბა­ში კი არ და­ხარ­ჯეს გლე­ხებ­მა, არა­მედ _ ჯი­პე­ბის შე­ძე­ნა­ში. მარ­ტი­ვი გა­სა­გე­ბია, რომ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის, კომ­ფორ­ტუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­ძე­ნა ვერ გა­ნა­ვი­თა­რებს. შემ­დეგ წლებ­ში ყუ­რძნის ფასი შემ­ცირ­და (ძა­ლი­ან კარ­გად და­ით­ვა­ლეს ღვი­ნის მწარ­მო­ებ­ლებ­მა, რომ კი­ლოგ­რა­მი ყუ­რძნის თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბა 25 თეთ­რს არ აღე­მა­ტე­ბო­და, მით უფრო _ თა­ვი­სი ზვრე­ბიც ბევრ წარ­მო­ე­ბას გა­აჩ­ნია და ბიზ­ნე­სის ვე­რა­გი წე­სის მი­ხედ­ვით, მალ­ფუ­ჭე­ბა­დი პრო­დუქ­ტი პირ­ვე­ლად­მა მწარ­მო­ე­ბელ­მა უნდა გა­ყი­დოს ბაზ­რის მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად)... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა gza.ambebi.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

მიწას შეჭიდებული ახალგაზრდა კაცი - "ბევრს უკვირდა, რატომ უნდა გადაეყარა ფული უპერსპექტივო მამულში"

მიწას შეჭიდებული ახალგაზრდა კაცი - "ბევრს უკვირდა, რატომ უნდა გადაეყარა ფული უპერსპექტივო მამულში"

თბილისიდან აღმოსავლეთით გაუდაბნოების პროცესი თვალში საცემია. საგარეჯოდან დავითგარეჯის მიმართულებით კიდევ უფრო იგრძნობა სიმწვანის ნაკლებობა. ივრის ხეობაში ქარი მტრის ურდოსავით დათარეშობს, მცენარეებს დაუნანებლად უშრობს ფესვებში მაცოცხლებელ სინესტეს და შემორჩენილ, დრომოჭმულ ქარსაცავ ალვებსაც დღეს თუ ხვალ, ფუძეში დაუნდობლად გადაამსხვრევს.

საგარეჯოდან აზერბაიჯანის საზღვრამდე ტერიტორია თითქოს უკაცრიელობისთვის გაუწირავს ღმერთს. იშვიათობაა დახნული სავარგული, კიდევ უფრო იშვიათი _ ფერმები, რომლის ახლოს ნაკელის გორები და თივის გაშავებული ზვინებია. უფრო შორს კი მოჩანს ცხვრის ფარა ან ძროხის ნახირი. აქაურობა უფრო სტეპია ან ნახევარუდაბნო, მაგრამ არა ისეთი, აზია-აფრიკაში რომ მინახავს, სადაც მიწას წვეთ-წვეთად აწოდებენ წყალს, რათა იხაროს საზრდელმა კაცისამ!

თუ სწორად მახსოვს, კომუნის­ტების დროს, სოფელი უდაბნო მოხალისეებისგან შექმნეს. მართალია, იქიდან ბევრმა მალე ისევ ქალაქისკენ იბრუნა პირი, მაგრამ კომუნისტურმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ გარეჯში ცხოვრება შეიძლება! კომუნისტებამდე საუკუნეებით ადრე კი ღირსმა მამა დავით გარეჯელმა წალკოტი შექმნა იქ, სადაც ქვეწარმავლების გარდა, არაფერი ბინადრობდა.

დავითგარეჯისკენ მიმავალ გზაზე, 6 ჰექტარი მიწა ჩალის ფასად იყიდებოდა ხუთიოდე წლის წინ. ნახევარ ჰექტარზე გაშენებული, მოუვლელი მწვანე და რქაწითელი ვერანდებოდა, დანარჩენი მიწაც ოხრად რჩებოდა, მაგრამ ეს მიწა ახალგაზრდა კაცმა იყიდა. ბევრს უკვირდა, რატომ უნდა გადაეყარა ფული უპერსპექტივო მამულში ნოდარ ლატიბაშვილს, რომელიც უმიზნო მფანტველის შთაბეჭდილებას არასდროს ტოვებდა. ძალიან ცოტამ თუ იცის, იმ დროს ნოდარს ეს ფული საიდან ჰქონდა. მართალია, უშრომელი და ზარმაცი არასდროს ყოფილა, მაგრამ ამ მიწის საყიდელი ფული დედამ ოკეანის გადაღმიდან გამოუგზავნა. იცის ნოდარმა ემიგრანტი მშობლის ფასი, ემიგრანტული ხელფასის ყადრიც, ამიტომ დედის გამოგზავნილ ფულს დროის ტარებაში არ ხარჯავდა. დედამაც იცოდა, რომ მისი ვაჟი ფულს ქარს არ გაატანდა და შვილის ენთუზიაზმს მხარი დაუჭირა.

ნოდარს ყველაფერი გააჩნია იმისათვის, რომ თბილისში უდრტვინველად, "საშუალო-სტატისტიკურად" იცხოვროს. ჰყავს მეუღლე, ორი შვილი, მშობლები და და-ძმა. 29 წლის კაცისთვის იდეალური მდგომარეობა აქვს, არც გონიერება აკლია და არც განათლება, შრომითი ბიოგრაფიაც რამდენიმე კაცს ეყოფა, მაგრამ ეს არ არის მაქსიმუმი, რაც სურს.

რაღაც პერიოდი სადაზღვევო კომპანიებში მუშაობდა და აგროწარმოების სპეციფიკამ დააფიქრა. ყველაზე მეტად იმან ააღელვა, რომ ერთ წელს, კახეთში ბარაქიანი მოსავლის პირობებში, საფერავის სარეკორდო ანაზღაურება სოფლის მეურნეობის რეინვესტირებაში კი არ დახარჯეს გლეხებმა, არამედ _ ჯიპების შეძენაში. მარტივი გასაგებია, რომ სოფლის მეურნეობას მაღალი გამავლობის, კომფორტული ავტომობილის შეძენა ვერ განავითარებს. შემდეგ წლებში ყურძნის ფასი შემცირდა (ძალიან კარგად დაითვალეს ღვინის მწარმოებლებმა, რომ კილოგრამი ყურძნის თვითღირებულება 25 თეთრს არ აღემატებოდა, მით უფრო _ თავისი ზვრებიც ბევრ წარმოებას გააჩნია და ბიზნესის ვერაგი წესის მიხედვით, მალფუჭებადი პროდუქტი პირველადმა მწარმოებელმა უნდა გაყიდოს ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად)... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი