ერმალო მაღრაძემ რუსკა მაყაშვილი და ვანიკო თარხნიშვილი ტყეში "დააბა"

ერმალო მაღრაძემ რუსკა მაყაშვილი და ვანიკო თარხნიშვილი ტყეში "დააბა"

"იქს ფაქტორის" ოფიციალურ გვერდზე გადაცემის წამყვანების და რეჟისორ ერმალო მაღრაძის ერთობლივი ფოტოები გამოქვეყნდა. ფოტოებზე ჩანს, რომ ერმალო მაღრაძე "იქს ფაქტორის" გუნდთან ერთად გადასაღებ მოედანზე მუშაობს. ინფორმაციის გასარკვევად AMBEBI.GE რეჟისორს დაუკავშირდა.

- ბატონო ერმალო, ახალ ფილმს იღებთ "იქს ფაქტორის" წამყვანების მონაწილეობით?

- არა, მე დამირეკეს "იქს ფაქტორიდან" და მითხრეს გადაცემის პრომო თქვენ გადაიღეთო. მეც დავთანხმდი. სამი სცენარი მქონდა, მივიტანე "რუსთავი 2"-ში და პირველი ვარიანტის გადაღებაზე შევთანხმდით. სცენარის მიხედვით, ვანიკო და რუსკა უარს ამბობენ "იქს ფაქტორის" წაყვანაზე, სწორედ ამიტომ მათ იტაცებენ დანარჩენი წამყვანები, ტყეში ხეზე აბამენ და ასე ითანხმებენ წამყვანობაზე.

- როგორ მოგეწონათ "იქს ფაქტორის" წამყვანებთან მუშაობა?

- ძალიან ნიჭიერები არიან. ერთ დღეში დასრულდა გადაღებები. იცით, რომ რუსკა მაყაშვილი ჩემი საყვარელი მსახიობია, ძალიან კარგი გოგონაა, რომელიც ძალიან დამეხმარა და ჩემს ერთ ფილმში უსასყიდლოდ მიიღო მონაწილეობა. ახალი ფილმის გადაღების იდეაც გაჩნდა, სადაც "იქს ფაქტორის" წამყვანები და შორენა ბეგაშვილიც მიიღებს მონაწილეობას.

- როდის ვიხილავთ თქვენს მიერ გადაღებულ პრომოს?

- არ ვიცი ჯერ. მონტაჟზე ამ დღეებში შევიკრიბებით. მალე დავამონტაჟებთ და იხილავს მაყურებელი, როგორი ნამუშევარი გამოვიდა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება