პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთში ორი რუსი სამხედროს მკვლელობაში ბრალდებული აფხაზი დააკავეს
აფხაზეთში ორი რუსი სამხედროს მკვლელობაში ბრალდებული აფხაზი დააკავეს

აფხა­ზეთ­ში, ორი რუსი სამ­შვი­დო­ბოს მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი და­ა­კა­ვეს.

ე.წ. მი­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, 2007 წლი­დან ძებ­ნი­ლი გე­ნა­დი ბლა­ბ­ბა და­ა­კა­ვეს, რო­მელ­საც 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბო­და. 2014 წლის თე­ბერ­ვალ­ში, მან პა­ტიმ­რო­ბი­დან გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა და მას შემ­დეგ კი­დევ ერთხელ აღ­მოჩ­ნდა "სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში". ამის შე­სა­ხებ დე ფაქ­ტო აფხა­ზე­თის შს მი­ნის­ტრი ას­ლან კო­ბა­ხია აცხა­დებს.

17 მა­ისს, გუ­და­უ­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ დუ­რიპ­ში, ე.წ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, რო­გორც თა­ვად აღ­ნიშ­ნეს, სა­ში­ში დამ­ნა­შა­ვე და­ა­კა­ვეს. 2006 წლის აგ­ვის­ტოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ბლა­ბ­ბა, თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად, სო­ჭი­დან სო­ხუმ­ში მო­მა­ვალ რუსი სამ­შვი­დო­ბო­ე­ბის ავ­ტო­მან­ქა­ნას და­ეს­ხა თავს, რო­მელ­თაც ბა­ზა­ზე რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის­თვის და­სა­რი­გე­ბე­ლი თან­ხა მიჰ­ქონ­დათ და შე­სა­ბა­მი­სად, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლიც იყ­ვნენ.

გუ­და­უ­თის შე­მო­სას­ვლელ­თან, რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის ავ­ტო­ბუს ПАЗ- ს, რო­მელ­საც მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნაც მოჰ­ყვე­ბო­და, რო­მელ­შიც შე­ი­რა­ღე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი ის­ხდნენ, უც­ნო­ბი მან­ქა­ნა და­ე­წია, სა­ი­და­ნაც მათ ავ­ტო­მა­ტუ­რი ია­რა­ღი­დან ცე­ცხლი გა­უხ­სნეს. შე­დე­გად, რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის კუთ­ვნი­ლი მსუ­ბუ­ქის ავ­ტო­მან­ქა­ნის მძღოლ­მა მარ­თვა და­კარ­გა და თხრილ­ში ჩა­ვარ­და, ავ­ტო­ბუს­მა კი გზა გა­ნაგ­რძო.

ავ­ტო­ბუს­ში მსხდომ რუს სამ­ხედ­რო­ებს, რომ­ლე­ბიც პის­ტო­ლე­ტე­ბით იყ­ვნენ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი, აფხა­ზი კრი­მი­ნა­ლე­ბი გა­ე­კიდ­ნენ. რუ­სებ­მა სა­პა­სუ­ხო ცე­ცხლი გახ­სნეს, "რა დრო­საც ორი რუსი სამ­შვი­დო­ბო მძი­მედ და­იჭ­რა. ისი­ნი გუ­და­უ­თის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, - პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ, დაჭ­რი­ლე­ბი სოჭ­ში გა­და­აფ­რი­ნეს, თუმ­ცა, ისი­ნი გზა­ში­ვე გარ­და­იც­ვალ­ნენ." სა­ბო­ლო­ოდ, ბლა­ბ­ბას ჯგუფ­მა თან­ხის წა­ღე­ბა ვერ შეძ­ლო. შემ­დეგ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ აფხა­ზე­ბი თან­ხის წა­ღე­ბით არც იყ­ვნენ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი...

თა­ვი­დან, აფხა­ზუ­რი მხა­რე წერ­და, რომ ორი რუსი სამ­შვი­დო­ბო გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში და­ი­ღუ­პა. არ გა­მო­რი­ცხავ­დნენ ერ­თმა­ნეთ­ში და­პი­რის­პი­რე­ბა­საც. მა­შინ ამ ფაქტს დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბაც არ მოჰ­ყო­ლია, რად­გან იქამ­დე არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა ყო­ფი­ლა, რო­დე­საც ბა­ზა­ზე, სა­დაც რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი მსა­ხუ­რობ­დნენ, რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი "გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში" გარ­დაც­ვლი­ლი იპოვ­ნეს. საქ­მე თვით­მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით აღიძ­რა და მა­ლე­ვე და­ი­ხუ­რა... რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი, აფხა­ზე­თი­დან რუ­სეთ­ში ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბით გა­და­იყ­ვა­ნეს... ასე რომ, მა­შინ ბლა­ბ­ბას საქ­მე­ზე, აფხა­ზურ მხა­რეს, პრობ­ლე­მე­ბი დი­დად არ შექ­მნია.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, აფხა­ზეთ­ში რუსი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ჩა­ვიდ­ნენ და რუსი სამ­შვი­დო­ბო­ე­ბის მკვლე­ლო­ბი­სა და სა­ხელ­ფა­სო თან­ხის გა­ტა­ცე­ბის შე­სა­ხებ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მა­სა­ლა მო­ამ­ზა­დეს. მა­შინ გე­ნა­დი ბლა­ბ­ბას დამ­კვა­ლი­ა­ნებ­ლის ვი­ნა­ო­ბის შე­სა­ხებ, რამ­დე­ნი­მე ვერ­სია გავ­რცელ­და, - ერთ-ერ­თის თა­ნახ­მად, მას ფუ­ლის გა­და­ტა­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია რუს სამ­შვი­დო­ბო­ებ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა აფხაზ­მა მა­ი­წო­და. სხვა ვერ­სი­ით, - ვერ­სი­ით, ბლა­ბ­ბამ ამის შე­სა­ხებ თა­ვად რუსი სამ­ხედ­როს­გან შე­ი­ტყო...

ამ ფაქ­ტზე ვრცე­ლი მა­სა­ლა მო­ამ­ზა­და ТАСС -მაც. მოკ­ლედ, 2007 წელს ბლა­ბ­ბას წი­ნა­აღ­მდეგ აფხა­ზე­თის ე.წ. გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით,ის და­ა­კა­ვეს კი­დეც, მაგ­რამ 2014 წელს ცი­ხი­დან გა­იქ­ცა და მას შემ­დეგ ძებ­ნა­ში იყო...

აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო შს მი­ნის­ტრის, ას­ლან კო­ბა­ხი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის მა­შინ გა­იქ­ცა, რო­დე­საც ე.წ. სო­ხუ­მის იზო­ლა­ტო­რი­დან შსს-ს ჰოს­პი­ტალ­ში ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­დაჰ­ყავ­დათ. ასე­ვე ირ­კვე­ვა, რომ ბლა­ბ­ბას საქ­მე­ში კი­დევ სამი ადა­მი­ა­ნი ფი­გუ­რი­რებს, რო­მელ­თაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის 12-14 წლამ­დე აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბათ.

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

აფხაზეთში ორი რუსი სამხედროს მკვლელობაში ბრალდებული აფხაზი დააკავეს

აფხაზეთში ორი რუსი სამხედროს მკვლელობაში ბრალდებული აფხაზი დააკავეს

აფხაზეთში, ორი რუსი სამშვიდობოს მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს.

ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა, 2007 წლიდან ძებნილი გენადი ბლაბბა დააკავეს, რომელსაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. 2014 წლის თებერვალში, მან პატიმრობიდან გაქცევა მოახერხა და მას შემდეგ კიდევ ერთხელ აღმოჩნდა "სისხლის სამართლის პასუხისგებაში". ამის შესახებ დე ფაქტო აფხაზეთის შს მინისტრი ასლან კობახია აცხადებს.

17 მაისს, გუდაუთის რაიონის სოფელ დურიპში, ე.წ. სამართალდამცველებმა, როგორც თავად აღნიშნეს, საშიში დამნაშავე დააკავეს. 2006 წლის აგვისტოს შეიარაღებული ბლაბბა, თანამოაზრეებთან ერთად, სოჭიდან სოხუმში მომავალ რუსი სამშვიდობოების ავტომანქანას დაესხა თავს, რომელთაც ბაზაზე რუსი სამხედროებისთვის დასარიგებელი თანხა მიჰქონდათ და შესაბამისად, შეიარაღებულიც იყვნენ.

გუდაუთის შემოსასვლელთან, რუსი სამხედროების ავტობუს ПАЗ- ს, რომელსაც მსუბუქი ავტომანქანაც მოჰყვებოდა, რომელშიც შეირაღებული სამხედროები ისხდნენ, უცნობი მანქანა დაეწია, საიდანაც მათ ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად, რუსი სამხედროების კუთვნილი მსუბუქის ავტომანქანის მძღოლმა მართვა დაკარგა და თხრილში ჩავარდა, ავტობუსმა კი გზა განაგრძო.

ავტობუსში მსხდომ რუს სამხედროებს, რომლებიც პისტოლეტებით იყვნენ შეიარაღებული, აფხაზი კრიმინალები გაეკიდნენ. რუსებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს, "რა დროსაც ორი რუსი სამშვიდობო მძიმედ დაიჭრა. ისინი გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, - პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ, დაჭრილები სოჭში გადააფრინეს, თუმცა, ისინი გზაშივე გარდაიცვალნენ." საბოლოოდ, ბლაბბას ჯგუფმა თანხის წაღება ვერ შეძლო. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზები თანხის წაღებით არც იყვნენ დაინტერესებული...

თავიდან, აფხაზური მხარე წერდა, რომ ორი რუსი სამშვიდობო გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. არ გამორიცხავდნენ ერთმანეთში დაპირისპირებასაც. მაშინ ამ ფაქტს დიდი გამოხმაურებაც არ მოჰყოლია, რადგან იქამდე არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ბაზაზე, სადაც რუსი სამხედროები მსახურობდნენ, რამდენიმე მათგანი "გაურკვეველ ვითარებაში" გარდაცვლილი იპოვნეს. საქმე თვითმკვლელობის მუხლით აღიძრა და მალევე დაიხურა... რამდენიმე მათგანი, აფხაზეთიდან რუსეთში ფსიქიკური პრობლემებით გადაიყვანეს... ასე რომ, მაშინ ბლაბბას საქმეზე, აფხაზურ მხარეს, პრობლემები დიდად არ შექმნია.

მოგვიანებით, აფხაზეთში რუსი ჟურნალისტები ჩავიდნენ და რუსი სამშვიდობოების მკვლელობისა და სახელფასო თანხის გატაცების შესახებ საგამოძიებო მასალა მოამზადეს. მაშინ გენადი ბლაბბას დამკვალიანებლის ვინაობის შესახებ, რამდენიმე ვერსია გავრცელდა, - ერთ-ერთის თანახმად, მას ფულის გადატანის შესახებ ინფორმაცია რუს სამშვიდობოებთან დაახლოებულმა აფხაზმა მაიწოდა. სხვა ვერსიით, - ვერსიით, ბლაბბამ ამის შესახებ თავად რუსი სამხედროსგან შეიტყო...

ამ ფაქტზე ვრცელი მასალა მოამზადა ТАСС -მაც. მოკლედ, 2007 წელს ბლაბბას წინააღმდეგ აფხაზეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მოგვიანებით,ის დააკავეს კიდეც, მაგრამ 2014 წელს ციხიდან გაიქცა და მას შემდეგ ძებნაში იყო...

აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრის, ასლან კობახიას ინფორმაციით, ის მაშინ გაიქცა, როდესაც ე.წ. სოხუმის იზოლატორიდან შსს-ს ჰოსპიტალში ექსპერტიზაზე გადაჰყავდათ. ასევე ირკვევა, რომ ბლაბბას საქმეში კიდევ სამი ადამიანი ფიგურირებს, რომელთაც თავისუფლების 12-14 წლამდე აღკვეთა ემუქრებათ.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე